განაჩენი

სისხლის სამართლის 03.05.2019
საქმის ნომერი
020100119002943490
დავის ტიპი
381 (1)
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119002943490

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/213-19 2 მაისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი მ---------------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული ბ-----------------------------------------–-------–-–-----------------------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–--------------–------–-------------------------–--–-------------------------------------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ

 

2.2. ადვოკატი მ-------–-----–--

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2019 წლის 6-------ს გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერით მოძალადე ბე--------------ს 30 დღის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობს მსხვერპლი - მეუღლე ლ--–--–----, ასვე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

ასევე, 2019 წლის 06-------ს გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერით მოძალადე ბე--------------ს 30 დღის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობს მსხვერპლი - მეუღლის მშობელი მ----------------, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

2019 წლის 27 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე ბე--------------მ არ შეასრულა N------ შემაკავებელი ორდერით და N------ შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები, მივიდა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ქ--------------–---–- მდებარე ლ--–--–----ს და მ----------------ს საცხოვრებელ სახლთან და მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა დედის მისამართით და მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაც გაგრძელდა დაახლეობით 30 წუთის განმავლობაში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

მოწმეების: ლ--–--–----ს, მ----------------ს, ლ-------------–--ს, ბე--------------ს გამოკითხვის ოქმებით, ქორწინების ჩანაწერის აქტით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებული ბე-------------- არის დაზარალებულების ოჯახის წევრი. ლ--–--–---- არის ბრალდებულის მეუღლე, ხოლო მ---------------- არის ბრალდებულის მეუღლის მშობელი. აღნიშნული ფაქტი დაცვის მხარესაც სადავოდ არ გაუხდია.

 

2.2 შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).

შემაკავებელი ორდერის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ლ--–--–----ს, მ----------------ს, ლ-------------–--ს, ბე--------------ს გამოკითხვის ოქმებით, N------, N------ შემკავებელი ორდერებით დადგენილია, ბრალდებულ ბე--------------ს მიმართ გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა 30 დღის ვადით იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობს მსხვერპლი - მეუღლე ლ--–--–----, ასვე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. ასევე, 2019 წლის 06-------ს გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერით მოძალადე ბე--------------ს 30 დღის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობს მსხვერპლი - მეუღლის მშობელი მ----------------, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

ის, რომ ბრალდებულმა დარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. მოწმეების: ლ--–--–----ს, მ----------------ს, ლ-------------–--ს, ბე--------------ს გამოკითხვის ოქმებით, N------ და N------ შემაკავებელი ორდერებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 3811- ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების დარღვევისთვის.

საქმეში არსებულ უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები.

ამდენად, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილი, პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადასტურებულია სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბე--------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ბე-------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ბე--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის. ამდენად, ბე--------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, ქმედების ჩადენა მცირე მიზეზის საფუძველზე, ალკოჰოლური სიმთვრალის პირობებში, ნასვამობაში ბრალდებულის აგრესიული ხასიათის საფუძველზე.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), მიზანს (დაზარალებულებისთვის შეურაცხყოფის მიყენება), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (დაზარალებულებთან მიახლოების აკრძალვის დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (დაზარალებულის საცხოვრებელ ადგილას მისვლა და მათთვის შეურაცხყოფის ხმამაღლა მიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულების მიერ თავის შეურაცხყოფილად გრძნობა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულების პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მართალია, სანქციაში არ არის მითითებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით.

საქმის გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის განსაზღვრა. სასამართლო აქვე მსჯელობს დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის შეუძლებლობაზე და განმარტავს, რომ ბრალდებული ნასამართლევია განზრახი მძიმე დანაშაულისთვის. განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიმართ დაუშვებელია დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების, განსაკუთრებით კი კერძო პრევენციის მიზნისათვის აუცილებელია ბრალდებულმა სასჯელი მოიხადოს შესაბამის დაწესებულებაში, რათა უფრო პასუხისმგებლური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს საკუთარი ქმედებებისადმი. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვერ უზრუნველყოფს კერძო პრევენციის მიზნის მიღწევას, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებული არის ნასამართლევი და სასჯელის სახით დანიშნული ჰქონდა ჯარიმა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია გასული, ჯარიმა ჯერაც არ აქვს გადახდილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდებულს არ გააჩნია მატერიალური შესაძლებლობა ჯარიმის გადახდის. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა არ უნდა დაინიშნოს, რადგან საქმის მასალებით არ არის წარმოდგენილი რაიმე მასალა, რომ ბრალდებული შერიგებულია დაზარალებულებთან, პირიქით დაზარალებულები უთითებენ, რომ ის არის ალკოჰოლდამოკიდებული, რა დროსაც თავს ვერ აკონტროლებს და შესაბამისად შესაძლოა ოჯახის წევრების შეურაცხყოფამ სისტემატური ხასიათი მიიღოს. მით უფრო, რომ ოჯახში გაჩნდა მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის ფსიქიკაც განსაკუთრებულ მრუნველობას მოითხოვს. ბრალდებულმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ აკრძალული ჰქონდა დაზარალებულებთან მიახლოება, მივიდა მათთან, რასაც დაზარალებულების წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა მოჰყვა. ამდენად, არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით შეუძლებელი იქნება ბრალდებულის ქცევის გაკონტროლება, რაც, თვის მხრივ, წარმოადგენს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების ნოყიერ ნიადაგს. ამდენად, ბრალდებულის ქცევის რეგულირება მოითხოვს ბრალდებულის იზოლირებას საზოგადოებისაგან.

ვინაიდან ბრალდებული ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის, არსებობს საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივი. ასეთ ვითარებაში კი სასჯელის დანიშვნისას გამოიყენება საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დადგენილი წესი. კერძოდ, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმზე სულ მცირე ერთი წლით მეტი, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს 1 წელს და 6 თვეს, თუმცა, ვინაიდან სანქციის მაქსიმუმი არის 1 წელი, ამ ზღვარს ვერ გასცდება დანიშნული სასჯელის ზომა. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის ზომის განსაზღვრისას იმისათვის, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული საბოლოო სასჯელი, ერთი მხრივ, იყოს კანონიერი, შეესაბამებოდეს მოქმედი სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, მეორე მხრივ კი იყოს სამართლიანი და აღსრულებადი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელთა შთანქმის წესის გამოყენება.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბე-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა და საბოლოოდ მოსახდელად ბე--------------ს განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბე--------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 მარტიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია