გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.05.2019
საქმის ნომერი
080210116001508262
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#2/2213-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი

 

მოსარჩელე - ზ-----ი ბ--------ე;

წარმომადგენელი - ფ------ ც---–---ე;

წარმომადგენელი - ი---- ა-–------ე;

მოპასუხე - დ----- რ---–---–ი;

მოპასუხე - გ------- ლ-----ე;

მოპასუხე - გ--- მ---------–--ე;

მოპასუხე - ვ------- მ-------ე;

წარმომადგენელი - დ----- ბ------ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე დ----- რ---–---–ს დაეკისროს 82 285 ლარი ძირის თანხის, მიუღებელი სარგებლის 167 069 ლარის, ჯამში 249 354 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე გ------- ლ-----ეს დაეკისროს 158 000 ლარი ძირის თანხის, სარგებლის 54 318 ლარის, ჯამში 212 318 ლარის გადახდა.

1.3. მოპასუხე გ--- მ---------–--ეს დაეკისროს 100 910 ლარი ძირის თანხის, სარგებლის 175 299 ლარის, ჯამში 276 209 ლარის გადახდა.

1.4. მოპასუხე ვ------- მ-------ეს დაეკისროს 109 215 ლარი ძირის თანხის, სარგებლის 140 733 ლარის, ჯამში 249 948 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013-2014 წლებში მოსარჩელემ მოპასუხეებს სესხის სახით მისცა თანხა, უფრო კონკრეტულად, მოპასუხეთაგან დ----- რ---–---–ი იყო ის პირი ვინც დააკავშირა დანარჩენ მოპასუხეებთან და ძირითადად ის ანაწილებდა თანხებს სხვა მოპასუხეებისთვის, იგი აკონტროლებდა მოპასუხეთა საქმიანობას და აწარმოებდა ბუღალტერიას. მოსარჩელეს გააჩნდა გარკვეული რაოდენობის დანაზოგი და უნდოდა მისგან სარგებლის მიღება. მოპასუხეებმა კი თავიანთ სახელზე დაარსეს სხვადასხვა ორგანიზაციები და იყვნენ დირექტორები და ესაჭიროებოდათ ფინანსები. მოსარჩელემ იცოდა მათი საქმიანობის შესახებ, ისინი ასესხებდნენ თანხებს და ღებულობდნენ მოგებას. მოსარჩელის მიცემული ფულიდან მათ რჩებოდათ სოლიდური მოგება, მაგრამ იგი მათ საქმიანობაში არ ერეოდა და მათგან ითხოვდა შეთანხმებულ 70 %-ს. დ----- რ---–---–მა დააკავშირა გ------- ლ-----ეს, შემდეგ კი გ--- მ---------–--ეს და ვ------- მ-------ეს, რომლებმაც მისგან მიიღეს შეთავაზება და დაიწყეს იგივე საქმიანობა. შემდეგ საქმეში ჩაერთო გ--- მ---------–--ის ძმა, გ------- მ---------–--ე და მან მოიყვანა ნ-----–---- ე-------ე. მოპასუხეებმა რამოდენიმეჯერ დაარღვიეს ნაკისრი ვალდებულება და თანხები არ გადასცეს. მოსარჩელეს მათ კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეეპარა, ეჭვების გაქარწყლების მიზნით 2014 წლის მაისის თვეში არაერთხელ შეიკრიბნენ. აღნიშნულ შეკრებას მოსარჩელეც ესწრებოდა. შეამოწმეს რეესტრები, შეადგინეს წერილობითი დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ თანხები ჩაძირულია ხალხში, მოხდება მათი ამოღება და მოსარჩელე როგორც მათი ინვესტორი სრულად იქნება დაკმაყოფილებული. მოსარჩელის განმარტებით, მას არ შეეძლო მოპასუხეთა საქმიანობის გაკონტროლება, რადგან არც დამფუძნებელი იყო და არც უფლებამოსილი პირი, რომელსაც მათი ორგანიზაციების შემოწმება შეეძლო. ამჟამად კი როცა შეძლო მათი საქმიანობის გადამოწმება და დარწმუნდა, რომ მოპასუხეებმა არამარტო მისი თანხები მიითვისეს, არამედ მისგან ნაწარმოები მოგებაც გაიყოლეს და სხვადასხვა ორგანიზაციები დააფუძნეს. კერძოდ, გ------- ლ-----ემ 100%-იანი წილით დააფუძნა შპს ,,მ-------------ი“, ხოლო გ------- მ---------–--ემ და ნ-----–---- ე-------ემ 50-50%-იანი წილით დააფუძნა შპს ,,მ------------------------ი“. შესაბამისად ითხოვს მის მიერ მიცემული ძირი თანხების და მისგან მიღებული სარგებლის უკან დაბრუნებას.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ. მათი წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოსარჩელის მითითებული ფაქტობრივი გარემოება არ შეესაბამება სინამდვილეს. მას არავითარი თანხა არ გადაუცია მოპასუხეებისათვის. შესაბამისად, ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რადგან ასეთი ფაქტი არ არსებობს. იგი ინვესტორი არ ყოფილა, არამედ იყო ორგანიზაციების დაქირავებული დირექტორი და ბუღალტერიც. სწორედ მისი ვალდებულება იყო თანხის ამოღება და არა კომპანიების კრედიტორად ყოფნა. კიდევ ერთხელ ცრუობს, კონტროლისა და თანხების მითვისებაზე მითითებით, სწორედ მან მიითვისა გარკვეული თანხები და როდესაც დამფუძნებლებმა მოითხოვეს ანგარიშის ჩაბარება, ამიტომაც მიმართა სასამართლოს ამ გაურკვეველი და უსაფუძვლო მოთხოვნით.

 

მოპასუხეების წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,D---------“ (ს/კ 4--------) დარეგისტრირდა 19/12/2012 წელს. დამფუძნებელი და დირექტორი იყო დ----- რ---–---–ი (პ/ნ 6----------), 100%-იანი წილის მეპატრონე. იურიდიული მისამართი: ქ.ქუთაისი, ი.ჭ-------ის გამზ. N18/2, ფართის მესაკუთრე ზ-----ი ბ--------ე. 11/03/2015 წელს ზ-----ი ბ--------ე დაინიშნა შპს ,,D---------“-ის დირექტორად.

 

შპს C-------------------------------) დარეგისტრირდა 23/05/2013 წელს. დამფუძნებელი და დირექტორი იყო გ------- ლ-----ე (პ/ნ 6----------), 100%-იანი წილის მეპატრონე. იურიდიული მისამართი: ქ.ქუთაისი, ი.ჭ-------ის გამზ. N18/2, ფართის მესაკუთრე ზ-----ი ბ--------ე. 11/03/2015 წელს ზ-----ი ბ--------ე დაინიშნა შ-------------------”-ის დირექტორად.

 

შპს ,,მ---------------------------------) დარეგისტრირდა 11/06/2013 წელს. დამფუძნებელი და დირექტორი იყო გ--- მ---------–--ე (პ/ნ 1---------1), 100%-იანი წილის მეპატრონე. 03/08/2015 წელს ზ-----ი ბ--------ე დაინიშნა შპს ,,მ-----------------“-ს დირექტორად.

 

შპს ,,თ---------------–-----------------) დარეგისტრირდა 24/07/2013 წელს. დამფუძნებელი და დირექტორი იყო ვ------- მ-------ე (პ/ნ 1----------), 100%-იანი წილის მეპატრონე. 03/08/2015 წელს ზ-----ი ბ--------ე დაინიშნა შპს ,,თ---------------–-“-ს დირექტორად.

 

ზ-----ი ბ--------ის დირექტორად დანიშვნის მოტივი იყო შემდეგი: მას უნდა უზრუნველყო გაცემული და პრობლემური თანხების ამოღება (ზ. ბ--------ის განმარტებით, მას საამისოდ ჰქონდა გამოცდილება და ჰყავდა კვალიფიციური ადვოკატები). არავითარი თანხა მოპასუხეებისათვის ზ-----ი ბ--------ეს არ მიუცია, შესაბამისად ვერ წარმოადგინა და ვერც სამომავლოდ წარმოადგენს ასეთ დოკუმენტს ბუნებაში მისი არ არსებობის გამო. მისი მოვალეობა იყო კომპანიების გაძღოლა, მართვა და ბუღალტერია და პრობლემური თანხების ამოღება, საამისოდ ის მიიღებდა ამოღებული თანხებიდან შესაბამის პროცენტს, ამ პროცენტებში შედიოდა ადვოკატებისა და სასამართლოს ხარჯები. ამასთან, საყურადღებოა, რომ მოპასუხეები ერთმანეთს გააცნო თავად ზ-----ი ბ--------ემ, მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა საკრედიტო დაწესებულებებიდან გაცემული (პრობლემური) თანხების ამოღება და შესაბამისად ამოღებული თანხების ხარჯზე მოგების მიღება, რაც დასტურდება წარმოდგენილი დოკუმენტაციით და მოწმეებით. ზ-----ი ბ--------ე იყო ცხრა ორგანიზაციის დირექტორი ერთსა და იმავე პერიოდში პარალელურად, რომელიც ყველგან მართავდა შპს-ეების საქმიანობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვენ უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,D---------“ (ს/კ 4--------) დარეგისტრირდა 19/12/2012 წელს. დამფუძნებელი და დირექტორი იყო დ----- რ---–---–ი (პ/ნ 6----------) 100%-იანი წილის მეპატრონე, იურიდიული მისამართი: ქ.ქუთაისი, ი.ჭ-------ის გამზ. N18/2, ფართის მესაკუთრე ზ-----ი ბ--------ე, 11/03/2015 წელს ზ-----ი ბ--------ე დაინიშნა შპს ,,D---------“-ის დირექტორად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 141);

- წესდება/პარტიორთა შეთანხმება (ტომი I, ს.ფ. 133-141);

 

3.1.2. შპს C-------------------------------) დარეგისტრირდა 23/05/2013 წელს. დამფუძნებელი და დირექტორი იყო გ------- ლ-----ე (პ/ნ 6----------), 100%-იანი წილის მეპატრონე. იურიდიული მისამართი: ქ.ქუთაისი, ი.ჭ-------ის გამზ. N18/2, ფართის მესაკუთრე ზ-----ი ბ--------ე. 11/03/2015 წელს ზ-----ი ბ--------ე დაინიშნა შ-------------------”-ის დირექტორად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 150);

- წესდება/პარტიორთა შეთანხმება (ტომი I, ს.ფ. 142-149);

 

3.1.3. შპს ,,მ---------------------------------), დარეგისტრირდა 11/06/2013 წელს. დამფუძნებელი და დირექტორი იყო გ--- მ---------–--ე (პ/ნ 1---------1), 100%-იანი წილის მეპატრონე. 03/08/2015 წელს ზ-----ი ბ--------ე დაინიშნა შპს ,,მ-----------------“-ს დირექტორად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 157-158);

- წესდება/პარტიორთა შეთანხმება (ტომი I, ს.ფ. 151-156);

 

3.1.4. შპს ,,თ---------------–-----------------) დარეგისტრირდა 24/07/2013 წელს. დამფუძნებელი და დირექტორი იყო ვ------- მ-------ე (პ/ნ 1----------), 100%-იანი წილის მეპატრონე. 03/08/2015 წელს ზ-----ი ბ--------ე დაინიშნა შპს ,,თ---------------–-“-ს დირექტორად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 167-168);

- წესდება/პარტიორთა შეთანხმება (ტომი I, ს.ფ. 159-166);

 

3.1.5. შპს ,,ლ---------------------------) დარეგისტრირდა 30/08/2012 წელს. დამფუძნებელი იყო მაია ნიკოლეიშვილი, 100%-იანი წილის მეპატრონე, ხოლო დირექტორი - ზ-----ი ბ--------ე.

 

შპს ,,ი------------------------------) დარეგისტრირდა 16/03/2012 წელს. დამფუძნებელი იყო მ---–----ი ბ--------ე 70%-ანი წილით და თ------ ბ------ე 30%-იანი წილის მეპატრონე, ხოლო დირექტორი - ზ-----ი ბ--------ე.

 

შპს ,,ა-------------–-----------------) დარეგისტრირდა 15/06/2015 წელს. დამფუძნებელი ზ-----ი ბ--------ე 50%-იანი წილით და იყვნენ სხვა დამფუძნებლებიც, ხოლო დირექტორი - ზ-----ი ბ--------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 170-172);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებისათვის სადავო ფაქტობრივი გარემოებაა მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისათვის სესხად 450 410 ლარის (მოპასუხე დ----- რ---–---–ისათვის 82 285 ლარი ძირის თანხის, მიუღებელი სარგებლის 167 069 ლარის, ჯამში 249 354 ლარი, მოპასუხე გ------- ლ-----ისათვის 158 000 ლარი ძირის თანხის, სარგებლის 54 318 ლარის, ჯამში 212 318 ლარის გადაცემა, მოპასუხე გ--- მ---------–--ისათვის 100 910 ლარი ძირის თანხის, სარგებლის 175 299 ლარის, ჯამში 276 209 ლარის და მოპასუხე ვ------- მ-------ისათვის 109 215 ლარი ძირის თანხის, სარგებლის 140 733 ლარის, ჯამში 249 948 ლარის) გადაცემა, ანუ სადავოა სესხის არსებობის საკითხი. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან მოპასუხეებს სესხად გადასცა 450 410 ლარი და იქედან უნდა მიეღო სარგებელი. მოპასუხეებს სესხად მიღებული თანხა არ დაუბრუნებიათ. მოპასუხეები თანხის სესხად მიღებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან და განმარტავენ, რომ მათ მოსარჩელისაგან სესხი მიღებული არ აქვთ, პირიქით მათ დაარსეს საკრედიტო ორგანიზაციები, რომლებიდანაც გაცემული სესხების ამოსაღებად დაიქირავეს დირექტორად ზ-----ი ბ--------ე.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. თუ ერთი მხარე ამტკიცებს ფულის სესხად გადაცემას, მეორე მხარე უარყოფს მას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის მტკიცების ტვირთი, მისი განხორციელება მისთვის ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებისათვის თანხის სესხად გადაცემის მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ სესხად გადასცა 450 410 ლარი მოპასუხეებს. ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება მოსარჩელის ინტერესში შედის და ამ ფაქტის დამტკიცება მხოლოდ მოსარჩელისთვისაა ობიექტურად შესაძლებელი. სესხის გადაცემის მტკიცებულება მოსარჩელეს უნდა შეექმნა (ხელწერილი, ხელშეკრულება, საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი ან სხვა საბუთი), ამიტომ ამ ფაქტის დამტკიცება ევალება მოსარჩელეს. თავის მხრივ მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და გააბათილოს მოსარჩელის მიერ თანხის სესხად გაცემის არგუმენტები. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

მოსარჩელე მხარემ თავისი პროცესუალური ვალდებულების შესრულების მიზნით ზეპირად განმარტა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებს სესხად გადასცა 450 410 ლარი, საიდანაც უნდა მიეღო სარგებელი. თავისი ზეპირი განმარტების დადასტურების მიზნით კონკრეტული წერილობითი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია. მან თავისი პროცესუალური ვალდებულების შესრულება იკისრა მოწმეთა ჩვენებებით და აუდიტის დასკვნით.

 

სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა აუდიტორმა, ვ------- ბ-----ემ განმარტა, რომ დასკვნა მოამზადა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, იგი მის სისწორეზე პასუხს არ აგებს. კითხვაზე სად არის მითითებული, რომ დ----- რ---–---–მა მიიღო თანხა არ იცის (იხ.სხდომის ოქმი.).

 

მოწმის სახით დაკითხულმა ბ------ ხ-------მ განმარტა, რომ ოთხივე ორგანიზაცია შეიქმნა ზ-----ი ბ--------ის თანხებით. ამ ორგანიზაციების მიერ სესხის გაცემის პროცესში (ოპერაციებში) ზ-----ი ბ--------ე არ მონაწილეობდა. პირველად სცემდა თანხებს დ----- რ---–---–ი სხვა პირებთან ერთად. თანხის გაცემა ხდებოდა პროგრამის მეშვეობით და ინფორმაცია აისახებოდა პროგრამაში სესხთან დაკავშირებით. კითხვაზე მოგების რა ნაწილი უნდა განაწილებულიყო მხარეებს შორის, პასუხობს რომ არ იცის, დაახლოებით 80% უნდა მიეღო ზ-----ი ბ--------ეს. ყოველი კვირის ბოლოს ხდებოდა თანხების დაანგარიშება. არ იცის როდის წარმოიშვა მხარეებს შორის კონფლიქტი. აცხადებს, რომ თანხები ინახებოდა ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სეიფში და მასზე ზ-----ი ბ--------ეს წვდომა არ ჰქონდა. მოწმის მტკიცებით, ზ----- ბ--------ე ითხოვდა გასესხებული თანხების ამოღებას, თანხის კუთვნილებას მოპასუხეები აღიარებდნენ, პრობლემური იყო თანხის ამოღება. მისი თქმით ბევრჯერ შესწრებია დავას მხარეებს შორის თანხებთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, თანხები კომპანიაში მიჰქონდა ჩასადებად ზ-----ი ბ--------ეს, რა თანხები იყო ოღონდ არ იცის. (იხ. სხდომის ოქმი.)

 

მოსარჩელის შუამდგომლობით დაიკითხა მისი მეუღლე ნ----------რ--ე. მან მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ პრობლემები იყო მხარეებს შორის თანხების დანაკლისის გამო, ვერ არკვევდნენ სად მიდიოდა თანხები. ორგანიზაციები დაფინანსებული იყო ზ-----ი ბ--------ის მიერ. თანხების გადაცემას კონკრეტულად არ დასწრებია. მოსარჩელე არც სესხის გაცემაში ღებულობდა მონაწილეობას და არც ამოღებაში, იგი მხოლოდ თანხებს დებდა(იხ.სხდომის ოქმი.).

 

მოსარჩელის შუამდგომლობით დაიკითხა ი--- გ--------ე. მან მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ზ-----ი ბ--------ემ თხოვა დახმარებოდა სასამართლოზე მიმართვის გარეშე მის პარტნიორებთან. ზ-----იმ მათ მისცა ფული საქმის საწარმოებლად, სადაც 4 ფი---- იყო დაარსებული. ზ-----იმ მათ გადასცა ფული გასაპროცენტებლად ანუ გასასესხებლად. მან ნახა ჟურნალები, სადაც კონკრეტული გვარები იყო მითითებული ვისზე გაიცა სესხი. იცის, რომ თანხების ამოღება ვერ ხერხდებოდა მსესხებლებისგან, ზოგს გადახდილი ჰქონდა, ზოგს არა. ზ-----ი დანიშნეს შემდეგ დირექტორად, რომელმაც გასესხებული თანხები ვერ ამოიღო და დაიკარგა. მისი განმარტებით, სავარაუდოდ ბრუნვაში იყო თანხები 200 ათასი ლარის ფარგლებში. მან ნახა ორი ჟურნალი, სადაც თანხების გაცემის შესახებ იყო ასახული, რომ ზ-----ი ბ--------ემ გადასცა მოპასუხეებს ძირი თანხა და მერე დაესწრო მხოლოდ მოლაპარაკებას. იმ ჟურნალში იყო მონაცემები რამდენი მიიღო მოპასუხეებმა მოსარჩელისგან. ორგანიზაციის სახელები არ იცის, ხოლო კონკრეტულად მოდავე მხარეების გვარები არ ახსოვს. (იხ. სხდომის ოქმი.)

 

მოსარჩელის შუამდგომლობით ასევე დაიკითხა ს--–---- ბ--------–---–ი. მან მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი იცავდა მოსარჩელის ინტერესებს სხვადსხვა დროს. ზ-----ი ბ--------ეს თანხა ჰქონდა ბიზნესში ჩადებული და არ უბრუნებდნენ, ასეთი იყო ის ინფორმაცია რაც მას მიაწოდეს. ზესტაფონში იყვნენ მსესხებლებთან, სადაც 100 პი---- დაადასტურა, რომ სესხი მიღებული ჰქონდათ, ხოლო 50 მსესხებელმა დაადასტურა, რომ სესხი დააბრუნა და არავითარი დავალიანება არ ჰქონდა. გასესხებული თანხების ამოღება ვერ ხდებოდა, ზოგიც ხანდაზმული იყო. მისი განმარტებით მოპასუხეებმა, კერძოდ, გ--- მ---------–--ემ და ვ------- მ-------ემ მას გადასცეს სია და ამ სიის მიხედვით დაიწყო თანხების მოძიება, მაგრამ ეს დიდი სამუშაო აღმოჩნდა და საბოლოოდ უარი უთხრა მოსარჩელეს სამუშაოს შესრულებაზე. წერილობითი დოკუმენტაცია მის მიერ არ შემდგარა. სულ 2 კვირა სწვალობდა ორგანიზაციაში არსებულ მდგომარეობას. ს--–---- ბ--------–---–მა დამატებით განმარტა, რომ არ იცის მოსარჩელემ ფიზიკურად გადასცა მოპასუხეებს თანხები თუ კომპანიაში ჩადო. (იხ. სხდომის ოქმი.)

 

საერთო ჯამში სესხის გაცემის დამტკიცების მიზნით მოსარჩელემ წარმოადგინა თავისი ზეპირი განმარტება, ასევე მოწმეების ბ------ ხ-------ს, ნ------------ძის, ი--- გ--------ის და ს--–---- ბ--------–---–ის ჩვენება და ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამტკიცებს სესხის არსებობას. გარდა ამ მტკიცებულებებისა ეყრდნობა აუდიტის დასკვნას.

 

სხვა მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

თავის მხრივ მოსარჩელის არგუმენტების გაბათილების მიზნით მოპასუხეებმა განმარტეს, რომ მათ მოსარჩელისაგან სესხი არასოდეს არ მიუღიათ. ის ინვესტორი არ ყოფილა, არამედ იყო დაქირავებული დირექტორი და ბუღალტერი ორგანიზაციების. მისი ვალდებულება იყო თანხის ამოღება და არა კომპანიების კრედიტორად ყოფნა. სწორედ მან მიითვისა გარკვეული თანხები და როდესაც დამფუძნებლებმა მოითხოვეს ანგარიშის ჩაბარება, ამიტომაც მიმართა სასამართლოს ამ გაურკვეველი და უსაფუძვლო მოთხოვნით. ზ-----ი ბ--------ის დირექტორად დანიშვნის მოტივი იყო შემდეგი: მას უნდა უზრუნველყო გაცემული და პრობლემური თანხების ამოღება (ზ. ბ--------ის განმარტებით, მას საამისოდ ჰქონდა გამოცდილება და ჰყავდა კვალიფიციური ადვოკატები).

 

თავიანთი არგუმენტების დადასტურების მიზნით მოპასუხეებმა წარმოდგინეს შპს ,,D---------“-ის (ს/კ 4--------), შ-------------------”-ის (ს/კ 4--------), შპს ,,მ-----------------“-ს და შპს ,,თ---------------–-“-ს (ს/ნ 4--------) წესდებები, საიდანაც ირკვევა, რომ ზ-----ი ბ--------ე იყო აღნიშნული ორგანიზაციების დირექტორი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცბულებების ანალიზით. ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. წინამდებარე შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები არაა საკმარისი იმის დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებს სესხად გადასცა 450410 ლარი. ამ მოსაზრების უმაღლესი ხარისხის ვარაუდი არ არსებობს.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

დასახელებულ ნორმაზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ კანონი არ უკრძალავს მხარეებს ისრგებლონ ხელშეკრულების თავისუფლებით და სესხის თაობაზე გარიგება დადონ ზეპირადაც, მაგრამ ზეპირი გარიგება სადავოდ გახდომისას გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. შესაძლებელია გამსესხებელს გაუჭირდეს სესხის გაცემის მტკიცება. ობიექტურობა მოითხოვს, რომ მხოლოდ მოწმის ჩვენებით არ გადაწყდეს სესხში ფულადი ვალდებულების არსებობის ან არარსებობის საკითხი, ამიტომაც კანონმდებელმა გაითვალისწინა მოწმის სუბიექტური როლი სესხის მტკიცების საკითხში და დაადგინა, რომ ზეპირი სესხის არსებობა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებაზე არ იყოს დამყარებული. წინამდებარე შემთხვევაშიც მხარეებისათვის სადავო არაა ის გარემოება, რომ სესხის ურთიერთობასთან დაკავშირებით არ არსებობს წერილობითი გარიგება. მოსარჩელეს სესხის არსებობა სურს დაამტკიცოს თავისი ზეპირი განმარტებით, მოწმეების ირიბი განმარტებითა და აუდიტის დასკვნით. სხვა მტკიცებულება მოსარჩელეს არ აქვს.

 

სასამართლომ გაანალიზა რა მოწმეების ჩვენებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათი ჩვენება არ შეიცავს სესხის არსებობის მტკიცებულებას. ისინი არ ესწრებოდნენ თანხის გადაცემას და მათთვის უცნობია რეალურად სესხი არსებოდა თუ არა. ამ კატეგორიის ირიბი ჩვენების საფუძველზე სესხის ურთიერთობის დადგენა ეწინააღმდეგება ფულადი ვალდებულების დადგენის პრინციპს. მისი ჩვენების გამორიცხვის შემდეგ შესაფასებელი დარჩა მხოლოდ მოსარჩელის ზეპირი განმარტება და აუდიტის დასკვნა. მოსარჩელე ამტკიცებს სესხის არსებობას და ამის დასტური წინამდებრე სარჩელიცაა. ამ ფაქტს ცალკე მტკიცება არ სჭირდება. მოპასუხეებმა სხდომაზე უარყვეს სესხად თანხის მიღება. მოწმედ დაკითხულმა აუდიტის დასკვნის შემდგენმა კი განმარტა, რომ მან დასკვნა მოამზადა წარმოდგენილი მასალების საფუძველზე და მის სისწორეზე პასუხს არ აგებს.

 

ამდენად, შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით შეკრებილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებს სესხად გადასცა 450 410 ლარი და შესაბამისად მისგან უნდა მიეღო სარგებელი 537 419 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აუდიტის დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 17-35);

- მოწმე ვ------- ბ-----ის ჩვენება.

- მოწმე ბ------ ხ-------ს ჩვენება.

- მოწმე ი--- გ--------ის ჩვენება.

- მოწმე ს--–---- ბ--------–---–ის ჩვენება.

- მოწმე ნ----------რ--ის ჩვენება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს კონსტიტუცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ტანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე აბსოლუტური და მნიშვნელოვანი უფლებაა იმ უფლებათაგან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. ფული საკუთრების საგანია. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ არ დაუბრუნა სესხად მიღებული თანხა და ამით დაარღვია მისი საკუთრების უფლება. შესაბამისად წინამდებარე დავის გადაწყვეტა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საკუთრების უფლების რეალიზაციის პრობლებემთან. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადგენად პირველ რიგში უნდა დადგინდეს მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა თუ არა სესხი და მოპასუხე არღვევს თუ არა მოსარჩელის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი საკუთრების უფლება, მათ შორის სესხად გაცემული თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება ამისათვის საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხეებთან. ანუ მათ შორის არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტებს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. სესხში ვალდებულების არსებობა გასესხებული თანხის დროულად, დათქმულ დროს დაბრუნებას გულისხმობს. სესხთან დაკავშირებული გარიგება ხელშეკრულებაა და მისი ნამდვილობისათვის აუცილებელია მსესხებელისა და გამსესხებლის მიერ ფულის ან გვაროვნული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებით ნების თავისუფალი გამოვლინება. სესხის ხელშეკრულების დადებისას მხარეები თანხმდებიან სესხის არსებით პირობებზე და არსებითი პირობების შეთანხმების შემდეგ გამოხატავენ ნებას სესხის ხელშეკრულების დადებაზე, რის შემდეგაც ერთი მხარე მეორე მხარეს გადასცემს ფულს (ან ნივთს). თავის მხრივ მსესხებელი ღებულობს ვალდებულებას დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას გამსესხებელს დაუბრუნოს სესხის სახით მიღებული თანხა. სესხის ხელშეკრულების დროს კრედიტორი არაა შეზღუდული სანაცვლო ვალდებულებებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომისას მას უფლება აქვს მოითხოვოს თანხის დაბრუნება. გამსესხებლის მოთხოვნის უფლებას შეესაბამება მოპასუხის ვალდებულება დააბრუნოს სესხად მიღებული ნივთი, ანუ მოვალე ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება და გამსესხებელს დაუბრუნოს ის თანხა, რაც მას აქვს მიღებული. თუ დადგინდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებს სესხის სახით გადასცა 450 410 ლარი და შესაბამისად მათგან უნდა მიეღო სარგებელი 537 419 ლარი, მაშინ მოპასუხეების ვალდებულება იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომის დროს გამსესხებელს დაუბრუნოს სესხად მიღებული თანხა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეები უარყოფენ მოსარჩელესთან სესხის არსებობას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა სესხის არსებობა. მოსარჩელემ თავისი არგუმენტების დადასტურებისათვის წარმოადგინა მოწმეები, რომელთა ჩვენებაც არ წარმოადგენს სესხის მტკიცებულებას. გარდა ამისა სესხის მტკიცებულებად მოჰყავს თავისი განმარტება და აუდიტის დასკვნა. ამ განმარტებაში მოპასუხეები არ აღიარებენ მას, რომ მოსარჩელისაგან სესხი აქვთ მიღებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის უფლებაა გადაწყვიტოს თუ მისი რომელი უფლებაა დარღვეული, ვინ დაარღვია მისი უფლებები და რა ფორმით მოითხოვოს დარღვეული უფლების აღდგენა. სარჩელი დარღვეული უფლების აღდგენის კანონიერი გზაა, ამიტომ დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით სარჩელის აღძვრა მხოლოდ იმ პირის უფლებაა ვისი უფლებაც დაირღვა. მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში დაასაბუთოს უფლების დარღვევის გარემოება და ამ დარღვეული უფლების დასასაბუთებლად სასამართლოს წარმოუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თვითონვე უნდა განსაზღვროს თუ რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებებით დაადასტუროს. მხარეებმა თვითონვე უნდა მოიპოვონ ასეთი მტკიცებულებები და წარმოუდგინონ სასამართლოს. მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო და ღებულობს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიღების საშუალებასაც იძლევა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლო მხარეებს აძლევს საშუალებას თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით წარმოადგინონ ასეთი მტკიცებულებები და ამტკიცონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული გარემოებები.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან მოპასუხეებს ასესხა 450 410 ლარი და შესაბამისად მათგან უნდა მიეღო სარგებელი 537 419 ლარი. ფულის სესხად გადაცემა ფაქტობრივი გარემოებაა. ამ ფაქტის არსებობაზეა დამოკიდებული სარჩელის დაკმაყოფილება არ დაკმაყოფილების საკითხი. თუ დადგინდება, რომ მხარეებს ჰქონდათ სესხი და მოპასუხეებმა გასესხებული თანხა არ დააბრუნა დათქმულ დროში, მაშინ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ასეთი ფაქტობრივი გარემოება თუ არ დადგინდება, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.

 

მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხეებს ასესხა თანხა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არაა საკმარისი მოპასუხეთა არგუმენტების გასაბათილებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი არაა დასაბუთებული და გაჯერებული მტკიცებულებებით და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ბაჟის თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

დავის საგნის ფასის გაანგარიშება წარმოებს საქართველოს სსკ-41-ე მუხლის ,,ა” პუნქტის საფუძველზე. ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს დავის საგნის ფასი შეადგენს 987 829 ლარს, დასახელებული თანხის 3% წარმოადგენს 3000 ლარს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა ამიტომ მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მის მიერ სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.

 

7.2. მოპასუხეების წარმომადგენელი მოითხოვს მოსარჩელემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები, ჯამში 4000 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხეთა დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოპასუხეების მიერ მოთხოვნილი საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა, წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს და იგი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის არ დაკმაყოფილება იწვევს მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას. სარჩელის შინაარსისა და მოცულობის მიხედვით იურიდიული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელე ზ-----ი ბ--------ეს მოპასუხეების - დ----- რ---–---–ის, გ------- ლ-----ის, გ--- მ---------–--ის და ვ------- მ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯი, თითოეული მოპასუხის სასარგებლოდ 500 ლარის ოდენობით, ჯამში 2000 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 სექტემბრის განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და - სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხეების საკუთრებაში (თანასაკუთრებაში) არსებულ შემდეგ ქონებებს:

1. გ------- ლ-----ის:

1.1. უძრავ ქონებას მდებარე: ქუთაისი, ა-----–---–-- ქ. №5, ბინა №12 ს.კ 0------------------

1.2. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას 2400 კვ.მ მდებარე ბაღდათის რაიონი, სოფ. რ-------------------------

1.3. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას 5200 კვ.მ მდებარე ბაღდათის რაიონი, სოფ.რ------------------------

1.4 ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: ოპელ კორსა C, სახ. ნომერი N------------------------------------ , გ/წ -2001.

1.5. გ------- ლ-----ეს აეკრძალოს შ.პ.ს მ-------------–-----------------) მის საკუთრებაში არსებული 100% წილის გასხვისება, დაგირავება ან სხვა უფლებით დატვირთვა.

2. ყადაღა დაედოს დ----- რ---–---–ის:

2.1 უძრავ ქონებას მდებარე: ქუთაისი, გ--–-------ს ქ. 6ა, ბინა 75, ს.კ 0------------------

2.2. უძრავ ქონებას მდებარე: ქუთაისი კ---------------ს ქ№29 (ნაკვეთი №2) ს.კ.0-----------

2.3. ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: დაიჰაცუ კუორე, სახ.ნომერი L----------------------------------, გ/წ-1999.

3. ყადაღა დაედოს ვ------- მ-------ის:

ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: მერსედეს-ბენც E 320,სახ.ნომერი A------------------------------------, გ/წ-2002

4. ყადაღა დაედოს გ--- მ---------–--ის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლის რეკვიზიტებია:

4.1. მერსედეს-ბენც E 270 CDI, სახ. ნომერი R-------------------------------------, გ/წ- 2000

4.2. მერსედეს-ბენც E 200 KOMPRESSOR, სახ.ნომერი L----------------------------------, გ/წ-2005.

 

საქართველოს სსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

წინამდებარე სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ზ-----ი ბ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. მოსარჩელე ზ-----ი ბ--------ეს მოპასუხეების - დ----- რ---–---–ის, გ------- ლ-----ის, გ--- მ---------–--ის და ვ------- მ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯი, თითოეული მოპასუხის სასარგებლოდ 500 ლარის ოდენობით, ჯამში 2000 ლარის გადახდა.

4. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 სექტემბრის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხეების საკუთრებაში (თანასაკუთრებაში) არსებულ შემდეგ ქონებებს:

1. გ------- ლ-----ის:

1.1. უძრავ ქონებას მდებარე: ქუთაისი, ა-----–---–-- ქ. №5, ბინა №12 ს.კ 0------------------

1.2. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას 2400 კვ.მ მდებარე ბაღდათის რაიონი, სოფ. რ-------------------------

1.3. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას 5200 კვ.მ მდებარე ბაღდათის რაიონი, სოფ.რ------------------------

1.4 ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: ოპელ კორსა C, სახ. ნომერი N------------------------------------ , გ/წ -2001.

1.5. გ------- ლ-----ეს აეკრძალოს შ.პ.ს მ-------------–-----------------) მის საკუთრებაში არსებული 100% წილის გასხვისება, დაგირავება ან სხვა უფლებით დატვირთვა.

2. ყადაღა დაედოს დ----- რ---–---–ის:

2.1 უძრავ ქონებას მდებარე: ქუთაისი, გ--–-------ს ქ. 6ა, ბინა 75, ს.კ 0------------------

2.2. უძრავ ქონებას მდებარე: ქუთაისი კ---------------ს ქ№29 (ნაკვეთი №2) ს.კ.0-----------

2.3. ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: დაიჰაცუ კუორე, სახ.ნომერი L----------------------------------, გ/წ-1999.

3. ყადაღა დაედოს ვ------- მ-------ის:

ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: მერსედეს-ბენც E 320,სახ.ნომერი A------------------------------------, გ/წ-2002

4. ყადაღა დაედოს გ--- მ---------–--ის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლის რეკვიზიტებია:

4.1. მერსედეს-ბენც E 270 CDI, სახ. ნომერი R-------------------------------------, გ/წ- 2000

4.2. მერსედეს-ბენც E 200 KOMPRESSOR, სახ.ნომერი L----------------------------------, გ/წ-2005.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა