გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №03-210117002193759
№2/1210-2---
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
მოსარჩელე: ს- „კ------- ბ----”,წარმომადგენელი: ა-–--–- ლ-------,მოპასუხეები: თ------ ქ----------, გ---–- გ-----–--, გ---- ც-------, დ------ გ---–---, მ---- ც-------, თ----- მ----------;
სხდომაში მონაწილეობდნენ: მ--- ჩ------- - თ------ ქ----------- წარმომადგენელი, თ------ ქ----------, როგორც თვითონ და გ---–- გ-----–--ს წარმომადგენელი, გ---- ც-------, როგორც თვითონ და თ----- მ----------- და მ---- ც-------ს წარმომადგენელი და დ------ გ---–---.
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს თ------ ქ----------ს, გ---–- გ-----–--ს, გ---- ც-------ს, დ------ გ---–---ს, მ---- ც-------ს და თ----- მ----------, მოსარჩელე ს- „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 201- წლის 3- ივლისის N------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 5------ აშშ დოლარი.
1.2 მოპასუხეებს თ------ ქ----------ს, გ---–- გ-----–--ს, გ---- ც-------ს, დ------ გ---–---ს, მ---- ც-------ს და თ----- მ----------, მოსარჩელე ს- „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის - 4----- ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის - 5- ლარის, ამონაწერის განახლების - 1- ლარის, უძრავ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის - 4- ლარის, გამარტივებული წარმოების მიზნით გადახდილი ხარჯების სააპლიკაციო საფასურის, ყადაღის საფასურის და საგარანტიო თანხის სულ 4----- ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
201- წლის 3- ივლის- ს- „კ------- ბ-----“ და მოპასუხე თ------ ქ----------ს შორის დაიდო სესხის N------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ გასცა კრედიტი 5-00 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვით და 2,35% თვიური საპროცენტო სარგებლით. ასევე ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა. კრედიტის უზრუნველსაყოფად გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები გ---–- გ-----–--სთან, გ---- ც-------სთან, დ------ გ---–---სთან, მ---- ც-------სთან და თ----- მ-------------, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაეფარათ ძირითადი დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. მოპასუხეების მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები და მიუხედავად ბ----ს წერილობითი თუ ზეპირი გაფრთხილებისა, არ ხორციელდება დავალიანების დაფარვა, რაც ამ დროისათვის შეადგენს 5------ აშშ დოლარს (3------ დოლარი - ძირი თანხა, 2------ დოლარი - პროცენტი, 2----- დოლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 5---- დოლარი - ჯარიმა და 5---- დოლარი - საკომისიო).
2. მოპასუხეთა პოზიცია:
მოპასუხეებმა (ძირითადი მოვალე) თ------ ქ----------მ, (თავდებები) გ---–- გ-----–--მ, გ---- ც-------მ და დ------ გ---–---მ სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, მხოლოდ სესხის ძირი თანხის 3------ აშშ დოლარის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში არ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას.
მოპასუხეებმა (თავდებები) მ---- ც-------მ და თ----- მ----------- არ ცნეს სასარჩელო მოთხოვნა არცერთ ნაწილში იმ საფუძვლით, რომ შეცდომაში შეიყვანეს და არანაირი ვალდებულებები არ გააჩნიათ ბ----ს მიმართ.
3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 201- წლის 3- ივლის- ს- „კ------- ბ-----“ და მოპასუხე თ------ ქ----------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ გასცა კრედიტი 5-00 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვით და 2,35% თვიური საპროცენტო სარგებლით. ასევე ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- 201- წლის 3- ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებით N-------------, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.2. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის პირველ რიცხვში ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხეების მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები და მიუხედავად ბ----ს წერილობითი თუ ზეპირი გაფრთხილებისა, არ ხორციელდება დავალიანების დაფარვა, რაც ამ დროისათვის შეადგენს 5------ აშშ დოლარს (3------ დოლარი - ძირი თანხა, 2------ დოლარი -პროცენტი, 2----- დოლარი -სიცოცხლის დაზღვევა, 5---- დოლარი - ჯარიმა და 5---- დოლარი - საკომისიო).
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სარჩელის მე-3 ფაქტობრივი გარემოებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.3. სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები გ---–- გ-----–--სთან, გ---- ც-------სთან, დ------ გ---–---სთან, მ---- ც-------სთან და თ----- მ-------------, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაეფარათ ძირითადი დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
თავდებების განცხადებებით და თავდებობის ხელშეკრულებებით, მხარეთა ახსნა განმარტებებით.
3.4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მოპასუხეები (ძირითადი მოვალე) თ------ ქ----------, (თავდებები) გ---–- გ-----–--, გ---- ც------- და დ------ გ---–--- არ ეთანხმებიან სესხის ძირი თანხის 3------ აშშ დოლარის გარდა სხვა ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას კერძოდ: არ ცნეს პროცენტი 2------ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა 2----- დოლარი, ჯარიმა 5---- დოლარი და საკომისიო 5---- დოლარი.
მოპასუხეებმა (თავდებები) მ---- ც-------მ და თ----- მ----------- არ ცნეს სასარჩელო მოთხოვნა არცერთ ნაწილში იმ საფუძვლით, რომ შეცდომაში შეიყვანეს და არანაირი ვალდებულებები არ გააჩნიათ ბ----ს მიმართ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მთლიანად და მოპასუხეებს თ------ ქ----------ს, გ---–- გ-----–--ს, გ---- ც-------ს, დ------ გ---–---ს, მ---- ც-------ს და თ----- მ----------, მოსარჩელე ს- „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 201- წლის 3- ივლისის N------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 5------ აშშ დოლარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სარჩელი კმაყოფილდება სარჩელის ცნობის საფუძველზე და ამ შემთხვევაში, მოსამართლე არ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
ამ შემთხვევაში, მოპასუხეებმა თ------ ქ----------მ, გ---–- გ-----–--მ, გ---- ც-------მ და დ------ გ---–--- სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის 3------ აშშ დოლარის ნაწილში, შესაბამისად სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები თ------ ქ----------, გ---–- გ-----–--, გ---- ც------- და დ------ გ---–--- უთითებენ, რომ მოსარჩელის მიმართ სესხის ძირი თანხის გარდა სხვა ვალდებულება არ გააჩნიათ, ხოლო მ---- ც-------ს და თ----- მ----------- პოზიციით, ბ----ს მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებები, საბანკო ამონაწერები) საპირისპირო მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ვერ ადასტურებენ საკუთარ პოზიციას შესაბამისი მტკიცებულებებით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
6.5. დადგენილია, რომ ს- „კ------- ბ-----“ და თ------ ქ----------ს შორის დადებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, გ---–- გ-----–--მ, გ---- ც-------მ, დ------ გ---–---მ 201- წლის 3- ივლის- დადებული თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, ხოლო მ---- ც-------მ და თ----- მ----------- 2--- წლის 3- მარტს დადებული თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა თ------ ქ----------- მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, თითოეულმა 5------ აშშ დოლარის ფარგლებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, თავდებებს: გ---–- გ-----–--ს, გ---- ც-------ს, დ------ გ---–---ს, მ---- ც-------ს და თ----- მ-----------, ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა, თ------ ქ----------- მიერ 201- წლის 3- ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს თ------ ქ----------ს, გ---–- გ-----–--ს, გ---- ც-------ს, დ------ გ---–---ს, მ---- ც-------ს და თ----- მ----------- მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ 5------ აშშ დოლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს თ------ ქ----------ს, გ---–- გ-----–--ს, გ---- ც-------ს, დ------ გ---–---ს, მ---- ც-------ს და თ----- მ----------- ს- „კ------- ბ----ს“ მიმართ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ სასამართლო ხარჯების გადახდა 5----- ლარის ოდენობით. მოპასუხეებს თ------ ქ----------ს, გ---–- გ-----–--ს, გ---- ც-------ს და დ------ გ---–---ს ს- „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2-- ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხეებს მ---- ც-------ს და თ----- მ----------- მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟიდან 2----- ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე და 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ს- „კ------- ბ----ს“ სარჩელი, მოპასუხეების თ------ ქ-----------, გ---–- გ-----–--ს, გ---- ც-------ს, დ------ გ---–---ს, მ---- ც-------ს და თ----- მ----------ს, მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხეებს თ------ ქ----------ს, გ---–- გ-----–--ს, გ---- ც-------ს, დ------ გ---–---ს, მ---- ც-------ს და თ----- მ----------ს, ს- „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5------ აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსენული შესაბამისი კურსით ლარებში.
3. მოპასუხეებს თ------ ქ----------ს, გ---–- გ-----–--ს, გ---- ც-------ს, დ------ გ---–---ს, მ---- ც-------ს და თ----- მ----------- მოსარჩელე ს- „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სასამართლო ხარჯების გადახდა 5----- ლარის ოდენობით.
4. მოპასუხეებს თ------ ქ----------ს, გ---–- გ-----–--ს, გ---- ც-------ს, დ------ გ---–---ს მოსარჩელე ს- „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2-- ლარი.
5. მოპასუხეებს მ---- ც-------ს და თ----- მ----------- მოსარჩელე ს- „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2----- ლარი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე