განაჩენი

სისხლის სამართლის 02.05.2019
საქმის ნომერი
030100119002946487
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030100119002946487

№1/110-2019

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

01 მაისი, 2019 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ალ---------ე კო----ა,დაცვის მხარე:

ადვოკატი: ზა--- კვ-------–-ა,ბრალდებული: ნ----ა ძე--------ი,მამის სახელი: რ-----ო,დაბადებული: 1--------- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული,პირადი ნომერი: 0----------,ნასამართლობა: არმქონე,მცხოვრები: ქ. ფოთი, 9-------–---------- N18/70.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით - დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა.

ბრალდებული: ირ-- ფი–---–-----ი,მამის სახელი: თე-----ი,დაბადებული: 0--------- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 2----------,ნასამართლობა: არმქონე,მცხოვრები: ქ. ფოთი, პ------ს ქუჩა N10.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით - დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა.

საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ნ----ა ძე--------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოში ბე-- თო--------ს მიერ ნ----ა ძე--------ის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2016 წლის 23 სექტემბერს, მოწმის სახით გამოკითხულმა ნ----ა ძე--------მა, დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუდ დაასმინა ბე-- თო--------, კერძოდ: განმარტა, რომ 2016 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ფოთი, 9-------–---------- N18/70-ში მდებარე ნ----ა ძე--------ის საცხოვრებელ ბინაში, ამ უკანასკნელს ბე-- თო--------მ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში და ხელის კვრით მიახეთქა კედელს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ფოთის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ნ----ა ძე--------მა მოწმის სახით დაკითხვის დროს უარყო ბე-- თო--------ს მიერ მისი ცემის ფაქტი. საბოლოოდ, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენით ბე-- თო-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ირ-- ფი–---–-----ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოში ბე-- თო--------ს მიერ ნ----ა ძე--------ის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2016 წლის 24 სექტემბერს, მოწმის სახით გამოკითხულმა ნ----ა ძე--------მა, დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუდ დაასმინა ბე-- თო--------, კერძოდ: განმარტა, რომ 2016 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ფოთი, 9-------–---------- N18/70-ში მდებარე თავისი შვილის - ნ----ა ძე--------ის საცხოვრებელ ბინაში, ამ უკანასკნელს ბე-- თო--------მ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში და ხელის კვრით მიახეთქა კედელს, რა დროსაც ირ-- ფი–---–-----ი დაეხმარა ნ----ა ძე--------ს, რის შედეგადაც ბე-- თო--------მ შეწყვიტა მისი ცემა.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ფოთის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირ-- ფი–---–-----მა მოწმის სახით დაკითხვის დროს უარყო ბე-- თო--------ს მიერ მისი შვილის - ნ----ა ძე--------ის ცემის ფაქტი. საბოლოოდ, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენით ბე-- თო-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა.

 

ბრალდებულებმა ნ----ა ძე--------მა და ირ-- ფი–---–-----მა, საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაეთანხმნენ ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნეს მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).

ის, რომ მოწმის სახით სასამართლოში ჩვენება მისცა ნ----ა ძე--------მა და ირ-- ფი–---–-----მა, რომლის მიხედვითაც მათ უარყვეს ბე-- თო--------ს მიერ ნ----ა ძებნიარის ცემის ფაქტი, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული საქმის არსებით განხილვაზე, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ნ----ა ძე--------ის და ირ-- ფი–---–-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: ნ----ა ძე--------ის გამოკითხვის ოქმით, ირ-- ფი–---–-----ის გამოკითხვის ოქმით, ემ--–---ე ბ------ს გამოკითხვის ოქმით, 2017 წლის 24 იანვრის სასამართლო სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით და 2017 წლის 15 თებერვლის ფოთის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენით ბე-- თო--------ს მიმართ.

საქმის მასალებით იკვეთება სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგის დადგომა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულების ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.

ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულების ნ----ა ძე--------ის და ირ-- ფი–---–-----ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რის გამოც მათ მსჯავრი უნდა დაედოთ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენაში.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ----ა ძე--------ის და ირ-- ფი–---–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

ნ----ა ძე--------ის და ირ-- ფი–---–-----ის პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეების წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ 373-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ნ----ა ძე--------ს და ირ-- ფი–---–-----ს მსჯავრი უნდა დაედოს, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან გამასწორებელ სამუშაოს ან თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება.

ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს, მიზანს, ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების წარსულ ცხოვრებას, პირად, ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულების პიროვნებას და აღნიშნავს, რომ ბრალდებულებს აქვთ შეულახავი წარსული, გულწრფელად აღიარებენ და ინანიებენ დანაშაულს, ნ----ა ძე--------ს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც აქვს რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ ნ----ა ძე--------ის და ირ-- ფი–---–-----ის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, შეულახავი წარსული) გათვალისწინებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ----ა ძე--------ს და ირ-- ფი–---–-----ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, ამავე კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისთვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შემცირდეს მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ირ-- ფი–---–-----ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.

2. ნ----ა ძე--------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.

3. ირ-- ფი–---–-----ის და ნ----ა ძე--------ის მიერ ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

4. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მარტის განჩინებით ბრალდებულ ირ-- ფი–---–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და ბრალდებულ ნ----ა ძე--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

5. ორი ცალი სასამართლო სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი DVD-R დისკზე, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე