განაჩენი

სისხლის სამართლის 25.04.2019
საქმის ნომერი
330100119002794258
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3--19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - თამთა გაჩეჩილაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ------ ჭ----–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ნ------ ვ--–- ო---–ი - დაბადებული 1--- წლის 5-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები კ-----------------------–---------------------------–------ში, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ.

 

ადვოკატი - კ------- ვ---–----, ზ------ ქ-----–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (სამი ეპიზოდი) (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება - 3 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

ნ------ ვ--–- ო---–იმ გამოძებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება საერთო წონით 0,9087 გრამი, რომელშიც ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის“ რაოდენობამ შეადგინა 0,3905 გრამი. საიდანაც ნ------ ვ--–- ო---–იმ მოთეთრო, თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭერში ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება საერთო წონით 0,4757 გრამი, რომელიც შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ 0,194 გრამის ოდენობით, 2018 წლის 21 ნოემბერს 200 ლარად უკანონოდ გაასაღა კ------------- კ--–--------–---–ზე, რომლისგანაც აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს პოლიციის მიერ ამოღებული იქნა კანონით დადგენილი წესით. ნ------ ვ--–- ო---–იმ 2018 წლის 22 ნოემბერს, მოთეთრო, თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 0,1830 გრამი, რომელიც შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ 0,0825 გრამის ოდენობით, 100 ლარად უკანონოდ კვლავ გაასაღა კ------------- კ--–--------–---–ზე, რომლისგანაც აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს პოლიციის მიერ ამოღებული იქნა კანონით დადგენილი წესით. ნ------ ვ--–- ო---–იმ პოლიეთილენის ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება საერთო წონით 0,25 გრამი, რომელიც შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ 0,114 გრამის ოდენობით, 2018 წლის 26 ნოემბერს 100 ლარად უკანონოდ გაასაღა კ------------- კ--–--------–---–ზე, რომლისგანაც აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს პოლიციის მიერ ამოღებული იქნა კანონით დადგენილი წესით.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება

 

2.1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–------------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–--- დეტექტივ-გამოძიებლმა დ----- ა---–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს სამმართველოს განცხადებით მიმართა საქართველოს მოქალქე კ------------- კ--–--------–---–მა რომელმაც განაცახადა, რომ საქართველოს მოქალაქე ნ------ ვ--–- ო---–ი ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებიის უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებას. აღნიშნული განცხადების საფუძველზე გატარებული იქნა შესამაბისი ღონისძიებები, კერძოდ კ------------- კ--–--------–---–ის მიერ მოხდა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა ნ------ ვ--–- ო---–ისგან. ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერით მოხდა შეხვედრების და საუბრების ჩაწერა. დ----- ა---–--ის განმარტებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს ნ----- ვ--–- ო---–ი იმყოფებოდა თბილისში, კო---------------------------------–------------------- რესტორან ,,კ--–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე კუთნილი ავტომანქანით, რა დროსაც თან უნდა ჰქონოდა სარელიზაციოთ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება. ოპერატიული ჯგუფის მიერ ბრალდებული შემჩნეული იქნა სამას არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შედეგადაც წარედგინა დადგენილებები გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის და ავტომობილის ჩხრეკის წარმოების შესახებ. ჩხრეკის შედეგად კანონსაწინაღმდეგო არაფერი იქნა ამოღებული. ამოღებული იქნა მხოლოდ ფულადი თანხა და მისი პირადი ნივთები. ამოღებული ფულის კუპიურებიდან ნაწილი იყო კ------------- კ--–--------–---–ის მიერ ნარკოტიკების საკონტროლო შეძენის მიზნით გადაცემული თანხა.

დ----- ა---–--ემ განმარტით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული იქნა ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა, დაკავება, ასევე წარუდგინა ბრალი და გამოკითხა ბრალდებული.

 

2.2. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–------------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–--- დეტექტივ-გამოძიებლმა ზ------ ტ------–---–მა.

 

2.3. შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–------------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–--- დეტექტივ-გამოძიებლმა გ------- ლ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ კ------------- კ--–--------–---–ის განცხადების საფუძველზე დაწყებული იქნა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ნ------ ვ--–- ო---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტზე. გ------- ლ-------–---–ის მიერ ჩატარებული იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები საკონტროლო შესყიდვის დროს, დათვალიერებული იქნა ფარული-საგამოძიებო მოქმედების დროს გადაღებული ვიდეო ჩანაწერები, შედგენილი იქნა მტკიცებულებების გაცვლის ოქმი, გამოკითხული იქნა ჩხრეკაში მონაწილე ოპერატიული თანამშრომლები.

გ------- ლ-------–--–ის განმარტებით საკონტროლო შესყიდვა სამ ეპიზოდად განხორციელდა, პირველი შესყიდვა განხორციელდა 2018 წლის 21 ნოემბერს, შემდგომ მეორე შესყიდვა, ხოლო მესამე შესყიდვა მოხდა 26 ნომებერს. პირველი შესყიდვის დროს ბრალდებულისგან იყიდეს ორი წონაკი და გადასცეს 200 ლარი, შემდგომ შესყიდვებზე თითო-თითო წონაკების შესყიდვა მოხდა 100-100 ლარად. ვიდეო ჩანაწერების დათვალიერება მოხდა გ------- ლ-------–--–ის მიერ, მისი განმარტებით ჩანაწერში ჩანს გადაცემის ფაქტი. გადაცემული თანხა იყო დანომრილი და დაქსეროქსებული, შედგენილია ოქმი თუ რა სახის და ნუმერაციის კუპიურებია გადაცემული, რაც ერთვის საქმეს.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე კ------------- კ--–--------–---–მა განმარტა, რომ ბრალდებული გაიცნო სოფელ მ-------ში 2018 წლის ნოემბრის თვეში, მეგობრის მეშვეობით. საუბრისას მეგობარმა და ბრალდებულმა შესათავაზეს, რომ იყო საშუალება შეეძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, 100 ლარად, რის შემდეგაც დაგეგემეს შეხვედრა თბილისში. აღნიშნულის შემდეგ კ------------- კ--–--------–---–ი მიდის ქალაქის მთავარ სამართველოში, აკეთებს განაცხადს, სადაც ხდება ნებაყოფლობით მისი აღჭურვა სპეციალური მოწყობილობით. პირველი შეხვედრა ხდება 21 რიცხვში, ბ--–--–---–ის ქუჩაზე, რესტორან ,,თ-–---ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული მივიდა ავტომანქანით, კ--–--------–---–ი ჩაუჯდა მანქანაში გადასცა თანხა 200 ლარის ოდენობით, ბრალდებულმა მისცა ორი ,,ჩეკი“ ნარკოტიკული საშუალება, ამის შენდეგ კ--–--------–---–ი გადადის მანქანიდან. მეორე დღეს იმავე ტელეფონით ხდება შეთანხმება შეხვედრაზე, მეორე დღესაც იმავე ადგილას და სიტუაციაში ხვდება ბრალდებულს, კერძოდ ჯდება ავტომანქანაში, ბრალდებულს გადასცემს თანხას 100 ლარის ოდენობით და იღებს ერთ ,,ჩეკ“ ნარკოტიკულ საშუალებას. დაახლოებით ხუთი დღის შემდეგ მესამე შეხვედრა ხდება რ-------ის ქუჩაზე, იმავე სიტუაციაში, ჯდება ავტომანქანაში, ბრალდებულს გადასცემს თანხას 100 ლარის ოდენობით და იღებს ერთ ,,ჩეკ“ ნარკოტიკულ საშუალებას. ზემოაღნიშნული თანხა გადაცემული ჰქონდა კ--–--------–---–ს სპეციალურად, რაზეც ჰქონდა ხელი მოწერილი.

 

კ------------- კ--–--------–---–მა ადვოკატის დასმულ შეკითხვაზე განმარტა, რომ ბრალდებულ ნ----- ვ--–- ო---–ის მიერ გადაცემული ზემოაღნიშნული თანხა არ იყო ხორცის შესაძენად.

 

2.5. მხარეთა მონაწილეობის სასამართლო სხდომაზე მოხდა ნივთიერი მტკიცებულების - დისკების დათვალიერება, სადაც განთავსებულია კ------------- კ--–--------–---–ის და ბრალდებულის შეხვედრები, კერძოდ ვიდეო მასალების დათვალიერებით დადასტურდა კ------------- კ--–--------–---–ის და ნ------ ვ--–- ო---–ის შეხვედრები, კერძოდ: 21.11.2018, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალაში, ბ--–--–---–ის ქუჩაზე მდებარე რესტორან ,,თ-–---ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე კ--–--------–---–ი ჯდება ავტომანქანაში, საჭესთან ზის ბრალდებული, რა დროსაც კ--–--------–---–ი აძლევს ფულს ბრალდებულს, რომელიც ართმევს, ხოლო კ--–--------–---–ს ხელში უჭირავს ფოლგის ქაღალდში შეხვეული ნარკოტიკული საშუალება. 22.11.2018, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალაში, ბ--–--–---–ის ქუჩაზე მდებარე რესტორან ,,თ-–---ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე კ--–--------–---–ი ჯდება ავტომანქანაში, საჭესთან ზის ბრალდებული, რა დროსაც კ--–--------–---–ი აძლევს ფულს ბრალდებულს, რომელიც ართმევს, ხოლო კ--–--------–---–ს ხელში უჭირავს ერთი წონაკი ნარკოტიკული საშუალება. 26.11.2018, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალაში, კ------------- კ--–--------–---–ის ქუჩაში ხვდება მამაკაცს, რომელსაც ესაუბრება, შემდეგ ორივე ერთად სხდებიან ავტომანქანაში, სადაც საჭესთან ზის კ--–--------–---–ი, ხოლო მის გვერდით წინა სავარძელზე ბრალდებული. ბრალდებული კ--–--------–---–ს ეუბნება და უთითებს ავტომანქანის ბარში, რომ იქ დადო, რის შემდეგაც კ--–--------–---–ი ბრალდებულს აძლევს ფულს, რომელიც ართმევს თანხას.

 

2.6. გარდა ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებების და ნივთიერი მტკიცებულებებისა, ბრალდებულის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტი დასტურდება: კ------------- კ--–--------–---–ის 2018 წლის 20 ნოემბრის განცხადებით, 2018 წლის 21 ნოემბრის, 22 ნოემბრის და 26 ნოემბრის ამოღების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის №----------------, №---------------- და №---------------- დასკვნებით, 2018 წლის 20 ნოემბრის და 26 ნოემბრის პატაკებით, ბრალდებულის 2018 წლის 26 ნოემბრის პირადი ჩხრეკის, ავტომანქანის ჩხრეკის და დაკავების ოქმებით, 2018 წლის 21 ნოემბრის ოქმით ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოყოფილი თანხის დათვალიერების შესახებ, 2018 წლის 21 ნოემბრის, 22 ნოემბრის და 26 ნოემბრის ოქმებით ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით ფულადი თანხის გადაცემის შესახებ, 2018 წლის 21 ნოემბერის, 22 ნოემბერის და 26 ნოემბერის კრეფსითი ამონაბეჭდებით, 2018 წლის 26 ნოემბრის და 27 ნოემბრის ოქმებით ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების შესახებ, მოწმეების - ე-–---- ჟ---- ო---–ის, ჟ---- ა------- კ----ს, დ----- ჯ--------ის, ი----- წ------ძის და შ--–-- ქ-------ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებმა სასამართლო სხდომაზე უდავოდ გახადეს და სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

2.7. ბრალდებულმა ნ------ ვ--–- ო---–იმ სასამართლო სხდომაზე, საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ მაიაკოვსკის ძეგლთან ყიდდა ხორცს და კ------------- კ--–--------–---–ი მისგან ყიდულობდა. ხორცის საყიდლად კ--–--------–---–მა ერთხელ გადაუხადა 200 ლარი, მეორედ 80 ლარი და მესამედ 50 ლარი. ის რაშიც პროკურორი ედავება არ შეესაბამება სიმართლეს, ნარკოტიკს არ ყიდდა, ეს მოგონილია კ------------- კ--–--------–---–ის მიერ. მიზეზი თუ რატომ მოიგონა კ------------- კ--–--------–---–მა, ბრალდებულისთვის უცნობია.

 

2.8. სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერი საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

2.9. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებებს მიეკუთვნება ,,ჰეროინი“.

 

2.10. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მე-4 ნაწილით ასევე კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურის ისე საზღაურის გარეშე, როგორიცაა გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში და ასე შემდეგ. უკანონო გასაღება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებებს სხვა პირზე.

 

2.11. ზემოთაღნიშნული ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაყრდნობით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ------ ვ--–- ო---–იმ კ------------- კ--–--------–---–ზე, 2018 წლის 21, 22 და 26 ნომებრეს გაასაღა, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“.

 

2.12. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, თითქოსდა კ------------- კ--–--------–---–ზე არ გაუსაღებია ნარკოტიკული საშუალება და თანხა ხორცის საყიდლად გადასცა, რადგან სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მათი შეხვედრა შედგა სამჯერ და სამივეჯერ მოხდა კ--–--------–---–ის მხრიდან ფულადი თანხის გადაცემა და სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების აღება. საგულისხმოა, რომ სამივე შეხვედრაზე ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღება მოხდა საკონტროლო შესყიდვების დრო, ბრალდებულის მხრიდან ნებაყოფლობით. ბრალდებულის განმარტებიდან ირკვევა, რომ იგი არ უარყოფს კ--–--------–---–ისგან თანხის აღების სამ ფაქტს, თუმცა სადავოდ ხდის იმ ფაქტს თუ რა დანიშნულება ჰქონდა მიცემულ თანხას. ის, რომ ბრალდებული ნარკოტიკების გასაღების სანაცვლოდ იღებდა კ--–--------–---–ისგან ფულად თანხას და არა ხორცის შესაძენად ნათლად დასტურდება პირველ რიგში სასამართლო სხდომაზე დაკითხული საკონტროლო შესყიდვის განმახორციელებლის - კ------------- კ--–--------–---–ის ჩვენებით, რაც თანხვედრაშია სასამართლოს ნებართვით და კონტროლით განხორციელებულ ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებთან.

 

ხოლო რაც შეეხება ადვოკატის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერში არ ჩანს, სასამართლო განმარტავ, ის რომ კონკრეტულად ნარკოტიკული საშუალების ხელიდან ხელში გადაცემა არ ჩანს გასაკვირი არ არის, ვინაიდან, გასაღების დროს პირი ყოველთვის ცდილობს, რომ მისი ქმედებები არ იყოს ხილული, იყოს მაქსიმალურად ფრთხილი, გამსაღებლები როგორც წესი ნიღბავენ მათ დანაშაულებრივ საქმიანობას და მოქმედებენ სწრაფად. ვიდეო ჩანაწერებიდანაც დასტურდება, რომ შეხვედრები მხოლოდ 1, 3 და 5 წუთს გრძელდება.

 

2.13. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულ ნ------ ვ--–- ო---–ის ბრალეულობა დასტურდება არა მხოლოდ კ------------- კ--–--------–---–ის ჩვენებით და ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით, არამედ სხვა არაერთი მტკიცებულებით, რომლებიც მხარეებმა სასამართლო განხილვის ეტაპზე უდავოდ სცნეს, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით ფულადი თანხის გამოყოფის და გადაცემის ოქმებით, საკონტროლო შესყიდვის შედეგად მოპოვებული ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმებით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმით, რა დროსაც ბრალდებულისგან ამოღებული იქნა საკონტროლო შესყიდვის დროს კ--–--------–---–ის მიერ გადაცემული 50 ლარიანი კუპიურა, ნომრით A---------, ასევე ქიმიური ექსპერტიზის №----------------, №---------------- და №---------------- დასკვნებით, რითაც დადასტურდა, რომ სამივე საკონტროლო შესყიდვის დროს ნაყიდი ნივთიერება მართლაც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შემდეგ კრეფსითი ჩანაწერებზე - ,,ორი ცალი ხომ წამოიღე?“, ,,სპეც ბაშებია“, ,,მაგარი თავებია იცოდე რა“, ,,რავა ხარ ნ-----?“, ,,მეტი ხომ არ გაქვს?“ (ნ-----მა მიანიშნა, რომ აღარ აქვს მეტი), ,,მაქვს ერთი ცალი ისა კიდევ“, ,,ხვალ წამოგიღო?“ ,,ერთი ცალი დილით?“ ,,ერთ 4 ცალს ჩამომიტან?“ ,,არ მაძლევენ მაგდენს უცებ. არ მაძლევენ მაგდენს“.

 

2.14. შესაბამისად მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები, ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერები და მხარეების მიერ უდავოდ გახდილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს, სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან.

 

2.15. შესაბამისად ბრალდებულის ვერსია არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე არსებული არცერთი მტკიცებულებით და არც თავად დაცვის მხარეს წარმოუდგენია რაიმე ამის დასადასტურებლად. ბრალდებულის ჩვენება არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ გახდილი მტკიცებულებიდან და მიზნად ისახავს სასამართლოს შეცდომაში შეყვანას და მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად.

 

2.16. სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ნ------ ვ--–- ო---–ის განზრახი ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართული იყო მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისკენ, მართლაც ბოლომდე იქნა მიყვანილი, კერძოდ ნ------ ვ--–- ო---–იმ მოთეთრო, თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭერში ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება საერთო წონით 0,4757 გრამი, რომელიც შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ 0,194 გრამის ოდენობით, 2018 წლის 21 ნოემბერს 200 ლარად უკანონოდ გაასაღა კ------------- კ--–--------–---–ზე. მანვე 2018 წლის 22 ნოემბერს, მოთეთრო, თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 0,1830 გრამი, რომელიც შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ 0,0825 გრამის ოდენობით, 100 ლარად უკანონოდ კვლავ გაასაღა კ------------- კ--–--------–---–ზე, ასევე პოლიეთილენის ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება საერთო წონით 0,25 გრამი, რომელიც შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ 0,114 გრამის ოდენობით, 2018 წლის 26 ნოემბერს 100 ლარად უკანონოდ გაასაღა კ------------- კ--–--------–---–ზე.

2.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ------ ვ--–- ო---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 26 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

3.5. სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ნ------ ვ--–- ო---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ------ ვ--–- ო---–იმ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (3 ეპიზოდი).

 

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ნ------ ვ--–- ო---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4.2. ნ------ ვ--–- ო---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის დასაბუთება:

5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ითვალისწინებს ნ------ ვ--–- ო---–ის სოციალურ სტატუსს, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

5.4. ნ------ ვ--–- ო---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოოს სსკ-ის 260-ე მუხლი მე-4 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას.

 

5.5. ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილ ფარგლებში სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს, სასამართლო ითვალისწინებს ნ------ ვ--–- ო---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს და თვლის, რომ ზემოთ დასახელებული გარემოებების და ასევე ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახის, ოდენობის და გასაღების მიზანის გათვალისწინებით ბრალდებულ ნ------ ვ--–- ო---–ის დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

5.6. მასვე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის გამსაღებელს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, კანონში მითითებული ვადებით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

5 ცალი დისკი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით; ნარკოტიკული საშუალებები - განადგურდეს, ფულადი თანხა და პირადი ნივთები დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, საქართველოს კანონით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ------ ვ--–- ო---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 26 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 26 ნოემბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ნ------ ვ--–- ო---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა)წლის ვადით;

2. ნ------ ვ--–- ო---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

3. ნ------ ვ--–- ო---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 ნოემბრიდან;

4. ნ------ ვ--–- ო---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

5. 5 ცალი დისკი, რომელიც ინახება შს--–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-- მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით; ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ინახება შს--–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-- მთავარი სამმართველოს საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; ნ------ ვ--–- ო---–ის პირადი ჩხრეკისს ამოღებული ფულადი თანხა და პირადი ნივთები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი