გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21610 -18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თ----- მიქავა
მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) - ა-----------------–---–ი
მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) - თ----------------ე
წარმომადგენელი - ს----------------–---–ი
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრი
წარმომადგენელი - მ--------------–---–ი
დავის საგანი ძირითად სარჩელში: შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
დავის საგანი შეგებებულ სარჩელში: ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (ძირითად სარჩელში)
მოსარჩელე ა-----------------–---–ს განესაზღვროს არასრულწლოვან შვილებთან, ნ-------------–---–თან (დაბადებული 2-----–-–-----------------) და ლ----------------–---–თან (დაბადებული 2----–-–-------------) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი: ყოველი კვირის პარასკევს 18:00 საათიდან კვირა დღის 14:00 საათამდე, ასევე, არდადეგების ნახევარი და სადღესასწაულო დღეები, წაყვანის და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.
ა-----------------–---–ი და თ----------------ე 2007 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–----------------- დაბადებული ნ-------------–---–ი და 2----–-–------------- დაბადებული ლ----------------–---–ი. მხარეები განქორწინდნენ 2----–-–------------. არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან, თ----------------ესთან. მოპასუხე მხარე არ აძლევს საშუალებას ა----------------–---–ს, ნახოს არასრულწლოვანი შვილები და ჰქონდეს მათთან თავისუფალი ურთიერთობა. მოპასუხე წინააღმდეგია, არასრულწლოვანი ბავშვები ღამით მამასთან დარჩნენ და ასევე, მოსარჩელეს არ აძლევს უფლებას, არასრულწლოვნები წაიყვანოს მშობლების სახლში. მხარეთა შეუთანხმებლობის გამო, მიზანშეწონილია, სასამართლომ განსაზღვროს მამასა და შვილებს შორის ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი.
(სარჩელი, 2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).
1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით
1.2.1. მოპასუხე ა----------------–---–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების - 2-----–-–----------------- დაბადებული ნ-------------–---–ის და 2----–-–------------- დაბადებული ლ----------------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300-300 (სამას-სამასი) ლარის, სულ 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 01 ოქტომბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე;
1.2.2. მოპასუხე ა----------------–---–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების - 2-----–-–----------------- დაბადებული ნ-------------–---–ის და 2----–-–------------- დაბადებული ლ----------------–---–ის წარსული დროის ალიმენტის სახით თითოეული არასრულწლოვნის სასარგებლოდ 10 800 (ათი ათას რვაასი) ლარის გადახდის დაკისრება ბოლო სამი წლის პერიოდისათვის სარჩელის აღძვრამდე;
თ----------------ეს და ა----------------–---–ს ჰყავთ ორი საერთო შვილი: ნ-------------–---–ი (დაბადებული 2----–-–-----------------) და ლ----------------–---–ი (დაბადებული 2----–-–-------------). მხარეები რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ბავშვები იზრდებიან დედასთან. მოპასუხე ა----------------–---–ი არ იღებს მონაწილეობას მას რჩენა-აღზრდაში და არ ეხმარება მათ მატერიალურად. მოპასუხე დასაქმებულია ს----------–----–-----------------------------–- და აქვს შემოსავალი. იგი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვანი შვილების აღზრდაში და სტაბილურად დაეხმაროს მათ ფინანსურად. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე თ----------------ემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს, იგი, როგორც მამა არ უზრუნველყოფს შვილების მოვლა-პატრონობას. (შეგებებული სარჩელი, 2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი);
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თ----------------ე არ არის წინააღმდეგი, მოსარჩელეს ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილებთან. მოპასუხეს არასოდეს აუკრძალავს მოსარჩელისათვის შვილების ნახვა, უფრო მეტიც, იგი ცდილობდა, შვილებს მჭიდრო კავშირი ჰქონოდათ მამასთან, თუმცა მამა სისტემატურად თავს არიდებდა, როგორც შვილებთან ურთიერთობას, ასევე, მათი რჩენის ვალდებულებას. ბავშვებისათვის მამასთან ურთიერთობა აუცილებელია მათი სრულყოფილი აღზრდისათვის. არასრულწლოვან ლ----------------–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია - ალერგიული ცრუ კრუპი. იგი საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ვინაიდან, ამ დროს ბავშვს სუნთქვა ეკვრის და მისთვის დროული დახმარების აღმოჩენა შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობის იყოს. აღნიშნული მიზეზით, თ----------------ე ღამით ბავშვს ვერ ტოვებს ვერსად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელე ცხოვრობს კერძო სახლში და მას ჰყავს შინაური ცხოველი, რაზეც ბავშვს ალერგია აქვს, მითუმეტეს, რომ აღნიშნული ფაქტი ერთხელ უკვე დაფიქსირდა და ბავშვი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ყოველი აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე თანახმაა, მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღოს შვილების აღზრდა-განვითარებაში და ურთიერთობა იქონიოს შვილებთან შემდეგი გრაფიკით: ყოველი კვირის პარასკევს საღამოს 16:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით და ყოველი კვირის შაბათი დღე 11:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე. (შესაგებელი, 2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი);
2.2. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე
მოპასუხე ა----------------–---–ი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას ალიმენტის გადახდის და წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების თაობაზე. იგი თავს არ არიდებს ბავშვებზე ზრუნვის ვალდებულებას. სიმართლეს არ შეესაბამება მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება, თითქოს ა----------------–---–ი თავს არიდებდეს შვილებზე ზრუნვის ვალდებულებას. მოპასუხე მხარე მუშაობს დ-–--------–-–--–-- სარჩელით მოთხოვნილი ალიმენტის თანხა 300 ლარი თითოეული ბავშვისათვის ამ ეტაპზე მოპასუხისათვის არის დიდი თანხა, რის გადახდასაც ვერ შეძლებს. მოპასუხე ა----------------–---–ს ოჯახს აქვს დიდი სასესხო ვალდებულება შესასრულებელი, რის გამოც დატვირთულია ის უძრავი ქონება, სადაც ცხოვრობს თავად მოპასუხე მშობლებთან ერთად. წარსული დროის ალიმენტის გადახდის შესახებ მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან მოპასუხეს არასოდეს აურიდებია თავი საალიმენტო ვალდებულების შესრულებისაგან და მოსარჩელე მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, დაეყენებინა ალიმენტის გადახდის საკითხი. (შესაგებელი, 2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდეთ როგორც დედასთან, ასევე მამასთან რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ბავშვების ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე. ვინაიდან მოპასუხე თ----------------ე არ არის წინააღმდეგი მამას ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილებთან, თუმცა უარს აცხადებს ღამით ბავშვების მამასთან დატოვებაზე, სოციალური სამსახურის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილი არ იქნება ბავშვების ღამით მამასთან, ა----------------–---–თან დარჩენა. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია თავად არასრულწლოვანი ნ-------------–---–ის და ლ----------------–---–ის სურვილიც, რომლებიც აცხადებენ, რომ, მართალია, მამასთან ურთიერთობა სურთ, თუმცა არ უნდათ მასთან ღამით დარჩენა. თავდაპირველ ეტაპზე, მამასა და შვილებს შორის ურთიერთობა უნდა განისაზღვროს დღის განმავლობაში, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდგომ (დაახლოებით 6 თვის შემდეგ), ბავშვებსა და მამას შორის ნდობის, მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების შემდეგ, შესაძლებელია, ურთიერთობის წესი დადგინდეს მამასთან ღამისთევით დარჩენის უფლებითაც.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ა----------------–---–ი და თ----------------ე 2007 წლიდან იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–----------------- დაბადებული ნ-------------–---–ი და 2----–-–------------- დაბადებული ლ----------------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 15);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 16).
4.1.2. მხარეები 2016 წლის ივნისის თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ა----------------–---–ი და თ----------------ე განქორწინდნენ 2----–-–------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 18);
4.1.3. არასრულწლოვანი ნ-------------–---–ი და ლ----------------–---–ი ცხოვრობენ დედასთან, თ----------------ესთან. ბავშვები სწავლობენ ა(ა)იპ წ-----------------------------–-------–--ის სახ. მ------–----------–----------–-ში, რომლის სწავლის გადასახადსაც იხდის თ----------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).
- 12.06.2018 წლის საგადახდო დავალება 11.06.2017 წლის საგადახდო დავალება (ს.ფ. 51-52);
4.1.4. მხარეებს, ა----------------–---–ს და თ----------------ეს შორის დაძაბული ურთიერთობაა. 11.06.2018 წელს ა----------------–---–ის წინააღმდეგ გაიცა შემაკავებელი ორდერი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).
- 11.06.2018 წელს გაცემული შემაკავებელი ორდერი N------ (ს.ფ. 148-151);
- მოწმე მ---------------ის ჩვენება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა თ----------------ის საცხოვრებელ მისამართზე: თბილისი, დ----------------–---------------. მოპასუხე მხარე (შეგებებული სარჩელით) შვილებთან ერთად ცხოვრობს ახალაშენებულ, მოწესრიგებულ, სუფთა ბინაში. ბავშვებს აქვთ საძინებელი და სათამაშო ოთახები. თ----------------ე მუშაობს შპს ,-------------–-- პ--------------–---------–--- და აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი. თ-----ს ბავშვების დაბადების დღიდან ძიძა ჰყავს აყვანილი. ლ----------------–---–ი ხშირად ხდება ავად და ემართება ცრუ კრუპი, რომლის მართვა მხოლოდ დედას, თ----------------ეს შეუძლია. ა----------------–---–ის ფსიქოლოგიური მდგომარეობის (გულისხმობს მის ალკოჰოლთან პათოლოგიურ დამოკიდებულებას), ასევე არასრულწლოვან ლ----------------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხე თ----------------ე მოითხოვს, მამას შვილებთან ურთიერთობა ჰქონდეს შაბათ დღეს დილიდან საღამომდე (ღამის თევის გარეშე) მესამე პირის თანხლებით.
2018 წლის 15 სექტემბერს, სოციალური მუშაკი შეხვდა არასრულწლოვან ბავშვებს, მშობლებთან ურთიერთობის საკითხებზე მათი მოსაზრებების მოსასმენად. ნ-------------–---–ის გადმოცემით, მას უყვარს მშობლები. მას კარგი ურთიერთობა აქვს მამასთან, ბებიასთან და ბაბუასთან, უხარია მათთან მისვლა. ოჯახში ბავშვი თავს კარგად გრძნობს, არის მხიარული და კითხვებზე აქვს ადეკვატური პასუხი. არასრულწლოვანს უყვარს სწავლა. ლ----------------–---–ის გადმოცემით, მას უყვარს მშობლები, განსაკუთრებით კი დედა. ასევე, ბავშვს უყვარს და ენატრება მამა. ლაზარე პატივისცემით მოიხსენიებს ბებია-ბაბუას და უნდა მათთან ურთიერთობა, შეუძლია დარჩეს ღამით მამასთან. მოკვლეული ინფორმაციით, ბავშვებს უყვართ მშობლები, განიცდიან, რომ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ბავშვებს სურთ მამასთან ურთიერთობა. ბავშვების დედა არ არის თანახმა, ღამისთევით წაიყვანოს მამამ არასრულწლოვანი ბავშვები, ვინაიდან, ლ----------------–---–ს ხშირად აქვს ცრუ კრუპი, რომლის მართვაც ა----------------–---–ს და მისი ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ. მისი სურვილია, ძიძასთან ერთად მოხდეს ბავშვების მამასთან ს------–---------ში გამგზავრება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2-----–-–---------------- დასკვნა N----- (ს.ფ. 107-108);
- სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2-----–-–------------------ დასკვნა N----- (ს.ფ. 59).
4.2.2. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა მოსარჩელე ა----------------–---–ის საცხოვრებელ მისამართზე: თბილისი, ს------–-----------. სოციალური მუშაკი გაესაუბრა ა----------------–---–ს, მის დედას, დ---------------–---–ს და ოჯახის სხვა წევრებს, ოჯახი ცხოვრობს ორსართულიან კერძო სახლში. ცალკეა საძინებელი ოთახები. საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ა----------------–---–ი და მისი მეუღლე თ----------------ე ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში ცხოვრობდნენ მოსარჩელის მშობლებთან, ს------–---------ში. ერთად ცხოვრების პერიოდში, ხასიათის შეუთავსებლობის გამო, ხშირად კამათობდნენ. თ-----ი გვიანობამდე მუშაობდა, ბავშვებს ძიძა ჰყავდათ და მასთან ერთად, ა----------------–---–იც ჩართული იყო ბავშვების მოვლაში. საუბრის დროს, ოჯახის წევრებმა გამოავლინეს ბავშვების მიმართ კეთილგანწყობა. მოსარჩელე მხარის გადმოცემით, იგი ალკოჰოლს ღებულობს მხოლოდ არასამუშაო საათებში, ისიც მნიშვნელოვან დღეებში. მასთან სტუმრად მყოფმა მეგობარმა, გ-------------–---–მა დაადასტურა, რომ ა----------------–---–ი არ არის ალკოჰოლის რეგულარული მომხმარებელი და ამასთან, არ აქვს პათოლოგიური სიმთვრალე. მოსარჩელის სურვილია, ბავშვებთან ჰქონდეს ურთიერთობა და მისი მოთხოვნაა განესაზღვროს ბავშვებთან ურთიერთობა კვირაში სამი დღე, ხოლო არდადეგების ნახევარი ბავშვებმა მასთან გაატარონ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2-----–-–---------------- დასკვნა N----- (ს.ფ. 107-108);
4.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, თ----------------ის მიერ 2015 წლის სექტემბრიდან 2018 წლის 09 ოქტომბრამდე პერიოდისათვის მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2015 წლის ოქტომბრის თვეში - 2687.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 5000 ლარს და 2687.5 ლარს, დეკემბრის თვეში - 8500 ლარს, 2016 წლის იანვრის თვეში - 3125 ლარს, თებერვლის თვეში - 8250 ლარს, მაისის თვეში - 4750 ლარს, ივნისის თვეში - 4750 ლარს, ივნისის თვეში - 4750 ლარს, ივლისის თვეში - 6125 ლარს, აგვისტოს თვეში - 3500 ლარს, სექტემბრის თვეში - 5000 ლარს, ოქტომბრის თვეში - 4750 ლარს, ნოემბრის თვეში - 3750 ლარს, დეკემბრის თვეში - 625 ლარს და 6000 ლარს, 2017 წლის იანვრის თვეში - 2250 ლარს, თებერვლის თვეში - 4750 ლარს, აპრილის თვეში - 6750 ლარს, მაისის თვეში - 6625 ლარს, ივნისის თვეში - 9375 ლარს, ივლისის თვეში - 6125 ლარს, აგვისტოს თვეში - 4750 ლარს, სექტემბრის თვეში - 1250 ლარს, ოქტომბრის თვეში - 4750 ლარს, ნოემბრის თვეში - 3250 ლარს, დეკემბრის თვეში - 3750 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 1000 ლარს, თებერვლის თვეში - 2500 ლარს, მარტის თვეში - 6875 ლარს, აპრილის თვეში - 5875 ლარს, ივლისის თვეში - 2187.5 ლარს და 4750 ლარს, აგვისტოს თვეში - 4725 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის მიმართვა N------------, დანართი (ს.ფ. 88-90);
4.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ა----------------–---–ის მიერ 2015 წლის სექტემბრიდან 2018 წლის 09 ოქტომბრამდე პერიოდისათვის მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2015 წლის სექტემბრის თვიდან 2016 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით ყოველთვიურად - 1524 ლარს, 2016 წლის სექტემბრის თვეში - 1924 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1524 ლარს, ნოემბრის თვეში - 1524 ლარს, დეკემბრის თვეში - 1649 ლარს, 2017 წლის იანვრის თვეში - 1524 ლარს, თებერვლის თვეში - 1173 ლარს და 272.15 ლარს, მარტის თვეში - 1428 ლარს, აპრილის თვეში - 1553 ლარს, მაისიდან 2017 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით, ყოველთვიურად - 1428 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1282.13 ლარს, ნოემბრის თვეში - 1190 ლარს, დეკემბრის თვეში - 460.64 ლარს, 2018 წლის თებერვლის თვეში - 681.42 ლარს, მარტის თვეში - 954 ლარს, აპრილის თვეში - 954 ლარს, მაისის თვეში - 954 ლარს, ივნისის თვეში - 954 ლარს, ივლისის თვეში - 954 ლარს, აგვისტოს თვეში - 954 ლარს და სექტემბრის თვეში - 636 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის მიმართვა N------------, დანართი (ს.ფ. 88, 91-94);
4.2.5. ა----------------–---–ი 2005 წლის 15 მარტიდან მსახურობს ს----------–----–-----------------------------–-, ხოლო 2018 წლის 21 სექტემბრიდან აყვანილია შ-----------------------------------------------------–--აში.
მოპასუხის განმარტებით, ამ ეტაპზე მუშაობს მ–----------------------–-–-------------------–-, დ-–--------–-–--ში და მისი ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს 570 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შ-- მიერ 02.11.2018 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 139);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის მიმართვა N------------, დანართი (ს.ფ. 88, 91-94);
4.2.6. მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) ა----------------–---–ს და მის ოჯახს აქვს სასესხო ვალდებულებები შესასრულებელი. 2018 წლის 09 ოქტომბერს ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებით, ა----------------–---–მა თ---------------ის წინაშე აღიარა 2700 აშშ დოლარის ოდენობით ვალის არსებობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 მაისის განჩინებით, სს თ---------------, თ----------------ეს და დ---------------–---–ს (მოპასუხის დედას) შორის დამტკიცდა მორიგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ. აღნიშნული საკრედიტო დავალიანება აღებული იქნა მხარეთა ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს ,--------–--------- სარჩელი, მოპასუხე ა----------------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა და ა----------------–---–ს სს ,--------–--------- სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 6639.73 აშშ დოლარის გადახდა.
დ---------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ს------–-----------, ,,------------------------------------ დატვირთულია იპოთეკით სს ,----------–--- სასარგებლოდ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 09.10.2018 წლის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება, რეგისტრაციის ნომერი 1-------- (ს.ფ. 120-121);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 მაისის განჩინება მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 122-125);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქმე N---------;
- 2012 წლის 09 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულება N1--------- (ს.ფ. 133-137);
- გადახდის ქვითრები (ს.ფ. 138);
4.2.7. არასრულწლოვან ლ----------------–---–ის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას გადატანილი აქვს ალერგიული ბრონქიტი. ცრუ კრუპის შეტევა დაფიქსირდა ვირუსული ინფექციის დროს. აღნიშნული მდგომარეობა (ცრუ კრუპის შეტევა) ვლინდება წელიწადში 4-5 ჯერ. ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება შეესაბამება ასაკს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,-----------–--------------–---–--------- მიერ 17.09.2018 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 144-145);
4.2.8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით, არასრულწლოვანი ბავშვების, ნ-------------–---–ის და ლ----------------–---–ის აღზრდა-განვითარების ინტერესებისათვის აუცილებელია ურთიერთობა ჰქონდეთ მამასთან, ა----------------–---–თან. სპეციალისტ ნ-----–-----------ის განმარტებით, ბავშვებმა მასთან საუბრისას ნათლად დააფიქსირეს პოზიცია, რომ მათ უყვართ მამას, სურთ მასთან ურთიერთობა გამოხატავენ დადებით ემოციას და მონატრებას მამის მიმართ. ამასთან, სპეციალისტის განმარტებით, ბავშვები გამოხატავდნენ სურვილს მამასთან ერთი ღამით დარჩენისა და მეორე დღეს დედასთან დაბრუნების. სპეციალისტის გასაუბრება ბავშვებთან მოხდა 2018 წლის სექტემბრის თვეში. ამჟამად, არასრულწლოვნებმა ნ-------------–---–მა და ლ----------------–---–მა შეიცვალეს პოზიცია და სასამართლოსთან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის თადასწრებით მიუთითეს, რომ არ სურთ მამასთან ღამისთევით დარჩენა, თუმცა მამასთან რეგულარული ურთიერთობის სურვილს ნათლად აფიქსირებენ. მოწმის სახით დაკითხული მ---------------ე ადასტურებს მხარეებს, თ----------------ესა და ა----------------–---–ს შორის კონფლიქტური ურთიერთობის არსებობას, ასევე, იმ გარემოებას, რომ ძირითადად თ----------------ეს უწევს ბავშვებზე ზრუნვა და მატერიალური უზრუნველყოფა.
სოციალური სამსახურის შეფასებით, მშობლებს შორის უთანხმოებამ არ უნდა ჰპოვოს ასახვა ბავშვთან დამოკიდებულებაზე და ორივე მათგანს უფლება აქვთ, მიიღონ მონაწილეობა მის აღზრდაში. მოცემულ ეტაპზე არ გამოვლენილა ა----------------–---–ის მის შვილებთან, არასრულწლოვან ნ-------------–---–თან და ა----------------–---–თან ურთიერთობის ხელისშემშლელი გარემოება. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიზანშეწონილია, დღის განმავლობაში განისაზღვროს ბავშვების მამასთან ურთიერთობა, ხოლო მათ შორის ურთიერთნდობის, პოზიტიური მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების (დაახლოებით 6 თვის შემდეგ) შემდგომ კი, შესაძლებელი იქნება ღამით დარჩენის უფლებით მამასა და შვილებს შორის ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთის განსაზღვრა. ბავშვების მამასთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრამ ხელი არ უნდა შეუშალოს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის შესაბამის აღმზრდელობით პროცესში ჩართულობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი);
- მესამე პირის წარმომადგენლის განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი);
- სპეციალისტ ნ-----–-----------ის ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი)
- მოწმე მ---------------ის ჩვენება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სასამართლომ განიხილა ა----------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რაც გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან.
5.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეგებებული სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების შესახებ მოთხოვნა, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. ა----------------–---–მა სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვან შვილებთან, ნ-------------–---–თან (დაბადებული 2-----–-–-----------------) და ლ----------------–---–თან (დაბადებული 2----–-–-------------) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთის განსაზღვრა შემდეგი წესით: ყოველი კვირის პარასკევს 18:00 საათიდან კვირა დღის 14:00 საათამდე, ასევე, არდადეგების ნახევარი და სადღესასწაულო დღეები, წაყვანის და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.
დადგენილია, რომ ა----------------–---–ი და თ----------------ე 2007 წლიდან იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–----------------- დაბადებული ნ-------------–---–ი და 2----–-–------------- დაბადებული ლ----------------–---–ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების გასაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
მხარეები 2016 წლის ივნისის თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ა----------------–---–ი და თ----------------ე განქორწინდნენ 2----–-–------------. სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა თ----------------ის საცხოვრებელ მისამართზე: თბილისი, დ----------------–---------------. მოპასუხე მხარე შვილებთან ერთად ცხოვრობს ახალაშენებულ, მოწესრიგებულ, სუფთა ბინაში. ბავშვებს აქვთ საძინებელი და სათამაშო ოთახები. თ----------------ე მუშაობს შპს ,-------------–-- პ--------------–---------–--- და აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი. თ-----ს ბავშვების დაბადების დღიდან ძიძა ჰყავს აყვანილი. ლ----------------–---–ი ხშირად ხდება ავად და ემართება ცრუ კრუპი, რომლის მართვა მხოლოდ დედას, თ----------------ეს შეუძლია. ა----------------–---–ის ფსიქოლოგიური მდგომარეობის (გულისხმობს მის ალკოჰოლთან პათოლოგიურ დამოკიდებულებას), ასევე არასრულწლოვან ლ----------------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხე თ----------------ე მოითხოვს, მამას შვილებთან ურთიერთობა ჰქონდეს შაბათ დღეს დილიდან საღამომდე (ღამის თევის გარეშე) მესამე პირის თანხლებით. ბავშვები სწავლობენ ა(ა)იპ წ-----------------------------–-------–--ის სახ. მ------–----------–----------–-ში, რომლის სწავლის გადასახადსაც იხდის თ----------------ე.
სოციალური სამსახურის მიერ მოხდა ასევე მოსარჩელე ა----------------–---–ის საცხოვრებელი პირობების შეფასება. სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა მის საცხოვრებელ მისამართზე: თბილისი, ს------–-----------. სოციალური მუშაკი გაესაუბრა ა----------------–---–ს, მის დედას, დ---------------–---–ს და ოჯახის სხვა წევრებს. ოჯახი ცხოვრობს ორსართულიან კერძო სახლში, ცალკეა საძინებელი ოთახები, საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ა----------------–---–ი და მისი მეუღლე თ----------------ე ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში ცხოვრობდნენ მოსარჩელის მშობლებთან, ს------–---------ში. ერთად ცხოვრების პერიოდში, ხასიათის შეუთავსებლობის გამო, ხშირად კამათობდნენ. თ-----ი გვიანობამდე მუშაობდა, ბავშვებს ძიძა ჰყავდათ და მასთან ერთად, ა----------------–---–იც ჩართული იყო ბავშვების მოვლაში. საუბრის დროს, ოჯახის წევრებმა გამოავლინეს ბავშვების მიმართ კეთილგანწყობა. მოსარჩელე მხარის გადმოცემით, იგი ალკოჰოლს ღებულობს მხოლოდ არასამუშაო საათებში, ისიც მნიშვნელოვან დღეებში. მასთან სტუმრად მყოფმა მეგობარმა, გ-------------–---–მა დაადასტურა, რომ ა----------------–---–ი არ არის ალკოჰოლის რეგულარული მომხმარებელი და ამასთან, არ აქვს პათოლოგიური სიმთვრალე. მოსარჩელის სურვილია, ბავშვებთან ჰქონდეს ურთიერთობა და მისი მოთხოვნაა, განესაზღვროს ბავშვებთან ურთიერთობა კვირაში სამი დღე, ხოლო არდადეგების ნახევარი ბავშვებმა მასთან გაატარონ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
მოცემული ნორმის განმარტებით, მშობელს უფლება აქვს, ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობენ თუ არა მათ აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილებთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს. მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და მათთან სტაბილური კონტაქტი მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთა სწორი აღზრდისა და მისი განვითარებისათვის.
მოპასუხე თ----------------ე არ არის წინააღმდეგი, მოსარჩელეს ჰქონდეს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან, თუმცა ამავდროულად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვან ლ----------------–---–ს აქვს ე.წ. ,,ცრუ კრუპის“ შეტევები, რის გამოც, სარისკოა მისი ღამით მამასთან დარჩენა, ვინაიდან, ამ დროს არასრულწლოვან ესაჭიროება განსაკუთრებული ყურადღება და დროული დახმარების აღმოჩენა. ამასთან, თ----------------ე მიუთითებს იმ საფრთხეზეც, რომ შესაძლებლია მოსარჩელე იმყოფებოდეს არაფხიზელ მდგომარეობაში, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ.
სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილებთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები (ევროპის საბჭოს ასამბლეა, 31-ს სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ.). სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი დანაწესი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მათთვის ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სოციალური სამსახურის შეფასებით, მშობლებს შორის უთანხმოებამ არ უნდა ჰპოვოს ასახვა ბავშვთან დამოკიდებულებაზე და ორივე მათგანს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა მის აღზრდაში. მოცემულ ეტაპზე არ გამოვლენილა ა----------------–---–ის მის შვილებთან ურთიერთობის ხელისშემშლელი გარემოება. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით, არასრულწლოვან ნ-------------–---–ის და ლ----------------–---–ის აღზრდა-განვითარების ინტერესებისათვის, აუცილებელია, ურთიერთობა ჰქონდეთ მამასთან. მოპასუხე თ----------------ე არ არის წინააღმდეგი მამას ურთიერთობა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილებთან, თუმცა, უარს აცხადებს, ღამით ბავშვების მამასთან დატოვებაზე. 2019 წლის 03 აპრილის სხდომაზე, სასამართლო გაესაუბრა არასრულწლოვან ბავშვებს, ნ-------------–---–ს და ლ----------------–---–ს. ბავშვებმა განმარტეს, რომ მათ სურთ მამასთან ურთიერთობა, რაშიც დედა არ უშლის ხელს, თუმცა არ გამოთქვეს სურვილი, ღამით მამასთან დარჩენის. ბავშვებმა ასევე დააფიქსირეს თავისი სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ არდადეგების ნახევრის გატარება მამასთან არ სურთ. ისინი ისვენებენ სვანეთში და ასევე, ბათუმში და თანახმა არიან, სადაც იქნებიან იქ ნახოს მამამ არდადეგების პერიოდში. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ბავშვებს, ასაკის შესაბამისად, აქვთ იმის გონებრივი შესაძლებლობა, რომ თავიანთი სურვილი ნათლად გამოხატონ მამასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, რის გამოც გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი მოსაზრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი არ იქნება ბავშვების ღამით მამასთან, ა----------------–---–თან დარჩენა. თავდაპირველ ეტაპზე, მამასა და შვილებს შორის ურთიერთობა უნდა განისაზღვროს დღის განმავლობაში, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდგომ (დაახლოებით 6 თვის შემდეგ), ბავშვებსა და მამას შორის ნდობის, მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების შემდეგ, შესაძლებელია, ურთიერთობის წესი დადგინდეს მამასთან ღამისთევით დარჩენის უფლებითაც, ხოლო ბავშვების ასაკის ზრდასთან ერთად უნდა გაიზარდოს ურთიერთობისათვის დადგენილი დროის ხანგრძლივობა და მიეცეს მამას უფლება, ბავშვები წაიყვანოს არდადეგების პერიოდში კონკრეტული დროის მონაკვეთით.
ამდენად, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკობრივ მაჩვენებლებს და რეჟიმს, ასევე გარემო-სოციალურ პირობებს, აგრეთვე მშობლების დატვირთულობას და შვილების მიმართ მზრუნველობა-დამოკიდებულებას, რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ა----------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თავდაპირველ ეტაპზე (გადაწყვეტილების მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში) უნდა განისაზღვროს არასრულწლოვან ნ-------------–---–თან და ლ----------------–---–თან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი დღის განმავლობაში, ხოლო ექვსი თვის შემდეგ - კვირაში ერთი ღამით მამასთან დარჩენის უფლებით, ისე, რომ ხელი არ შეეშალოს არასრულწლოვანი ბავშვების სწავლის პროცესში ჩართულობას. ასაკის ზრდასთან და მამასთან პოზიტიური მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების შემდგომ კი, მამას უნდა მიეცეს უფლება, ბავშვები წაიყვანოს არდადეგების პერიოდში კონკრეტული დროის მონაკვეთით, ბავშვების სურვილის გათვალისწინებით. არასრულწლოვანი ბავშვების უფლებების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, ბავშვების ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია, მათზე იზრუნოს ორივე მშობელმა. ორივე მათგანი ჩართული უნდა იყოს შვილის აღზრდა-განვითარების პროცესში და ინაწილებდნენ მშობლის პასუხისმგებლობას.
7.2. მოსარჩელე თ----------------ემ შეგებებული სარჩელით ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–----------------- დაბადებული ნ-------------–---–ი და 2----–-–------------- დაბადებული ლ----------------–---–ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
„ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, თ----------------ესთან. ისინი სწავლობენ ა(ა)იპ წ-----------------------------–-------–--ის სახ. მ------–----------–----------–-ში, რომლის სწავლის გადასახადსაც იხდის თ----------------ე. საქმეში არსებული მასალებით, მოსარჩელე თ----------------ე დასაქმებულია და სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მაქვს აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი. მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 3000 ლარია.
სასამართლო მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. დადგენილია მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობა. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ა----------------–---–ის მიერ 2018 წლის იანვრის თვიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის თებერვლის თვეში - 681.42 ლარს, მარტის თვეში - 954 ლარს, აპრილის თვეში - 954 ლარს, მაისის თვეში - 954 ლარს, ივნისის თვეში - 954 ლარს, ივლისის თვეში - 954 ლარს, აგვისტოს თვეში - 954 ლარს და სექტემბრის თვეში - 636 ლარს ა----------------–---–ი 2005 წლის 15 მარტიდან მსახურობს ს----------–----–-----------------------------–-, ხოლო 2018 წლის 21 სექტემბრიდან აყვანილია შ-----------------------------------------------------–--აში. მოპასუხის განმარტებით, ამ ეტაპზე მუშაობს მ–----------------------–-–-------------------–-, დ-–--------–-–--ში და მისი ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს 570 ლარს. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე ა----------------–---–ის მიერ არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მატერიალური დახმარების ფაქტი. მოპასუხის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება.
მოპასუხე მხარე აპელირებს ასევე საბანკო დავალიანებაზე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) ა----------------–---–ს და მის ოჯახს აქვს სასესხო ვალდებულებები შესასრულებელი. მათ შორის კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით აქვს დატვირთული საცხოვრებელი ბინა, სადაც დღეის მდგომარეობით ცხოვრობს მოპასუხე მშობლებთან ერთად. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. საბანკო სესხი, როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნევა ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ა----------------–---–ი თავს არ არიდებს შვილებზე ზრუნვის ვალდებულებას, თუმცა ვერ ასახელებს კონკრეტულ თანხას, რასაც გადაიხდის ალიმენტის სახით ყოველთვიურად. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვები კვირის განმავლობაში გარკვეულ დროის მონაკვეთს გაატარებენ მამასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვებისათვის აუცილებელ ხარჯს. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობის გათვალისწინებით. მშობლის უპირველესი ვალდებულებაა უზრუნველყოს თავისი შვილის მატერიალური კეთილდღეობა ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანთა აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხე ა----------------–---–ს არასრულწლოვანი შვილების, ნ-------------–---–ის და ლ----------------–---–ის სასარგებლოდ, იქნება თვეში თითოეული არასრულწლოვანისათვის 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.
6.2. მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი ნ-------------–---–ის და ლ----------------–---–ის წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის სამი წლის ფარგლებში სარჩელის აღძვრამდე გასული პერიოდისათვის თითოეული არასრულწლოვანის სასარგებლოდ 10 800 (ათი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტი შესაძლოა გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში წარსული დროისათვის, თუ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული, რადგან ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი შვილების აღზრდისათვის დაკისრებული ვალდებულების უგულებელყოფას სამი წლის ფარგლებში, სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. სასამართლო სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ მის მიერ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები მოპასუხისაგან სარჩოს მისაღებად, თუმცა ალიმენტი არ იქნა მიღებული ამ უკანასკნელის მხრიდან თავის არიდების გამო. ასეთი სახის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა მოწმე მ---------------ის ჩვენება, რომლისთვისაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები (სარჩელის აღძვრამდე მოპასუხისგან სარჩოს მისაღებად მოსარჩელის მხრიდან ზომების მიღება) ცნობილია თ----------------ისგან გადმოცემით. მოწმისთვის ცნობილია თ----------------ისა და ა----------------–---–ის ფინანსური პრობლემებისა და მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული ფულადი ვალდებულებების გადაუხდელობის შესახებ, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს მოპასუხისათვის წარსული დროს ალიმენტის დაკისრების კანონით დადგენილ წინაპირობას.
ამდენად, საქმის მასალებით არ იკვეთება მხარის მიერ სარჩელის წარდგენამდე სამი წლის განმავლობაში არასრულწლოვანის სასარგებლოდ სარჩოს მისაღებად რაიმე ქმედების განხორციელება. საქმეში წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოება, სარჩელის წარდგენამდე მოსარჩელის მიერ მიღებული ზომების შესახებ, რის გამოც თ----------------ის მოთხოვნა, მოპასუხე ა----------------–---–ის მიმართ, წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან ასევე მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 50 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე თ----------------ე (შეგებებული სარჩელით) გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე ა----------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 54 ლარის ანაზღაურება.
იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა წარსული ალიმენტის სახით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. განესაზღვროს ა----------------–---–ს (პირადი N-----------) არასრულწლოვან შვილებთან, ნ-------------–---–თან (დაბადებული 2----–-–-----------------, პირადი N-----------) და ლ----------------–---–თან (დაბადებული 2----–-–-------------, პირადი N-----------) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი, შემდეგი წესით:
2.1. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში, ყოველი კვირის პარასკევი 16:00 საათიდან 21:00 საათამდე და შაბათი 11:00 საათიდან 21:00 საათამდე წაყვანის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით;
2.2. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ, ყოველი კვირის პარასკევი 16:00 საათიდან შაბათს 21:00 საათამდე, წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით;
2.3. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ, 2.2. პუნქტით დადგენილ წესს დაემატოს ზამთრის არდადეგების პერიოდში მეორე ნახევარი - 1 კვირა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში ივლისის თვის მეორე ნახევარი- 2 კვირა, წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით.
3. თ----------------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3.1. ა----------------–---–ს (პირადი N-----------) დაეკისროს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების, ნ-------------–---–ის (დაბადებული 2----–-–-----------------, პირადი N-----------) და ლ----------------–---–ის (დაბადებული 2----–-–-------------, პირადი N-----------) სასარგებლოდ, ყოველთვიურად 150-150 (ასორმოცდაათი - ას ორმოცდაათი) ლარის, სულ 300 (სამასი) ლარის ოდენობით, შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 01 ოქტომბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
4. არ დაკმაყოფილდეს თ----------------ის შეგებებული სარჩელი, მოპასუხე ა----------------–---–ის მიმართ, წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე.
5. ა----------------–---–ს (პირადი N-----------) დაუბრუნდეს ი--------------–---–ის (პირადი N-----------) მიერ სარჩელზე 2018 წლის 18 ივლისს სს ,,თიბისი ბანკში“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარი (ანგარიშის N300773150, ბანკის კოდი TRESGE22).
6. მოპასუხე ა----------------–---–ს (პირადი N-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა