გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.04.2019
საქმის ნომერი
330210017001776567
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/2405-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 აპრილი, 2019 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე - ლი------------–---–ი

წარმომადგენელი - ი----–----–-----

მოპასუხეები - 1 - ლი---------–---–ი

2 - ივ-------–--–---–ი

3 - გი------------ე

4 - სუ-–---------------–---–ი

5 - მა------------ი

6 - მზ-----------ი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გამოთხოვილ იქნეს მოპასუხეების ივ-------–--–---–ის (პირადი N0----------), ლი---------–---–ის (პირადი N0----------), სუ-–---------------–---–ის (პირადი N0----------), მა------------ის (პირადი N0-----------, გი------------ის (პირადი N0----------), მზ-----------ის (პირადი N------------ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, კა--------------- საკადასტრო კოდი N0--1--2--0---1--- დაზუსტებული ფართობი 332.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 0--1--2--0---1--, შენობა-ნაგებობა 2, ფართით 64.27 კვ.მ. და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს ლი------------–---–ს.

 

1.2. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

(იხ. დაზუსტებული სარჩელი - ს.ფ. 57-70, მოთხოვნის დაზუსტება - 2018 წლის 14 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 192-200)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ლი---------–---–მა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

2.2. მოპასუხე მზ-----------მა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. მას სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

2.3. მოპასუხე ივ-------–--–---–ს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა სარჩელი არ ცნო.

 

2.4. მოპასუხე სუ-–---------------–---–ი არ დაეთანხმა სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2.5. მოპასუხეებს გი------------ეს და მა------------ს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც საქმის განხილვის არსებით სხდომაზე არ გამოცხადებულან. მოპასუხეებს სხდომის შესახებ ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, ჩი---------------- დაზუსტებული ფართობი: 332.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 0--1--2--0---1--, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N2 ფართით 64.27 კვ.მ. და ნაგებობა N1, საკადასტრო კოდი N0--1--2--0---1-- - რეგისტრირებულია ლი------------–---–ის საკუთრებად. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 30/07/2013წ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 71-72)

 

3.2.2. ლი------------–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, მდებარე: ქალაქი თბილისი, ჩი---------------- საკადასტრო კოდი N0--1--2--0---1-- - დან შენობა-ნაგებობა N2 ფართით 64.27 კვ.მ.-ს ფაქტობრივად ფლობენ ლი---------–---–ი, ივ-------–--–---–ი, გი------------ე, სუ-–---------------–---–ი, მა------------ი და მზ-----------ი.

 

(მტკიცებულება: სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება - 2019 წლის 18 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 25-32, 57-70, 205-212, 247-258)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთაგან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უნდა ეთქვას უარი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-270-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს. დაუშვებელია პირს ფორმალურად ჰქონდეს საკუთრების უფლება და ფაქტობრივად ვერ სარგებლობდეს მისით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრული სარჩელი წარმოადგენს ვინდიკაციურ სარჩელს, რომლის საფუძველზეც მესაკუთრე უფლებამოსილია სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს საკუთრება. ვინდიკაციური სარჩელის აღძვრა დასაშვებია იმ მოცემულობაში, როდესაც ილახება მესაკუთრის ნივთზე მფლობელობითი უფლება, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის სარგებლობაშია. მითითებული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მას არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მითითებულ პირობათაგან რომელიმეს არარსებობა (დაუდასტურებლობა), გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებაში. საკუთრების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი მოპასუხეებს, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება, მიიჩნევა ნამდვილად. ამასთან დადგენილია, რომ ქონება იმყოფება მოპასუხეთა მფლობელობაში. მოპასუხე მხარე ვერ მიუთითებს ქონების ფლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე. მხოლოდ განმარტება იმ გარემოების შესახებ, რომ მათ ფული გადაუხადეს სხვას სადავო ფართებზე, ვერ გახდება საფუძველი სარჩელის დაუკმაყოფილებლობის, შესაბამისად, ლი------------–---–ის მოთხოვნა მოპასუხის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული კი დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებს საპროცესო ნორმაზე და განმარტავს, რომ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების წარმოშობიდან არ ხდება ნივთის გამოთავისუფლება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაუცემლობის შემთხვევაში, კვლავაც გაგრძელდება უფლებების ხელყოფა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ზეპირი განმარტება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე, როდესაც არ არის დასაბუთებული მისი გამოყენების აუცილებლობა, არ შეიძლება საკმარის საფუძვლად დაედოს ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 60 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 60 ლარი კი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს უკან.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 268-270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ლი------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. გამოთხოვილ იქნეს მოპასუხეების ივ-------–--–---–ის (პირადი N0----------), ლი---------–---–ის (პირადი N0----------), სუ-–---------------–---–ის (პირადი N0----------), მა------------ის (პირადი N0-----------, გი------------ის (პირადი N0----------), მზ-----------ის (პირადი N------------ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, კა--------------- საკადასტრო კოდი N0--1--2--0---1--- დაზუსტებული ფართობი 332.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 0--1--2--0---1--, შენობა-ნაგებობა 2, ფართით 64.27 კვ.მ. და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს ლი------------–---–ს.

 

1.1. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე მოსარჩელე ლი------------–---–ს ეთქვას უარი.

 

2. დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 (სამოცი) ლარი.

 

3. მოსარჩელე ლი------------–---–ს დაუბრუნდეს ი----–----–----ის მიერ 2017 წლის 24 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 120 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 60 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ბა--------------–---“, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი: T-------, სახაზინო კოდი: 3----------, საგადახდო დავალება N--

 

4. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრდება კერძო საჩივრით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი