გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.03.2019
საქმის ნომერი
030210017002172045
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N030210017002172045

N2/1143-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 მარტი, 2019 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე

მხარეები:

მოსარჩელე: მ----- კ-----–---–--- წარმომადგენელი ა--- ბ-----,მოსარჩელის წარმომადგენელი: ა--- ბ-----,მოპასუხეები: თ----- დ---–----, ლ---- კ-----–---–--,წარმომადგენელი: თ----- დ---–----ს წარმომადგენელი ნ---- ბ-----, ლ---- კ-----–---–--- წარმომადგენელი თ----- დ---–----.

სხდომაში მონაწილეობდნენ:

მოსარჩელე: მ----- კ-----–---–--,მოსარჩელის წარმომადგენელი: ა--- ბ-----,მოპასუხე: თ----- დ---–----, თვითონ და როგორც ლ---- კ-----–---–--- წარმომადგენელი და თ----- დ---–----ს წარმომადგენელი ნ---- ბ-----.

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ქ. ფოთში, კ------------- ქუჩა N-----ში მდებარე ქონების (საკადასტრო კოდი: 0------------------.) მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

2017 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელე მ----- კ-----–---–--მ შეიძინა ქ. ფოთში, კ------------- ქუჩა N-----ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. ბინაში არასრულწლოვან შვილთან, ლ---- კ-----–---–---თან ერთად, ცხოვრობს მოპასუხე თ----- დ---–----, რომელც გააფრთხილა იმის თაობაზე, რომ უნდა გაეთავისუფლებინა საცხოვრებელი ბინა და განუსაზღვრა ორკვირიანი ვადა, მაგრამ მოპასუხემ არც წერილობით გაფრთხილებას უპასუხა და არც ფართიდან გამოსვლას აპირებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეს აღნიშნულ ფართში არასდროს უცხოვრია, მოპასუხეებს სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ და არც მატერიალური შემოსავალი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1 ქ. ფოთში, კ------------- ქუჩა N-----ში მდებარე ბინის მესაკუთრეა მოსარჩელე მ----- კ-----–---–--.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

- სარჩელის პირველი ფაქტობრივი გარემოება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.2. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქ. ფოთში, კ------------- ქუჩა N-----ში მდებარე უძრავ ქონებას ფლობენ მოპასუხეები თ----- დ---–---- და მისი არასრულწლოვანი შვილი მოპასუხე ლ---- კ-----–---–--.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

- სარჩელის დავის არსის მოკლე მიმოხილვა, სარჩელის პირველი ფაქტობრივი გარემოება, მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმის მასალებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----- კ-----–---–--- წარმომადგენლის ა--- ბ-----ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

6.2. დადგენილია, რომ ფოთში, კ------------- ქუჩა N-----ში, მდებარე უძრავ ქონების (საკადასტრო კოდი: 0------------------.) მესაკუთრეა მოსარჩელე მ----- კ-----–---–--.

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ანუ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრეს, ხოლო მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ გააჩნია სადავო ნივთის ფლობის უფლება. მოპასუხე სადავო უძრავ ნივთზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რითაც ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის განმსაზღვრელი ყველა გარემოება, შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. აღნიშნულ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 120 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მ----- კ-----–---–--- სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, წინასწარ აქვს გადახდილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს თ----- დ---–----ს და ლ---- კ-----–---–--- უნდა დაეკისროთ, მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-248-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს მ----- კ-----–---–-- (პ.ნ. 4----------) წარმომადგენლის ა--- ბ-----ს სარჩელი, თ----- დ---–----ს და ლ---- კ-----–---–--- მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. თ----- დ---–----ს (პ.ნ. 5----------) და ლ---- კ-----–---–--- უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ვ- კ------------- ქუჩა N-, სართული მ---, ბ------, ფართი 2---- კვ-, საკადასტრო კოდი 0------------------ და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე მ----- კ-----–---–---.

3. მოპასუხეებს თ----- დ---–----ს და ლ---- კ-----–---–--- მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა სირაძე