განაჩენი

სისხლის სამართლის 06.05.2019
საქმის ნომერი
330100118002688173
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 აპრილი, 2----–--–- თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ ა-–-----------------ს,ბრალდებულ დ-------------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ-------------ს (პირადი #0----------) - დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დასაოჯახებლის, ნასამართლევის, მცხოვრების თბილისში, ლ--------------------------------------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დ-------------მ ჩაიდინა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; მანვე ჩაიდინა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ ბინაში უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2----–-–----------------ს (დღის მეორე ნახევარში) და 2 სექტემბერს (დღის პირველ ნახევარში) თბილისში, ც-------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ------------- ხ-------------–---–ს სთხოვდა, მისთვის მიექირავებინა ამავე მისამართზე მდებარე, მ------–---–-ს საკუთრებაში არსებული კომერციული ფართი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა ხსენებული ქონების განადგურებით, კერძოდ, მინების ჩამსხვრევით. დ-------------ს მუქარა ხ-------------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2----–-–-- 14 სექტემბერს, საღამოს საათებში დ-------------მ უკანონოდ შეაღწია თბილისში, ც-------------------------ში მდებარე ხ-------------–---–ის საცხოვრებელი სახლის კუთვნილ ეზოში ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, რითაც დაარღვია საცხოვრებელი სახლის მფლობელობის ხელშეუხებლობა.

 

2----–-–-- 15 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, დ-------------მ კვლავ უკანონოდ შეაღწია თბილისში, ც-------------------------ში მდებარე, ხ-------------–---–ის საცხოვრებელ სახლში ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, რითაც დაარღვია საცხოვრებელი სახლის მფლობელობის ხელშეუხებლობა.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ დ-------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულ დ-------------ს გამოკითხვის ოქმებით; დაზარალებულ ხ-------------–---–ის, მოწმეების: ქ--------------–---------------–--------–---ს გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, რომლებიც დაცვის მხარეს (ბრალდებულს) სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია დ-------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო ამავე კოდექსის 160-ე მუხლით დასჯადია ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ დ------------- 2----–-–-- სექტემბრის თვეში ხ-------------–---–ს დაემუქრა ქონების განადგურებით, რაც ამ უკანასკნელმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან, დ------------- უკანონოდ შევიდა ხ-------------–---–ის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, რითაც მან დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა. აღნიშნული ფაქტები დადასტურებულია საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა უტყუარობა არც ბრალდებულს გაუხდია სადავოდ.

 

ამდენად, დ-------------მ ჩაიდინა ხ-------------–---–ის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; მანვე ჩაიდინა ხ-------------–---–ის მიმართ საცხოვრებელი სახლის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი). შესაბამისად, დ-------------ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი ზემოაღნიშნული მუხლებით და სასჯელები განესაზღვროს ამ დანაშაულთათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

დ-------------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 2----–-–-- 6 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მიერ დ-------------ს მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც ის ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით, ასევე, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. ის ამჟამად სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, სასჯელი დაინიშნება ამ კოდექსის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

ამდენად, სასამართლო დ-------------ს განუსაზღვრავს რა სასჯელს დანაშაულთა ერთობლიობით, რა დროსაც იყენებს შთანთქმის პრინციპს, მას წინა განაჩენით მოხდილ სასჯელს ჩაუთვლის საბოლოო სასჯელში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორ ეპიზოდში), 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;

 

სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2----–-–-- 14 სექტემბრის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2----–-–-- 15 სექტემბრის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ-------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დ-------------ს მიმართ დანიშნული სასჯელი შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-- 6 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და დ-------------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალოს პირობითად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დ-------------ს დაევალოს, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

დ-------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 3 აპრილიდან.

 

დ-------------ს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-- 6 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი 2----–-–-- 16 სექტემბრიდან 2019 წლის 3 აპრილამდე.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი ლაზერული დისკი, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე