გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2019
საქმის ნომერი
330210019002881982
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, სხვა სახის დავები
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#2-4716-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.04.2019 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი

მოსარჩელე სა---------–-----------------------------------------------------------ო

წარმომადგენელი ე--------–--ე

მოპასუხე შპს სა---------–--------–---------–------ი,წარმომადგენელი ლ-–-----–--ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სა---------–-----------------------------------------------------------ოს სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხე შპს სა---------–--------–---------–------ს დაეკისროს 1007,33 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 შპს სა---------–--------–---------–------მა სასარჩელო მოთხოვნები არ ცნო და შესაგებელში მიუთითა სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის #1------ ბრძანების საფუძველზე განხორციელდა რვა იურიდიული პირის შერწყმა, რომლის შედეგად ჩამოყალიბდა სს ე-----------.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულება:

- 2007 წლის 10 ოქტომბრის #1------ ბრძანება (ს.ფ 33-34)

 

3.1.2. 2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე სა---------–-----------------------------------------------------------ოს ნატურით გადაეცა სს ე----------- - ეს დებიტორული მოთხოვნები 207 382 136 ლარის მოცულობით. მათ შორის შპს სა---------–--------–---------–------ის დავალიანება 1007,33 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულება:

- 2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულება (ს.ფ 41-43)

- 2010 წლის 11 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 44-45)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სა---------–-----------------------------------------------------------ოსთვის 2010 წლის 11 მარტს გადაცემული 1007,33 ლარის ფულადი ვალდებულების მოთხოვნასთან დაკავშირებით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ამოწურულია. აღნიშნული დასკვნა ემყარება შემდეგ მსჯელობას:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

დადასტურებულია, რომ 2010 წლის 11 მარტს მოსარჩელეს სხვა მოთხოვნებთან ერთად გადაეცა შპს სა---------–--------–---------–------ის მიმართ 1007,33 ლარის მოთხოვნის უფლება და 2010 წლის 12 მარტიდან მოსარჩელე მხარეს წარმოეშვა მოპასუხისგან თანხის მიღების უფლება.

 

თანხის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 2010 წლის 12 მარტიდან და ამავე თარიღიდან უნდა აითვალოს სასარჩელო ხანდაზმულობის საწყისი თარიღი, რომლის სამწლიანი ვადის ამოწურვის პერიოდია 2013 წლის 12 მარტი.

 

მოსარჩელის მხრიდან სასარჩელო განცხადება სასამართლოში წარმოდგენილია 2019 წლის 06 მარტს სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით და სასამართლოს დასკვნით განსახილველ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ამოწურულია.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულება:

- 2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულება (ს.ფ 41-43)

- 2010 წლის 11 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 44-45)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 29-ე, 130-ე, 144-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს სა---------–--------–---------–------ის დავალიანება წარმოქმნილია ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეადგენს სამ წელს.

 

ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

როგორც სასამართლომ დაადგინა მოპასუხის მიმართ 1007,33 ლარის მოთხოვნის უფლება მოსარჩელე მხარეს გადაეცა 2010 წლის 11 მარტის გარიგებით და ამავე გარემოების გათვალისწინებით სა---------–-----------------------------------------------------------ოს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის თარიღია 2013 წლის 12 მარტი.

 

ვინაიდან სარჩელი წარმოდგენილია 2019 წლის 06 მარტს სა---------–-----------------------------------------------------------ოს მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. დასახელებული ნორმის დეფინიციით სა---------–-----------------------------------------------------------ოს სასარჩელო მოთხოვნა როგორც ხანდაზმული არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას და სასარჩელო მოთხოვნას უნდა ეთქვას უარი.

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია და ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა არ არსებობს მოპასუხისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სა---------–-----------------------------------------------------------ოს სასარჩელო მოთხოვნა შპს სა---------–--------–---------–------ის მიმართ 1007,33 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე