გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----------------
საქმე №3/7731-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
15 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ჩიქოვანი
მოსარჩელე - გ-------------ე
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - მ----------------ა
მესამე პირი: ი------–---–----ე, ბ------–---–---–----ე
წარმომადგენელი - გ-----------–----ე
დავის საგანი: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 ნოემბრის №5--- ბრძანება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 ნოემბრის №5--- ბრძანება;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა;
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირი სარჩელს არ დაეთანხმა.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით გ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების: ბ------–---–---–----ის და ი------–---–----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე - გ-------------ის კუთვნილი ნივთი, მდებარე თბილისში, დ-----------------------------–----------------- ბინა №120; საკადასტრო კოდი №0----------------------. ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული უძრავი ნივთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა ჩაბარდეს მის მესაკუთრეს - გ-------------ეს. მოპასუხეებს: ბ------–---–---–----ეს და ი------–---–----ეს სოლიდარულად დაეკისრათ გ-------------ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახ. ბაჟის სახით ჩარიცხული თანხის, 120 (ასოცი) ლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 52-60);
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების აღსასრულებლად 2016 წლის 14 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ეს უკანასკნელი აღსასრულებლად წარედგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 14 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 49-50);
- განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ (ს.ფ. 47-48);
4.3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 20 ივლისის №A---------------- წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალეებს - ი------–---–----ისა და ბ------–---–---–----ეს ეცნობათ უფლებები და ვალდებულებები. აღნიშნული წინადადება მოვალეებს ფოსტის მეშვეობით ვერ ჩაბარდათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 20 ივლისის №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 65-70);
- ფოსტის გზავნილების ჩაუბარებლობის უკუგზავნილები (ს.ფ. 71-79);
4.4. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 28 ივლისის №A---------------- წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალეებს - ი------–---–----ისა და ბ------–---–---–----ეს ეცნობათ უფლებები და ვალდებულებები. აღნიშნული წინადადება მოვალეებს ფოსტის მეშვეობით ვერ ჩაბარდათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 28 ივლისის №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 80-82);
- ფოსტის გზავნილების ჩაუბარებლობის უკუგზავნილები (ს.ფ. 83-91);
4.5. 2016 წლის 26 აგვისტოს და 2016 წლის 21 სექრტემბერს შედგენილი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმის თანახმად, სააღსრულებო პოლიციის თანამშრომელი გამოცხადა უძრავი ქონების მისამართზე, სადაც მოვალე პირები არ დახვდნენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო მოქმედების განხირციელების შესახებ ოქმები (ს.ფ. 92-97).
4.6. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 ოქტომბრის №A---------------- წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალეებს - ი------–---–----ისა და ბ------–---–---–----ეს ეცნობათ უფლებები და ვალდებულებები. გამოსახლება დაინიშნა 2016 წლის 7 დეკემბერს, 11:00 საათზე. აღნიშნული წინადადება ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა ბ------–---–---–----ეს, როგორც თავად ადრესატს, ასევე ი------–---–----ის ოჯახის წევრს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 ოქტომბრის №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 65-70);
- ფოსტის გზავნილების ჩაბარების უკუგზავნილები (ს.ფ. 101-102);
4.7. 2016 წლის 5 დეკემბერს ბ------–---–---–----ის ადვოკატმა გ------–----ემ განცხადებით მიმართა აღსრულები ეროვნულ ბიუროს. განცხადებას თან ერთვოდა ბ------–---–---–----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია I------- ცნობა. ცნობის თანახმად, ბ------–---–---–----ისათვის დასმული დიაგნოზია ბ-----–------–----------------–-–--–----, მიმდინარე ეპიზოდში შერეული აშლილობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება, ცნობა (ს.ფ. 107-108);
4.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 7 დეკემბრის №5--- ბრძანებით გაუქმდა აღმასრულებლის მოქმედება - 2016 წლის 31 ოქტომბრის №A---------------- გადაწყვეტილება წინადადების შესრულების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 7 დეკემბრის №5--- ბრძანება (ს.ფ. 109-111);
4.9. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 6 თებერვლის №0------ წერილით დგინდება, რომ ბ------–---–---–----ემ უარი განაცხადა მხარდამჭერად დანიშვნის მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე. ვინაიდან სოციალური მუშაკის მიერ იდენტიფიცირებულია ბ------–---–---–----ის ნება მხარდაჭერის მიმღებად მისი ცნობისა და მასზე მხარდაჭერის დაწესების საკითხზე, სოციალური მომსახურების სააგენტო არ არის უფლებამოსილი განახორციელოს რაიმე სახის მოქმედებები აღნიშნული მიმართულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 6 თებერვლის №0------ წერილი (ს.ფ. 119-120);
4.10. 2018 წლის 10 ოქტომბერს მოვალეებს - ბ------–---–---–----ესა და ი------–---–----ეს გაეგზავნათ №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. აღნიშნული წინადადება ჩაბარდა ადრესატების ოჯახის წევრმა ხ-------------–--–---–მა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ (ს.ფ. 132-134);
- საფოსტო გზავნილების ჩაბარების უკუგზავნილები (ს.ფ. 135-137);
4.11. 2018 წლის 15 ოქტომბერს მოვალეებს - ბ------–---–---–----ესა და ი------–---–----ეს გაეგზავნათ №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. გამოსახლება დაინიშნა 2018 წლის 9 ნოემბერს, 11:00 საათზე. აღნიშნული წინადადება ჩაბარდა ადრესატების ვერ ჩაბარდათ ფოსტის მეშვეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ (ს.ფ. 138-140);
- საფოსტო გზავნილების ჩაბარების უკუგზავნილები (ს.ფ. 141-143);
4.12. 2018 წლის 18 ოქტომბერს მოვალეებს - ბ------–---–---–----ესა და ი------–---–----ეს გაეგზავნათ №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. გამოსახლება დაინიშნა 2018 წლის 9 ნოემბერს, 11:00 საათზე. აღნიშნული წინადადება ჩაბარდა ადრესატების ვერ ჩაბარდათ ფოსტის მეშვეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ (ს.ფ. 144-146);
- საფოსტო გზავნილების ჩაბარების უკუგზავნილები (ს.ფ. 147-149);
4.13. 2018 წლის 18 ოქტომბრის განკარგულებით აღსრულების მხარეებისა და სხვა მონაწილე პირთათვის განხორციელდა სააღსრულებო მოქმედების საჯარო შესტყობინება. საჯაროდ გამოქვეყნდა გაფრთხილება სხვისი მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ, წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 18 ოქტომბრის განკარგულება (ს.ფ. 150-154);
4.14. 2018 წლის 8 ნოემბერს ბ------–---–---–----ის ადვოკატმა გ------–----ემ განცხადებით მიმართა აღსრულები ეროვნულ ბიუროს. განცხადებას თან ერთვოდა ბ------–---–---–----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია I------- ცნობა. ცნობის თანახმად, ბ------–---–---–----ისათვის დასმული დიაგნოზია ბ-----–------–----------------–-–--–----, მიმდინარე ეპიზოდში შერეული აშლილობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება, ცნობა (ს.ფ. 158-164);
4.15. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 ნოემბრის №5--- ბრძანებით გაუქმდა აღმასრულებლის მოქმედება - 2018 წლის 10 ოქტომბრის, 2018 წლის 15 ოქტომბრისა და 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებები წინადადების შესრულების შესახებ. ასევე გაუქმდა 2018 წლის 18 ოქტომბრის №A---------------- განკარგულება აღსრულების მხარეთათვის და სხვა მონაწილეთათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 ნოემბრის №5--- ბრძანება (ს.ფ. 164-165);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი;
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. სასამართლო ასევე მიუთითებს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 183 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საჩივარს განიხილავს მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქმის სირთულიდან გამომდინარე, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით გააგრძელოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა, რის შესახებაც იგი ატყობინებს საჩივრის შემტანს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უნდა იყოს. საჩივრის შემტანი უფლებამოსილია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ამ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადის დარღვევა ჩაითვლება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტი არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტები. შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.
7.2. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით გ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების: ბ------–---–---–----ის და ი------–---–----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე - გ-------------ის კუთვნილი ნივთი, მდებარე თბილისში, დ-----------------------------–----------------- ბინა №120; საკადასტრო კოდი №0----------------------. ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული უძრავი ნივთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა ჩაბარდეს მის მესაკუთრეს - გ-------------ეს. მოპასუხეებს: ბ------–---–---–----ეს და ი------–---–----ეს სოლიდარულად დაეკისრათ გ-------------ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახ. ბაჟის სახით ჩარიცხული თანხის, 120 (ასოცი) ლარის გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების აღსასრულებლად 2016 წლის 14 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ეს უკანასკნელი აღსასრულებლად წარედგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების თანახმად: 1. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას. 2. სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად. 3. აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აბარებს მოვალეს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც აღინიშნება: ა) გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა – 10 კალენდარული დღე; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოსახლების (გამოყვანის) იძულების წესით განხორციელების შესახებ; გ) სააღსრულებო მოქმედების დღეს მოვალის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გამოსახლების (გამოყვანის) მის დაუსწრებლად, იძულების წესით განხორციელების შესახებ; დ) იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღი და დრო.
დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 ოქტომბრის №A---------------- წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალეებს - ი------–---–----ისა და ბ------–---–---–----ეს ეცნობათ უფლებები და ვალდებულებები. გამოსახლება დაინიშნა 2016 წლის 7 დეკემბერს, 11:00 საათზე. აღნიშნული წინადადება ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა ბ------–---–---–----ეს, როგორც თავად ადრესატს, ასევე ი------–---–----ის ოჯახის წევრს. 2016 წლის 5 დეკემბერს ბ------–---–---–----ის ადვოკატმა გ------–----ემ განცხადებით მიმართა აღსრულები ეროვნულ ბიუროს. განცხადებას თან ერთვოდა ბ------–---–---–----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია I------- ცნობა. ცნობის თანახმად, ბ------–---–---–----ისათვის დასმული დიაგნოზია ბ-----–------–----------------–-–--–----, მიმდინარე ეპიზოდში შერეული აშლილობით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 7 დეკემბრის №5--- ბრძანებით გაუქმდა აღმასრულებლის მოქმედება - 2016 წლის 31 ოქტომბრის №A---------------- გადაწყვეტილება წინადადების შესრულების შესახებ.
2018 წლის 10 ოქტომბერს მოვალეებს - ბ------–---–---–----ესა და ი------–---–----ეს გაეგზავნათ №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. აღნიშნული წინადადება ჩაბარდა ადრესატების ოჯახის წევრმა ხ-------------–--–---–მა.
2018 წლის 15 ოქტომბერს მოვალეებს - ბ------–---–---–----ესა და ი------–---–----ეს გაეგზავნათ №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. გამოსახლება დაინიშნა 2018 წლის 9 ნოემბერს, 11:00 საათზე. აღნიშნული წინადადება ჩაბარდა ადრესატების ვერ ჩაბარდათ ფოსტის მეშვეობით.
2018 წლის 18 ოქტომბერს მოვალეებს - ბ------–---–---–----ესა და ი------–---–----ეს გაეგზავნათ №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. გამოსახლება დაინიშნა 2018 წლის 9 ნოემბერს, 11:00 საათზე. აღნიშნული წინადადება ჩაბარდა ადრესატების ვერ ჩაბარდათ ფოსტის მეშვეობით.
2018 წლის 18 ოქტომბრის განკარგულებით აღსრულების მხარეებისა და სხვა მონაწილე პირთათვის განხორციელდა სააღსრულებო მოქმედების საჯარო შესტყობინება. საჯაროდ გამოქვეყნდა გაფრთხილება სხვისი მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ, წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 ნოემბრის №5--- ბრძანებით გაუქმდა აღმასრულებლის მოქმედება - 2018 წლის 10 ოქტომბრის, 2018 წლის 15 ოქტომბრისა და 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებები წინადადების შესრულების შესახებ. ასევე გაუქმდა 2018 წლის 18 ოქტომბრის №A---------------- განკარგულება აღსრულების მხარეთათვის და სხვა მონაწილეთათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ბ------–---–---–----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია I------- ცნობაში ასახული სამედიცინო დასკვნა იძლეოდა იმის საფუძვლიან ვარაუდს, რომ ბ------–---–---–----ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაძლოა არ ჰქონდეს შეგნებული თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი, დამოუკიდებლად განახორციელოს პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. ამავე კანონის მე-183 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საჩივარს განიხილავს მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქმის სირთულიდან გამომდინარე, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით გააგრძელოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა, რის შესახებაც იგი ატყობინებს საჩივრის შემტანს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უნდა იყოს. საჩივრის შემტანი უფლებამოსილია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ამ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადის დარღვევა ჩაითვლება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოებისას წარდგენილი ფორმა №100ა-ში ასახული დიაგნოზი - ბ-----–------–----------------–-–--–----, მიმდინარე ე-----------–-------–---–-–--–----თ, არ იძლევა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ პირს კონკრეტულ მომენტში არ აქვს შეგნებული თავისი მოქმედების მნიშვნელობა, არ შეუძლია განაგოს იგი, ან არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა. აღსანიშნავია, რომ საქმეში დაცული ფორმა №100ა აღწერს მხოლოდ ბ------–---–---–----ის ავადმყოფობის მოკლე ანამნეზს, რომელიც მოიცავს წარსულში გამოვლენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერას. მასში ასახული არ არის მიმდინარე ეპიზოდისათვის დამახასიათებელი სიმპტომები (----------–--–--–--------------), რაც უდავოდ აუცილებელია მიმდინარე შერეული ა–-–--–-------–---- მდგომარეობის დასადგენად.
ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ასევე ითვალისწინებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უფლებამოსილებას შეაჩეროს იძულებითი აღსრულება შესაბამისი პირობების არსებობისას. მათგან, არც ერთი ქვეპუნქტი არ შეიცავს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძველს. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება მოვალის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხის სასამართლოს მიერ განხილვისას – საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 6 თებერვლის №0------ წერილით დგინდება, რომ ბ------–---–---–----ემ უარი განაცხადა მხარდამჭერად დანიშვნის მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე. ვინაიდან სოციალური მუშაკის მიერ იდენტიფიცირებულია ბ------–---–---–----ის ნება მხარდაჭერის მიმღებად მისი ცნობისა და მასზე მხარდაჭერის დაწესების საკითხზე, სოციალური მომსახურების სააგენტო არ არის უფლებამოსილი განახორციელოს რაიმე სახის მოქმედებები აღნიშნული მიმართულებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 ნოემბრის №5--- ბრძანება, რომლითაც გაუქმდა აღმასრულებლის მოქმედებები მოვალისათვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ინფორმირების თაობაზე, არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. მასში არ არის აღწერილი აღმასრულებლის მიერ რაიმე კანონშეუსაბამო მოქმედების განხორციელების თაობაზე. თავად სადავო ბრძანება გაუქმებულ სააღსრულებო მოქმედებებს არ მოიხსენიებს კანონშეუსაბამოდ, არამედ მათ გაუქმებას საფუძვლად დაედო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100ა, რომელიც თავისი შინაარსით არ შეიცავს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რაიმე ისეთ ინფორმაციას, რომელიც მოვალე პირის სააღსრულებო წარმოებაში სრულფასოვანი მონაწილეობის გამომრიცხველი გარემოებების ამსახველი იქნებოდა. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 ნოემბრის №5--- ბრძანებით აღმასრულებლის მოქმედების გაუქმება მოხდა გარემოებათა არასწორი შეფასების შედეგად.
7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბათილად გამოცხადების ობიექტს წარმოადგენს უკანონო ადმინისტრაციული აქტი. სასამართლო სწორედ ადმინისტრაციული აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით შემოიფარგლება. საქმის მასალების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ სახეზე არის გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ იყო გამოეყენებინა საქმიანობის აღნიშნული სამართლებრივი ფორმა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 ნოემბრის №5--- ბრძანების მიღებით, რეალურად საფუძვლის გარეშე, ამასთან, კონკრეტული ვადის განსაზღვრის გარეშე შეჩერდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება მაშინ, როცა იძულებითი აღსრულება დაიწყო ჯერ კიდევ 2016 წელს და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულება ვერ მოხერხდა იმავე მიზეზით, რაც სადღეიდოდ, კვლავ საფუძვლად დაედო სადავო ბრძანების გამოცემას. ამასთან, ყურადსაღებია ასევე ის გარემოებაც, რომ მოვალის - ბ------–---–---–----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი არ იძლევა იმგვარი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რაც სადავო ბრძანების შინაარსში იქნა ასახული.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე სკოლო იტალიის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა შესაბამისი ორგანოების უმოქმედობის გამო. მოცემულ შემთხვევაში გამოსახლების პროცედურა 11 წელი და 10 თვე გძელდებოდა და ბოლოს აღსრულებული იქნა, როდესაც დამქირავებელმა საკუთარი სურვილით დატოვა ფართი. სასამართლომ იმსჯელა: „…იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოცემულ საქმეში ვერ ვამტკიცებთ, რომ აღსრულება მოხდა, სასამართლო მიიჩნევს რომ მოცემულ საქმეზე მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი ვრცელდება. ... სასამართლო აცნობიერებს, თუ რამდენად არსებითი პრაქტიკული ხასიათის სირთულეებთანაა დაკავშირებული გამოსახლების აღსრულების მსგავსი საქმეები, მაგრამ მიუხედავად ამისა მიიჩნევს, რომ შესაბამისი ადმნისტრაციული ორგანოების უმოქმედობის გამო იტალიის სახელმწიფოს ეკისრება მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით გათვალისწინებული უფლების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა“.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-------------ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული უფლების, აგრეთვე შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 ნოემბრის №5--- ბრძანება სააღსრულებო მოქმედებების გაუქმების თაობაზე;
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეს - აღსრულების ეროვნული ბიუროს უნდა დაეკისროს მოსარჩელის - გ-------------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-4, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 ნოემბრის №5--- ბრძანება;
3. მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გ-------------ის სასარგებლოდ ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე