გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2019
საქმის ნომერი
330210119002794134
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/58-19

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი: თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - ს----------------ი''

მოპასუხე - თ-----------–--–---–ი

დავის საგანი - დავალიანების დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელის მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე თ-----------–--–---–ს მოსარჩელე სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის ანაზღაურება;

 

2. ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1.1. 2019 წლის 21 მარტს სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასამართლომ სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც, მოსარჩელე სს "---------------ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხარეებმა სხდომაზე გააკეთეს განცხადება, რომ ეთანხმებიან მიღებულ გადაწყვეტლებას და არ აპირებენ მის გასაჩივრებას და თანახმა არიან სასამართლო შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით, რაც დაადასტურეს ხელწერილით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 21.03.2019 წლის მთავარი სხდომის ოქმი (ს.ფ 69-75);

- ხელწერილი (ს.ფ. 80).

 

2.1.2. მოსარჩელემ 2019 წლის 17 იანვარს თბილისის საქალქო სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით წარმოდუგინა საჯარო რეესტრში უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 16.01.2019 წლის საგადახდო დავალება (# 1---------).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის საოქმო გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი) სასამართლოს არ გადაუწყვეტია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი (მე-2 სასარჩელო მოთხოვნა) აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრების საკითხი, დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხე თ-----------–--–---–ს მოსარჩელე სს „---------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის ანაზღაურება;

 

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 53-ე მუხლებით.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: (გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

 

ამავე მუხლის 31 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, სხდომაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის განხილვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში გადახდილია აკრძალვის რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი, რომლის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 261-ე, 367-ე, 369-ე იხელმძღვანელა მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოპასუხე თ-----------–--–---–ს მოსარჩელე სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის ანაზღაურება;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე