გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2019
საქმის ნომერი
020210118002618889
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 02---------------9 (2/171--1-)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.03.2019 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე შპს "ფი--ო"

წარმომადგენელი მა--------------ია

მოპასუხე ონ---------------–-ა

წარმომადგენელი ას-----------ა

მოპასუხე ლე------------ა

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ონ---------------–-ას და ლე------------ა შპს ფი--ოს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7485 ლარის გადახდა

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეები არ ცნობენ სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 11.04.20-- წ დაიდო ხელშეკრულება #40-- სესხის და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება, რომლითაც ონ---------------–-ამ შპს ფი--ოსგან ისესხა სარგებლიანი სესხი 10000 ლარი, რომლის გადახდა უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის მიხედვით 44 თანაბარი გადახდის გზით 01.06.20-- წლის ჩათვლით.

 

სესხის დაბრუნების ვალდებულება იკისრა სოლიდარულმა თავდებმა ლე------------ამ.

 

სესხის გაცემა დადასტურებულია სალაროს გასავლის ორდერით. ის ხელმოწერილია მსესხებლის მიერ. ხელმოწერა სადავო არ გამხდარა. სესხის დაფარვის დოკუმენტები მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოსარჩელის გაანგარიშებით მოპასუხეთა დავალიანებამ შეადგინა 7485 ლარი. საწინააღმდეგო მტკიცება მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

- სესხის და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება

- გადახდის გრაფიკი

- ინფორმაცია გადახდების შესახებ

 

3.2. თავდებ პირს ლე---------იას შეტყობინება დავალიანების შესახებ და შესაბამისი გადახდის მოთხოვნა არ წარდგენიათ.

 

მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების 1.11 და 1.14 მუხლების მიხედვით წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევისას, თუ კლიენტი უარს აცხადებს გადახდაზე, მას ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე გადაეცემა გაფრთხილების წერილი და მიეცემა დამატებით 10 კალენდარული დღიანი ვადა ვალდებულების დასაფარად, ხოლო თუ დამატებითი ვადის განმავლობაში არ მოხდება დავალიანების სრული დაფარვა შპს ფი--ო მიმართავს სასამართლოს ან სააღსრულებო ბიუროს. კლიენტის/ თავდების მიერ ხელმოწერილი ბარათი ან მისთვის გაგზავნილი საფოსტო შეტყობინება ჩაითვლება შეტყობინებად მაშინაცროცა მისი ჩაუბარებლობის გამო იგი უკან დაბრუნდება. ასევე შეტყობინებად ჩაითვლება კლიენტის/თავდების მობილურ ტელეფონზე გაგზავნილი მესიჯი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

- სესხის და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია მხოლოდ ძირითადი მსესხებლის მიმართ და ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე,623-ე, 867 -ე,, 891-ე, 895-ე, 902-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.

 

დადგენილია, რომ ასეთი ხელშეკრულება მხარეებს შორის არსებობს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების ძალით კრედიტორი (მოსარჩელე) უფლებამოსილია მოვალეს (მოპასუხეებს) მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო ამავე კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს. მოპასუხეთა მხრიდან ამგვარი მტკიცების არ არსებობის პირობებში მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხის დავალიანება.

 

მსესხებელმა ვერ დაამტკიცა, რომ თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება არ წარმოშობილა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლით 1. თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას,კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. 2. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

განსახილველ შემთხვევაში თავდების მიმართ დარღვეულია დასახელებული ნორმის მოთხოვნა, რაც მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის დანაწესებით მოსარჩელის მიერ წინასწარ შეტანილი სახ. ბაჟი უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 05.09.201- წ განჩინებით დავის დასრულებამდე დავის დასრულებამდე ყადაღა დაედო ონ---------------–-ას, პ/ნ 190-------1 და ლე------------ას პ/ნ 62--------4 ფასიან ქაღალდსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც ეკუთვნით მოპასუხეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, ამ საქმეზე უნდა გაუქმდეს მ-------------------- და ონ---------------–-ას მიმართ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს ,,ფი--ოს" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ონ---------------–-ას შპს ფი--ოს სასარგებლოდ დაეკისროს 7485 ლარის გადახდა.

 

3. ლე------------ას მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. სახ. ბაჟი გადახდილია.

 

5. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 05.09.201- წ განჩინებით /საქმე № 02---------------9 (2/171--1-)/ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავის დასრულებამდე ყადაღა დაედო ლე------------ას პ/ნ 62--------4 ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებს.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა