განაჩენი

სისხლის სამართლის 01.05.2019
საქმის ნომერი
270100119002973119
დავის ტიპი
238 (1) 2
თარიღი
01.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №270100119002973119 (1/39-19)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 მაისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ,სალომე ქობალიას მდივნობით

 

პროკურორის - მა--------------ის,ბრალდებულ - მა-–------------ას და

ადვოკატ - გვ--–--–--–-ას

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა--------------ეს შუამდგომლობა

 

ბრალდებულ მა-–------------ას მიმართ,დაბადების თარიღი: 15-------3 წელი,პირადი ნომერი: 51--------0,საქართველოს მოქალაქე,დაოჯახებული,მისამართი: ქ. წა-–------------–-----------1,სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

დადგენილია, რომ მა-–------------ამ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 17 თებერვლის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი მა-–------------ა 2019 წლის 21 აპრილს, ღამის საათებში, გადაადგილდებოდა ქ. წა-–-------–------------------------------ზე - სა---აოს უბანში, რა დროსაც იგი თან ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ ერთპირიან საკეც დანას, პირის ფიქსატორით, რომელიც მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

2019 წლის 30 აპრილს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა--------------ეს, ბრალდებულ მა-–------------ას და ადვოკატ გვ--–--–--–-ას შორის.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული მა-–------------ა აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

ბრალდებული მა-–------------ა აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.

 

ბრალდებული მა-–------------ა ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.

 

ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.

 

ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:

 

ბრალდებული მა-–------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით, 11 (თერთმეტი) თვითა და 27 (ოცდაშვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კვლავ ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ასევე მიემატოს დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ მა-–------------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 27 (ოცდაშვიდი) დღით, რაც საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების პირველი ნაწილებისა და 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

-საქმეზე ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული ერთპირიანი საკეცი დანა განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მა-–------------ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გვ--–--–--–-ა დაეთანხმნენ ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.

 

მა-–------------ას ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

მოწმეების: ირ---–---------ას, ირ---–--------ას, ბრალდებულ მა-–------------ას გამოკითხვის ოქმები, ცივი იარაღის N30/ც.ი დასკვნა, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - ცივი იარაღი, 2019 წლის 17 თებერვლის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობა.

 

სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ მა-–------------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

მა-–------------ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

მა-–------------ას მიმართ მიზანშეწონილია საქართველოს სსკ-ს 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმის გამოყენება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:

 

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).

 

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა--------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა--------------ის, ბრალდებულ მა-–------------ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - გვ--–--–--–-ას შორის;

 

ბრალდებული მა-–------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით, 11 (თერთმეტი) თვითა და 27 (ოცდაშვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კვლავ ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ასევე მიემატოს დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ მა-–------------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 27 (ოცდაშვიდი) დღით, რაც საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების პირველი ნაწილებისა და 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

-საქმეზე ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული ერთპირიანი საკეცი დანა განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მა-–------------ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში, დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა