გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2019
საქმის ნომერი
330210019002854722
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3073-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: ქა-–--------–----------–----–---------------

წარმომადგენელი: ქ--------------–-–---–ი

 

მოპასუხე: შპს „ქ------–-“

წარმომადგენელი: ნ---------------–---–ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ქ------–ს“ ქა-–--------–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 2 861.01 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 05 აპრილს ქა-–--------–----------–----–---------------ს და შპს ,,ქ------–ს" შორის დაიდო #02.09.01./------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, შპს ,,ქ------–-ს" მიერ განხორციელდა ქ.-----–--ის მასშტაბით დაზიანებული ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენის სამუშაოების შესყიდვა. მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 30 დეკემბრამდე, ეტაპობრივად. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 841 492.98 ლარს, ყველა ხარჯისა და გადასახადის ჩათვლით. 2018 წლის 10 ივლისს შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შემცირდა 23.43 ლარით და ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 841 469.43 ლარით.

 

შპს ,,ქ------–-ს" მიერ დარღვეული იქნა 2018 წლის 05 აპრილის #0-------------- სახელმწიფო შესახებ ხელშეკრულების პირობები, კერძოდ ქ.-----–----------–----–-------------------------------------------------------------–---------------ის 2018 წლის 22 მაისის წერილის შესაბამისად, შპს ,,ქ------–ს" უნდა განეხორციელებინა ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენის სამუშაოების წარმოება სხვადასხვა ობიექტზე, 2018 წლის 23 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, თუმცა სამუშაოები შესრულდა 2018 წლის 28 ივნისს (10 დღის გადაცილებით).

 

ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.4 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული დავალებით განსაზღვრული მიწოდების ვადის დარღვევისათვის, შპს ,,ქ------–ს" დაეკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში 1682.94 ლარი.

 

2018 წლის 05 აპრილის ხელშეკრულების საფუძელზე 2018 წლის 01 მაისის წერილით განსაზღვრული სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2018 წლის 2 მაისიდან, ხოლო დასრულებულიყო 16 მაისის ჩათვლით, თუმცა 2018 წლის 7 მაისის ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ 7 მაისის მდგომარეობით ზემოაღნიშნული სამუშაოები ჯერ კიდევ არ იყო შესრულებული.

 

ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.4 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული დავალებით განსაზღვრული მიწოდების ვადის დარღვევისათვის, შპს ,,ქ------–ს" დაეკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში 168.30 ლარი.

 

2018 წლის 05 აპრილის ხელშეკრულების საფუძელზე 2018 წლის 23 აპრილის წერილით განსაზღვრული სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2018 წლის 24 აპრილიდან, ხოლო დასრულებულიყო 22 ივნისის ჩათვლით, თუმცა სამუშაოები დასრულებულ იქნა 2018 წლის 28 ივნისს.

 

ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.4 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული დავალებით განსაზღვრული მიწოდების ვადის დარღვევისათვის, შპს ,,ქ------–ს" დაეკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში 1009.77 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს ქა-–--------–----------–----–--------------ის მიერ სრულად მოხდა პირგასამტეხლოს ასანაზღაურებელი თანხიდან ჩამოჭრა, კერძდ მათ ანგარიშზე ნაცვლად 7047.61 ლარისა ჩაირიცხა 4 186.60 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 05 აპრილს ქ.------–----------–----–---------------ს და შპს ,,ქ------–ს" შორის დაიდო #02.09.01./------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, შპს ,,ქ------–-ს" მიერ განხორციელდა ქ.-----–--ის მასშტაბით დაზიანებული ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენის სამუშაოების შესყიდვა.

 

3.1.2. მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 30 დეკემბრამდე, ეტაპობრივად. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 841 492.98 ლარს, ყველა ხარჯისა და გადასახადის ჩათვლით.

 

3.1.3. 2018 წლის 10 ივლისს შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შემცირდა 23.43 ლარით და ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 841 469.43 ლარით.

 

3.1.4. ქ.-----–----------–----–-------------------------------------------------------------–---------------ის 2018 წლის 22 მაისის წერილის #1------------- შესაბამისად, შპს ,,ქ------–ს" უნდა განეხორციელებინა ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენის სამუშაოების წარმოება სხვადასხვა ობიექტზე, 2018 წლის 23 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით. სამუშაოები შესრულდა 2018 წლის 28 ივნისს.

 

3.1.5. 2018 წლის 01 მაისის წერილით #1------------- განსაზღვრული სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2018 წლის 2 მაისიდან, ხოლო დასრულებულიყო 16 მაისის ჩათვლით, თუმცა 2018 წლის 7 მაისის ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ 7 მაისის მდგომარეობით ზემოაღნიშნული სამუშაოები ჯერ კიდევ არ იყო შესრულებული.

 

3.1.6. 2018 წლის 23 აპრილის წერილით #1------------- განსაზღვრული სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2018 წლის 24 აპრილიდან, ხოლო დასრულებულიყო 22 ივნისის ჩათვლით, სამუშაოები დასრულებულ იქნა 2018 წლის 28 ივნისს.

 

3.1.7. ქა-–--------–----------–----–---------------სა და შპს ,,ქ------–ს" შორის გაფომრებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.4 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული მიწოდების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.8. ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადის დარღვევისათვის შპს ,,ქ------–-ს" დავალაინება, პირგასამტეხლოს სახით, ქა-–--------–----------–----–--------------ის მიმართ შეადგენს 2861.01 ლარს.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.------–----------–----–--------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 361-ე, 417-418-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 05 აპრილს ქ.------–----------–----–---------------ს და შპს ,,ქ------–ს" შორის დაიდო #02.09.01./------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, შპს ,,ქ------–-ს" მიერ განხორციელდა ქ.-----–--ის მასშტაბით დაზიანებული ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენის სამუშაოების შესყიდვა. მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 30 დეკემბრამდე, ეტაპობრივად. შპს ,,ქ------–-ს" მიერ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, 2018 წლის 22 მაისის ქ.-----–----------–----–-------------------------------------------------------------–---------------ის წერილის #1------------- შესაბამისად, შპს ,,ქ------–ს" უნდა განეხორციელებინა ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენის სამუშაოების წარმოება სხვადასხვა ობიექტზე, 2018 წლის 23 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით. სამუშაოები შესრულდა 2018 წლის 28 ივნისს, 10 დღის დაგვიანებით, შემდეგი 2018 წლის 01 მაისის წერილით #1------------- განსაზღვრული სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2018 წლის 2 მაისიდან, ხოლო დასრულებულიყო 16 მაისის ჩათვლით, თუმცა 2018 წლის 7 მაისის ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ 7 მაისის მდგომარეობით ზემოაღნიშნული სამუშაოები ჯერ კიდევ არ იყო შესრულებული, აღნიშნული სამუშაოები შესრულდა, რაც შეეხება 2018 წლის 23 აპრილის წერილით #1------------- განსაზღვრული სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2018 წლის 24 აპრილიდან, ხოლო დასრულებულიყო 22 ივნისის ჩათვლით, სამუშაოები დასრულებულ იქნა 2018 წლის 28 ივნისს, 6 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად, კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

განსახილველი დავის ფარგლებში მსჯელობის საგანს წარმოადგენს რამდენად შეესაბამებოდა ქ.------–----------–----–--------------ის ქმედება, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებულ კეთილსინდისიერებისა და ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერად და პატივისცემით მოპყრობის პრინციპს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განმტკიცებულია, მხარეთა მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მითითებული საპროცესო ნორმა განსაზღვრავს ამა თუ იმ ფაქტის დადასტურებისათვის განკუთვნილი მტკიცებულების სახეებს, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ამავდროულად, არსებობს შემთხვევები, როდესაც კანონმდებელი თავად უთითებს მხარეს, კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად წარადგინოს მატერიალური კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სახის მტკიცებულება. ასეთი შემთხვევაა მოცემული სკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსში, რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული დანაწესის ძალით, მხარეს, რომელიც კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენს მოვალეს, შესაძლებლობა ეძლევა კრედიტორის მიმართ შესრულებული ფულადი ვალდებულების დასადასტურებლად მოსთხოვოს კრედიტორს შესრულებული ვალდებულების შესახებ წერილობითი დოკუმენტის _ დასტურის გაცემა. ამ დოკუმენტის გაცემის მოთხოვნა _ მოვალის უფლება, ხოლო მისი გაცემა კრედიტორის უშუალო ვალდებულებაა. მითითებული კუთხით კანონმდებელი ეხმარება მოვალეს, შექმნას და მიიღოს მის მიერ შესრულებული ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მიუხედავად იმისა, რომ, სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და ისინი ფასდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე, სკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარდგენისას მოვალის პოზიციის დასაბუთებულობის ხარისხი ძალიან მაღალია. მეორე მხრივ, დასახელებული ნორმა ზღუდავს მოვალეს და ავალებს, სადავო შესრულება დაადასტუროს სწორედ მითითებული სახის მტკიცებულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი უფლების განუხორციელებლობა მხარისათვის არახელსაყრელ სამართლებრივ შედეგს უკავშირდება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ წარმოადგინა აღნიშნული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც დგინდება, რომ მის მიერ გადახდილია პირგასამტეხლო 2681.01 ლარის ოდენობით. შესაბამისად წარმოდგენილი დავის ფარგლებში შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მოპასუხემ გასწია მტკიცების ტვირთი და წარმოადგინა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ი.ხ. საქმის ფურცელი 90).

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.------–----------–----–--------------ის სარჩელი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, ქ.------–----------–----–--------------- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ.------–----------–----–--------------ის სარჩელი შპს „ქ------–-ს“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

საქმე №2/19101-17

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

18 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: ქა-–--------–----------–----–---------------

წარმომადგენელი: ქ--------------–-–---–ი

 

მოპასუხე: შპს „ქ------–-“

წარმომადგენელი: ნ---------------–---–ი

 

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ.------–----------–----–--------------ის სარჩელი შპს „ქ------–-ს“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი