განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 19 მარტი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზ------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-–---------–----------------ი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ა------------------------–---------------------------------ში.
ბრალდებული - კ----–----------------------ი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------–ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ა------------------------–---------------------------------–-–--------------------------–------------------ში.
ადვოკატები - გ--------------ე, ნ----------–---–ი და ზ---------------ა
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - წინასწარი შეთახმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების, დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ი-–--------------მა, კ----–-------თან ერთად წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 16,16426 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, 0,00148 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება თებაინი და 0,0875 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი).
1.2. 2018 წლის 26 ივნისს შს სამინისტროს ც----------------------------------------------------------- თანამშრომლების მიერ, ი-–--------------ის და კ----–-------ის დროებით საცხოვრებელში, ქ----------––-------------–-------------ში მდებარე „ს------------–--“ N--ე ოთახში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული იქნა 16,16426 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, 0,00148 გრამი, დიდი ოდენობით, ნარკოტიკულ საშუალება თებაინი და 0,0875 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი).
2. მტკიცებულებების ერთობლიობა:
2.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84). მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68). შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, №24086/04; 08/04/2010; § 32).
2.3. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა მათი ერთობლივი ანალიზი.
2.4. მოწმე ი-------------–--ემ (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2018 წლის 26 ივნისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად ქ----------–ში კ----–-------ს და ი-–--------------ს თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება, იმყოფებოდა ქ-----––---ში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გამომძიებელ ა-----–---–--–-–---–თან და გ---------------–---–თან ერთად, მონაწილეობა მიიღო ამ უკანასკნელის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ, თუმცა კ----–-------მა განმარტა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა სასტუმროს ნომერში, სადაც იყო მისი მეგობარი ი-–--------------ი. მოწმე იმყოფებოდა სასტუმროს დერეფანში და ხედავდა, როგორ ჩატარდა სასტუმროს ნომერში ჩხრეკა, რომლის შედეგად ამოღებული იქნა რამდენიმე სახეობის ნარკოტიკული საშუალება. ჩხრეკის შემდეგ, მას დაუძახეს სასტუმროს ნომერში, სადაც დააკავეს ი-–--------------ი. ორივე ბრალდებული ადასტურებდა, რომ ეს იყო მათ პირადი მოხმარების მიზნით შეძენილი ნარკოტიკი, რომელიც ორივე მათგანს ეკუთვნოდა და გასაღების მიზანი არ ჰქონიათ. როგორც მისთვის არის ცნობილი, ორივე ბრალდებულს, მოგვიანებით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. რაიმე სახის პრეტენზია ან/და შენიშვნა არც ერთ ბრალდებულს არ განუცხადებია.
2.5. იგივე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე გ---------------–---–მა (გამომძიებელი).
2.6. მოწმე გ---------------ემ (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2018 წლის 26 ივნისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად ქ----------–ში კ----–-------ი და ი-–--------------ი უკანონოდ ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებას და ასევე უნდა ყოფილიყვნენ ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. ქ----------–ში, დ------–-----–ის ქუჩაზე, მან მონაწილეობა მიიღო შ----–---------ის პირად ჩხრეკაში, რომელიც თან ახლდა კ----–-------ს, რომელიც ასევე გაჩხრიკეს სამართალდამცავებმა. კ----–-------ისგან არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ, თუმცა მიუთითათ, რომ ნარკოტიკულ საშულებას ინახვადა ,,ს------------–--“ ნომერში, სადაც იმყოფებოდა მისი მეგობარი ი-–--------------ი. მან ი-----------–--–---–თან მონაწილეობა მიიღო სასტუმრო ,,ს------------–--“ ნოემრის ჩხრეკაში, რა დროსაც საწოლის გვერდით შავი ტყავის ხელჩანთიდან ამოიღო ე.წ. ,,წონაკი“, ორი აბი, აბის ნატეხები, სამი თეთრი აბი და დასკოჩილი მოგრძო ფერის დაფასოებული ნივთიერება. ჩანთაში იყო ი-–--------------ის და კ----–-------ის საზღვარგარეთის პასპორტები, ი----------------ას პასპორტი და ქორწინების მოწმობა, ნოკიას ფირმის ტელეფონები, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ჩხრეკის დროს მას ეკეთა ხელთათმანები, რომელსაც იყენებენ ნივთების ამოღების პროცესში. ბრალდებულებს რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამთ, დაეთანხმნენ და ხელი მოაწერეს ოქმს.
2.7. მოწმე ი-----------–--–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2018 წლის 26 ივნისს, იმყოფებოდა ქ----------–ში, სადაც გამომძიებელ ა-----–---–--–-–---–თან და გ---------------ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო სასტუმროში მყოფი ი-–--------------ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ, რის შემდეგ მონაწილეობა მიიღო ი-–--------------ის სასტუმროს ნომრის ჩხრეკაში, რა დროსაც გ---------------ემ პირადად ამოიღო სხვადასხვა ფორმით დაფასოებული სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკი. ნარკოტიკების ნაწილი მოთავსებული იყო ჩანთაში, რომელიც იყო ნომერში. ასევე სასტუმროს ნომრიდან ამოიღეს საინექციო შპრიცი. ბრალდებულებმა ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერეს და პრეტენზია არ ჰქონიათ, ამბობდნენ, რომ ამოღებული ნარკოტიკები პირადი მოხმარებისთვის უნდოდათ.
2.8. მოწმე ა-----–---–--–-–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2018 წლის 26 ივნისს, კ----–-------ის და ი-–--------------ის მიმართ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, იგი იმყოფებოდა ქ----------–ში, სადაც ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩხრიკეს კ----–-------ი, თუმცა არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. კ----–-------მა განმარტა, რომ მის ნივთებს ინახავდა ,,ს------------–--“ მე-9 ნომერში, სადაც ასევე იმყოფებოდა მისი მეგობარი ი-–--------------ი. კ----–-------თან ერთად მივიდნენ სასტუმროს ნომერში, სადაც დახვდათ ი-–--------------ი, რომელსაც ასევე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ასევე არაფერი კანონსაწინაარმდეგო არ ამოუღაით. სასტუმროს ადმინისტრატორის თანდასწრებით მოხდა სასტუმრო ოთახის ჩხრეკა, რა დროსაც ნანახი იქნა სამგანყოფილებიანი ხელჩანთა, საიდანაც ამოიღეს კ----–-------ის და ი-–--------------ის პასპორტები და სხვა დოკუმენტები, ასევე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული წონაკები, ზიპ-შესაკრავიანი პაკეტები, ფხვნილით და აბებით, რაც მოგვიანებით ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, ტელევიზორის თაროზე ნანახი იქნა ერთჯერადი შპრიცები, მასში არსებული სითხით და ელექტრო სასწორი. ორივე ბრალდებული განმარტავდა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები იყო მათი, უნდოდათ პირადი მოხმარებისთვის, რადგან იყვნენ ნარკოდამოკიდებულები. ბრალდებულებს რაიმე შენიშვნა საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, არ განუცხადებიათ.
2.9. მოწმე ა---------–------–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2018 წლის 26 ივნისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იმყოფებოდა ქ----------–ში, სადაც ი-----------–--–---–თან და ა-----–---–--–-–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო ქ----------–ში, სასტუმროს ნომერში ი-–--------------ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ, რის შემდეგ ჩატარდა სასტუმროს ნომრის ჩხრეკა. მას უშუალოდ ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა იმყოფებოდა სასტუმროს დერეფანში, იცავდა შემთხვევის ადგილს და ხედავდა, რომ ნომრის ჩხრეკისას ამოღებული იქნა წონაკებად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, რაზეც ბრალდებულები განმარტავდნენ, რომ ეკუთვნოდა მათ და უნდოდათ პირადი მოხმარებისთვის და რაიმე სახის პრეტენზია ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით, არ განუცხადებიათ. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო ი-–--------------ის დაკავებაში.
2.10. მოწმე ვ------------–---მა განმარტა, რომ იგი არის თარჯიმანი. 2018 წლის 26 ივნისს, გამოძიების მიერ მიწვეული იყო, როგორც თარჯიმანი და მონაწილეობა მიიღო ქ----------–ში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის პირად ჩხრეკაში, რომელიც იყო აზერბაიჯანის მოქალაქე. მან ბრალდებულს უთარგმნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. პირადი ჩხრეკის შედეგად არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. რის შემდეგ, გაემართნენ სასტუმროში, სადაც ნომერში დახვდათ კიდევ ერთი პირი და ჩატარდა ნომრის ჩხრეკა, რა დროსაც ნანახი და ამოღებული იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერებები, რომელიც იდო ჩანთაში. ბრალდებულების განმარტებით, ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნოდა მათ და უნდოდათ პირადი მოხმარებისთვის. ჩხრეკის შემდეგ ბრალდებულები დააკავეს. ყველა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს ბრალდებულებთან კომუნიკაცია ხდებოდა მისი, როგორც თარჯიმნის მეშვეობით. ბრალდებულებს არანაირი პრეტენზია საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ.
2.11. მოწმე მ-----------------ამ განმარტა, რომ იგი მუშაობს ქ----------–ში, სასტუმრო ,,ს------------–--“ დამლაგებლად. 2018 წლის 25 ივნისს მან დაალაგა სასტუმროს ნომერი, სადაც მოგვიანებით ბრალდებულები შესახლდნენ. სასტუმროს ნომრის დალაგებისას, წინა სტუმრის მიერ დატოვებული რაიმე ნივთი არ უნახავს, რადგან ასეთ შემთხვევაში დარჩენილ ნივთს გადასცემდა სასტუმროს ადმინისტრატორს. ბრალდებულები, როცა ნომერში შესახლდნენ, სასტუმროს ნომერი იყო დალაგებული. მოგვიანებით, მან დაინახა ბრალდებულები, რომლებსაც ედოთ ხელბორკილები და სასტუმროს ნომრიდან გაყავდათ პოლიციელებს. პოლიციელების წასვლის შემდეგ, მან კვლავ დაალაგა ნომერი, სადაც დააკავეს ბრალდებულები. სასტუმროს ოთახის კარის საკეტი და ე.წ. პლინტუსები დაზიანებული არ ყოფილა.
2.12. ბრალდებულმა ი-–--------------მა განმარტა, რომ დაახლოებით 10 წელია იგი არის ნარკოტიკების მომხმარებელი და დღის განმავლობაში მოიხმარს 5 გრამ სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკს. 2018 წლის 26 ივნისს იგი იყო საქართველოში, რათა მოენახულებინა მისი მეუღლე. მას თან ახლდა მისი მეგობარი კ----–-------ი. მას ქ----------–ში, სასტუმროს ნომერში ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც პირადი მოხმარებისგან შეიძინა და ინახავდა მის კუთვნილ ჩანთაში. კ----–-------ი ასევე არის ნარკოტიკების მომხმარებელი, თუმცა სასტუმროს ნომრიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან ამ უკანასკნელს შეხება არ ჰქონია. სასტუმროს ნომრიდან ასევე ამოიღეს საინექციო შპრიცი, რომელიც ასევე ეკუთვნოდა მას. კ----–-------ს პირადი ჩანთა არ ჰქონდა, რის გამოც პასპორტს ინახავდა მის ჩანთაში. დაკავების დღეს მან სასტუმროს ნომერში მოიხმარა იმ ნარკოტიკების ნაწილი, რაც ჩანთაში ჰქონდა. ამ დროს კ----–-------ი მაღაზიაში იყო წასული. მისი ნომრიდან ამოღებული ნარკოტიკული საშულებები მას სასტუმროში გადასცა შ----–---------მა, უსასყიდლოდ, რადგან პატივისცა, როგორც სტუმარს. მას, აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა ვინაიდან აზერბაიჯანში ყავს ერთი მოხუცი დედა, შესაბამისი დოკუმენტაციის საქართველოში გადმოგზავნა ვერ მოხერხდება. აზერბაიჯანში ყოფნისას ექიმის დანიშნულებით მოიხმარდა დიაზეპამს და ციკლადოლს.
2.13. ბრალდებულმა კ----–-------მა განმარტა, რომ დაახლოებით 6 თვეა იგი არის ნარკოტიკების მომხმარებელი. დღის განმავლობაში იგი მოიხმარდა დაახლოებით გრამის მეოთხედ, ე.წ. ,,სირეცს“. ნარკოლოგიური გამოკვლევისას მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი, რაც მან მოიხმარა აზერბაიჯანში ყოფნის დროს. 2018 წლის 26 ივნისს, მან არაფერი იცოდა ი-–--------------ის ჩანთიდან ამოღებული ნარკოტიკების შესახებ. მან აფთიაქში შეიძინა საინექციო შპრიცი და მიიტანა ნომერში, რადგან ი-–--------------ისგან იცოდა, ადრე თუ გვიან, იგი აუცილებლად მოიტანდა ნარკოტიკს, რადგან ორივენი იყვნენ მომხმარებლები. ი-–--------------ი მას უმასპინძლდებოდა ნარკოტიკული საშუალებით, თუმცა ამაში ფული არასდროს გადაუხდია. საქართველოში ჩამოსვლისას, მას პირადი ჩანთა არ ჰქონია, რის გამოც პასპორტს ინახავდა ი-–--------------ის ჩანთაში. სასტუმროში ყოფნისას მან ხელში აიღო შპრიცი, რომელშიც საინექციო სითხე გაამზადა და უნდა მოეხმარა, თუმცა მოხმარება გადაიფიქრა, რადგან სურდა ჯერ საჭმელი მიერთვა. სასტუმროდან გამოვიდა, რათა შეეძინა საკვები, რის შემდეგ გეგმავდა ნარკოტიკის მოხმარებას. მისთვის ცნობილია, რომ აზერბაიჯანში ყოფნისას ი-–--------------ი მკურნალობდა, რადგან ჰქონდა მეხსიერების პრობლემები.
2.14. პირადი ჩხრეკის ოქმით (26.06.2018) ირკვევა, რომ 2018 წლის 26 ივნისს 15:00-15:20 საათზე, ქ----------–ში, ა----–-----–ის ქუჩაზე მდებარე ც--------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა კ----–-------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.
2.15. პირადი ჩხრეკის ოქმით (26.06.2018) ირკვევა, რომ 2018 წლის 26 ივნისს 15:55-16:15 საათზე, ქ----------–ში, რ---------–-------------ში მდებარე ,,ს------------–--“ N- ოთახში ჩატარდა ი-–--------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.
2.16. სასტუმრო ,,ს------------–--“ N- ოთახის ჩხრეკის ოქმის (26.06.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 ივნისს 16:20-18:00 საათზე ჩატარდა, ქ----------–ში, რ---------–----------ში მდებარე ,,ს------------–--“ N- ოთახის ჩხრეკა, რომელიც ნაქირავებია ი-–--------------ის და კ----–-------ის მიერ, რა დროსაც ოთახში განთავსებული ორსაწოლიანი ლოგინის მარჯვენა მხარეს ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ტყავის ხელჩანთა, რომელსაც შიგნით აქვს სამი განყოფილება. პირველ განყოფილებაში მოთავსებულია კ----–-------ის სახელზე გაცემული აზერბაიჯანის მოქალაქის პასპორტი, შუა განყოფილებაში - ი----------------ას სახელზე გაცემული აზერბაიჯანის მოქალაქის პასპორტი, ი-–--------------ის პირადობის მოწმობა, ამავე პირადობის მოწმობის თარგმანი, ი-–--------------ის და ი---------------ას ქორწინების მოწმობა, ი-–--------------ის სახელზე გაცემული აზერბაიჯანის მოქალაქის პასპორტი, მესამე განყოფილებას აქვს ელვა-შესაკრავიანი ჯიბე, საიდანაც ამოღებული იქნა 1) ზიპ-შესაკრავიანი პოლიეთილენის პაკეტი, სადაც მოთავსებულია ყვითელი ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკი, რომელშიც თავის მხრივ მოთავსებულია გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკის წონაკი, მასში მოთავსებული მუქი ფერის ნივთიერებით 2) მოგრძო ფორმის სკოჩშემოკრული წონაკი, მასში მთავსებული მუქი ფერის ნივთიერებით 3) სკოჩის წონაკი, რომელიც იქნა გახსნილი, სადაც მოთავსებულია პოლიეთილენის წონაკი, რომელიც იქნა გაჭრილი, სადაც მოთავსებულია 2 მუქი ფერის აბი, ამავე ფერის 2 აბის ნატეხი, 3 თეთრი ფერის აბი და ერთი ცალი პოლიეთილენის პარკის წონაკი, მასში მოთავსებული მაქი ფერის ნივთიერებით. ასევე, ოთახში, ტელევიზორის თაროზე ნანახი და ამოღებული იქნა ერთი ცალი ინსულინის შპრიცი, მასში არსებული მუქი ფერის ნივთიერებით და ერთი ერთჯერადი შპრიცი, მასში არსებული მუქი ფერის ნივთიერებით და ელექტრო სასწორი.
2.17. ს----------–----–--------------------------–----------------------------- ექსპერტის N----------------- დასკვნა (27.06.2018) დასკვნით:
- უფერო-ლურჯი პოლიეთილენის პაკეტში (ჩამკეტით) მოთავსებული ყვითელი პოლიეთილენის ნაჭერში გადახვეული, უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში შეფუთული კუსტარული წესით მიღებული, ყავისფერი ნივთიერება, წონით მშრალ მდგომარეობაში - 8,03 გრამი (ნოტიოს წონა 11,55 გრამი), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 7,1048 გრამის ოდენობით.
- უფერო წებოვანი ლენტით (ე.წ. „სკოჩით“) შემოგარსული უფერო პოლიეთილენის ნაჭრის ფენებში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული, მოგრძო ფორმის ყავისფერი ნივთიერება, წონით მშრალ მდგომარეობაში 14,67 გრამი (ნოტიოს წონა 20,72 გრამი), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 9,0240 გრამის ოდენობით.
- ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, მოყავისფრო ფერის მრგვალი ფორმის (ერთ ზედაპირზე შუაში ნაჭდევით და ლოგო „F M40“ ამონატვიფრებით) 2 ცალი ტაბლეტი და 2 ცალი ტაბლეტის ნატეხი, საერთო წონით - 0,9853 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მეთადონს (მარილი) - 0,0875 გრამის ოდენობით.
- ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის მრგვალი ფორმის (ერთ ზედაპირზე ფიგურული ლოგო ამონატვიფრებით) 3 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,3 გრამი შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება ფენაზეპამს - 0,0015 გრამის ოდენობით.
- უფერო პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული სპეციფიკური სუნის მქონე, მოშავო-ყავისფერი პლასტიკური მასა, წონით - 0,1335 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მორფინს (მარილი) - 0,00502 გრამის ოდენობით; კოდეინს (მარილი) - 0,00327 გრამის ოდენობით; თებაინს - 0,00148 გრამის ოდენობით.
- 2 მლ-ანი ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული კუსტარული წესით დამზადებული 0,5 მლ ყავისფერი მღვრიე სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს - 0,01476გრამის ოდენობით.
- 1 მლ-ანი ერთჯერადი მოხმარების ე.წ. „ინსულინი“-ს შპრიცში მოთავსებული კუსტარული წესით დამზადებული 0,46 მლ ყავისფერი მღვრიე სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს - 0,0207 გრამის ოდენობით.
- ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო ოდენობა შეადგენს - 16,16426 გრამს.
2.18. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ-----–------ემ და გ-------–------–----ემ.
2.19. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- N--------- დასკვნით (17.08.2018):
ინსულინის შპრიცის გატეხილი წვერის მიდამოში არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N1-ისა და ამავე შპრიცზე არსებული ბიომასალის (ობ.N1ა) გენეტიკური პროფილი და ი-–--------------ის (ობ.N8; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში...ი-–---------–----------------ისგან...“) გენეტიკური პროფილი იდენტურია.
პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N3) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი კ----–-------ის (ობ.N-; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში...აღებული კ----–----------------------ისგან...“), ხოლო მინორული წილი ი-–--------------ის (ობ.N8) გენეტიკური პროფილების იდენტურია.
პოლიეთილენის თვითმკეტ პარკზე არსებული ბიომასალის (ობ.N5) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ი-–--------------ის (ობ.N8), ხოლო მინორული წილი კ----–-------ის (ობ. N-) გენეტიკური პროფილების იდენტურია.
2.20. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ-----------–-----ემ.
2.21. ს----------–----–--------------------------–----------------------------- ექსპერტის ნარკოლოგიური შემოწმების N------- დასკვნით (26.06.2018), ი-–--------------ს, 2018 წლის 26 ივნისს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ჯგუფი (მორფინი, კოდეინი), ჰეროინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი.
2.22. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-------------–--ემ.
2.23. ს----------–----–--------------------------–----------------------------- ექსპერტის ნარკოლოგიური შემოწმების N------- დასკვნით (26.06.2018), კ----–-------ს 2018 წლის 26 ივნისს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ჯგუფი (მორფინი, კოდეინი), ჰეროინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი.
2.24. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-------------–--ემ.
2.25. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია და შესაბამისად სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.
2.26. ამდენად, სასამართლო შეაფასებს სასამართლოში წარმოდგენილ, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების რელევანტურ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
2.27. სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: პირადი ჩხრეკის ოქმით (26.06.2018), მოწმეების ი-------------–--ის, გ---------------ის და ა-----–---–--–-–---–ის ჩვენებებით, უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ----------–ში, ა----–-----–ის ქუჩაზე მდებარე ც--------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა კ----–-------ის პირადი ჩხრეკა, რომელსაც პირადად კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდა, თუმცა ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა სასტუმრო ,,ს------------–ში“ ნაქირავებ დროებით საცხოვრებელ ოთახში.
2.28. სასტუმრო ,,ს------------–--“ N- ოთახის ჩხრეკის ოქით (26.06.2018), მოწმეების - გ---------------ის, ი-----------–--–---–ის და ა-----–---–--–-–---–ის ჩვენებებით, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში (ოთახის ჩხრეკაში), უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კ----–-------ის მითითებით ჩატარებული სასტუმროს ნომრის ჩხრეკის შედეგად, ნომერში მოთავსებული ჩანთიდან ამოღებული იქნა ზიპ-შესაკრავიანი პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული ყვითელი ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკით, რომელშიც თავის მხრივ მოთავსებული იყო გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკის წონაკი მუქი ფერის ნივთიერებით; წებოვანი ლენტით შეკრული წონაკი, მასში მთავსებული მუქი ფერის ნივთიერებით; წებოვანი ლენტით შეკრული წონაკი, მასში მოთავსებული პოლიეთილენის წონაკში შეფუთული 2 მუქი ფერის აბით, ამავე ფერის 2 აბის ნატეხით, 3 თეთრი ფერის აბით; ერთი პოლიეთილენის პარკის წონაკი, მასში მოთავსებული მუქი ფერის ნივთიერებით. ოთახიდან ასევე ამოღებული იქნა ერთი ინსულინის შპრიცი, მუქი ფერის ნივთიერებით და ერთი ერთჯერადი შპრიცი, მუქი ფერის ნივთიერებით. საყურადღებოა ის გარემოება, რომ სამივე გამომძიებელი - გ---------------ე, ი-----------–--–---–ი და ა-----–---–--–-–---–ი, ასევე თარჯიმანი - ვ------------–---ი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა სასტუმროს ნომრის ჩხრეკაში, ასევე ის გამომძიებლები, ვინც საგამოძიებო მოქმედების დროს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილის მახლობლად, კერძოდ სასტუმროს დერეფანში - ი---- კ------–---, ა---------–------–---–ი, ცალსახად ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სასტუმროს ნომრიდან ნარკოტიკული საშუალებების ამოღების შემდეგ, კ----–-------ი და ი-–--------------ი ადასტურებდნენ, რომ ნარკოტიკები ეკუთვნოდა ორივე მათგანს და უნდოდათ პირადი მოხმარებისთვის.
2.29. სასტუმროს ნომრიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ორივე ბრალდებულისთვის კუთვნილება ასევე უტყუარად არის დადასტურებული ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- N--------- დასკვნით (დაადასტურა ექსპერტმა შ-----------–-----ემ), რითაც ცალსახად არის დადგენილი, რომ სასტუმროს ნომრიდან ამოღებულ საინექციო შპრიცზე და შეფუთვებზე, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები, აღმოჩენილია როგორც კ----–-------ის, ასევე ი-–--------------ის გენეტიკური მასალა. სასამართლოს სურს აქვე აღნიშნოს, რომ ჩანთაში, საიდანაც ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი, მოთავსებული იყო როგორც კ----–-------ის პასპორტი, ასევე ი-–--------------ის და ი----------------ას პირადობის მოწმობები და მათი ქორწინების მოწობა. ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია და თავად კ----–-------მაც დაადასტურა, რომ საქართველოში ჩამოსვლისას მას სამგზავრო ჩანთა არ ჰქონია და იგი პირადი ნივთების (მაგალითად პასპორტის) შესანახად, ი-–--------------ის ჩანთით სარგებლობდა. ასევე სასამართლოს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ კ----–-------მა ასევე დაადასტურა, რომ სასტუმროს ნომრიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც საინექციო შპრიცში იყო მოთავსებული, მან გაამზადა, რათა საკვების მიღების შემდეგ პირადად მოეხმარა, რითაც თავადვე დაადასტურა, რომ სასტუმროს ნომრიდან ამოღებული ნარკოტიკების ნაწილი, ნამდვილად მას ეკუთვნოდა. სასამართლოს რწმენას იმის თაობაზე, რომ სასტუმროს ნომრიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნოდა ორივე ბრალდებულს კიდევ უფრო ამყარებს დაკავების შემდგომ მათთვის ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების N-------- და N------- დასკვნები, რითაც დადგენილია, რომ კ----–-------ს და ი-–--------------ს მოხმარებული ჰქონდათ ზუსტად ერთი და იმავე სახეობის რამდენიმე ტიპის ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფი (მორფინი, კოდეინი), ჰეროინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, რაც ზედმიწევნით ემთხვევა სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს.
2.30. ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 26 ივნისს, ,,ს------------–--“ N- ოთახში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნოდა როგორც კ----–-------ს, ასევე ი-–--------------ს.
2.31. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
2.32. დაცვის მხარის პოზიციით: ა) ბრალდება დამყარებულია ძირითადად პოლიციელთა ჩვენებებზე. ბ) ნარკოტიკული საშუალებების შეფუთვაზე კ----–-------ის გენეტიკური კვალი შესაძლოა გადასულიყო მისი პასპორტიდან, რომელიც იმავე ჩანთაში იყო მოთავსებული ან/და ი-–--------------ისგან, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა ერთ ნომერში. გ) საპროცესო და საგამოძიებო მოქმედების ოქმები არის დარღვევით შედგენილი და შეუსაბამოა საქმის მასალებთან, დ) ი-–--------------ს გამოძიებამ არ ჩაუტარა ფსიქიატრიული ექსპერტიზა მისი შერაცხადობის დასადგენად, მიუხედავად იმისა, რომ ციხის ადმინისტრაციის წერილით დასტურდებოდა, რომ მას აღენიშნებოდა ფსიქიკური პრობლემები.
ა) სასამართლო, ეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ პოლიციელების ჩვენება არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირწონე არგუმენტების შეფასების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის გადაწყვეტილებაში მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ შენიშნა, რომ ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად, ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ჩვენება მის მიმართ არააუცილებელი და არათანაბარზომიერი ძალის გამოყენებაზე იყო სანდო, ვინაიდან ეს ჩვენება ასახავდა პირად აზრს და ბრალდებულის მიერ პოლიციელების დადანაშაულებას წარმოადგენდა. თუმცა იმავდროულად, ეროვნული სასამართლოებისათვის მისაღები იყო პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ისე, რომ ამასთან დაკავშირებით დამაჯერებელი დასაბუთება არ მოუყვანიათ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა ჩვენებები, ასევე შესაძლოა, რომ სუბიექტური ყოფილიყო და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებლები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mikiashvili v. Georgia, განაცხადი no. 18996/06, 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება §82). ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, განსაკუთრებით კრიტიკულად შეისწავლა იმ პოლიციელთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ როგორც ბრალდებულების, ასევე სასტუმროს ნომრის ჩხრეკაში და ამხელდნენ ბრალდებულებს დანაშაულის ჩადენაში და მიაჩნია, რომ პოლიციელების ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ არსებობს. ყველა მოწმე, საგამოძიებო მოქმედებების - ბრალდებულებისა და სასტუმროს ნომრის ჩხრეკისა და ამ საგამოძიებო მოქმედების შედეგად ნივთმტკიცებების ამოღებასთან დაკავშირებით არიან თანმიმდევრულნი და არ იძლევიან ობიექტურ საფუძველს მათ სანდოობაში ეჭვის შესატანად. ყველა მოწმე ცალსახად მიუთითებს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჯერ გაიჩხრიკა ბრალდებული კ----–-------ი, რომლის მითითებით, შემდგომში ჩატარდა მისი სასტუმროს ნომრის ჩხრეკა, საიდანაც ამოიღეს კ----–-------ის მიერ მითითებული ნარკოტიკული საშუალებები. გამომძიებლები, ვინც უშუალოდ ჩაატარა სასტუმროს ნომრის ჩხრეკა, ადასტურებენ, რომ ამოღებული იქნა სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალება. მათი ჩვენები ასევე თანმიმდევრულია ნივთმტკიცებების ამოღების ადგილის მითითებისას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედებიდან, მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დრო და არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებს არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები და იმის განურჩევლად მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა, არ უნდა გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ მოწმეები აპრიორი ცრუობენ. მითუმეტეს, როდესაც მოწმეები სხვა, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირები იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს. პირიქით, მოწმეების მიერ ყველა დეტალის ზედმიწევნით აღდგენა და გადმოცემა უფრო მეტად საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას და წარმოშობდა ეჭვს, ხომ არ მოხდა მოწმეების მიერ ზემოხსენებულ მტკიცებულებასთან საკუთარი ჩვენების სპეციალურად თანხვედრა. ამდენად, სასამართლომ შეაფასა პოლიციელთა ჩვენებები და მიაჩნია, რომ უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შეინიშნება მათ მონათხრობში, ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას.
ბ) სასამართლოს სურს აღნიშნოს კონკრეტული მტკიცებულების მაღალი სტანდარტი, რაც სისხლის სამართლის საქმეში ენიჭება "დნმ"-ის (გენეტიკური პროფილის) კვალის არსებობას და ამ მტკიცებუელბის წონას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საყურადღებო იყო ის ფაქტი, რომ ბრალდებულის "დნმ" არ იყო აღმოჩენილი დაზრალებულისგან ამოღებულ ძირითად ნივთმტკიცებაზე. ეს იყო ის გარემოება, რომლის საფუძველზედაც ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება არ იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის ბრალდებულის ბრალეულობის დასადგენად. აღნიშნულის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბრალდებულმა ვერ ისარგებლა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, როგორც ეს გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Vronchenko v. Estonia no. 59632/09 2013 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება §19, 64 და 66). ამდენად, თვალნათელია, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო "დნმ"-ის მტკიცებულებას პირის ბრალეულობის დასაბუთებისთვის. "დნმ"-ის ექსპერტიზით დადგენილი მონაცემები გაცილებით უტყუარია და ითვლება უალტერნატივო საშუალებად დანაშაულის ჩამდენი პირის დასადგენად. ამდენად, ის გარემოება, რომ ამოღებულ ნივთმტკიცებებზე (საინექციო შპრიცსა და ნარკოტიკული საშუალების შეფუთვაზე) ორივე ბრალდებულის ბიოლოგიუჯრი მასალის აღმოჩენა, სასამართლოს უტყუარად უდასტურებს იმ ფაქტს, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ნამდვილად ეკუთვნოდა ორივე ბრალდებულს. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ბრალდებულის ბიოლოგიური მასალის ნივთმტკიცებაზე შემთხვევით გადასვლასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი მტკიცებულებებს აფასებს არა განყენებულად, არამედ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ეჭვს არ ტოვებს, ორივე ბრალდებულის ბრალეულობაში.
გ)საგამოძიებო და საპროცესო დოკუმენტებზე არასწორად მითითებული თარიღი არ არის არსებითი დარღვევა და არის მექანიკური შეცდომა, ვინაიდან დაკავებამდე შუძლებელია გამომძიებელს გამოეკითხა კ.ა-----ი, უფრო მეტიც იგი ამ მომენტისათვის საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში. რაც შეეხება 2018 წლის 20 ოქტომბრით დათარიღებულ ნიმუშის აღების ოქმებს, ამაზე სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდეს ამ მოქმედების ჩამტარებელმა ექსპერტებმაც და მიუთითეს, რომ ნიმუშები აღებული იქნა 2018 წლის 26 ივნისს და ამის თაობაზე თავადაც შეადგინა დოკუმენტი, რომელიც მათი შიდასამსახურებრივ საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტს წარმოადგენს (აღნიშნული დოკუმენტის დემონსტრირება მოახდინა ექსპერტმა პროცესზე) და სწორედ ხსენებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ზუსტად შეუძლია თქვას, რომ ნიმუშის აღება ორივე ბრალდებულისაგან განხორციელდა 2018 წლის 26 ივნისს. გარდა ამისა საქმე არსებითი განხილვისათვის გადმოგზავნილია 2018 წლის 19 ივლისს და ვერანაირად ვერ მოხვდებოდა საქმეში 20 ოქტომბერს შედგნელი ოქმები.
დ) რაც შეეხება ი-–--------------ის შერაცხადობის საკითხს, სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, როგორც მოთხოვნას, რომ თითოეულ მხარეს ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი საქმე იმ პირობებში, რაც მას არ აყენებს მნიშვნელოვნად არასახარბიელო მდგომარეობაში ოპონენტის წინაშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე De Haes and Gijsels v. Belgium No. 19983/92). განსახილველ საქმეში მხარეებს ჰქონდათ საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რათა მოეპოვებინათ და წარედგინათ მათთვის სასურველი მტკიცებულებები, თუმცა მიუხედევად ამისა, დაცვის მხარეს არ ჩაუტარებია არანაირი კვლევა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად. რაც შეეხება სასამართლოს გადმოსახედიდან ბრალდების მხარის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ არაერთი თვის განმავლობაში დაცვის მხარემ არ წარუდგინა მათ არც ერთი დოკუმენტი, რაც საფუძველს მისცემდა მხარეს დაენიშნა ბრალდებულის ფსიქიატრიული კვლევა, არის გონივრული და მისაღები. მეტიც, თავის მხრივ სასამართლოს სურს დაადასტუროს ის გარემოება, რომ სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის წერილი, სადაც განმარტებულია, რომ ი-–--------------ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ ჩაუტარდა ნარკოლოგის კონსულტაცია და დაესვა დიაგნოზი: ოპოიდების მიღების შემდეგ გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი, ფსიქოაქტიური ნივთიერებებისადმი დამოკიდებულების სინდრომი, რაც, როგორც წესი, დამახასიათებელია ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთათვის ნარკოტიკული შიმშილის პერიოდში. ამასთან, სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა თავად დაკვირვებოდა ბრალდებულის ქცევას სასამართლო განხილვისას და არ გასჩენია ობიექტური საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ი-–--------------ი არის არაადეკვატური და მითუფრო შეურაცხადი.
2.33. ამდენად, სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შეაფასა სასამართლოში წამოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე სასამართლო გადაწყვეტიოლების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად.
3.3. ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც მისი საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, არის დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ კიდევ ერთ ნიშანს, განსაკუთრებით დიდ ოდენობას, სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მარტო ნარკოტიკული საშუალების წონა და ოდენობა, არამედ მისი თვისება, ზემოქმედების უნარი ადამიანის ორგანიზმზე. ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა განსაზღვრულია ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, ჰორიზონტალურ გრაფა №181 არის ჰეროინი, სადაც უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხაში, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება 1 გრამიდან ოდენობა. სია №2-ში, ჰორიზონტალურ გრაფა №30 არის თებაინი, რომლის დიდ ოდენობად ითვლება 1 გრამამდე ოდენობა და იმავე სიის ჰორიზონტალურ გრაფა №40 არის მეთადონი, რომლისთვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა იწყება 0,2 გრამიდან 1 გრამამდე ოდენობა.
3.4. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყურად არის დადგენილი, რომ ი-–--------------მა, კ----–-------თან ერთად წინასწარი შეთანხმებით, (ერთად ჩამოვიდნენ საქართველოში, დასახლდნენ ერთ ნომერში, ერთ ჩანთაში ინახავდნენ პირად ნივთებს, აღმოაჩნდათ ერთიდაიგივე სახის ნარკოტიკები მოხმარებული, პირველ ეტაპზე ორივე ბრალდებული აცხადებდა, რომ ნარკოტიკები ეკუთვნოდათ ორივეს და სჭირდებოდათ პირადი მოხმარებისათვის) უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 16,16426 გრამი ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინი, რაც აღემატება ამ სახეობის ნარკოტიკისთვის დადგენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზღვარს, 0,00148 გრამი ნარკოტიკულ საშუალება თებაინი, რაც აღემატება ამ სახეობის ნარკოტიკისთვის დადგენილ დიდი ოდენობის ზღვარს და 0,0875 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი), რაც ამოღებული იქნა ი-–--------------ის და კ----–-------ის დროებით საცხოვრებელში, ქ----------––-------------–-------------ში მდებარე „ს------------–--“ N--ე ოთახში ჩატარებული ჩხრეკისას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისი გათვალისწინებითაც, ი-–--------------ი და კ----–-------ი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 სასამართლო განმარტავს, რომ ი-–--------------ის და კ----–-------ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში, მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, არ დადგენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
5.4. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის პირად მოტივს - ბრალდებულები არიან ნარკოტიკების აქტიური მომხმარებლები და ამოღებული ნარკოტიკული საშუალება პირადი მოხმარების მიზნით უნდოდათ, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, ასევე ბრალდებულების პიროვნებას - დაკავების შემდეგ ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმებისას ორივე მათგანს დაუდგინდა არაერთი სახეობის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი, ასევე მათ კანონშესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ი-–--------------ს და კ----–-------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა 9-9 წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ბრალდებულების საზოგადოებრივი საშიშროებისა და მათი პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავეების რესოციალიზაციის ინტერესს.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად - ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი არის პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
5.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ კ----–-------ს და ი-–--------------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობებს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 5 წლით უნდა ჩამოერთვათ სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვათ საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა, შპრიცები, ნერწყვის ნიმუში და ელექტრო სასწორი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; პასპორტები და საბუთები, შავი ფერის ტყავის ხელჩანთა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-–--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
2. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება და აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
3. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 ივნისიდან.
4. კ----–-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
5. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება და აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
6. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 ივნისიდან.
7. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა, შპრიცები, ნერწყვის ნიმუში და ელექტრო სასწორი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
პასპორტები და საბუთები, შავი ფერის ტყავის ხელჩანთა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე