გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2019
საქმის ნომერი
150210019002897408
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

150210019002897408

№ 2/57-2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 მაისი, 2019 წელი ქ. ა---–---–---

 

შესავალი ნაწილი

 

ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ანაიტ ოგანესიან

 

სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე

 

მოსარჩელე - მა------------–---

წარმომადგენელი - ვა---–----–---ძე

 

მოპასუხე - აა-------–---–----------–-----------------------------------------------------------------

წარმომადგენელი - ნო--------------ძე

 

დავის საგანი - დისციპლინური სასჯელის დადების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სა-------–------------ნა

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი ა--------–---–----------–-------------------------------------------------–-–---------------–---------------------–---–---------ასჯელის დადების შესახებ.

 

მოსარჩელის განმარტებით: 2009 წლიდან დღემდე მუშაობს ა--- ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების #- საბავშვო ბაღის მენეჯერის თანამდებობაზე და იგი თავის მოვალეობას ყოველთვის ასრულებს პირნათლად და ზედმიწევნით, რადგან პირველ რიგში არის კანონმორჩილი ადამიანი და მეორეც გათავისებული აქვს ის პასუხისმგებლობა რაც ეხება მცირეწლოვანი ბავშვების ინტერესებს. მისი ღრმა რწმენით, ბაღებში შექმნილი უნდა იყოს ჰიგიენური, კვების, ჯანდაცვის, ბავშვის მიღებისა და უსაფრთხოების, ჯანსაღი და ბავშვის საჭიროებებზე ორიენტირებული გარემო. ბაღი ზრუნავს ბავშვის უსაფრთხოებაზე და ყველა პირობას უქმნის ბავშვს განვითარებისათვის, ამიტომ მისი მიზანია, რომ მისდამი დაქვემდებარებულ ბაღში ბავშვებმა თავი იგრძნონ დაცულად, მათ შეუქმნას ისეთი გარემო, რომ ისინი განვითარდნენ და ჩამოყალიბდნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. ასევე, ბავშვებმა მიიღონ სწორი კვება და ზედმიწევნით დაიცვან ჰიგიენის ნორმები, რათა გარდა მორალური აღზრდისა, მათ მიიღონ მათი ჯანმრთელობისათვის და განვითარებისათვის აუცილებელი საკვები. ამიტომ, არაერთხელ სთხოვა მოსარჩელემ ა--- ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების მენეჯერს არ მომხდარიყო კვების პროდუქტების, ჰიგიენის საშუალებების და ინვენტარის დაგვიანებით მოწოდება, რასაც ხშირ შემთხვევაში აქვს ადგილი. კვების პროდუქტები ხშირ შემთხვევაში მოდის დოკუმენტაციის გარეშე, მოაქვთ უცხო პირებს და სხვა.

 

მოსარჩელის მხრიდან, არანაირ დისციპლინურ დარღვევას ადგილი არ ქონია, რასაც ასევე ადასტურებს ის ფაქტი, რომ ბრძანებაში არ არის დასაბუთებული თუ რა დარღვევას ქონდა ადგილი მოსარჩელის მხრიდან. ა--- ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მხრიდან ადგილი აქვს პირად დევნას, რადგან მოსარჩელე არის ადამიანი, რომელიც კანონის ფარგლებში ა--- ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს სთხოვა მოსარჩელესთან მიმართებაში არ დაერღვია კანონის მოთხოვნები. იმის გამო, რომ მოსარჩელის მიმართ, მიღებული იქნა უკანონო ბრძანება დისციპლინური სასჯელის დადების შესახებ, მოსარჩელეს არ მიეცემა პრემია ან შეუძლებელი გახდება წახალისების სხვა ფორმების გამოყენება, ასევე ეს გახდება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობა. ამდენად, უტყუარად დასტურდება მისი იურიდიული ინტერესი, მოხდეს უკანონო ბრძანების ბათილად ცნობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა--- ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა ზ------------------მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2019 წლის 28 იანვარს ა--- ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომლებთან ზ-----------თან და გ-------------თან ერთად გამოცხადდნენ სოფ.დ--–---ის #- საბავშვო ბაღიში კრების ჩასატარებლად, რომლის მიზანიც იყო საბავშვო ბაღის მიმღები კომისიის წევრთა არჩევა. ბაღის მენეჯერმა მა------------–---მა მას კრების ჩატარების საშუალება არ მისცა და უცენზურო სიტყვებით მიმართა. გარდა ამისა, მა------------–---მა უარი თქვა აღნიშნული პირების მიერ, საბავშვო ბაღისათვის მიტანილი სარეცხი საშუალებების მიღებაზე, რაზეც შედგენილი იქნა შესაბამისი აქტები. ასევე, 2019 წლის 05 თებერვალს, სოფ.დ--–---ის საბავშვო ბაღის მენეჯერმა მა------------–---მა უარი თქვა საბავშვო ბაღის გაერთიანების თანამშრომლების მიერ მიტანილი სარეცხის საშუალებების და საკანცელარიო ნივთების მიღებაზე იმ მოტივით, რომ მას აღნიშნული ნივთები არ მოსწონს. მა------------–---ის ქცევა არ წარმოადგენს კანონიერ მოთხოვნას, როგორადაც მას სურს წარმოადგინოს თავისი საქციელი გაერთიანების დირექტორის მიმართ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.“საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად 20---–-–---------–--------------------ბის საფუძველზე მა------------–---ი დაინიშნა ა(ა)იპ ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების „ა---–---–---ს #- საბავშვო ბაღის მენეჯერად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20---–-–---------–--------------------ბა;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ა(ა)იპ ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის 2019 წლის 20 თებერვლის N3- ბრძანებით, მოსარჩელე მა------------–---ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი – გამოეცხადა გაფრთხილება, იმის გამო, რომ ა---–---–---ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ--–---ის საბავშვო ბაღში 2019 წლის 28 ინვარს კრების ჩატარების დროს, ბაღის მენეჯერმა მა------------–---მა ქურდობა დააბრალა დირექტორს ზ------------ს და უცენზურო სიტყვებით (უცენზურო გამონათქვამებით), ყვირილით მიმართა მას, რის გამოც კრება შეჩერებული იქნა.

 

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მა------------–---მა დაარღვია სამსახურეობრივი დისციპლინა - შინაგანაწესის მე-11.3 მუხლის და წესდების მე-4-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

 

მოპასუხის განმარტებით, დისციპლინური სახდელი მოპასუხეს დაეკისრა იმის გამო, რომ 2019 წლის 28 იანვარს ა--- ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ზ------------------ი გაერთიანების თანამშრომლებთან ზ-----------თან და გ-------------თან ერთად გამოცხადდნენ სოფ.დ--–---ის #- საბავშვო ბაღის კრების ჩასატარებლად, რომლის მიზანიც იყო საბავშვო ბაღის მიმღები კომისიის წევრთა არჩევა. ბაღის მენეჯერმა მა------------–---მა არ მისცა საშუალება კრების ჩასატარებლად და უცენზურო სიტყვებით მიმართა ზ------------------ს. გარდა ამისა მან უარი თქვა აღნიშნული პირების მიერ საბავშვო ბაღისათვის მიტანილი სარეცხი საშუალებების მიღებაზე, რის თაობაზეც შედგენილი იქნა შესაბამისი აქტები. ასევე 2019 წლის 05 თებერვალს სოფ.დ--–---ის საბავშვო ბაღის მენეჯერმა მა------------–---მა უარი თქვა საბავშვო ბაღის გაერთიანების თანამშრომლების მიერ მიტანილი სარეცხის საშუალებების და საკანცელარიო ნივთების მიღებაზე იმ მოტივით, რომ მას აღნიშნული ნივთები არ მოსწონს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძვლად მითითებული დარღვევების შესაფასებლად უპირველესყოვლისა უნდა გაირკვეს, რა ფუნქცია ჰქონდა ა---–---–---ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ--–---ის მენეჯერს.

 

ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების შრომის შინაგანაწესის მიხედვით, ა---–---–---ს მუნიციპალიტეტი სოფელ დ--–---ის #- საბავშვო ბაღი უშუალოდ ექვემდებარება ა(ა)იპ ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს და დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

 

მოსარჩელის მხრიდან დისციპლინის დარღვევის ფაქტი დაადასტურა აგრეთვე 2019 წლის 28 იანვრით დათარიღებული #1-ლი, მე-2 და მე-3 ოქმებით. (ბაღების გაერთიანების მეთოდისტის ზ-----------ის, საქმეთა მმართველის გ-------------- და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტის ა------------ის წერილობითი განმარტებები).

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რაც ჩათვლილ იქნა შრომის შინაგანაწესის დარღვევად 2----–-–----------------–---------------ებით მა------------–---ს მიეცა გაფრთხილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- წერილობითი მტკიცებულებები- 2019 წლის 28 იანვრის ოქმები;

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ მ-------------–---ის დისციპლინარული სახდელის - გაფრთხილების საფუძველი იყო ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მხრიდან უხარისხო კვების პროდუქტების, ჰიგიენის საშუალებების და ინვენტარის დაგვიანებით მოწოდება, რომ მოსარჩელის მიმართ მიღებული იქნა უკანონო ბრძანება, დისციპლინური სასჯელის დადების შესახებ, რის გამოც მოსარჩელეს არ მიეცემა პრემია ან შეუძლებელი გახდება წახალისების სხვა ფორმების გამოყენება. ასევე, ეს გახდება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობა, ვინაიდან აღნიშნული არ დადასტურდა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

 

ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმეების ა-------–-----ის, ნ----------------ის, ს-----–-----–------ს და ჰ-------------–-------ის განმარტებებს, რომ 2019 წლის 28 იანვარს, საბავშვო ბაღის კრების დროს, ბაღის მენეჯერის მხრიდან ზ------------------ის მიმართ უცენზურო სიტყვებით ლანძღვას და შეურაცხყოფას თითქოს საერთოდ არ ჰქონდა ადგილი, ვინაიდან მათი ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რომ აღნიშნულ სხდომაზე ისინი არჩეულ იქნენ კომისიის წევრბად მათი ნების გარეშე, რათა პარალიზებული არ ყოფილიყო ბაღის მუშაობის პროცესი. მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ 2019 წლის 28 იანვარს ა(ა)იპ ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მიერ მოტანილი საქონელი - სარეცხის საშუალებები და სხვა საქონელი იყო უხარისხო და მოსარჩელემ ზემოთ აღნიშნული საშუალებების მიღებაზე უარი განაცხადა. (მათი განმარტებით თურქეთში გამოშვებული საქონელი არის უხარისხო და საშიში ბავშვებისათვის).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმეთა ახსნა-განმარტებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების დებულება;

- ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების შრომის შინაგანაწესი;

 

სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მხარის ახსნა-განმარტება ერთერთი მტკიცებულებაა და აქედან გამომდინარე მტკიცების პროცესში ამათუ იმ გარემოების შეფასებისათვის მისი მტკიცებულებად მითითება დასაშვებია. მაგრამ, ამავე დროს მხარის ახსნა-განმარტება, როგორც მტკიცებულება უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, რომლის მიხედვით, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს და უნდა ეფუძნებოდეს შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს არამარტო მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, არამედ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ-ები№ას-406-383-2014; ას-945-895-2015; №ას-824-790-2016; № ას-388-361-2017).

 

მხარის ახსნა-განმარტების მნიშვნელობა უპირველეს ყოვლისა არის ის, რომ მხარემ სასამართლოს წინაშე განმარტოს მისი პოზიცია და არგუმენტები - მოსარჩელემ მიუთითოს სარჩელის საფუძვლები, სარჩელის საფუძვლად არსებული ფაქტები, ხოლო მოპასუხემ მიუთითოს სარჩელის საწინააღმდეგო საფუძვლები, მოსარჩელის მიერ დასახელებული ფაქტების საწინააღმდეგო არგუმენტები. სხვა მტკიცებულებებთან შედარებით მხარის ახსნა-განმარტების მტკიცებითი მნიშვნელობის შეფასებისათვის გასათვალისწინებელი, დასადგენი გარემოების შესახებ კიდევ რა მტკიცებულებებია წარმოდგენილი, თავად დასადგენი გარემოება შინაარსის გამო რაიმე თავისებურებით ხომ არ გამოირჩევა და მისი მტკიცებისათვის ამის გამო სპეციალური სახის მტკიცებულება ხომ არ არის საჭირო. ამ შემთხვევაში დისციპლინური სახდელი მოსარჩელეს იმის გამო დაეკისრა, რომ დაარღვია სამსახურეობრივი დისციპლინა

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ 2019 წლის 20 თებერვალს მოპასუხის მიერ გაცემული ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, კანონიერია და მოსარჩელის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს შრომის კოდექსი;

ა(ა)იპ ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების შინაგანაწესი, დებულება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით.

 

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

 

ა(ა)იპ ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების” მიერ დამტკიცებული შრომის შინაგანაწესის თანახმად (რომელიც ხელმოწერით გაცნობილი არიან თანამშრომლები) გაერთიანების თანამშრომელი ვალდებულია ა) კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიულ დონეზე შეასრულონ სამუშაო შრომითი ხელშეკრულებით, წინამდებარე შინაგანაწესით და სხვა სამსახურეობრივი აქტებით განსაზღვრული მოვალეობები. დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება რომელიც აფერებს სამსახურის მუშაობას და ლახავს მის ავტორიტეტს.

წინამდებარე შინაგანაწესით დადგენილია შრომითი დისციპლინის დარღვევისათვის შემდეგი სახის დისციპლინური პასუხისგებლობის ზომა:

ა) გაფრთხილება

ბ) საყვედური და ა.შ.

და დისციპლინარული პასუხისგებლობის ზომების გამოყენების უფლებამოსილი პირია დაწესებულების დირექტორი.

შრომითი დისციპლინის დარღვევად, სხვა დანარჩენ შემთხვევებთან ერთად შეიძლება ჩაითვალოს და დისციპლინური სასჯელი იქნეს გამოყენებული თანამშრომელთა სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფისათვის.

 

სასამართლოს საქმის განხილვისას, ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით და გამოკვლევით დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე მა------------–---ის მიერ 2----–-–----------------------------–--------–-------–----------–----–----------------------------------–-–---------------------ბით დასტურდება, რომ ა---–---–---ს მუნიციპალიტეტის სოფ.დ--–---ის მენეჯერმა მ-------------–---მა კრების დროს ყვირილით, შეურაცხმყოფელი, უცენზურო გამონათქვამებით მიმართა ა(ა)იპ ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების” დირექტორს ზ------------ს, რის შედეგადაც კრება შეჩერდა. ასევე, უარი განაცხადა საბავშვო ბაღისათის მიტანილი საქონლის მიღებაზე. მა------------–---ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება, 2019 წლის 20 თებერვლის ბრძანებით, სათანადო საფუძვლით და სწორად იქნა გამოყენებული.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

შრომის კოდექსის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომის ხელშეკრულება. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

მანიკ გაბრიელიანს და ა(ა)იპ ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების შორის შრომითი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით შრომით ურთიერთობას წარმოდგენდა.

 

დისციპლინური პასუხისმგებლობის განმარტებისას აუცილებელია შეფასდეს რა არის თავად შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის არსი. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, 1. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამდენად, შრომითი ურთიერთობა არის ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობა, რომლითაც შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებული ასრულებს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულის მიერ მითითებულ სამუშაოს.

 

ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი მუხლის თანახმად, შრომის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ: 1. ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევას და შენარჩუნებას, შემდგომში სრული დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით; 2. ეფექტურად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება; 3. ყველა მუშაკისათვის დასაქმების უფასო სამსახურების შექმნა და შენარჩუნება; 4. პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრის, მომზადებისა და გადამზადების უზრუნველყოფა.

 

სოციალური ქარტიის ამ ნორმით აღიარებულია შრომის უფლება, რაც მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას ხელი შეუწყოს დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევას და შენარჩუნებას. შრომის უფლება არ გულისხმობს მხოლოდ დასაქმების შესახებ ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას, შრომის უფლების რეალიზაცია, ამ უფლების დაცვა ნიშნავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დასაქმებულის მართლზომიერი უფლებების დაცვას. ეს კი მოიცავს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ საამისო საფუძვლის დადასტურების პირობებში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობაში დასაქმებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ ურთიერთობის მნიშვნელოვანი ასპექტია და მისი მიზანი ერთის მხრივ არის დასაქმებულის ანგარიშვალდებულება. მეორეს მხრივ, სხვა დასაქმებულებზე პრევენციული ზეგავლენა, რათა მოსალოდნელი დისციპლინური პასუხისმგებლობის შიშით ჯეროვნად შეასრულონ დაკისრებული ვალდებულება.

 

ა(ა)იპ ა---–---–---ს საბავშვო ბაღების გაერთიანების მიერ დამტკიცებული შრომის შინაგანაწესის თანახმად (რომელიც ხელმოწერით გაცნობილი არიან თანამშრომლები) გაერთიანების თანამშრომელი ვალდებულია ა) კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიულ დონეზე შეასრულონ სამუშაო შრომითი ხელშეკრულებით, წინამდებარე შინაგანაწესით და სხვა სამსახურეობრივი აქტებით განსაზღვრული მოვალეობები. დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება რომელიც აფერებს სამსახურის მუშაობას და ლახავს მის ავტორიტეტს.

 

წინამდებარე შინაგანაწესით დადგენილია შრომითი დისციპლინის დარღვევისათვის შემდეგი სახის დისციპლინური პასუხისგებლობის ზომა:

 

ა) გაფრთხილება

ბ) საყვედური და ა.შ.

და დისციპლინარული პასუხისგებლობის ზომების გამოყენების უფლებამოსილი პირია დაწესებულების დირექტორი

შრომითი დისციპლინის დარღვევად, სხვა დანარჩენ შემთხვევებთან ერთად შეიძლება ჩაითვალოს და დისციპლინური სასჯელი იქნეს გამოყენებული თანამშრომელთა სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფისათვის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შრომის შინაგანაწესი არის იმ ნორმების ერთობლიობა, რომლითაც ორგანიზაციულად მოწესრიგებულია დამსაქმებელ გაერთიანებაში საქმიანობის წესები, შინაგანაწესით დადგენილია ზოგადი წესები, რომელიც ყველა დასაქმებულზე ვრცელდება და გაერთიანებაში დასაქმებულების ქცევის წესებს ადგენს. ამავე დროს შინაგანაწესი ერთგვარად აბალანსებს შრომით ურთიერთობის მონაწილეების ინტერესებს, რადგან აწესებს წახალისების ზომებს და ამავე დროს ადგენს დისციპლინური სახდელის დაკისრების წესებს და პროცედურებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შინაგანაწესის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ მითითებული ფაქტებიდან გამომდინარე დასაქმებულის ქცევა შესაძლებელია შეფასდეს როგორც გაუფრთხილებელი ქმედება, სამსახურებრივი მოვალეობის უგულისყუროდ შესრულება, დამსაქმებლის ინტერესებისადმი დაუდევრად მოპყრობა. შრომითი ურთიერთობის, როგორც ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე დასაქმებულს ევალება მის მოვალეობების გულმოდგინედ და გულისხმიერად შესრულება. ეს მოვალეობა და შესაბამისად მომეტებული პასუხისმგებლობა ეკისრება მენეჯერული თანამდებობის პირს, რადგან იგი ხელმძღვანელობს გარკვეულ სტრუქტურულ ერთეულ, გასცემს მის კომპეტენციაში არსებულ საკითხებზე განკარგულებებს, აწესრიგებს მისდამი ქვემდებარე სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს. ასეთი პირი იყო მოსარჩელე.

 

შრომის შინაგანაწესი ადგენს პასუხისმგებლობის ზომებს შრომის დისციპლინის დარღვევისათვის და 2019 წლის 20 თებერვლის # 3- ბრძანება მა------------–---ის მიმართ გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. (იხ. შრომის შინაგანაწესი).

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე მა------------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა---–---–---ს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან