გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1----19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2--- წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - სს „თ----ი ბ---ი”
წარმომადგენელი - თ----ა მ-------–--ე
მოპასუხე - ლ--–- გ--------
წარმომადგენელი - გ------- რ---------–---–ი
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ--–- გ-------ს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5------ ლარის გადახდა:
2--- წლის 22 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 22----- ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 1-----6 ლარი, პროცენტი- 2----0 ლარი, პირგასამტეხლო -5----0 ლარი, დაზღვევის თანხა- 3--- ლარი;
2--- წლის 1 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3------ ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1-----4 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 3----3 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1------ ლარი.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2--- წლის 22 ივნისს მოსარჩელე სს "თ----ი ბ---სა" და ლ--–- გ-------ს შორის დაიდო საბ---ო კრედიტის (სწრაფი სამომხმარებლო სესხის) ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2200 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა იყო 1-64 დღე. წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 19.5%; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 24.34%. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად ყოველთვიურად 67.91 ლარის ოდენობით. ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა 20 ლარს და ასევე 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელი ვალდებული იყო კრედიტის მოქმედების პერიოდში განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბ---ის სასარგებლოდ ხელშეკრულების დანართი №--ის შესაბამისად.
მოპასუხის დავალიანება 2--- წლის 1- იანვარს გაცემული ცნობის საფუძველზე შეადგენს 22----- ლარს, საიდანაც სესხის ძირია 1-----6 ლარი, პროცენტი- 2----0 ლარი, პირგასამტეხლო -5----0 ლარი, დაზღვევის თანხა-3--- ლარი.
2--- წლის 1 მაისს მოსარჩელე სს "თ----ი ბ---სა" და ლ--–- გ-------ს შორის დაიდო საბ---ო კრედიტის (პრაიმ ქარდის) ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 2000 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ლიმიტის გაზრდა. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2052 წლის 5 აგვისტომდე, 13611 კალენდარული დღე. კრედიტი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, დაანგარიშების თარიღიდან 25-ე დღეს; დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი; ყოველთვიურად შესატან თანხას შეადგენდა ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო; საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 18% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 51.40%. ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენდა 20 ლარს; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0,5%-ს.
მოპასუხის დავალინება 2--- წლის 1 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2--- წლის 1- იანვარს გაცემული ცნობის საფუძველზე, შეადგენს 3------ ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1-----4 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 3----3 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო -1------ ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა ცნო სასარჩელო მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხების ნაწილში (იხ, 2--- წლის 19 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:29:08).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 22 ივნისს სს "თ----ი ბ---სა" და ლ--–- გ-------ს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის (სწრაფი სამომხმარებლო სესხის) ხელშეკრულება (№---------------).
მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2200 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა - 1-64 დღე. წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 19.5%; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 24.34%. კრედიტი უნდა დაფარულიყო შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად ყოველთვიურად 67.91 ლარის ოდენობით.
ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა 20 ლარს და ასევე 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებელი ვალდებული იყო კრედიტის მოქმედების პერიოდში განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბ---ის სასარგებლოდ ხელშეკრულების დანართი №--ის შესაბამისად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-28).
3.1.2. 2--- წლის 1 მაისს სს "თ----ი ბ---სა" და ლ--–- გ-------ს გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (№C1-------------) და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 2000 ლარი.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ლიმიტის გაზრდა.
საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2052 წლის 5 აგვისტომდე, 13611 კალენდარული დღე.
კრედიტი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, დაანგარიშების თარიღიდან 25-ე დღეს; დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი; ყოველთვიურად შესატან თანხას შეადგენდა ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო; საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 18% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 51.40%. ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენდა 20 ლარს; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0,5%-ს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 26-39).
3.1.3. 2--- წლის 22 ივნისს სს "თ----ი ბ---სა" და ლ--–- გ-------ს შორის გაფორმებული საბ---ო კრედიტის (სწრაფი სამომხმარებლო სესხის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება კრედიტის ძირითადი თანხის სახით 2--- წლის 1- იანვრის მდგომარეობით შეადგენს 1------ ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
გადახდების ისტორია (ს.ფ. 31-32).
დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 30).
მოპასუხის ახსნა-განამრტება (იხ, 2--- წლის 19 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:29:08).
3.1.4. 2--- წლის 1 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება კრედიტის ძირითადი თანხის სახით 2--- წლის 1- იანვრის მდგომარეობით შეადგენს - 1-----4 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 40-44).
დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 30).
მოპასუხის ახსნა-განამრტება (იხ, 2--- წლის 19 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:29:08).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2--- წლის 22 ივნისს სს "თ----ი ბ---სა" და ლ--–- გ-------ს შორის გაფორმებული საბ---ო კრედიტის (სწრაფი სამომხმარებლო სესხის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს სესხის პროცენტს - 2----0 ლარს, პირგასამტეხლოს -5----0 ლარს, დაზღვევის თანხას - 3--- ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
გადახდების ისტორია (ს.ფ. 31-32).
დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 30).
3.2.2. 2--- წლის 1 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს საპროცენტო სარგებელს - 3----3 ლარს, ხოლო პირგასამტეხლოს -1------ ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 40-44).
დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 30).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ”თ----ი ბ---ის” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე 420-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია რომ მხარეებს სს “თ----ი ბ---სა” და ლ--–- გ-------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბ---მა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტები 2--- წლის 22 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2200 ლარისა და 2--- წლის პირველი მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2000 ლარის ოდენობით, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ ბ---მა შეასრულა ვალდებულება და გასცა მსესხებელზე კრედიტის თანხები შეთანხმებული ოდენობით. ასევე დადგენილია მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ”თ----ი ბ---ი” უფლებამოსილია მოითხოვოს საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის თანხების დარჩელინი ოდენობით დაბრუნება, კერძოდ, 2--- წლის 22 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1------ ლარისა და 2--- წლის პირველი მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1-----4 ლარის გადახდა. კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალისაგან საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის თანხის 38,94 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სს „თ----ი ბ---ის“ სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხის 1------ ლარისა და 1-----4 ლარის ნაწილში.
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეებმა ხელშეკრულებებით გაითვალისწინეს წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდა. კრედიტორი სს ”თ----ი ბ---ი” უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისაგან 2--- წლის 22 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2----0 ლარისა და 2--- წლის პირველი მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3----3 ლარის გადახდევინება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგებები, რომლებიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა 577,70 ლარი და 1036,09 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს 2--- წლის 22 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 350 ლარისა და 2--- წლის პირველი მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 400 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 90,91 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 51,12 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩაითვლება 25,91 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ”თ----ი ბ---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ლ--–- გ-------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2--- წლის 22 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2-----8 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1------ ლარი, პროცენტი - 2----0 ლარი, პირგასამტეხლო - 350 ლარი, დაზღვევა - 3,42 ლარი; 2--- წლის 1 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს - 27----- ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 1-----4 ლარი, სარგებელი - 3----3 ლარი და პირგასამტეხლო - 400 ლარი.
3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 90,91 ლარის ანაზღაურება.
4. სს „თ----ი ბ---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე 2--- წლის 24 იანვარს №-- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1----- ლარიდან - 51,12 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ლილი ტყემალაძე