გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.03.2019
საქმის ნომერი
330210018002695621
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/31351-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე რკ ,,პ------–-------------------–---ი"

წარმომადგენლები თ----- ნ------, ა-----– ვ-–----ე

მოპასუხე მ------ მ----------ი

წარმომადგენლები გ--------------ე, ლ-–- ხ---–--–--ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მ------ მ----------ს მოსარჩელე რკ ,,პ------–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2012 წლის 25 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა 29000 ლარი და მიუღებელი შემოსავალი 36897.53 ლარის ოდენობით;

 

1.2. მოპასუხე მ------ მ----------ს მოსარჩელე რკ ,,პ------–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2012 წლის 25 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 29000 ლარზე დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის წლიური 24%, ყოველთვიურად 572.05 ლარის გადახდა 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

1.3. მოპასუხე მ------ მ----------ს მოსარჩელე რკ ,,პ------–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2012 წლის 25 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირ თანხაზე 29000 ლარზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ყოველდღიურად 145 ლარის გადახდა 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

რკ ,,პ------–-------------------–---ის’’ მიმართ სა---------–--------------–-------ს პრ-----------ს 2018 წლის 2------------- განკარგულების საფუძველზე დაიწყო რკ ,,პ------–-------------------–---ი’’-ს ლიკვიდაციის პროცესი. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას წინ უძღოდა სა---------–--------------–-------ს 2017 წლის 3-----------ს განკარგულების საფუძველზე დაწყებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები, მათ შორის კ--–----ს ხელმძღვანელი პირების მიერ კანონით დადგენილი და წესების და აკრძალვების საწინააღმდეგოდ ამორალური მიზნით დადებული გარიგებები, რასაც საბოლოო შედეგად მოჰყვა კ--–----ს გაკოტრებამდე მიყვანა. კ--–----ს ხელმძღვანელობა სისტემატიურად არღვევდა სა---------–--------------–-------ს მიერ დადგენილ ნორმატივებს, მათ შორის ლიკვიდურობის ნორმატივს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ კ--–----ს ხელმძღვანელობა წინასწარ გამიზნულად, შეგნებულად არასწორ ინფორმაციას აძლევდა სა---------–--------------–-----ს, რაც მიზნად ისახავდა კ--–----ს ხელმძღვანელ პირთა მიერ კ--–----ს ფინანსების და სხვა აქტივების გადამალვას, რათა მათი განკარგვა მომხდარიყო კანონით და მარეგულირებლის მიერ დადგენილი შეზღუდვების და წესების დარღვევით. აღნიშნული მოქმედებები ემსახურებოდა მხოლოდ კ--–----ს ხელმძღვანელი პირების და მათთან დაკავშირებული კომპანიების პირად ინტერესებს და სარგებელს.

 

სა---------–--------------–-------ს მიერ კ--–----ს შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ,,,პორტფელისა და სხვა მოთხოვნების პრობლემატურობა მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ს----------------–---ის მმართვლობით ორგანოების-სა-------–---------------ს და გამგეობის არაადეკვატურ დამოკიდებულებას და კ--–----სთვის დამაზიანებელ ქმედებებს. აღბიშნული შეეხება როგორც ფინანსურ საკითხებს, რამაც კ--–----ს გადახდისუუნარობა განაპირობა, ისე მნიშვნელოვან იურიდიულ დარღვევებს. შემოწმების აქტით ასევე დგინდება, რომ კავშირს აეკრძალა ინსაიდერული სესხების გაცემა და მოეთხოვა გაცემულის დაფარვა. შემოწმების აქტით დგინდება, რომ ,,ს----------------–---ის’’ ჯამური მოთხოვნა ინსაიდერების მიმართ შეადგენს 2,87 მილიონ ლარს, რაც მთლიანი აქტივების 56 %-ია.

 

მ------ მ----------ი წარმოადგენდა ,,კ--–----ს’’ სა-------–---------------ს თ-------------ს, მისთვის ცნობილი იყო სა---------–--------------–-------ს მიერ დადგენილი შეზღუდვებისა და კ--–----ს მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მოპასუხეთა არაკეთილსინდისიერმა ზიანის მომტანმა ქმედებებმა გამოიწვია კ--–----ს გაკოტრება.

 

2012 წლის 25 ივნისს გაიცა არაუზრუნველყოფილი სესხი მ------ მ----------ზე 29000 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით. წლიური 24 %-ის ოდენობით. მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა საპროცენტო სარგებელი, ხოლო ვადის ბოლოს სესხის თანხა სრულად. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობაც ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0,5%-ის ოდენობით. მხარეებს შორის გაფორმდა გრაფიკი, რომლის თანახმადაც მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა დარიცხული საპროცენტო სარგებელი, ხოლო ვადის ბოლოს კი 2013 წლის 25 ივნისისთვის სესხის მთლიანი თანხა, თუმცა ვალდებულება დღემდე შესრულებული არ არის. მსესხებელი თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას, ბოლო გადახდა სესხზე განხორციელებულია 2015 წლის 28 დეკემბერს. მსესხებლის დავალიანება 2018 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 65897.53 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 29000 ლარი და მიუღებელი შემოსავალი - 36897,53 ლარი.

 

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მ------ მ----------ი როგორც სა-------–---------------ს თ-------------, იღებდა სოლიდურ ანაზღაურებას ხელფასის სახით. უნდა აღინიშნოს, რომ კ--–----ს დირექტორის და სა-------–---------------ს არაკეთილსინდისიერმა ქმედებებმა გამოიწვია კ--–----ს გაკოტრება და მას გააჩნია 4000000 ლარამდე დავალიანება მეანაბრეების და სხვა კრედიტორების წინაშე, რომელთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება და მათი აღსრულება (იხ. სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულების თანახმად გამსესხებელს მხოლოდ 12 თვის განმავლობაში, ანუ 2013 წლის 25 ივნისამდე ჰქონდა პროცენტის მოთხოვნის უფლება. სესხის ხელშეკრულებით და გრაფიკის თანახმად მოპასუხეს 12 თვის განმავლობაში 2013 წლის ივნისის ჩათვლით უნდა გადაეხადა საპროცენტო სარგებელი ჯამში 6960 დოლარი, რაც მოპასუხის მიერ დათქმულ ვადაში სრულად არის გადახდილი. სესხის ვადის გასვლისას მოპასუხემ ვერ მოახერხა ძირი თანხის ერთიანად გადახდა, ამიტომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ნაწილ-ნაწილ იხდიდა ძირ თანხას. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან კარგად ჩანს, რომ მოპასუხეს 2013 წლის ივლისიდან (სესხის ვადის გასხვლის შემდეგ) 17369 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. გარდა ზემოაღნიშნულისა სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული. სესხის ძირი თანხა უნდა დაბრუნებულიყო 2013 წლის 25 ივნისს, ე.ი სესხის ძირ თანხაზე მოთხოვნის წარმოშობის მომენტი არის 2013 წლის 26 ივნისი. მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გავიდა 2016 წლის 26 ივნისს. რაც შეეხება პროცენტზე მოთხოვნას, ასეთი მოთხოვნა მოსარჩელეს ფიზიკურად ვერ ექნება, რადგან 12 თვის პროცენტი 2012-2013 წლებში ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სრულად არის გადახდილი, თუმცა პროცენტის მოთხოვნაც რომ არსებობდეს, ის მაინც ხანდაზმულია. მოსარჩელემ სესხის ვადის დასრულების შემდეგ რაც გადაიხადა, ის თანხა უნდა ჩათვლილიყო სესხის ძირი თანხის ანგარიშში. რაც შეეხება ე.წ მიუღებელ შემოსავალს, საერთოდ გაურკვეველია რაზე დაყრდნობით არის გაანგარიშებული 36897 ლარი, თუმცა ძირითადი მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნაზე საუბარიც კი აბსურდია.

 

როგორც მოსარჩელე თავად უთითებს, 2015 წლის 10 ივნისიდან ერ-------–------ი უხეშად ჩაერია რკ ,,პ------–-------------------–---ი’’-ს საქმიანობაში, დაუწესა ყოვლად უკანონო შეზღუდვები. საბოლოოდ ერ-------–------ის უპასუხისმგებლო მოქმედებებმა ორგანიზაცია მიიყვანა გაკოტრებამდე და დღეს მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესი. აღსაღნიშნავია, რომ რკ ,,პ------–-------------------–---ი’’-ს დოკუმენტაცია, მათ შორის სესხთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წაღებული აქვს ე---------–-----ს. სესხის გაცემიდან რამდენიმე წელია გასული და მოპასუხეს დეტალები ბუნებრივია არ ახსოვს, მათ შორის რა პერიოდში ხდებოდა მის მიერ თანხების გადახდა. ფაქტია, რომ 2015 წლიდან მიპასუხე ვერ ახერხებს თანხის გადახდას, მით უმეტეს ვერ მოახერხებდა გადახდას 2015 წლის 10 ივნისიდან, ერ-------–------ის მიერ დაკანონებული უკანონობის დღიდან. მხოლოდ სასესხო ამონაწერით არ შეიძლება დადგინდეს თანხების გადახდა/არ გადახდა. ეს გარემოებები მეტყველებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნები ყველა ხანდაზმულია.

 

აქვე აღსაღნიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სესხის გაცემა აეკრძალა 2015 წლიდან, ხოლო მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულება გაფორმდა 2012 წელს, შესაბამისად, მოსარჩელის არგუმენტი რომ ამით ზიანი მიადგა მოსარჩელეს, არგუმენტს მოკლებულია.

 

ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ არ შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ცნობას დავალიანების შესახებ, რადგან ცნობა წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის ამონაწერს. მასზე არ არის არც ხელმოწერა, არც ბეჭედი, რაც მის ავთენტურობას დაადასტურებდა. ასეთი ცნობის მომზადება ყველას შეუძლია (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვეთილა

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. 2012 წლის 25 ივნისს მ------ მ----------სა და რ/კ ,,პ------–-------------------–---ი’’-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება და გაიცა არაუზრუნველყოფილი სესხი 29000 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, წლიური 24 %-ის სარგებლის დარიცხვით.

 

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად სესხის თანხაზე პროცენტის დარიცხვა იწყება მსესხებლისთვის სესხის თანხის მიცემის დღიდან.

 

ამავე ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად სესხის მთლიანი თანხა მასზე დარიცხულ პროცენტთან ერთად გადახდილი უნდა იქნეს სესხის გაცემის დღიდან 12 თვის ვადაში.

 

ვალდებულება შესრულებული უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებაზე დართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად (2.4. პუნქტი).

 

ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი გადააცილებს ხელშეკრულების 2.6 მუხლით გათვალიწინებულ სესხის თანხის დაბრუნების ვადას, გამსესხებელი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელი თანხის 0,5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2012 წლის 25 ივნისის სესხის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 20-21)

- სესხის გაცემის ამონაწერი (ს.ფ. 23)

 

4.2 მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე 2012 წლის 25 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 65897.53 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 29000 ლარი, ხოლო 36 897.53 ლარი კი მიუღებელი შემოსავალი.

 

მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2015 წლის 28 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების თაობაზე (ს.ფ. 29)

- გადახდების ისტორის (ს.ფ. 24-28)

 

4.3. საქმეში წარმოდგენილი გადახდის გრაფიკის თანახმად, მოპასუხის მიერ 2010 წლის 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით პროცენტის სახით სულ გადახდილია 31421,91 ლარი.

 

აღნიშნულ ცხრილში მითითებულია მოპასუხის მიერ განხორციელებული დარიცხვები და გადახდები. ცხრილის მიხედვით დადგენილია, რომ მოპასუხე 11 თვის განმავლობაში იხდიდა მხოლოდ პროცენტს, მე-12 თვეს უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა. ცხრილის მიხედვით მოპასუხეს ბოლო გადახდა უფიქსირდება 2015 წლის 28 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია (ს.ფ. 24-28)

 

4.4. სა---------–--------------–-------ს ვ-–ე-პრ-----------ს 2018 წლის 2------------- განკარგულებით დადგენილია, რომ რკ ,,პ------– ს----------------–---ს’’ გაუუქმდა არასაბანკო სადეპოზიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო მისი ლიკვიდაცია. ლიკვიდატორად დაინიშნა ა-----– ვ-–----ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განკარგულება (ს.ფ. 19)

- სა---------–--------------–-------ს 2017 წლის 3-----------ს მდგომარეობით რკ ,,პ------–-------------------–---ი’’-ს საერთო ფინანსური მდგომარეობის შემოწმების აქტი (ს.ფ. 30-39)

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რკ ,,პ------–-------------------–---ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 316-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 408-ე, 128-ე, 130-ე მუხლები

 

,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – ს----------------–---ების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 და მე-15 მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – ს----------------–---ების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პ------–ი პუნქტის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე – ს----------------–---ებზე (შემდგომში – ს----------------–---ი) და მისი მიზანია მათი საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება „სა---------–--------------–-------ს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

 

ამავე კანონის მე-15 მუხლის პ------–ი ნაწილის მიხედვით, ს----------------–---ი სესხს გასცემს მხოლოდ თავის წევრებზე, ამ კანონისა და სა---------–--------------–-------ს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საკრედიტო კომიტეტის მიერ პერიოდულად განსაზღვრული ვადებითა და პირობებით.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით რკ ''პ------–-------------------–---სა'' და მსესხებელს ანუ მოპასუხეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2012 წლის 25 ივნისს მ------ მ----------სა და რ/კ ,,პ------–-------------------–---ი’’-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება და გაიცა არაუზრუნველყოფილი სესხი 29000 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, წლიური 24%-ის ოდენობით დარიცხვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პ------–ი ნაწილის პ------–ი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოპასუხეს ჯეროვნად არ შეუსრულებია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოვალისათვის სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

 

მხარეთა შორის არსებული 2012 წლის 25 ივნისის ხელშეკრულება დადებული იყო ერთი წლის ვადით ანუ 2013 წლის 25 ივნისამდე. წარმოდგენილი გადახდების ისტორიის თანახმად (ს.ფ.24-28), მითითებულ პერიოდში ანუ 2013 წლის ივნისის თვემდე მოპასუხის მიერ ვალდებულება მხოლოდ სარგებლის ნაწილში არის შესრულებული, კერძოდ, 2012 წლის 29 ივნისს გადახდილია - 572,05 ლარი, 2012 წლის 31 ივლისს - 591,12 ლარი, 2012 წლის 31 აგვისტოს - 591,12 ლარი, 2012 წლის 30 სექტემბერს - 572,05 ლარი, 2012 წლის 31 ოქტომბერს - 591,12 ლარი, 2012 წლის 30 ნოემბერს - 572,05 ლარი, 2012 წლის 31 დეკემბერს - 591,12 ლარი, 2013 წლის 31 იანვარს - 591,12 ლარი, 2013 წლის 28 თებერვალს - 533,91 ლარი, 2013 წლის 28 მარტს - 591,12 ლარი, 2013 წლის 30 აპრილს - 572,05 ლარი, 2013 წლის 31 მაისს - 591,12 ლარი. აღნიშნული გადახდებით იფარებოდა სარგებელი, რაც განაცხადეს მხარეებმა სასამართლო სხდომაზე. ამასთან, ძირი თანხის 29000 ლარის წლიური 24% არის 6960 ლარი, რაც სრულად ემთხვევა მხარის მიერ აღნიშნულ მონაკვეთში გადახდილ თანხებს, ამასთან, თითოეული თვის დღეების რაოდენობის მიხედვით ხდებოდა გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრა, რაც დასტურდება გადახდის ისტორიაში მითითებული თანხების ოდენობით თითოეულ თვესთან მიმართებაში და რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთი წლის განმავლობაში მოპასუხის მიერ სარგებლის გადახდა ხორციელდებოდა.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2013 წლის ივნისის თვის მდგომარეობით მოპასუხის მიერ სრულად იქნა ვალდებულება შესრულებული სარგებლის ნაწილში.

 

ასევე დადასტურებული გარემოებაა, რომ 2013 წლის ივნისის თვის შემდგომ პერიოდშიც გრძელდება მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულება ისე, რომ არ ყოფილა მხარეთა შორის რაიმე დათქმა ან/და ხელშეკრულების პირობების გაგრძელება. მოპასუხის მიერ 2013 წლის ივნისის თვიდან განხორციელდა შემდეგი გადახდები:

 

2013 წლის 28 ივნისს გადახდილია - 572,05 ლარი, 2013 წლის 31 ივლისს - 591,12 ლარი, 2013 წლის 29 აგვისტოს - 591,12 ლარი, 2013 წლის 30 სექტემბერს - 572,05 ლარი, 2013 წლის 31 ოქტომბერს - 591,12 ლარი, 2013 წლის 29 ნოემბერს - 572,05 ლარი, 2013 წლის 27 დეკემბერს - 591,12 ლარი, 2014 წლის 27 იანვარს - 591,12 ლარი, 2014 წლის 27 თებერვალს - 533,91 ლარი, 2014 წლის 27 მარტს - 591,12 ლარი, 2017 წლის 27 აპრილს - 572,05 ლარი, 2014 წლის 27 მაისს - 591,12 ლარი, 2014 წლის 27 ივნისს - 572,05 ლარი, 2014 წლის 27 ივლისს - 591,12 ლარი, 2014 წლის 27 აგვისტოს - 591,12 ლარი, 2014 წლის 27 სექტემბერს - 572,05 ლარი, 2014 წლის 27 ოქტომბერს - 591,12 ლარი, 2014 წლის 27 ნოემბერს - 572,05 ლარი, 2014 წლის 27 დეკემბერს - 591,12 ლარი და 2015 წლის 28 დეკემბერს - 6900 ლარი. ამდენად, მითითებული გადახდებით მოპასუხის მიერ ჯამურად გადახდილია 17940,58 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა მიერ, როგორც უკვე აღინიშნა, სხვა რაიმე დამატებითი დათქმა ან/და ხელშეკრულების გაგრძელება არ განხორციელებულა, შესაბამისად, ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ გადახდილი თანხები უნდა ჩაითვალოს სესხის ძირ თანხაში გადახდილად.

 

ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება სესხის ძირი თანხის ნაწილში არა 29000 ლარით, არამედ 11 059,42 ლარით უნდა განისაზღვროს (29000 ლარს -17940,58 ლარი = 11059,42 ლარს).

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ------ მ----------ის მიერ ვალდებულების შესრულების სხვა დამადასტურებელი მტკიცებულება, გარდა წარმოდგენილი გადახდების ისტორიისა (ს.ფ. 24-28) საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს აღნიშნულ წერილობით დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას თანხის გადახდებთან დაკავშირებით.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა 24%. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად სესხის თანხაზე პროცენტის დარიცხვა იწყება მსესხებლისთვის სესხის თანხის მიცემის დღიდან. ამავე ხელშეკრულების 2.6 პუნქტის მიხედვით კი, სესხის მთლიანი თანხა მასზე დარიცხულ პროცენტთან ერთად გადახდილი უნდა ყოფილიყო სესხის გაცემის დღიდან 12 თვის ვადაში.

 

ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი გადააცილებდა ხელშეკრულების 2.6 მუხლით გათვალიწინებულ სესხის თანხის დაბრუნების ვადას, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო დაეკისრებინა, ხოლო მსესხებელი ვალდებული იყო გადაიხადა პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელი თანხის 0,5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას.

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის გონივრულ შესაბამისობაში. აღნიშნული შემცირება მიზნად ისახავს, რომ უსაფუძვლოდ არ მოხდეს კრედიტრის გამდიდრება მოვალის ხარჯზე.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა შემცირდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო 0,5%-იდან 0,05%-მდე და მოპასუხე მ------ მ----------ს დაეკისროს მოსარჩელე რკ ,,პ------–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2012 წლის 25 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 29000 ლარზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ყოველდღიურად 14,5 ლარის გადახდა 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.

 

7.3. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 36897.53 ლარი, როგორც მიუღებელი შემოსავალი და ასევე მოითხოვს მოპასუხე მ------ მ----------ს დაეკისროს მოსარჩელე რკ ,,პ------–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2012 წლის 25 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 29000 ლარზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის წლიური 24%, ყოველთვიურად 572.05 ლარის გადახდა 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პ------–ი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით კი მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია, ამდენად, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვერ მოხდა იმ გარემოების დადასტურება, რომ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ოდენობით მიიღებდა შემოსავალს და მისი არ მიღება სწორედ მოპასუხის ქმედების შედეგად დადგა. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის მიერ სახელშეკრულება ვალდებულება ჯეროვნად არ ყოფილა შესრულებული, რაზეც მხარეებიც არ დავობენ, თუმცა ასევე უდავო გარემოებაა, რომ ვალდებულების გარკვეული ნაწილი მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ უკვე შესრულებულია. მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა არა მხოლოდ კონკრეტული მიუღებელი შემოსავლის არსებობა, ასევე ის გარემოებაც, რომ ვალდებულების ნაწილობრივი შესრულების ფაქტმა რა გავლენა გამოიწვია მიუღებელ შემოსავალზე, ამასთან, ასევე არ დგინდება, რომ მოპასუხისთვის წინასწარ იყო მოსალოდნელი მოსარჩელის მიუღებელ შემოსავალზე, როგორც ზიანზე და რომ აღნიშნული ზიანი სარჩელის შემოტანის დროისთვის შეადგენდა 36897,53 ლარს.

 

7.4 რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, შემდეგ გარემებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირევლი ნაწილის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რელიზაცია ან დაცვა. ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი შეიძლება ვერ განხორციელდეს მოვალის ნების გამო. ანუ, უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ერთწლიან პერიოდში ყოველთვიურად აქვს ვალდებულება შესრულებული, ამასთან, თანხის გადახდა მხარემ განაგრძო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომაც 2014 წლის 27 დეკემბრამდე. აღნიშნულის შემდეგ მოპასუხემ მოსარჩელის სასარგებლოდ თანხა გადაიხადა 2015 წლის 28 დეკემბერს - 6900 ლარი, ხოლო სარჩელი კი სასამართლოში წარმოდგენილია 2018 წლის 26 ოქტომბერს. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 391,78 ლარის ოდენობით, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად (11059,42 ლარს+2000 ლარი=13059,42 ლარს, რომლის 3% არის 391,78 ლარი).

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რკ ,,პ------–-------------------–---ის" სარჩელი მოპასუხე მ------ მ----------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. მოპასუხე მ------ მ----------ს მოსარჩელე რკ ,,პ------–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2012 წლის 25 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისროს სესხის ძირი თანხის დარჩენილი ნაწილი 18019.38 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

1.2. მოპასუხე მ------ მ----------ს მოსარჩელე რკ ,,პ------–-------------------–---ის" სასარგებლოდ 2012 წლის 25 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირ თანხაზე 29000 ლარზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.05%ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ყოველდღიურად 14,5 ლარის გადახდა 2018 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.

 

2. რკ ,,პ------–-------------------–---ის" სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოპასუხე მ------ მ----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 391,78 ლარის გადახდა დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე