განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002666501
საქმე №1-915/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მაისი, 2-19 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ გ--–--------ის
ადვოკატის - ნ---------------–--ის
ბრალდებულის - ი---–-ა ტ-–------ს
თარჯიმნის - ზ------------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №075270818002 საქმე:
ბრალდებული: ი---–-ა ტ-–------
მამის სახელი: ა-–----------
დაბადებული: 2-.0-.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: უკრაინის
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ------------------------------------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------------------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილი - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. 2018 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 02:40 საათზე, ქ---------–---------------------------------------–---- ქუჩების კ-----ში, ი---–-ა ტ-–------ მოძრაობდა მის მფლობელობაში არსებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით T--------, რა დროსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დ------–-------–---–ისა და ნ-------–-----–-ას მიერ პატრულირებისას გადამოწმების მიზნით იქნა შეჩერებული. პატრულ-ინსპექტორმა დ------–-------–---–მა სპეციალური ალკოტესტით შეამოწმა ი---–-ა ტ-–------, რომელსაც დაუდგინდა ალკოჰოლის მოხმარების ფაქტი, რის შემდეგაც განუმარტა, რომ მის მიმართ შედგენილი იქნებოდა ა------------–----–- სამართალდარღვევის ოქმი და შედეგად ექვსი თვით შეუჩერდებოდა ავტომანქანის მართვის უფლება.
2. აღნიშნულით განაწყენებული ი---–-ა ტ-–------ პოლიციის მუშაკების მიმართ მათი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის, ასევე აშკარა უკანონო ქმედებისთვის მათი იძულების მიზნით, მივიდა პატრულ-ინსპექტორ დ------–-------–---–თან, რომელსაც მოსთხოვა შეეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრა. ხოლო დ------–-------–---–ის თანმხლები პოლიციელის ნ-------–-----–-ას წინაშე იგივე მოთხოვნით მოახდინა დანის დემონსტრირება. ამდენად, ძალადობის მუქარით შეეცადა იძულებული გაეხადა პოლიციელები შეეწყვიტათ თავისი საქმიანობა, ჩაედინათ უკანონო ქმედება - არ დაეწერათ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისად, არ მოეხდინათ რეაგირება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ასევე აშკარა უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობის მუქარით:
3. დაზარალებულმა ნ-------–-----–-ამ სასამართლოს განუმარტა, რომ არის შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და 2018 წლის აგვისტოს თვეში სამსახურებრივი მივლინებით უფლებამოსილებას ახორციელებდა აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. პატრულ-ინსპექტორ დ------–-------–---–თან ერთად 27 აგვისტოს ღამეს პატრულირებდა სამოქმედო ტერიტორიაზე. დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე, ბათუმის შემოსასვლელთან გადამოწმების მიზნით გააჩერეს "მერსედესის" მარკის ავტომანქანა. შ-------–---–ი გადავიდა მანქანიდან, თან წაიღო სიმთვრალეზე შესამოსაწმებელი ტესტი, თვითონ შ-----–-- კი დარჩა ავტომანქანაში მძღოლის გვერდით სავარძელზე. ცოტა ხანში უკან დაბრუნებულმა შ-------–---–მა განუცხადა, რომ გაჩერებული ავტომანქანის მძღოლი ქალბატონი ძალიან ნასვამი იყო, გადასცა მისი უკრაინული მართვის მოწმობა და საქართველოში ბინადრობის მოწმობა, რათა გადაემოწმებინა მონაცემთა ბაზაში, ხომ არ ფიქსირდებოდა მძღოლზე - ი---–-ა ტ-–------ზე სხვა რაიმე დარღვევა. ასეთი ინფორმაცია ბაზაში დაფიქსირებული არ ყოფილა, რის შემდეგაც შ-------–---–მა მანქანის წინა ძარაზე, ე.წ. "კაპოტზე" დაიწყო ა------------–----–- სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ამ დროს ბრალდებული გადმოვიდა თავისი მანქანიდან, მივიდა შ-------–---–თან და მოსთხოვა შეეწყვიტა ოქმის შედგენა, წინააღმდეგ შემთხვევში კი დაემუქრა - მოგკლავო. მოთხოვნაზე უარის შემდეგ, შ-----–--სთან მივიდა, რომელიც ასევე გადასული იყო მანქანიდან და სიგარეტს ეწეოდა. დაიწყო ლაპარაკი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, თუმცა შ-----–--ს მისი არაადექვატური საუბარი არ გაკვირვებია, რადგან ტ-–------ ძალიან იყო ნასვამი და ეს ვიზუალურადაც ემჩნეოდა. ამის შემდეგ შ-----–-- მანქანაში ჩაჯდა, თუმცა მანქანის კარი არ დაუხურავს. ტ-–------ მივიდა, დაიხარა მისკენ, წელის არედან დანა ამოიღო, რაც დაინახა დაზარალებულმა, დანაზე ხელი აუტყა და რადგან დანა ამ დროს მისი სახის პირისპირ იყო, უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო ტუჩზე და მარცხენა იღლიასთან. ხელი დაუჭირა ბრალდებულს, გადავიდა მანქანიდან, შ-------–---–მაც დაინახა რაც ხდებოდა, ორივემ ხელი გადაუგრიხეს ტ-–------ს, რა დროსაც მას დანა გაუვარდა ხელიდან და ბორკილები დაადეს. ტ-–------მ გარკვეული წინააღმდეგობა გასწია დაკავების მომენტში, მანამდე კი ბრალდებული საერთოდ არ იყო აგრესი---–-, მისგან არანაირი საფრთხეს არ გრძნობდნენ პატრულ-ინსპექტორები, იყო ძალიან ნასვამი და მის ერთადერთ მოთხოვნას საჯარიმო ოქმის შედგენის შეწყვეტა წარმოადგენდა.
4. ანალოგიური განმარტებები მისცა სასამართლოს მოწმედ დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორმა დ------–-------–---–მა. მანაც დაადასტურა, რომ ი---–-ა ტ-–------ არ იქცეოდა აგრესიულად, მისგან არ იგრძნობოდა საფრთხე, მხოლოდ მოითხოვდა არ შეედგინათ მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დაემუქრა შ-------–---–ს, თუ შეადგენდა ოქმს, მოკლავდა. მუქარა სერიოზულად არ აღუქვამს, ძალიან მთვრალი ქალის არასერიოზულ ნათქვამად მიიღო მხოლოდ. ასევე არ დაუნახავს ტ-–------ს მიერ შ-----–--სთვის დანის მოღერების მომენტი, ამ დროს ოქმს ავსებდა. მეწყვილის ხმაზე მიიხედა და დაინახა, რომ ეს უკანასკნელი ტ-–------ს დანიან ხელს უკავებდა, დაეხმარა, ხელბორკილი დაადეს ბრალდებულს და ავტომანქანის უკანა სავარძელზე მოათავსეს.
5. გარდა დაზარალებული შ-----–--ს და მოწმე შ-------–---–ის ჩვენებებისა, ი---–-ა ტ-–------ს მიერ პოლიციის თანამშრომელთა მიმართ გაწეული წინააღმდეგობის ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად, როგორც პრეიუდიცია, კერძოდ:
6. 2018 წლის 27 აგვისტოს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ბრალდებულის დაკავების ოქმით; სამართალდამრღვევისათვის ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტით; ალკო-ტესტით, რომლის თანახმად, შემოწმებისას ტ-–------ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა -2, 651 პრომილე; ა------------–----–- სამართალდარღვევის ოქმით; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 27 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N006756318 დასკვნით თანახმად, 2018 წლის 27 აგვისტოს პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, ნ-------–-----–-ას აღენიშნებოდა ხაზოვანი ფორმის ნაჭდევები-ნაკაწრები, ტუჩის და ქვედა ყბის მიდამოში, ასევე მარცხენა მხრის ქვემო მესამედში, რომლებიც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნი წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
7. ბრალდებულმა ი---–-ა ტ-–------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს და განმარტა, რომ ახლობლის დაბადების დღიდან წამოსული ძალიან ნასვამი მართავდა საჭეს, ამიტომ გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, შეამოწმეს იყო თუ არა ფხიზელი, დაუდგინდა სიმთვრალე, ამიტომ ერთ-ერთმა ინსპექტორმა დაიწყო საჯარიმო ოქმის შედგენა. სთხოვდა პატრულის თანამშრომლებს არ შეედგინა ოქმი და დახმარებოდნენ, მაგრამ ამაოდ. სიმთვრალის გამო ყველაფერს კარგად ვერ იხსენებს. ახსოვს, რომ მანქანაში მჯდარ პოლიციელთან დაიხარა, უნდოდა მისთვისაც ეთხოვა დახმარება, ამ დროს ჯიბიდან გადმოუვარდა დანა, რომელსაც ხილის საჭრელად იყენებს, პოლიციელმა ხელები გაუკავა და დააკავეს. არანაირი განზრახვა დაეზიანებინა პოლიციის თანამშრომელი, არ ჰქონია, მხოლოდ ის უნდოდა სამართალდარღვევის ოქმი არ შეედგინათ მისთვის, რაც ავტომატურად მართვის მოწმობის ჩამორთმევას გამოიწვევდა. ძალიან ნანობს მომხდარს და ითხოვს დასჯას არა ბრალდებით გათვალისწინებული, არამედ იმ ქმედებისთვის, რაც სიმთვრალის გამო რეალურად ჩაიდინა.
8. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი---–-ა ტ-–------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
9. მითითებული მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას პოლიციის მუშაკის მიმართ ძალადობით, ან ძალადობის მუქარით გაწეულ ისეთ წინააღმდეგობაზე, რომელსაც აქვს მუხლის დისპოზიციით პირდაპირ გაწერილი რამდენიმე შესაძლო მიზანი:
1. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა;
2. პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტა ან შეცვლა;
3. აშკარა უკანონო ქმედებისათვის პოლიციელის იძულება.
10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ი---–-ა ტ-–------ს მიზანი იყო ხელი შეეშალა პოლიციელებისთვის თავისი საქმიანობის განხორციელებაში, რათა ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის გამო არ დაეწერათ მისთვის ა------------–----–- სამართალდარღვევის ოქმი, რასაც მოყვებოდა 6 თვით მართვის უფლების შეჩერება. ტ-–------მ დაკითხვისას დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო საქართველოში არსებული აკრალვების თაობაზე, რასაც ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა იწვევდა. სასამართლო განხილვისას დაკითხული დაზარალებული შ-----–-- და მოწმე შ-------–---–ი განმარტავენ, რომ მანქანის შეჩერების მომენტიდანვე ი---–-ა ტ-–------ს ქმედებები არ იყო აგრესი---–-, მისგან არ გრძნობდნენ არათუ სერიოზულ, არამედ უმნიშვნელო საფრთხესაც კი. იყო ნასვამი და საუბრობდა არეულად, თუმცა მთავარ მოთხოვნას გარკვევით აფიქსირებდა. შესაბამისად, აღნიშნული პირების ჩვენებების ანალიზით, ჩანს, რომ ტ-–------ს ქმედების მიზანი ვერ იქნებოდა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ის არეულად, თუმცა მშვიდად ესაუბრებოდა პოლიციელებს და მოითხოვდა მათგან არ დაეწერათ ა------------–----–- სამართალდარღვევის ოქმი.
11. ა------------–----–- სამართალდარღვევის ნებისმიერი შემთხვევისას, პოლიციელის პირდაპირი მოვალეობაა რეაგირება და ამ რეაგირების ფარგლებში კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით ყველა აუცილებელი ღონისძიების გატარება, მათ შორის შესაბამისი ოქმის შედგენაც, რომელშიც აღწერილი და დაფიქსირებული უნდა იყოს დარღვევის ფაქტი. ცხადია, აღნიშნულს მოჰყვება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობაც. თავისი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელისთვის ხელის შეშლა ძალადობით ან ასეთის მუქარით, რისი მიზანიც პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტა ან შეცვლა, ან უკანონო ქმედებისთვის მისი იძულებაა, წარმოადგენს სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ-–------მ, რომელიც ერთ პოლიციელს სიტყვიერად დაემუქრა ოქმის დაწერის შემთხვევაში, ხოლო მეორეს დანა უჩვენა, სწორედ ძალადობის მუქარით შეეცადა იძულებული გაეხადა პოლიციელები შეეწყვიტათ თავისი საქმიანობა, ჩაედინათ უკანონო ქმედება - არ დაეწერათ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისად, არ მოეხდინათ რეაგირება ა------------–----–- სამართალდარღვევის ფაქტზე.
12. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა, დადასტურდა, რომ ი---–-ა ტ-–------ს მიერ ჩადენილია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ასევე აშკარა უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობის მუქარით:
13. საქმის განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
14. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა" დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
15. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
16. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
17. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
18. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
19. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
20. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ი---–-ა ტ-–------ს მიერ სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
კვალიფიკაციის შეცვლა:
21. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი---–-ა ტ-–------ს ბრალად ედება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის ვერსიით პოლიციელების კანონიერი მოთხოვნით გაბრაზებულმა ი---–-ა ტ-–------მ, იმის გამო რომ ვერ აიცილებდა მისთვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს - მართვის უფლების ჩამორთმევას ექვსი თვით, განიზრახა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა. ამ მიზნით იგი თავს დაესხა პოლიციელ ნ-------–-----–-ას, რომელსაც ხელთ არსებული დანა გულ-მკერდის მიმართულებით მოუქნია. ამ უკანასკნელმა სწრაფი მოძრაობით დანის გულ-მკერდის არეში დარტყმა აიცილა, მაგრამ დაზიანებები მიიღო სახისა და მარცხენა ხელის არეში.
22. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ვერც ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულ ამ კვალიფიკაციას და ვერ იქ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებას ტ-–------ს მიერ დანელიას გულ-მკერდის მიმართულებით დანის მოქნევის ნაწილში, შემდეგი საფუძვლით:
23. როგორც უკვე აღინიშნა, ი---–-ა ტ-–------ს მიზანი იყო ხელი შეეშალა პოლიციელებისთვის თავისი საქმიანობის განხორციელებაში, რათა ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის გამო არ დაეწერათ მისთვის ა------------–----–- სამართალდარღვევის ოქმი. სასამართლო განხილვისას დაკითხული დაზარალებული შ-----–-- და მოწმე შ-------–---–ი განმარტავენ, რომ მანქანის შეჩერების მომენტიდანვე ი---–-ა ტ-–------ს ქმედებები არ იყო აგრესი---–-, მისგან არ გრძნობდნენ არანაირ საფრთხეს. აღნიშნული პირების ჩვენებების ანალიზით ჩანს, რომ ტ-–------ს ქმედების მიზანი არ იყო პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მოითხოვდა მათგან არ დაეწერათ ა------------–----–- სამართალდარღვევის ოქმი და მიზნის მიღწევას ცდილობდა ძალადობის მუქარით, რაც შ-------–---–ის მიმართ სიტყვიერად დამუქრებაში, ხოლო დანელიას შემთხვევაში დანის დემონსტრირებაში გამოიხატა. დაზარალებული თავისი ჩვენების არც ერთ მომენტში არ მიუთითებს ტ-–------ს მიერ მისი მიმართულებით დანის მოქნევაზე, დანელიას განმარტებით ტ-–------ დაიხარა მისკენ, წელის არედან დანა ამოიღო, რაც დაინახა , დანაზე ხელი აუტყა და რადგან დანა ამ დროს მისი სახის პირისპირ იყო, უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო ტუჩზე და მარცხენა იღლიასთან.
24. ამდენად, ტ-–------ს დანა არ მოუქნევია დანელიასთვის და ამ უკანასკნელმა დაზიანებები მას შემდეგ მიიღო, რაც დანის დანახვისას ხელი თავად აუკრა ბრალდებულს.
25. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ ი---–-ა ტ-–------მ ჩაიდინა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის ეს ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
26. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
27. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
28. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
29. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
30. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
31. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი---–-ა ტ-–------ს მიმართ სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი კვალიფიკაცია - არასწორია, უნდა შეიცვალოს ბრალდებულების სასიკეთოდ, ამოერიცხოს ბრალდებიდან და მის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სამართლებრივი შეფასება :
33. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი---–-ა ტ-–------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა მათი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ასევე აშკარა უკანონო ქმედებისთვის მათი იძულება, ჩადენილი ძალადობის მუქარით; შესაბამისად ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
34. ი---–-ა ტ-–------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
35. ი---–-ა ტ-–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია: ჰყავს ოჯახი, მცირეწლოვანი შვილი, ინანიებს ჩადენილს.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
36. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
37. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
38. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
39. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
40. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
41. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
42. სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ვადით.
43. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების, წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი---–-ა ტ-–------ს, რომელიც არ არის ნასამართლევი, ჰყავს ოჯახი, არის მცირეწლოვანი ბავშვის დედა, უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე -- ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 27 აგვისტოდან 2018 წლის 29 აგვისტომდე პერიოდის გათვალისწინებით, უნდა შეუმსუბუქდეს და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
44. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი---–-ა ტ-–------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
41. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - CD დისკები სამ ცალ პაკეტად, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით; „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით T--------, რომელიც გაჩერებულია საჯარიმო ავტოსადგომზე, უნდა დაუბრუნდეს მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ხოლო საოჯახო დანა, უნდა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებულ ი---–-ა ტ-–------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ბრალდებული ი---–-ა ა-–----------ს ასული ტ-–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 27 აგვისტოდან 2018 წლის 29 აგვისტომდე პერიოდის გათვალისწინებით - შეუმსუბუქდეს და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ი---–-ა ტ-–------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, ნ--------------–--ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცებები - CD დისკები სამ ცალ პაკეტად, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით; „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო სანომრე ნიშნით T--------, რომელიც გაჩერებულია საჯარიმო ავტოსადგომზე - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო საოჯახო დანა, რომელიც ინახება გამომძიებელ მამუკა პაპუნაიშვილთან - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი