განაჩენი

სისხლის სამართლის 15.04.2019
საქმის ნომერი
240100119002897804
დავის ტიპი
177 1
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240100119002897804 №1/32

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15.04.2019 წელი ქ.სენაკი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გ----------------

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: დ-------------–---

დაბადებული: 29.09.1--- წელი

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პირადი ნომერი: 3----------

ნასამართლეობა: არ მქონე

საცხოვრებელი ადგილი: ქ.სენაკი, კ-–------–-ს ქ.N10

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე -ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2019 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 16:20 საათზე, დ-------------–--- ქ.სენაკში, რუსთაველის და ჯორჯაძის ქუჩების გადაკვეთაზე მდგარ ე-–-------------–--ის მოძრავი სავაჭრო დახლიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ 4 ლარად ღირებულ ერთ ცალ ხელის ფანარს.

 

2. ბრალდებულმა დ-------------–---მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

3. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

4. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სამართლებრივი შეფასება:

5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ-------------–---მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა დ-------------–---ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს დ-------------–---ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

6. დ-------------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალდებულის მიერ დანაშაული აღიარება .

 

7. დ-------------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

8. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

9. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეზე დაზარალებულმა, ე-–-------------–--ემ განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და გამოყენებული იქნას არასაპატიმრო სასჯელი.

 

10. ბრალდებულ დ-------------–---ს მიერ სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

11. დ-------------–---ს მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე, მუხლით, სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. დ-------------–--- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1550 (ათასხუთასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

დ-------------–---ს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, პატიმრობაში ყოფნის დროის _ 2019 წლის 14 თებერვლიდან 2019 წლის 06 მარტის ჩათვლით, გათვალისწინებით შეუმცირდეს ჯარიმის ოდენობა შემდეგი გაანგარიშებით - პატიმრობის 01 (ერთი) დღე - ჯარიმის 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

საბოლოოდ დ-------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2. გაუქმდეს მსჯავრდებულ დ-------------–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო. გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში.

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

3.1 ხელის ფანარი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

4. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქუჩა №247) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე