განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2019
საქმის ნომერი
330100118002591162
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/-------

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 აპრილი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ რ----------------------------–---–-------------------–---–-ს,ბრალდებულ _ ს-------------------,ადვოკატ _ ნ---------–------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ს---------------- ასულ ნ---------- (დაბადებული 1--- წლის 0---------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, განქორწინებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-----–----–----–----------------–-------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ს------------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ:

მხარეთა მიერ, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმეების: მ---------------------------, მ-------–-------, ჯ------–------------, ნ----------------, ქ---------–--------, თ-----------------,---- ნ---------- გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულ ს------------------- მიერ სხდომაზე გაკეთებული განმარტებით ბრალის აღიარების შესახებ; ამოღების ოქმით; ნიმუშის აღების ოქმებით; გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით; საჯარო რეესტრის წერილით, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად; შემოსავლების სამსახურის წერილით; ოქმებით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ს------------------- ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2----–-–------------------ს, თბილისში, ჯ-------------------------------ში, შპს „ს------–---ს“ წარმომადგენელს, ფინანსურ დირექტორს - ს------------------- და შპს „ს----------ს“ დირექტორ მ--------------------------- შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს „ს------–--მა“ 15 100 აშშ დოლარის სანაცვლოდ, იკისრა ვალდებულება, რომ 2017 წლის 22 ნოემბრამდე შპს „ს----------სთვის“ მიეწოდებინა დიოდური ლაზერის აპარატი „A---------. 2017 წლის 01 ნოემბერს, მ--------------------------- 39 068 ლარი სრულად ჩაურიცხა შპს „ს------–--ს“ სს „თ----------ის“ ანგარიშზე. მიუხედავად ამისა, შპს „ს------–---ს“ ფინანსურმა დირექტორმა ს------------------- არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მ--------------------------- კუთვნილ 39 068 ლარს, განკარგა პირადი მიზნებისთვის და დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ს------------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

ს------------------- მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან - ცხრა წლამდე.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ს------------------- რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ქმედების ჩადენის დროს ნასამართლევი არ იყო, კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომლის ერთადერთი მარჩენალიც თავად არის, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ხოლო ჯარიმის ოდენობა უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებისა და მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. საბოლოო სასჯელი კი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით დადგენილი წესით, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-------------ოს განაჩენით, ს------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 05 (ხუთი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დაეკისრა ვალდებულება - 2----–-–-------------ოდან 18 (თვრამეტი) თვის ვადაში, დააკმაყოფილოს დაზარალებულების პრეტენზიები ზიანთან დაკავშირებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, მითითებული მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

შპს „ჯ------–-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ს------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-------------ოს განაჩენით, ს------------------- მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 05 (ხუთი) წელი, შთანთქოს მოცემული განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

საბოლოოდ, ს------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 05 (ხუთი) წელი.

მსჯავრდებულ ს------------------- პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს 2----–-–-------------ოდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------–---ს განჩინებით, ს------------------- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ს------------------- დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

შპს „ჯ------–-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე