განაჩენი

სისხლის სამართლის 19.04.2019
საქმის ნომერი
330100118002677067
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №---------

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

19 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორები - თ------- ჭუ-------–-ა, ლ-----–----–---–--ე,დაცვის მხარე:

ბრალდებული - კ------- ჰ---–---ის ძე ფ-------–-–---–ი, დ---დებული - 1----–-–----- თ--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: თ------ი, დ--- ს----ი და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, ჯ-------------)

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

 

ადვოკატი - ზ----------–---ი,სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. კ------- ფ-------–-–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ორსულ მეუღლეს - ა-------------–---–ს 2018 წლის მაისიდან ივლისის ჩათვლით, თანაცხოვრების პერიოდში, სისტემატიურად სცემდა და ძალადობდა მასზე. აღნიშნული გამოიხატებოდა ხელებისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ორგანოში დარტყმასა და თმების მოქაჩვაში. ყველა შემთხვევას თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და დამამცირებელი მიმართვა. ყოველივე აღნიშნულის შედეგად ა-------------–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას. კერძოდ:

 

2018 წლის 11 მაისს, დაახლოებით 05:45 საათზე, ქ. თბილისში, ხ---------ის ქ------------------ში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ------- ფ-------–-–---–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ა-------------–---–ს. ასევე ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახეში და მარჯვენა მკლავში რა დროსაც ა-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 13 მაისს, საღამოს საათებში, ამავე მისამართზე კ------- ფ-------–-–---–მა შელაპარაკების დროს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ა-------------–---–ს. ასევე, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რის გამოც ა-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 27 მაისს, საღამოს საათებში, ბ--------ის რაიონის სოფ. დ--–-, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ------- ფ-------–-–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცემა ა-------------–---–ი. წვდა თმებში და ძლიერად მომქაჩა, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ა-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.თბილისში, ხ---------ის ქ------------------ში, კ------- ფ-------–-–---–მა უმიზეზოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცემა ა-------------–---–ი. მან რამდენჯერმე დაარტყა როგორც გაშლილი ხელი ასევე მუშტი სახისა და ტანის მიდამოში, რის გამოც ა-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ამავე მისამართზე ა-------------–---–მა კ------- ფ-------–-–---–ს უთხრა, რომ იყო ორსულად. იმავე საღამოს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ------- ფ-------–-–---–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცემა ორსული ა-------------–---–ი. ხელი დაარტყა თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, რის გამო ა-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 15 ივნისს, ამავე მისამართზე კ------- ფ-------–-–---–მა შელაპარაკების დროს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ა-------------–---–ს. ასევე, ძლიერად წაუჭირა ხელი მკლვში და გაარტყა სახეში. აღნიშნულის შედეგად ა-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2018 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, კ----ს რაიონის სოფ. ზ------------ში, ურთიერთშელაპარაკებისას, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ------- ფ-------–-–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცემა ორსული ა-------------–---–ი - ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნულის შედეგად ა-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2018 წლის 7 ივლისს, დილის საათებში, ქ.თბილისში, გ-–-------–ის ხევი კორპუსი N------------ში, კ-------ი ფ-------–-–---–მა ი---------–---–ის მობლების სახლში, იმის გამო, რომ ა-------------–---–ი სურდა დარჩენა მშობლებთან, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცემა ორსული ა-------------–----–ი - ხელი დაარტყა სახისა და თავის არეში, ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში. აღნიშნულის შედეგად, ა-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

 

1.2. 2018 წლის 13 მაისს, ქ. თბილისში, ხ---------ის ქუჩა #-------------ში, ნაქირავები ბინიდან კ------- ფ-------–-–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, დ-------- თ--------–---–ის კუთვნილი, 580 ლარად ღირებული ,,ტ--–---ს“ ფირმის ტელევიზორი, რომელიც 2018 წლის 13 მაისს 200 ლარად ჩააბარა ქ.თბილისში, ხ------–---–--------ში მდებარე ინდმაწარმე „ი-–-----------------ის“ ლომბარდში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 13 მაისს, ქ. თბილისში, ხ---------ის ქუჩა #-------------ში, ნაქირავები ბინიდან კ------- ფ-------–-–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, დ-------- თ--------–---–ის კუთვნილი, 580 ლარად ღირებული ,,ტ--–---ს“ ფირმის ტელევიზორი, რომელიც 2018 წლის 13 მაისს 200 ლარად ჩააბარა ქ.თბილისში, ხ------–---–--------ში მდებარე ინდ. მაწარმე „ი-–-----------------ის“ ლომბარდში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

3.1. დაზარალებულ დ-------- თ--------–---–ის განმარტებით, 2018 წლის 5 მაისს, ქ. თბილისში, ხ---------ის ქუჩა #------------ში მდებარე, მისი კუთვნილი საცხოვრებელი ფართი 650 ლარად მიაქირავა კ------- ფ-------–-–---–ს და ა-------------–---–ს. მათ გააფორმეს ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ბინაში არსებულ ნივთებზე პასუხს დამქირავებელი აგებდა. კ------- ფ-------–-–---–მა ბინის ქირა ვერ გადაიხადა, ასევე დაიკარგა ბინის გასაღები და ბინაში არსებული 500 ლარად ღირებული ტელევიზორი. ამასთან, დაზარალებულმა შეამჩნია, რომ ახალგარემონტებული ბინა დაზიანებული იყო. ვინაიდან იგი დამქირავებლებს ვერ დაუკავშირდა, გასაღების მოძებნის მიზნით განცხადებით მიმართა პოლიციას. მოგვიანებით პოლიციამ იპოვა დაკარგული ბინის გასაღები, ასევე გაარკვია, რომ დაზარალებულის კუთვნილი ტელევიზორი ლომბარდში იყო ჩაბარებული. დ-------- თ--------–---–ის ჩვენების თანახმად, დღეის მდგომარეობით, ზარალი სრულად არის ანაზღაურებული და ბრალდებულის მიმართ მას პრეტენზია არ გააჩნია.

 

3.2. 2016 წლის 9 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ხ---------ის ქუჩა #------------ში მდებარე საცხოვრებელი ფართი ირიცხება დ-------- თ--------–---–ის სახელზე.

 

3.3. 2018 წლის 5 მაისის ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, ა-------------–---–მა და კ------- ფ-------–-–---–მა დ-------- თ--------–---–ისგან 650 ლარად იქირავეს ამ უკანასკნელის სახელზე რეგისტრირებული, ქ. თბილისში ხ---------ის ქუჩა #-------------ში მდებარე საცხოვრებელი ფართი.

 

3.4. 2018 წლის 27 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, დაზარალებულმა ა-------------–---–მა მიუთითა ქ. თბილისში, ხ------–---–------------ში მდებარე ლომბარდზე და განმარტა, რომ კ------- ფ-------–-–---–მა სწორედ იქ ჩააბარა ნაქირავები ბინიდან წამოღებული, „ტ--–---ს“ ფირმის ტელევიზორი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტ - კრიმინალისტმა - ზ------ ჯ------–---–მა.

 

3.5. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 21 აგვისტოს, ქ. თბილისის გ-–-------------–-----ის სამმართველოს პ------–------------–--ის გამომძიებელ - დ----- ხ------–---–ის მიერ, ქ. თბილისში, ხ------–---–------------ში მდებარე ლომბარდიდან, ოპერატორ ლ-----–---–---სგან ამოღებულ იქნა 2018 წლის 13 მაისს, კ------- ფ-------–-–---–სა და ლომბარდის ოპერატორს შორის გაფორმებული #1---- ხელშეკრულება - „ტ--–---ს“ ფირმის ტელევიზორის დაგირავების თაობაზე.

 

3.6. 2018 წლის 13 მაისის #1---- სალომბარდო ხელშეკრულების თანახმად, კ------- ფ-------–-–---–მა დააგირავა „ტ--–---ს“ ფირმის ტელევიზორი 150 ლარად. ხელშეკრულებას ხელს აწერენ კ------- ფ-------–-–---–ი და ლომბარდის ოპერატორი.

 

3.7. დაზარალებულმა ა-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა კ------- ფ-------–-–---–ის მიერ დ-------- თ--------–---–ის კუთვნილი ტელევიზორის ლომბარდში ჩაბარების ფაქტი.

 

3.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა ქ. თბილისში, ხ------–---–-------------ში განთავსებული ლომბარდის ოპერატორი - ს--------–-------ე, გამოკვლეულ იქნა გამოძიების მიერ აღნიშნული ლომბარდიდან ამოღებული სალომბარდო ხელშეკრულება, რომელიც შეეხებოდა კ------- ფ-------–-–---–ის მიერ მობილური ტელეფონის - „ს-----------------“-ის ჩაბარებას. ვინაიდან ბრალდების მხარე კ------- ფ-------–-–---–ს ედავება მხოლოდ დ-------- თ--------–---–ის კუთვნილი ტელევიზორის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და არა მობილური ტელეფონის მითვისების ფაქტს, სასამართლო ს--------–-------ის ჩვენებას და აღნიშნული ლომბარდიდან ამოღებულ სალომბარდო ხელშეკრულებას არ შეაფასებს და მათზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

3.9. დაზარალებულ ა-------------–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 3 მაისს, იგი დაქორწინდა კ------- ფ-------–-–---–ზე. მათ იქირავეს ბინა ქ. თბილისში, ხ---------ის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში მშვიდად ცხოვრობდნენ. ა-------------–---–მა განაცხადა, რომ ბრალდებულის უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო ცოლ-ქმარს შორის მალევე დაიწყო კონფლიქტები. კ------- ფ-------–-–---–ი სისტემატიურად აყენებდა მას ფიზიკურ შეურაცხყოფას, ქაჩავდა თმებზე, ხელს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, მათ შორის ორსულობის დროსაც. ნერვიულობის გამო, ა-------------–---–ი იძულებული გახდა ნაყოფი მოეცილებინა და მშობიარობა ნაადრევად შეეწყვიტა. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2018 წლის 11 მაისს, კერძოდ, ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ა-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. კ------- ფ-------–-–---–მა მას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2018 წლის 13 მაისს, 22 მაისს, 9 ივნისს, 10 ივლისს, 23 ივნისს და 6 ივლისს. მანვე ლომბარდში ჩააბარა ა-------------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი და ნაქირავებ ბინაში არსებული ტელევიზორი. კონფლიქტს შეესწრნენ კ------- ფ-------–-–---–ის მშობლებიც, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ ჩაარტყა ბრალდებულმა ფეხი ორსულ მეუღლეს. ა-------------–---–მა განმარტა, რომ მას არ ჰქონდა მობილური ტელეფონი და ვერ უკავშირდებოდა მშობლებს; მის მიმართ, კ------- ფ-------–-–---–ისგან განხორციელებულ ძალადობებს კი იმიტომ ითმენდა, რომ ბრალდებულის გამოსწორების იმედი ჰქონდა.

 

3.10. მოწმე ლ---------------–---–ის ჩვენების თანახმად, მისი ქალიშვილი ა-------------–---–ი და კ------- ფ-------–-–---–ი 2018 წლის მაისის თვის დასაწყისში დაქორწინდნენ, თუმცა ახალგაზრდებმა ა-------------–---–ის მშობლების სახლში ცხოვრება არ მოინდომეს და ბინა იქირავეს. ლ---------------–---–ი დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო ქალიშვილს იშვიათად ნახულობდა. მას მხოლოდ ერთხელ უთხრეს, რომ კ------- ფ-------–-–---–მა და ა-------------–---–მა იჩხუბეს. ლ---------------–---–ი ფიქრობდა, რომ ცოლ-ქმარს შორის ჩვეულებრივი, ოჯახური კონფლიქტი იყო და ორივე მათგანს ურჩია დამშვიდებულიყვნენ. მოწმემ განმარტა, რომ მან არ იცოდა ბრალდებულის მიერ ორსული ა-------------–---–ის ცემის შესახებ; მისი შვილის ორსულობა ცუდად განვითარდა და ორსულობის იძულებით შეწყვეტა გახდა საჭირო. ლ---------------–---–მა ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ კ------- ფ-------–-–---–ი სცემდა ა-------------–---–ს და ისინი ერთმანეთს დაცილდნენ. მოწმე განმარტა, რომ მისი თანდასწრებით კ------- ფ-------–-–---–ს ა-------------–---–ისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

3.11. ნ----------–---–ი - ი---------–---–ის განმარტებით, მისი ქალიშვილი - ა-------------–---–ი გათხოვდა 2018 წლის მაისის თვის დასაწყისში. მოწმის განმარტებით, ახალდაქორწინებულები 2-3 დღე მის სახლში იმყოფებოდნენ, შემდეგ ბინა იქირავეს და ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად. მოწმე მათთან მოუცლელობის გამო იშვიათად მიდიოდა. კ------- ფ-------–-–---–ი მუშაობდა და სახლში ძირითადად ა-------------–---–ი რჩებოდა. დედა ატყობდა, რომ ა-------------–---–ს მისი მეუღლის ეშინოდა. მოწმის ჩვენების თანახმად, კ------- ფ-------–-–---–ი ა-------------–---–ს საკუთარ მშობლებთან მარტო დარჩენას უკრძალავდა, მუდამ გვერდით ეჯდა და ელაპარაკებოდა. მოწმემ ქალიშვილისგან შეიტყო, რომ კ------- ფ-------–-–---–ს ორი თვის ბინის ქირა არ ჰქონდა გადახდილი და ნაქირავებ ბინაში არსებული ტელევიზორი ლომბარდში ჩააბარა. ბრალდებულმა ასევე დაალომბარდა ა-------------–---–ს მობილური ტელეფონი და ლეპტოპი. მოწმემ განმარტა, რომ მისი თანდასწრებით, კ------- ფ-------–-–---–ს ა-------------–---–ისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მან კონფლიქტის შესახებ ქალიშვილისგან შეიტყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი კ------- ფ-------–-–---–ს დაშორდა და მშობლებმა სახლში წამოიყვანეს. ნ----------–---–ი - ი---------–---–მა განმარტა, რომ ა-------------–---–ის გადმოცემით, კ------- ფ-------–-–---–ი მას ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხელს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ა------თული ორსულობა ჰქონდა, ორსულს კონსულტაცია გაუწია რამდენიმე ექიმმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ შეიძლება მის შვილს ორსულობა ბოლომდე ვერ მიეყვანა, რადგან ბავშვი ძალიან სუსტი იყო. ა-------------–---–ი ერთ კვირაში ისევ ცუდად გახდა და იძულებული გახდნენ ორსულობა შეეწყვიტათ.

 

3.12. ლ----------------–ის ს----–-----------------–----------------------------–--------ოს 2----–-–--------------ის #0-------- დასკვნის თანახმად, კ------- ფ-------–-–---–ის ქმედების შედეგად, მისმა მეუღლემ ა-------------–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა; გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა თ------- კ----ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას. ექსპერტის განმარტებით, ორსულობის პერიოდში ხდება ჰორმონალური ცვლილებები, ქალი იღებს ფსიქოლოგიურ ტრავმას, ეცვლება ხასიათი და ემოციები.

 

3.13. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს პ------–------------–--ის გამომძიებლები - ლ-–--–---------ა და გ------------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში; შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს. მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების კანონშესაბამისობა შემოწმებულია სასამართლოს მიერ შესაბამის საპროცესო ეტაპზე და არ გამოვლენილა რაიმე არსებითი კანონდარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.3. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.6. ბრალდებულ კ------- ფ-------–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გამოკვლეული იქნა მხარეთა მონაწილეობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ, ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა; ამდენად, უნდა შეფასდეს ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების შინაარსობრივი მხარე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება თითოეული მათგანით და ერთობლივად რა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ისინი.

 

4.7. სასამართლო, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.8. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.9. სასამართლო განმარტავს, რომ 126-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად განიხილავს ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა ორსული ქალის მიმართ. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედების ცემად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. განსახილველი დანაშაული შესაძლოა ჩადენილი იქნეს განზრახ, როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობრივი ქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.

 

4.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ კ------- ფ-------–-–---–ი და ა-------------–---–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ერთმანეთის მიმართ წარმოადგენდნენ მეუღლეებს და შესაბამისად, ბრალდებული წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს.

 

4.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ კ------- ფ-------–-–---–ის მიერ ა-------------–---–ის მიმართ განხორციელებული სისტემატური ძალადობის ფაქტების დასადასტურებლად, სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ დაზარალებულის პირდაპირი ჩვენება, რომელიც არადამაჯერებელია და შეიცავს არაერთ ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. დაზარალებული, ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ 2018 წლის 3 მაისს დაქორწინდა კ------- ფ-------–-–---–ზე, რამდენიმე კვირა კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და მხოლოდ შემდეგ დაიწყო კონფლიქტები ბრალდებულის უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, განმარტავს, რომ კ------- ფ-------–-–---–მა მის მიმართ 2018 წლის 11 მაისს, 13 მაისს, 22 მაისს, 9 ივნისს, 10 ივნისს, 23 ივნისს და 6 ივლისს განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება ა-------------–---–ის განმარტებას ბრალდებულთან რამდენიმე კვირიანი მშვიდობიანი თანაცხოვრების თაობაზე. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულის მიერ მითითებული თარიღები არ შეესაბამება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულ, თითქოსდა კ------- ფ-------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის თარიღებს. ამასთან, სასამართლოს არადამაჯერებლად მიაჩნია დაზარალებულის განმარტებები, თითქოს მას კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონდა და სწორედ ამ მიზეზით ვერ მოახერხა მშობლებთან, მეგობრებთან ან სხვა პირებთან დაკავშირება და მათთვის მომხდარი დანაშაულის შესახებ შეტყობინება. ნ----------–---–ი - ი---------–---–მა დაადასტურა, რომ ვინაიდან მის შვილს მობილური ტელეფონი არ ჰქონდა, მშობლებმა მას ლეპტოპი აჩუქეს. ამასთან, დადგენილია და თვითონ დაზარალებულიც ადასტურებს, რომ მას თავისუფლება აღკვეთილი არ ჰქონდა, შეეძლო თავისუფლად გადაადგილება და არაერთხელ იმყოფებოდა როგორც მშობლების სახლში, ასევე კ------- ფ-------–-–---–ის სოფელში. ზემოაღნიშნული გარემოებები ცალსახად მიუთითებს, რომ ა-------------–---–ს ჰქონდა შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, მიემართა მშობლებისთვის, მეგობრებისთვის ან სულაც სამართალდამცავი ორგანოებისთვის და განეცხადებინა კ------- ფ-------–-–---–ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიება დაიწყო მითვისების ნაწილში დაზარალებულად ცნობილი დ-------- თ--------–---–ის განცხადებით, რომელმაც სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინა, რომ დაკარგა ბინის გასაღები, რომელიც მან მიაქირავა კ------- ფ-------–-–---–სა და ა-------------–---–ს, ხოლო გაქირავებული ბინიდან კი დაიკარგა ტელევიზორი.

 

4.12. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ა-------------–---–ის განმარტებები არ არის გამყარებული სასამართლოში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით. ბრალდების მხარეს არ წამოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ა-------------–---–სა და კ------- ფ-------–-–---–ს შორის განვითარებული კონფლიქტის თუნდაც ერთ ეპიზოდს, არ დაუკითხავს მოწმეები, რომელთაც კონფლიქტის დასრულების შემდეგ მაინც შემხებლობა ექნებოდათ დაზარალებულთან ან ბრალდებულთან, მიუთითებდნენ ა-------------–---–ის სხეულის რაიმე დაზიანებაზე, განმარტავდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის თუნდაც რაიმე დეტალს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ნ----------–---–ი - ი---------–---–ისა და ლ---------------–---–ის ჩვენებები ემყარება დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. აღნიშნული მოწმეები არ შესწრებიან კ------- ფ-------–-–---–ის მიერ ა-------------–---–ის მიმართ თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს; შესაბამისად, ა-------------–---–ის, ნ----------–---–ი - ი---------–---–ისა და ლ---------------–---–ის ჩვენებები ვერ ჩაითვლება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებლ მტკიცებულებათა ერთობლიობად.

 

4.13. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №------- გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

4.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ა-------------–---–ის მიმართ განხორციელებული სისტემატიური ცემისა და ძალადობის ნაწილში, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც კ------- ფ-------–-–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4.15. სასამართლომ, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული იქნა კ------- ფ-------–-–---–ის მიერ მითვისების ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კერძოდ:

 

4.16. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

4.17. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით; მათ შორის ეს უფლება საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...),“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სხვა საერთაშორისო ნორმებით.

 

4.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მითვისებისთვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია, ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, რომელსაც ახორციელებს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობისა თუ სპეციალური დავალების სახით. მითვისების დროს დანაშაული დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავისათვის კანონიერად მინდობილი ქონება მისმა მოქმედებამ უკანონოდ გადააქცია, ანუ როდესაც სხვის ქონებას დამნაშავე საკუთარ ქონებას უერთებს მისი, როგროც საკუთარის განკარგვის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამთავრებულ დანაშაულთან, კერძოდ, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთათვის მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით.

 

4.19. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ დ-------- თ--------–---–ის ჩვენებით, ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით, 2018 წლის 13 მაისის სალომბარდე ხელშეკრულებით, ამოღების ოქმით და ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით დადასტურებულია, რომ კ------- ფ-------–-–---–მა, 2018 წლის 13 მაისს, დაზარალებულ დ-------- თ--------–---–ის კუთვნილი „ტ--–---ს“ ფირმის ტელევიზორი ჩააბარა ქ. თბილისში, ხ------–---–------------ში მდებარე „ი-–-----------------ის“ ლომბარდში. ასევე დაზარალებულის ჩვენებით უტყუარად დადგინდა ბრალდებულის მიერ მითვისებული ტელევიზორის ღირებულება (500) ლარი, რაც აღემატება კანონმდებლობით დადგენილ, მნიშვნელოვანი ზიანისთვის განსაზღვრულ 150 ლარიან ნიშნულს. აღნიშნული გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

4.21. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (EL-MASRI V. THE FORMER YUGOSLAV REPUBLIK OF MACEDONIA, ECtHR, (GC), 13/12/2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (HASSAN V. THE UK, ECtHR, (GC), 16/09/2014).

 

4.22. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ------- ფ-------–-–---–მა ჩაიდინა - მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კ------- ფ-------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6.სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

6.4. კ------- ფ-------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, იმ გარემოებას, რომ კ------- ფ-------–-–---–ი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია და დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და მიიჩნევს, რომ კ------- ფ-------–-–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები; შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ალტერნატიული ფორმის - ჯარიმის კონკრეტული ოდენობით გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება სასჯელის მიზნების მიღწევა.

 

6.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კ------- ფ-------–-–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მისი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევის გათვალისწინებით, კ------- ფ-------–-–---–ის მიმართ უნდა განისაზღვროს ჯარიმა - 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 14 სექტემბრიდან - 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, უნდა შემცირდეს და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება;

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, - საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოილუსტრაცია დატანილი 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც დაულუქავ მდგომარეობაში ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ------- ფ-------–-–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;

2. კ------- ფ-------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 14 სექტემბრიდან - 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმცირდეს და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება;

 

3. მსჯავრდებულ კ------- ფ-------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

 

4. მსჯავრდებულ კ------- ფ-------–-–---–ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოილუსტრაცია დატანილი 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც დაულუქავ მდგომარეობაში ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე