გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150310019002824658
№ 3/4-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 აპრილი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მალხაზ ენუქიძე
სხდომის მდივანი და--თ მელიქიძე
მოსარჩელე: ვა-–----კ მნ-----ი
წარმომადგენლები: მა-----რ ცი------ა, და--თ ჭი---ძე
მოპასუხე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელი: ვრეჟ ბერიკიანი
მესამე პირი: ნა----ე ზა---------ი
წარმომადგენლები: ნო-----ი გვ-------ე, სმ--ტ ხო-------ი
თარჯიმანი: გალაქტიონ გავრელიშვილი
და--ს საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომაზე
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი:
• ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2- დეკემბრის # 2951/13 ბრძანება.
მოსარჩელე თა--ს სასარჩელო მოთხოვნებს აფუძნებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2018 წლის 30 ნოემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა მოქალაქე ნა----ე ზარმანიანმა, რომლის მოთხოვნასაც წარმოადენდა ბათილად ყოფილიყო ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 25 მაისის # 1293/13 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე ვა-–----კ მნ-----ს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი მიწის ნაკვეთთან ერთად მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. ახალქალაქი, აღ--–-----–ის ქუჩა # 2-, ბინა # 1- (აე-----------ის ტერიტორია) მიწის ნაკვეთი ფართით 404 კვ.მ და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 173 კვ.მ საკადასტრო კოდით: 63.18.36.9--. ნა----ე ზა---------ი თა--ს განცხადებაში განმარტავს, რომ ბინის ნაწილი, რომელიც გადაეცა მოსარჩელე ვა-–----კ მნ-----ს, კერძოდ სამი ოთახი და მიწის ნაკვეთის ნაწილი წლების განმავლობაში იმყოფებოდა ბაბუამისს ხა--კ მა---------ის სარგებლობაში, ხოლო ბაბუის გარდაცვალების შემდეგ კი მის სარგებლობაში, თუმცა აღნიშნულის დამადასტუებელი არანაირი მტკიცებულება მას ადმინისტრაციული ორგანოსთვის არ წარუდგენია. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2- დეკემბრის # 2951/13 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 25 მაისის # 1293/13 ბრძანება აღნიშნულის არგუმენტად კი მოყვანილია ის გარემოება რომ თითქოს საკითხის განხილვისას ვა-–----კ მნ-----ს ადმინისტრაციული ორგანოსთვის არ წარუდგენია 201- წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით განსაზღვრული კანონიერი მოსარგებლის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 2018 წლის 31 დეკემბერს.
2. მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია:
2.1. მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ მოსარჩელე ვა-–----კ მნ-----ს ადმინისტრაციული ორგანოსთვის არ წარუდგენია 201- წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით განსაზღვრული კანონიერი მოსარგებლის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი, შესაბამისად მისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ საკუთრების გადაცემა მოხდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
3. მესამე პირის ნა----ე ზა---------ის პოზიცია:
3.1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2- დეკემბის # 2951/13 ბრძანება არის კანონიერი, შესაბამისად ვა-–----კ მნ-----ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, ვა-–----კ მნ-----ი მისთვის 2018 წლის 25 მაისს გადაცემული საცხოვრებელი ფართის ნაწილს ფლობდა უფლებადამდენი დოკუმენტის გარეშე. მას საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში ისე გადაეცა რომ არ გააჩნდა კანონიერად სარგებლობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი იქნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემული უკანონო აქტები.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. 2018 წლის 25 მაისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის #1293/13 ბრძანებით სადავო ფართი საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელე ვა-–----კ მნ-----ს და ამავე ბრძნების საფუძველზე გაცემული იქნა საკუთრების მოწმობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-10, სხდომის ოქმი 103-106, 130-138, 158-167);
- 2018 წლის 25 მაისის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის #1293/13 ბრძანება (ს.ფ. 12);
- საკუთრების მოწმობები (13-1-).
4.1.2. მოსარჩელის მიერ უფლებადამდგენი დოკუმენტები წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრის ტერიტორიულ ორგანოში, რომლის მიერაც დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის შემდეგ საბოლოოდ მოხდა უძრა-- ქონების რეგისტრაცია იმ კონფიგურაციით, როგორც ეს მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის #1293/13 ბრძანებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-10, სხდომის ოქმი 103-106, 130-138, 158-167);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 34, 35, 38).
4.1.3. 2018 წლის 30 ნოემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა მოქალაქე ნა----ე ზარმანიანმა, რომელმაც მოითხოვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 25 მაისის # 1293/13 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელე ვა-–----კ მნ-----ს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი მიწის ნაკვეთთან ერთად მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. ახალქალაქი, აღ--–-----–ის ქუჩა # 2-, ბინა # 1- (აე-----------ის ტერიტორია) მიწის ნაკვეთი ფართით 404 კვ.მ და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 173 კვ.მ საკადასტრო კოდით: 63.18.36.9--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-10, სხდომის ოქმი 103-106, 130-138, 158-167);
- ნა----ე ზა---------ის განცხადება (ს.ფ. 22);
4.1.4. 2018 წლის 2- დეკემბრის #2951/13 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 25 მაისის #1293/13 ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-10, სხდომის ოქმი 103-106, 130-138, 158-167);
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2- დეკემბრის #2951/13 ბრძანება (ს.ფ. 18-21).
5. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.1.1. მოსარჩელე ვა-–----კ მნ-----ი 1970-იანი წლებიდან ფლობდა და სარგებლობდა 2018 წლის 25 მაისის #1293/13 ბრძანებით გადაცემული საცხოვრებელი ფართით, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. რეგისტრირებული (ჩაწერილი) იყო აღნიშნულ მისამართზე 1978 წლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-10, სხდომის ოქმი 103-106, 130-138, 158-167);
5.1.2. მოსარჩელის განმარტებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2- დეკემბრის #2951/13 ბრძანება არის უკანონო, იგი პირდაპირ და უშუალოდ ზიანს აყენებს მის კანონიერ ინტერესებს, ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია არასრულყოფილად და უნდა გაუქმდეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-10, სხდომის ოქმი 103-106, 130-138, 158-167);
სამოტივაციო ნაწილი:
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი, მე-2, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 96-ე მუხლის პირველი ნაწილი, 177-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლები, საქართველოს მთავრობის 201- წლის 20 თებერვლის # 189 დადგენილება
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს:
8.1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2- დეკემბრის # 2951/13 ბრძანება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფებებსა და მოველეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასა--ვროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2- დეკემბრის # 2951/13 ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის ადგენს თუ როდის შეიძლება აღიძრას სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რომლის თანახმადაც სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ სა--ვართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ სა--ვართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მოსარჩელე მხარის - ვა-–----კ მნ-----ის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 201- წლის 20 თებერვლის # 189 დადგენილების მე-3-ე მუხლის თანახმად არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
ამავე დადგენილების მე-4-ე მუხლი განსაზღვრავს თუ რა დოკუმენტები უნდა დაერთოს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადებას, ესენია: ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ; ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არაა რომ 2018 წლის 25 მაისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის #1293/13 ბრძანებით სადავო ფართი საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელე ვა-–----კ მნ-----ს და ამავე ბრძნების საფუძველზე გაცემული იქნა საკუთრების მოწმობები. მოსარჩელის მიერ უფლებადამდგენი დოკუმენტები წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრის ტერიტორიულ ორგანოში, რომლის მიერაც დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის შემდეგ საბოლოოდ მოხდა უძრა-- ქონების რეგისტრაცია იმ კონფიგურაციით, როგორც ეს მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის #1293/13 ბრძანებაში. 2018 წლის 30 ნოემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა მოქალაქე ნა----ე ზარმანიანმა, რომელმაც მოითხოვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 25 მაისის # 1293/13 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელე ვა-–----კ მნ-----ს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი მიწის ნაკვეთთან ერთად მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. ახალქალაქი, აღ--–-----–ის ქუჩა # 2-, ბინა # 1- (აე-----------ის ტერიტორია) მიწის ნაკვეთი ფართით 404 კვ.მ და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 173 კვ.მ საკადასტრო კოდით: 63.18.36.9--. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2- დეკემბრის #2951/13 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 25 მაისის #1293/13 ბრძანება, რომლითაც სადავო ფართი საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელე ვა-–----კ მნ-----ს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა პოზიციას იმის თაობაზე, რომ თითქოსდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ სრულად გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები, რომლის საფუძველზეც გამოცემული იქნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2- დეკემბრის #2951/13 ბრძანება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ვა-–----კ მნ-----ს, როგორც მართლზომიერ მფლობელს საკუთრების უფლება უკვე მოპოვებული აქვს 2018 წლის 25 მაისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის #1293/13 ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც იმ გარემოებებზე და არგუმენტებზეა დამყარებული, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თა--სი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამავე კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ადმინისტრაციული ზოგადი კოდექსის 601-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის უფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას თა--სი არსით სუბორდინაციული ხასიათი გააჩნია. კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომის და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებ- ლობისაგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში.
განსახილველ საქმესთან მიმართებაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურისა და მოთხოვნების დარღვევით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის გამოცემული ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შეფასების შედეგად. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა დაინტერესებული მხარის - ვა-–----კ მნ-----ის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს განმარტავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მოსარჩელე მხარის - ვა-–----კ მნ-----ის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია განიხილოს განცხადება, საკითხის ხელახლა განხილვისას გამოიკვლიოს და იმსჯელოს საქმის განხილვით დადგენილი რიგი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ვა-–----კ მნ-----ის საკუთრებაში არსებული სადავო უძრა-- ქონების მართლზომიერად ფლობის თაობაზე. დაადგინოს რა მოცულობის ფართს ფლობდა ვა-–----კ მნ-----ი მართლზომიერად და ხომ არ არსებობს სხვა პირის, ან სხვა პირების მიერ (მათ შორის ნა----ე ზა---------ის) აღნიშნულ ფართზე რაიმე სახის პრეტენზია და ა. შ. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო, დასაბუთებული და კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
ამდენად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ვა-–----კ მნ-----ის სარჩელი საფუძვლიანია, გასა--ვრებული სადავო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ რიგი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას. შესაბამისად არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ვა-–----კ მნ-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: 1) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნას ცნობილი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის, 2018 წლის 2- დეკემბრის #2951/13 ბრძანება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
89 საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთა--სუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ვა-–----კ მნ-----ი გათა--სუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, როგორც სოციალურად დაუცველი პირი, შესაბამისად რადგანაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას.
სარზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვა-–----კ მნ-----ის (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნას ცნობილი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის, 2018 წლის 2- დეკემბრის #2951/13 ბრძანება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
3. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასა--ვრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 1- (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. № 110).
მოსამართლე: მალხაზ ენუქიძე