გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2019
საქმის ნომერი
330210018002698261
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3-----18

გადაწყვეტილება

ს----------–ოს სახელით

16 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო ს------ა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

მოსარჩელე - ს----------–ოს შ------ ს------ა ს----------ოს სა---–-–---ო ს------–---ო დ-–-------–--ა - ს----------–ოს ს----------ო პ---–-–ია

წარმომადგენლები - გ------- ი-------–--ე, მ------ კ-----ა

მოპასუხე - შპს ,,G-------- ჯ------------”

წარმომადგენელი - მ--- ქ---------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე შპს ,,G-------- ჯ------------ს” მოსარჩელე ს----------–ოს შ------ ს------ა ს----------ოს სა---–-–---ო ს------–---ო დ-–-------–--ა - ს----------–ოს ს----------ო პ---–-–იის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 7----- ლარის გადახდა.

 

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს მხარეებს შორის 2--- წლის 17 იანვარს გაფორმებულ სა---–-–---ო შესყიდვის შესახებ №1-----2 ხელშეკრულებაზე, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს 2--- წლის 24 აგვისტოს ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 7800 ლარის ღირებულების 1---- კგ ფქვილი.----- წლის 24 აგვისტოს მიწოდებული იქნა 4--- კგ ხორბლის ფქვილი, ხოლო 2--- წლის 27 აგვისტოს მიწოდებული იქნა 5--- კგ. ფქვილი. შესაბამისად, ვადაგადაცილებამ შეადგინა 3 დღე.

 

ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 7----- ლარს.

 

წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე მხარეს არ გადაუხდია დარიცხული პირგასამტეხლო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია 3 დღის ვადაგადაცილების ფაქტი. მოპასუხის განმარტებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და მათ უნდა დაეკისროთ არა 0.15%, არამედ 0.05%, რაც შეადგენს 1---- ლარს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.----- წლის 17 იანვარს ს----------–ოს შ------ ს------ა ს----------ოს სა---–-–---ო ს------–---ო დ-–-------–--ა - ს----------–ოს ს----------ო პ---–-–იასა (შემსყიდველი) და შპს ,,G-------- ჯ------------ს” (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სა---–-–---ო შესყიდვის შესახებ №1-----2 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა ხორბლის ფქვილის შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1----- ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2--- წლის 17 იანვრის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-24).

 

3.1.2. ს----------–ოს შ------ ს------ა ს----------ოს სა---–-–---ო ს------–---ო დ-–-------–--ა - ს----------–ოს ს----------ო პ---–-–იის 20/08/2--- წლის წერილის საფუძველზე შპს ,,G-------- ჯ------------ს” უნდა მიეწოდებინა 1---- კგ. ხორბლის ფქვილი 2--- წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2--- წლის 20 აგვისტოს წერილი (ს.ფ. 25).

 

3.1.3. სა---–-–---ო შესყიდვის ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით,3.1.4. შპს ,,G-------- ჯ------------ს” მიერ 2--- წლის 24 აგვისტოს მიწოდებული იქნა 4--- კგ ხორბლის ფქვილი, ხოლო 2--- წლის 27 აგვისტოს მიწოდებული იქნა 5--- კგ. ფქვილი. შესაბამისად, ვადაგადაცილებამ შეადგინა 3 დღე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულია სა---–-–---ო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა ხორბლის ფქვილის შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1----- ლარით.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ შპს ,,G-------- ჯ-----------მა” ვერ უზრუნველყო შეთანხმებულ ვადებში საქონლის მიწოდება, ვადაგადაცილებამ შეადგინა 3 დღე.

 

ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 7----- ლარი.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს 7----- ლარის გადახდის დაკისრებას.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო დამრღვევ მხარეს უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება ვადაგადაცილებით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 0,15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 100 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სა---–-–---ო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სა---–-–---ო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე ”სა---–-–---ო ბაჟის შესახებ” ს----------–ოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სა---–-–---ო ბაჟის წინასწარი გადახდისგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (100 ლარი), ხოლო მოსარჩელე გათავისუფლებულია სა---–-–---ო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, ამიტომ მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულ ბაჟს, რაც არ დაკმაყოფილდა, გაიღებს სა---–-–---ო; მოპასუხემ სა---–-–---ო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს ბაჟი 1---- ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე გამოყენებული არ ყოფილა უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ს----------–ოს შ------ ს------ა ს----------ოს სა---–-–---ო ს------–---ო დ-–-------–--ა - ს----------–ოს ს----------ო პ---–-–იის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

2. მოპასუხე შპს ,,G-------- ჯ------------ს” მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 100 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხეს სა---–-–---ო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სა---–-–---ო ბაჟის სახით 13,56 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე