გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.05.2019
საქმის ნომერი
190310118002581731
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-2---18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07.05.2019 წელი ქ. რუსთავი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - ნა---------–----ე

წარმომადგენელი - მი----–---------ე

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ნე---------------ე

 

მესამე პირი- ზუ-----------------ძე

წარმომადგენელი - ლე-–---–--–--ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის 27 სექტემბრის N8-------- გადაწყვეტილება;

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის 27 სექტემბრის N8-------- გადაწყვეტილება;

1.3 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 მაისის რეგისტრაციის შესახებ N8------------24 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

1.4 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N2----- გადაწყვეტილება.

1.5 დაევალოს მოპასუხეს - 2018 წლის 19 მარტს წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე განახორციელოს გა--------ში, სოფელ კრ–----ში მდებარე 0,6 ჰა მიწის ფართობზე, მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

1.6 დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების, სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის და საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი 500 ლარის გადახდა, მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონშესაბამისია, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

მესამე პირის ზუ-----------------ძის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონშესაბამისია, შესაბამისად არ არსებობს არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

4.დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

4.1.1 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გა------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 27 სექტემბრის №8--------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, გა--------ში, სოფელ კრ–----ში მდებარე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ზუ-----------------ძის საკუთრების უფლება და მიენიჭა შესაბამისი საკადასტრო კოდი (8-----------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ (ტ.1, ს.ფ 218-219).

 

4.1.2. 2012 წლის 11 მაისს №8----------- სარეგისტრაციო განაცხადით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ზუ-----------------ძემ და მოითხოვა გა------ნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრ–----ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. 2012 წლის 17 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-№8----------- სარეგისტრაციო განაცხადი (ტ.1, ს.ფ 215-221)

-რეგისტრაციის შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ 222)

 

4.1.3 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გა------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 27 სექტემბრის №8--------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ზუ-----------------ძის საკუთრების უფლება და მიენიჭა შესაბამისი საკადასტრო კოდი (8-----------------). სარეგისტრაციო განაცხადზე ზუ-----------------ძის მიერ წარდგენილ იქნა 1994 წლის 02 მაისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N186. ამავე სარეგისტრაციო განაცხადზე წარდგენილია მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა სადაც მესაკუთრედ მითითებულია ხო---------------ია. ამასთანავე 2005 წლის 12 სექტემბრის N1186 ცნობით დგინდება, რომ მ---- და ზუ-----------------ძე არის ერთიდაიგივე პიროვნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ (ტ.1, ს.ფ 226-227)

-მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა (ტ.1, ს.ფ 233-234)

-2005 წლის 12 სექტემბრის N1186 ცნობა (ტ.1, ს.ფ 229)

 

4.1.4. 2012 წლის 11 მაისს №8----------- სარეგისტრაციო განაცხადით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ზუ-----------------ძემ და მოითხოვა გა------ნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრ–----ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. 2012 წლის 16 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-№8----------- სარეგისტრაციო განაცხადი (ტ.1, ს.ფ 237-243)

-რეგისტრაციის შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ 224)

 

4.1.5. 2018 წლის 19 მარტს ნა---------–----ემ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე გა------ნის რაიონში, სოფელ კრ–----ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-№8----------- სარეგისტრაციო განცხადება (ტ.1, ს.ფ. 115-121)

 

4.1.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 23 მარტს მიიღო სერეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება, სადაც ნა---------–----ეს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდებოდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება ზუ-----------------ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს.კ 8-----------------)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №8------------03 გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ 122-132)

-სიტუაციური ნახაზი (ტ. 1, ს.ფ 124)

 

4.1.7. №8----------- სარეგისტრაციო განაცხადზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ს.ს.ი.პ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარეებს ნა---------–----ესა და ზუ-----------------ძეს შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით ჩანიშნული იქნა სამედიაციო პროცესები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №8------------06, №8------------08, №8------------10, №8------------12, №8------------14, №8------------19 გადაწყვეტილებები (ტ.1, ს.ფ 133-134,137-138, 142, 146-147, 160)

4.1.8. 2018 წლის 31 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა სარეგესტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8------------24 გადაწყვეტილება

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №8------------24 გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ 176)

4.1.9. 2018 წლის 11 ივნისის №3-------- ადმინისტრაციული საჩივრით მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული №8------------24 გადაწყვეტილება და მოთხოვნილ იქნა მისი გაუქმება. ამავე საჩივრით მოთხოვნილ იქნა ზუ-----------------ძის მიმართ მიღებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადმინისტრაციული საჩივარი (ტ.1, ს.ფ 177-193)

 

4.1.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N2----- გადაწყვეტილებით ზუ-----------------ძის საკუთრების უფლების გაუქმების მოთხოვნასთან მიმართებით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 15 ივნისის N2----- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ 196-197)

 

4.1.11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის N2----- გადაწყვეტილებით №8------------24 გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნასთან მიმართებით არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 22 ივნისის N2----- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ 199-204)

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1 ხულოს რაიონის გამგეობის 1997 წლის 01 აპრილის N37 განკარგულების თანახმად დამტკიცებულ იქნა დი------ის სოფლის საკრებულოს 1997 წლის 28 მარტის განკარგულება და ნება დაერთო მოქალაქე ზუ-------–---–-----------------იძეს, როგორც ეროზირებულ ზონაში მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 15 ივნისის N285 დადგენილების საფუძველზე ორგანიზებული წესით, მუდმივ საცხოვრებლად გა------ნის რაიონის სოფელ კრ–----ში გადასასვლელად მოქალაქე ნა--------–-------------–----ის ოჯახის ნაცვლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ხულოს რაიონის გამგეობის 1997 წლის 01 აპრილის N37 განკარგულება (ტ.2, ს.ფ 110)

 

4.2.2. 1997 წლის 14 აპრილის ხულოს რაიონის გამგეობის წერილში, გა------ნის რაიონის გამგეობის მიმართ აღნიშნულია. რომ ნა--------–-------------–----ე გარკვეული მიზეზების გამო უარს ამბობს სოფელ კრ–----ში ცხოვრებაზე და მოითხოვს უკან დაბრუნებას, რაზედაც გამგეობა თანხმობას აცხადებს. ამავე წერილში მითითებულია თხოვნა ნა---------–----ის ნაცვლად სოფელ კრ–----ში ზუ-------–---–-----------------იძის ოჯახის ჩასახლების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1997 წლის 14 აპრილის ხულოს რაიონის გამგეობის წერილი (ტ.2, ს.ფ 109)

 

4.2.3 1997 წლის 30 ივლისის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წერილით დგინდება, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 15 ივნისის N285 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად სოფელ კრ–----ში გეგმიური წესით უნდა ჩასახლებულიყო ხულოს რაიონის სოფელ კორტოხში მცხოვრებ ნა---------–----ის ოჯახი, რომელსაც გა------ნის რაიონში საცხოვრებლად გადასვლის სურვილი აღარ აქვს. ხოლო მის მაგივრად ჩასასახლებლად გაეგზავნათ ხულოს რაიონის სოფელ ღუ----ის მცხოვრები ზუ-------–---–-----------------იძის ოჯახი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1997 წლის 30 ივლისის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წერილი (ტ.2, ს.ფ 111)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნა---------–---ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.

 

საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსი, ამოცანა და მისი როლი სახელმწიფოში კანონიერი საჯარო მმართველობის დამკვიდრებაში, კერძოდ: „სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს:

 

1. კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლიანად;

2. სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

 

მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის“.

 

7.2 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.

 

7.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.

 

7.4 სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

7.5 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

 

7.6 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

7.7 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია, როგორც – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

7.8. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;

 

სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ პუნქტზე, რომლის თანახმადაც საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან;

 

ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია; ამასთანავე, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

7.9 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ – დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

7.10 საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.

 

ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

სასამართლო მიუთითებს რომ ,,საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება N1/51 საქმეზე ,,ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება".).

 

,,საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. იმავდროულად, კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება N1/2/384 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი").

 

7.11 განსახილველ შემთხევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გა------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 27 სექტემბრის №8--------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, გა--------ში, სოფელ კრ–----ში მდებარე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ზუ-----------------ძის საკუთრების უფლება და მიენიჭა შესაბამისი საკადასტრო კოდი (8-----------------). ამავე სამსახურის 2005 წლის 27 სექტემბრის №8--------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზეც დარეგისტრირდა ზუ-----------------ძის საკუთრების უფლება და მიენიჭა შესაბამისი საკადასტრო კოდი (8-----------------). სარეგისტრაციო განაცხადზე ზუ-----------------ძის მიერ წარდგენილ იქნა 1994 წლის 02 მაისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N186. ამავე სარეგისტრაციო განაცხადზე წარდგენილია მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა სადაც მესაკუთრედ მითითებულია ხო---------------ია. ამასთანავე 2005 წლის 12 სექტემბრის N1186 ცნობით დგინდება, რომ მ---- და ზუ-----------------ძე არის ერთიდაიგივე პიროვნება.

 

2012 წლის 11 მაისს №8----------- და №8----------- სარეგისტრაციო განაცხადებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ზუ-----------------ძემ და მოითხოვა უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. 2012 წლის 11 მაისის და ამავე წლის 17 მაისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ №8------------03 და №8------------03 გადაწყვეტილებებით უძრავ ნივთებზე დარეგისტრირებულ იქნა ცვლილების რეგისტრაცია.

საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2018 წლის 19 მარტს ნა---------–----ემ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე გა------ნის რაიონში, სოფელ კრ–----ში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 23 მარტს მიიღო სერეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება, სადაც ნა---------–----ეს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდებოდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება ზუ-----------------ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს.კ 8-----------------). სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას ჩანიშნულ იქნა სამედიაციო პროცესი. ხოლო 2018 წლის 31 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა სარეგესტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8------------24 გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება 2018 წლის 11 ივნისის №3-------- ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ერთჯერადი წესით. საჩივრით მოტხოვნილ იქნა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული №8------------24 გადაწყვეტილების გაუქმება. ამავე საჩივრით მოთხოვნილ იქნა ზუ-----------------ძის მიმართ მიღებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N2----- გადაწყვეტილებით ზუ-----------------ძის საკუთრების უფლების გაუქმების მოთხოვნასთან მიმართებით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის N2----- გადაწყვეტილებით №8------------24 გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნასთან მიმართებით არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ ხულოს რაიონის გამგეობის 1997 წლის 01 აპრილის N37 განკარგულებაზე, რომლის თანახმად დამტკიცებულ იქნა დი------ის სოფლის საკრებულოს 1997 წლის 28 მარტის განკარგულება და ნება დაერთო მოქალაქე ზუ-------–---–-----------------იძეს, როგორც ეროზირებულ ზონაში მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 15 ივნისის N285 დადგენილების საფუძველზე ორგანიზებული წესით, მუდმივ საცხოვრებლად გა------ნის რაიონის სოფელ კრ–----ში გადასასვლელად მოქალაქე ნა--------–-------------–----ის ოჯახის ნაცვლად.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ 1997 წლის 14 აპრილის ხულოს რაიონის გამგეობის წერილზე, გა------ნის რაიონის გამგეობის მიმართ, სადაც აღნიშნულია, რომ ნა--------–-------------–----ე გარკვეული მიზეზების გამო უარს ამბობს სოფელ კრ–----ში ცხოვრებაზე და მოითხოვს უკან დაბრუნებას, რაზედაც გამგეობა თანხმობას აცხადებს. ამავე წერილში მითითებულია თხოვნა ნა---------–----ის ნაცვლად სოფელ კრ–----ში ზუ-------–---–-----------------იძის ოჯახის ჩასახლების თაობაზე.

1997 წლის 30 ივლისის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წერილით დგინდება, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 15 ივნისის N285 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად სოფელ კრ–----ში გეგმიური წესით უნდა ჩასახლებულიყო ხულოს რაიონის სოფელ კორტოხში მცხოვრებ ნა---------–----ის ოჯახი, რომელსაც გა------ნის რაიონში საცხოვრებლად გადასვლის სურვილი აღარ აქვს. ხოლო მის მაგივრად ჩასასახლებლად გაეგზავნათ ხულოს რაიონის სოფელ ღუ----ის მცხოვრები ზუ-------–---–-----------------იძის ოჯახი.

 

ზემოაღნიშნული კორესპონდენციის თანახმად, სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნიევს, რომ ნა--------–-------------–----ემ უარი განაცხადა გა------ნის რაიონის სოფელ კრ–----ში ცხოვრებაზე და მითითებულის საფუძველზე მისი ოჯახის ნაცვლად სოფელ კრ–----ში ჩამოსახლებულ იქნენ ზუ-------–---–-----------------იძის ოჯახი.

 

7.12 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ არც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოებების დასადგენად, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია მათი მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სწორად მოხდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მას, რის გამოც არ არსებობს სადავოდ გამხდარი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამრიგად, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნა---------–----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი