გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 0----------------- (1----18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.03.2019 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე შპს "ფი----"
წარმომადგენელი მა---------------ა
მოპასუხე მა--------------–-ა
მოპასუხე მირ---------------ე
მოპასუხე ონ---------------–-ა
წარმომადგენელი ას-----------ა
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მა--------------–-ას, მირ---------------ეს და ონ---------------–-ას შპს ფი----ს სასარგებლოდ დაეკისროს 4090 ლარის გადახდა
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები არ ცნობენ სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 08.03.201- წ დაიდო ხელშეკრულება #3--- სესხის და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება, რომლითაც მა--------------–-ამ შპს ფი----სგან ისესხა სარგებლიანი სესხი 5000 ლარი, რომლის გადახდა უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის მიხედვით 30 თანაბარი გადახდის გზით 12.04.201- წლის ჩათვლით.
სესხის დაბრუნების ვალდებულება იკისრეს სოლიდარულმა თავდებებმა მირ---------------ემ და ონ---------------–-ამ.
სესხის გაცემა დადასტურებულია სალაროს გასავლის ორდერით. ის ხელმოწერილია მსესხებლის მიერ. ხელმოწერა სადავო არ გამხდარა. სესხის დაფარვის დოკუმენტები მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოსარჩელის გაანგარიშებით მოპასუხეთა დავალიანებამ შეადგინა 4090 ლარი. საწინააღმდეგო მტკიცება მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- სესხის და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება
- გადახდის გრაფიკი
- ინფორმაცია გადახდების შესახებ
3.2. თავდებ პირებს მირ---------------ეს და ონ---------------–-ას შეტყობინება დავალიანების შესახებ და შესაბამისი გადახდის მოთხოვნა არ წარდგენიათ.
მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების 1.11 და 1.14 მუხლების მიხედვით წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევისას, თუ კლიენტი უარს აცხადებს გადახდაზე, მას ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე გადაეცემა გაფრთხილების წერილი და მიეცემა დამატებით 10 კალენდარული დღიანი ვადა ვალდებულების დასაფარად, ხოლო თუ დამატებითი ვადის განმავლობაში არ მოხდება დავალიანების სრული დაფარვა შპს ფი---- მიმართავს სასამართლოს ან სააღსრულებო ბიუროს. კლიენტის/ თავდების მიერ ხელმოწერილი ბარათი ან მისთვის გაგზავნილი საფოსტო შეტყობინება ჩაითვლება შეტყობინებად მაშინაცროცა მისი ჩაუბარებლობის გამო იგი უკან დაბრუნდება. ასევე შეტყობინებად ჩაითვლება კლიენტის/თავდების მობილურ ტელეფონზე გაგზავნილი მესიჯი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- სესხის და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია მხოლოდ ძირითადი მსესხებლის მიმართ და ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 31--ე, 361-ე,623-ე, 867 -ე,, 891-ე, 895-ე, 902-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ ასეთი ხელშეკრულება მხარეებს შორის არსებობს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების ძალით კრედიტორი (მოსარჩელე) უფლებამოსილია მოვალეს (მოპასუხეებს) მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო ამავე კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს. მოპასუხეთა მხრიდან ამგვარი მტკიცების არ არსებობის პირობებში მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხის დავალიანება.
მსესხებელმა ვერ დაამტკიცა, რომ თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება არ წარმოშობილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლით 1. თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას,კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. 2. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
განსახილველ შემთხვევაში თავდები პირების მიმართ დარღვეულია დასახელებული ნორმის მოთხოვნა, რაც მათ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის დანაწესებით მოსარჩელის მიერ წინასწარ შეტანილი სახ. ბაჟი უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 04.09.20-- წ განჩინებით დავის დასრულებამდე ყადაღა დაედოს მა--------------–-ას, პ/ნ 1----------, ონ---------------–-ას პ/ნ 1---------- და მირ---------------ის პ/ნ 1---------- მოძრავ ქონებას - ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებს, რომლებიც მოპასუხეებს ეკუთვნით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, ამ საქმეზე უნდა გაუქმდეს მირ---------------ის და ონ---------------–-ას მიმართ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,,ფი----ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მა--------------–-ას შპს ფი----ს სასარგებლოდ დაეკისროს 4090 ლარის გადახდა.
3. მირ---------------ის და ონ---------------–-ას მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. სახ. ბაჟი გადახდილია.
5. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 04.09.20-- წ განჩინებით /საქმე № 0----------------- (2/1----18)/ გამოყენებული უძრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავის დასრულებამდე ყადაღა დაედო ონ---------------–-ას პ/ნ 1---------- და მირ---------------ის პ/ნ 1---------- მოძრავ ქონებას - ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებს.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა