გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6131-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - ნ-----–-------------ძე
წარმომადგენლები - ა----------–---–ი, ს-----------------–--ლი
მოპასუხე - სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდი
წარმომადგენლები - გ-------–----------ე, მ---------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 2-----------ს N--- ბრძანება ,,2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ“ ნ-----–-------------ძის პროექტის შეფასების ნაწილში (დაზუსტებული მოთხოვნა, 05.12.2018 წლის სხდომის ოქმი);
1.2. დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელე ნ-----–-------------ძის პროექტის ხელახალი შეფასება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, დაეთანხმნენ წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ უსაფუძვლობის გამო სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მათივე განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის მიერ 2018 წლის 1--------–- მიღებული იქნა ბრძანება N--, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, გამოცხადდა 2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, დამტკიცდა კონკურსის პირობები ამ ბრძანების დანართი N1-ის შესაბამისად.
მითითებული დანართი N1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის პირობები არეგულირებს მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის გამართვის წესს, კონკურსში მონაწილეობის პირობებსა და მონიტორინგის საკითხებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგრანტო კონკურსის მიზანია: ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას, მეცნიერებაში ახალი კადრების მოზიდვასა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, ხელი შეუწყოს სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვას, ხოლო მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა ორ ლოტში: ა) პირველი ლოტი - მოკლევადიანი ინდივიდუალური ვიზიტი საზღვარგარეთ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის (შემდგომში - მობილობა); ბ) მეორე ლოტი - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 1--------–-ს ბრძანება N-- ,,2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პირობებისა და საკონკურსო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ“ და მისი დანართი N1 (ს.ფ. 100-110);
3.2. ნ-----–-------------ძემ მონაწილეობა მიიღო სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის მიერ 2018 წელს გამოცხადებულ მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში, წარადგინა განაცხადი და საპროექტო წინადადება სეზონური ღონისძიების ტიპის პროექტის, სახელწოდებით ,,მათემატიკური სტრუქტურები და მათი გამოყენებები თანამედროვე კომპიუტერულ მეცნიერებებში“ წარდგენის შესახებ. ნ-----–-------------ძის მიერ წარდგენილ პროექტს ფონდის მიერ მიენიჭა სარეგისტრაციო შიფრი M-----------8.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ნ-----–-------------ძის განცხადება 2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესახებ (ს.ფ. 173-175);
-ნ-----–-------------ძის საპროექტო წინადადება (ს.ფ. 176-186);
3.3. სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის მიერ 2018 წლის 2-----–-------------–----------- ბრძანება, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, 2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის ფარგლებში პროექტების შეფასებისა და რანჟირებული სიების დადგენის მიზნით შეიქმნა საკონკურსო კომისია (შემდგომში - კომისია), ხოლო ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განისაზღვრა, რომ კომისია საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტის შემთხვევაში, აფასებს პროექტებს ,,მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N96/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და ადგენს სამ რანჟირებულ სიას, კონფერენციებისათვის, სეზონური სკოლებისათვის და კომბინირებული ღონისძიებებისათვის. ამასთან, განისაზღვრა, რომ კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დამატებით მოიწვიოს დარგის ექსპერტები.
ნ-----–-------------ძის პროექტის შეფასების მიზნით, საგრანტო კომისიის მიერ მოწვეული იქნა ორი ექსპერტი, რომელთაგან პირველმა ექსპერტმა (ქართველი ექსპერტი) ნ-----–-------------ძის მიერ წარდგენილი პროექტი, შეფასების სამი კრიტერიუმის მიხედვით, შეაფასა 9, 9 და 9 ქულებით, ხოლო მეორე ექსპერტმა (უცხოელი ექსპერტი) – 6, 7 და 6 ქულებით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 2-----–---ს ბრძანება N--- ,,2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემოსული პროექტების შეფასების მიზნით საკონკურსო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ (ს.ფ. 247-249);
-ნ-----–-------------ძის მიერ წარდგენილ პროექტზე (პროექტის შიფრი M-----------8) ექსპერტების მიერ გაკეთებული შეფასებები (ს.ფ. 253-256);
3.4. 2018 წლის 2-----------ს შედგა 2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის კომისიის სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ნ-----–-------------ძის მიერ წარდგენილ პროექტს (პროექტის შიფრი M-----------8) კომისიამ მიანიჭა ჯამში 23 ქულა, საიდანაც შეფასების სამი კრიტერიუმის მიხედვით დაწერილმა ქულებმა შეადგინა: 7, 8 და 8 ქულა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის კომისიის 2018 წლის 2-----------ს სხდომის ოქმი N- (ს.ფ. 250-252);
3.5. სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 2-----------ს N--- ბრძანებით დამტკიცდა 2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები, რომელთა შორის, გამარჯვებული სეზონური სკოლების პროექტები განისაზღვრა დანართი----ის შესაბამისად.
მითითებული დანართი----ის თანახმად, საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ექვსმა პროექტმა, რომელთა შეფასებებმაც შეადგინეს: 24, 24, 25, 25, 25 და 26 ქულები. შესაბამისად, ვინაიდან ნ-----–-------------ძის მიერ წარდგენილი პროექტი კომისიის მიერ შეფასებული იქნა 23 ქულით, მან კონკურსში ვერ გაიმარჯვა და იგი არ იქნა დამტკიცებული სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის მიერ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 2-----------ს N--- ბრძანება ,,2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროქტების დამტკიცების შესახებ“ და მისი დანართი--- (ს.ფ. 363-367);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-----–-------------ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 2-----–---ს N-----------ით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდება“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N96/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულება“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 2-----------ს N--- ბრძანება ,,2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას, მოსარჩელე ნ-----–-------------ძესთან მიმართებაში უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამავე დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს. კერძოდ, პირს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი ასევე აღძრულია მითითებული ნორმის ფარგლებში, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს: დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელე ნ-----–-------------ძის პროექტის ხელახალი შეფასება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 2-----–---ს N-----------აზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდი, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის თანდართული წესდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 2-----–---ს N-----------ით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის „მეცნიერების ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
მითითებული წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფონდის მიზანია: ა) საქართველოში მეცნიერებასა და ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა საგრანტო და მინისტრის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებით, აგრეთვე ბილატერალური საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრივი პროგრამული დაფინანსებით; ბ) გამორჩეული, საუკეთესო ხარისხის აკადემიური კვლევების მხარდაჭერა; გ) სამეცნიერო-კვლევითი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება; დ) ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა, მათი კვლევებისა და საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციის წახალისებით; ე) საქართველოს მეცნიერების პოპულარიზაცია; ვ) მეცნიერების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოება; ზ) საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის შეფასება და განვითარება. თ) ფონდის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თავისი მიზნების მისაღწევად ფონდი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საგრანტო კონკურსების ადმინისტრირებას.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N96/ნ ბრძანებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, დამტკიცდა მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N96/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულება (შემდგომში – დებულება) არეგულირებს მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის (შემდგომში – საგრანტო კონკურსი) გამართვის წესს, საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმებსა და მონიტორინგის საკითხებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს: ა) მოკლევადიან ინდივიდუალურ ვიზიტს საზღვარგარეთ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის (შემდგომში – მობილობა); ბ) საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზებას, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, საგრანტო კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ – შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდი (შემდგომში – ფონდი).
აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ საგრანტო კონკურსის წესით. საგრანტო კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფონდი ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფონდი უზრუნველყოფს: ა) პროექტების მიღების ვადების დადგენას; საგრანტო კონკურსის პირობების, პროექტის ფორმების, პროექტზე თანდართული დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების შემუშავებასა და დამტკიცებას; ბ) კომისიის დამტკიცებას; გ) კომისიის მიერ პროექტების შეფასებას და პროექტების რანჟირებული სიების დადგენას; დ) საჭიროების შემთხვევაში, პროექტებში ცვლილებების შეტანას; ე) გამარჯვებული პროექტების გამოვლენას; ვ) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას და დაფინანსებას; ზ) საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს. ამავე დებულების მე-6 მუხლი ადგენს საგრანტო კონკურსის ეტაპებს. კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, საგრანტო კონკურსის ეტაპებია: ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების ფონდში წარდგენა; გ) პროექტების შეფასება; დ) ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამარჯვებული პროექტების დამტკიცება; ე) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 1--------–-ს N-- ბრძანების პირველი პუნქტით გამოცხადდა 2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, დამტკიცდა კონკურსის პირობები ამ ბრძანების დანართი N1-ის შესაბამისად.
მითითებული დანართი N1-ის მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა ორ ლოტში: ა) პირველი ლოტი - მოკლევადიანი ინდივიდუალური ვიზიტი საზღვარგარეთ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის (შემდგომში - მობილობა); ბ) მეორე ლოტი - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება.
დადგენილია, რომ ნ-----–-------------ძემ მონაწილეობა მიიღო სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის მიერ 2018 წელს გამოცხადებულ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში, წარადგინა განაცხადი და საპროექტო წინადადება სეზონური ღონისძიების ტიპის პროექტის, სახელწოდებით ,,მათემატიკური სტრუქტურები და მათი გამოყენებები თანამედროვე კომპიუტერულ მეცნიერებებში“ წარდგენის შესახებ. ნ-----–-------------ძის მიერ წარდგენილ პროექტს ფონდის მიერ მიენიჭა სარეგისტრაციო შიფრი M-----------8.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N96/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების“ მე-8 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ფონდი უზრუნველყოფს პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს კომისიას და ადგენს მისი მუშაობის წესს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის მიერ 2018 წლის 2-----–-------------–----------- ბრძანება, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, 2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის ფარგლებში პროექტების შეფასებისა და რანჟირებული სიების დადგენის მიზნით შეიქმნა საკონკურსო კომისია (შემდგომში - კომისია).
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N96/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტის შემთხვევაში, კომისია პროექტებს აფასებს ამ დებულების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და ადგენს სამ რანჟირებულ სიას, კონფერენციებისათვის, სეზონური სკოლებისათვის და კომბინირებული ღონისძიებებისათვის, ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მოიწვიოს ექსპერტები. ამასთან, ანალოგიური დებულებები იქნა გაწერილი სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 2-----–---ს N--- ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებითაც.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N96/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლითაც დადგინდა პროექტის შეფასების კრიტერიუმები საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის. აღნიშნული კრიტერიუმებია: 1. ღონისძიების სამეცნიერო ხარისხი (მინიმუმ -1, მაქსიმუმ - 9 ქულა); 2. ღონისძიების შედეგების მნიშვნელობა (მინიმუმ -1, მაქსიმუმ - 9 ქულა); 3. პროექტის მენეჯმენტი და განხორციელებადობა (მინიმუმ -1, მაქსიმუმ - 9 ქულა). ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განისაზღვრა, რომ თითოეული კრიტერიუმი ფასდება 9-ქულიანი სისტემით (1-9), სადაც 1-3 ქულა შეესაბამება C კატეგორიის შეფასებას, 4-6 ქულა შეესაბამება B კატეგორიის შეფასებას, ხოლო 7-9 ქულა შეესაბამება A კატეგორიის შეფასებას. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 27 ქულა. დაფინანსებისთვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა 18 და მეტი ქულა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ-----–-------------ძის პროექტის შეფასების მიზნით, საგრანტო კომისიის მიერ მოწვეული იქნა ორი ექსპერტი, რომელთაგან პირველმა ექსპერტმა (ქართველი ექსპერტი) ნ-----–-------------ძის მიერ წარდგენილი პროექტი, შეფასების სამი კრიტერიუმის მიხედვით, შეაფასა 9, 9 და 9 ქულებით, ხოლო მეორე ექსპერტმა (უცხოელი ექსპერტი) – 6, 7 და 6 ქულებით.
6.4. სასამართლო მიუთითებს სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 2-----–---ს N--- ბრძანების მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
დადგენილია, რომ 2018 წლის 2-----------ს შედგა 2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის კომისიის სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ნ-----–-------------ძის მიერ წარდგენილ პროექტს (პროექტის შიფრი M-----------8) კომისიამ მიანიჭა ჯამში 23 ქულა, საიდანაც შეფასების სამი კრიტერიუმის მიხედვით დაწერილმა ქულებმა შეადგინა: 7, 8 და 8 ქულა. საგრანტო კონკურსის კომისიის გადაწყვეტილება გაფორმებული იქნა 2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის კომისიის 2018 წლის 2-----------ს N- სხდომის ოქმით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N96/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების“ მე-6 მუხლის ,,დ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, საგრანტო კონკურსის ერთერთ ეტაპს წარმოადგენს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამარჯვებული პროექტების დამტკიცება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 2-----------ს N--- ბრძანებით დამტკიცდა 2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები, რომელთა შორის, გამარჯვებული სეზონური სკოლების პროექტები განისაზღვრა დანართი----ის შესაბამისად. მითითებული დანართის თანახმად, საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ექვსმა პროექტმა, რომელთა შეფასებებმაც შეადგინეს: 24, 24, 25, 25, 25 და 26 ქულები. შესაბამისად, ვინაიდან ნ-----–-------------ძის მიერ წარდგენილი პროექტი კომისიის მიერ შეფასებული იქნა 23 ქულით, მან კონკურსში ვერ გაიმარჯვა და იგი არ იქნა დამტკიცებული სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ,,2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ“ სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 2-----------ს N--- ბრძანებას ნ-----–-------------ძის პროექტის შეფასების ნაწილში. მოსარჩელე არ ეთანხმება კომისიის მიერ გაკეთებულ შეფასებას და მიუთითებს, რომ უცხოელმა ექსპერტმა არასრულყოფილად შეისწავლა პროექტის მასალები, რადგან იგი უთითებს პროექტში მონაწილე ლატვიელ მეცნიერზე, მაშინ როცა მოსარჩელის განმარტებით, პროექტში ჩართულია ლიტველი მეცნიერი. ამასთან, მოსარჩელე მხარის პოზიციით, უცხოელი ექსპერტი არასწორად ადგენს იმ გარემოებას, რომ პროექტში საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობა არ არის გათვალისწინებული, მაშინ როცა პროექტში ჩართული არიან უცხოელი (თურქეთის და ლიტვის) მეცნიერები. ასევე, მოსარჩელე არ ეთანხმება უცხოელი ექსპერტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სეზონურ სკოლაში დაგეგმილი ლექციები წარმოადგენს სტანდარტული მათემატიკის კურსს, რაც ისედაც ეკითხებათ სტუდენტებს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ კონკურსის პირობებში არსად არ ყოფილა აკრძალვა იმავე კურსის შეთავაზების შესახებ, რაც ეს უნივერსიტეტებში ისწავლება. ამასთან, აღნიშნავს, რომ უცხოელი ექსპერტი არ ფლობს ინფორმაციას საქართველოს უნივერსიტეტებში არსებული სალექციო კურსების შესახებ. მოსარჩელე ასევე არ ეთანხმება კომისიის შეფასებას ნ-----–-------------ძის მიერ წარდგენილ პროექტში მითითებული ექსპერტების არაწამყვან ექსპერტებად მიჩნევის თაობაზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ უცხოელ ექსპერტს არასათანადოდ აქვს შეფასებული ნ-----–-------------ძის პროექტის მასალები, რამაც შემდგომ ასახვა ჰპოვა კომისიის გადაწყვეტილებაში.
6.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N96/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების“ მე-8 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, კომისია პროექტების შეფასებას ახდენს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით, ვინაიდან, ერთის მხრივ, აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საგრანტო კონკურსზე წარდგენილი პროექტის შეფასება საკონკურსო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ვერ შეაფასებს კომისიის წევრების/ექსპერტების მიერ გაკეთებულ შეფასებებს/პროექტისთვის დაწერილ ქულებს. სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმების ფარგლებში შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ის გარემოება, განხორციელდა თუ არა კომისიის მიერ კონკურსის ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით, ხოლო საკონკურსო კომისიის წევრების/ექსპერტების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოთქმული მოსაზრებების ერთობლიობა და ამ მოსაზრებების შესაბამისი ქულის ასახვა თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებაში წარმოადგენს კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს და ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 2-----–---ს N--- ბრძანებაზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, 2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის ფარგლებში პროექტების შეფასებისა და რანჟირებული სიების დადგენის მიზნით შეიქმნა საკონკურსო კომისია. ამდენად, კანონმდებელმა პროექტის შეფასებისათვის გაითვალისწინა შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნა და გადაწყვეტილების მიღება კომისიას მიანდო. კომისიის გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი კი, სასამართლოს მოსაზრებით საკონკურსო კომისიის და შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევს.
სასამართლო განმარტავს, რომ საკონკურსო კომისიის წევრების/ექსპერტების მიერ კონკრეტული პროექტის შეფასება ეფუძნება კომისიის თითოეული წევრის/თითოეული ექსპერტის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი ვერ შეფასდება კანონთან მიმართებაში. ამასთან, კანონმდებლის მიერ კომისიისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, თავის მხრივ, არ გულისხმობს იმას, რომ კომისიას აქვს თვითნებობის უფლება და მისი საქმიანობა უკონტროლოა. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია სასამართლო კონტროლი არ მოიცავს საკონკურსო კომისიის, როგორც კოლეგიური სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შეფასებას, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს ჰქონდა თუ არა ადგილი შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, არსებობდა თუ არა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, ექსპერტების მიერ დაწერილ ქულებს შორის (9, 9, 9 და 6, 7, 6) მნიშვნელოვანი შეუსაბამობებია, რის გამოც საკონკურსო კომისია ვალდებული იყო დამატებით მოეწვია ექსპერტი. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ამ პოზიციას და განმარტავს, რომ ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ ნ-----–-------------ძის პროექტის შეფასებისას დაწერილ ქულებს შორის არ არის მნიშვნელოვანი შეუსაბამობა/სხვაობა, შესაბამისად, საკონკურსო კომისია უფლებამოსილი იყო ამ ორი ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასებების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის პროექტის შეფასების თაობაზე.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ საკონკურსო კომისიამ არასწორად დათვალა ექპერტების მიერ ნ-----–-------------ძის პროექტისთვის დაწერილი ქულები, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პირველ კრიტერიუმში ექსპერტების მიერ დაწერილი შეფასებების საფუძველზე (9 და 6 ქულა) კომისიამ დაწერა 7 ქულა, ხოლო მესამე კრიტერიუმში ექპერტების მიერ ანალოგიური შეფასებების საფუძველზე (9 და 6 ქულა) საკონკურსო კომისიამ გამოიყვანა 8 ქულა. ამდენად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მესამე კრიტერიუმის შემთხვევაში, კომისიამ დაამრგვალა ექპერტების მიერ დაწერილი ქულების საშუალო - 7,5 ქულა 8 ქულამდე, ხოლო პირველ კრიტერიუმში ანალოგიური ქულების საშუალო - 7,5 ქულა კომისიის მიერ დამრგვალებული იქნა არასწორად და ნაცვლად 8 ქულისა, დაწერილი იქნა 7 ქულა.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის ამ არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნიკოლოზ ინასარაძის პროექტი შეფასების პირველ კრიტერიუმში ექსპერტების მიერ შეფასებული იქნა 9 და 6 ქულით, კომისიამ აღნიშნული ქულების საფუძველზე დაწერა 7 ქულა; მეორე კრიტერიუმში ექსპერტების მიერ პროექტი შეფასებული იქნა 9 და 7 ქულით, ხოლო კომისიამ აღნიშნული ქულების საფუძველზე დაწერა 8 ქულა; მესამე კრიტერიუმში ნ-----–-------------ძის პროექტი ექსპერტების მიერ შეფასდა 9 და 6 ქულით, ხოლო კომისიამ მითითებული ქულების საფუძველზე გამოიყვანა 8 ქულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მეორე კრიტერიუმში საკონკურსო კომისიამ იხელმძღვანელა რა ექსპერტების შეფასებებით, პროექტს დაუწერა ექსპერტების მიერ დაწერილი ქულების ზუსტი საშუალო ქულა - 8. ამასთან, ვინაიდან მესამე კრიტერიუმში ექსპერტების მიერ დაწერილი ქულების საშუალო ქულამ შეადგინა 7.5, ხოლო კომისიამ დაწერა 8 ქულა, ცალსახაა, რომ კომისიამ მოახდინა საშუალო ქულის დამრგვალება მათემატიკური წესით, თუმცა, იმავე პრინციპით კომისიამ არ იხელმძღვანელა პირველ კრიტერიუმში მოსარჩელის პროექტისთვის დაწერილი ანალოგიური ქულების საშუალო ქულის გამოყვანისას და მიღებული საშუალო ქულის (7,5) დამრგვალება მოახდინა განსხვავებული პრინციპით, არამათემატიკური წესით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ საკონკურსო კომისიამ ექსპერტების მიერ დაწერილი ქულების საშუალო ქულების გამოყვანისას, პირველ კრიტერიუმში დაკლებული 0,5 ქულა (პირველ კრიტერიუმში საშუალო ქულა შეადგენა 7,5-ს, ხოლო კომისიამ დაწერა 7 ქულა), დაუმატა მესამე კრიტერიუმში გამოყვანილ საშუალო ქულას (მესამე კრიტერიუმში საშუალო ქულა შეადგენა 7,5-ს, ხოლო კომისიამ დაწერა 8 ქულა), რის გამოც არ შეცვლილა სამივე კრიტერიუმში დაწერილ ქულათა ჯამის საშუალო შედეგი - 23 ქულა. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, ექსპერტების მიერ სამივე კრიტერიუმში დაწერილ ქულათა ჯამის საშუალო ქულა შეადგენს 23-ს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, საკონკურსო კომისიამ ნ-----–-------------ძის პროექტის შეფასება მოახდინა შეფასების სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით, ცალ-ცალკე და თითოეულ კრიტერიუმში დაწერილი ქულების შეკრებით დაიწერა საბოლოო შეფასება - 23 ქულა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკონკურსო კომისიამ ნ-----–-------------ძის მიერ წარდგენილი პროექტი, მიუხედავად შეფასების პირველ და მესამე კრიტერიუმებში ექსპერტების მიერ დაწერილი იდენტური ქულებისა, შეაფასა განსხვავებული პრინციპებით და გამოიყვანა განსხვავებული ქულები, რითაც დაირღვა შეფასების პროცედურული ნორმები. სასამართლო განმარტავს, რომ გაუგებარია რატომ მოახდინა საკონკურსო კომისიამ შეფასების პირველ კრიტერიუმში მიღებული საშუალო ქულის დამრგვალება არამათემატიკური წესით (საშუალო 7,5 ქულა დაამრგვალა 7 ქულამდე), ნ-----–-------------ძის საზიანოდ, მაშინ როცა მესამე კრიტერიუმში მიღებული ანალოგიური საშუალო ქულა კომისიამ დაამრგვალა მათემატიკური წესით (საშუალო 7,5 ქულა დაამრგვალა 8 ქულამდე). ამასთან, თუკი მოპასუხის განმარტებიდან გამომდინარე, კომისიის საბოლოო შეფასება - 23 ქულა წარმოადგენს ექსპერტების მიერ ყველა კრიტერიუმში დაწერილ ქულათა ჯამის საშუალო ქულას და კომისიის მიზანი იყო ექსპერტთა ჯამური შეფასებების საშუალო ქულის გამოყვანა, ალოგიკურია რატომ დასჭირდა კომისიას პირველ და მესამე კრიტერიუმებში მიღებული საშუალო ქულების მთელ რიცხვებამდე დამრგვალება - პირველ კრიტერიუმში მიღებული საშუალო ქულისთვის 0,5 ქულის მოკლება და მესამე კრიტერიუმში მიღებული საშუალო ქულისთვის ამ 0,5 ქულის დამატება, როგორც ამას მოპასუხე მხარე ამტკიცებს, მაშინ როცა კომისიას შეეძლო ეხელმძღვანელა პირველ და მესამე კრიტერიუმებში მიღებული ზუსტი საშუალო ქულებით (7,5 და 7,5), მათი დამრგვალების გარეშე. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკონკურსო კომისიამ ნ-----–-------------ძის მიერ წარდგენილი პროექტის შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმებში ქულების გამოყვანის განსხვავებული სტანდარტი გამოიყენა, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ ნ-----–-------------ძის პროექტი სხვადასხვა კრიტერიუმში მიღებული ერთნაირი ქულების მიუხედავად, საბოლოოდ შეფასებული იქნა სხვადასხვა ქულებით, რის გამოც მიღებული საბოლოო შეფასების გათვალისწინებით (23 ქულა), მოსარჩელის პროექტი არ იქნა დამტკიცებული სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკონკურსო კომისიის მხრიდან ადგილი აქვს ნ-----–-------------ძის პროექტის შეფასების პროცედურის აშკარა დარღვევას, იდენტურ პირობებში ცალკეული კომპონენტის ნაწილში შეფასების განსხვავებული პრინციპის გამოყენებას, საბოლოოდ კი ნ-----–-------------ძის სასარგებლოდ ქულის დაუმრგვალებლობის გამო მისი პროექტი ვერ იქნა დაფინანსებული, რამდენადაც საქმეში დაცული მტკიცებულებებით ცალსახად დადგენილია 24 ქულიანი პროექტის გამარჯვებულად გამოცხადების ფაქტი. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ანიშნული გარემოებები ქმნის ნ-----–-------------ძის პროექტის შეფასების ნაწილში ,,2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ“ სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 2-----------ს N--- ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ნ-----–-------------ძის პროექტის ხელახალი შეფასებისა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–-------------ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 2-----------ს N--- ბრძანება ,,2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ“ ნ-----–-------------ძის პროექტის შეფასების ნაწილში და მოპასუხეს უნდა დაევალოს მოსარჩელე ნ-----–-------------ძის პროექტის ხელახალი შეფასება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე სსიპ შ-----------------–--------------–--------------–-----–---------------ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ-----–-------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შ-----------------–--------------–--------------–------–------- ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 2-----------ს N--- ბრძანება ,,2018 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ“ ნ-----–-------------ძის პროექტის შეფასების ნაწილში;
3. დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელე ნ-----–-------------ძის პროექტის ხელახალი შეფასება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
4. მოპასუხე სსიპ შ-----------------–--------------–--------------–-----–---------------ს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის, მოსარჩელე - ნ-----–-------------ძის სასარგებლოდ ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერი გულუაშვილი