განაჩენი

სისხლის სამართლის 04.05.2019
საქმის ნომერი
090100118002674679
დავის ტიპი
117 1
თარიღი
04.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/30–2018) 090100118002674679

განაჩენი

საქართველოს სახელით

4 აპრილი, 2019 წელი ქ. ამბროლაური

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

პროკურორის - ზ------–--–---------ს

მ----------–--–-–---–-ს

ბრალდებულის - პ------------------

ადვოკატის - ა---------–-------------ს

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №0-----------

ბრალდებულ პ------------------ მიმართ

მამის სახელი: ს----------;

დაბადებული: 3--------- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო, ც-------

პირადი ნომერი: 4-----------

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: ტ-----------

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული: ქვეყანა-საქართველო, რაიონი- ც------- სოფელი - მ---–-;

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, რაიონი – ც------- სოფელი – მ---–-.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილი.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ბრალის ფორმა:

პ----------------- ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, პ----------------მა, 2018 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 17 საათზე, ც------ს რაიონის სოფელ მ---––-, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების გამო გაბრაზებულმა, ლ--–-------–-------ს დანით მიაყენა მუცლის ღრუს შემავალი ნაკვეთ – ნაჩხვლეტი ჭრილობა შინაგანი ორგანოების დაზიანების გარეშე.

სასამართლომ დაადგინა:

1. პ----------------- არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

 

2. პ----------------ა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული –ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

ამავე მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის დადგომა. ამასთან ცხადია უნდა არსებობდეს მიზეზობდრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და იგი ყოველთვის უნდა იყოს გამიჯნული ობიექტური-შემთხვევითი კავშირებისაგან. 111-117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი განზრახი დანაშაულია.

 

განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი ბრალდებულის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, არც შედეგი დამდგარა დაზარალებულ ლ--–------–-------ს სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების სახით, თუმც განზრახვის შემთხვევაში ბრალდებულ პ----------------- შეეძლო ასეთის ჩადენა, რაც არ გაუკეთებია და მისი ქმედება მხოლოდ გაუფრთხილებლობაა.

 

4.მოწმის სახით დაკითხული მ-----------–----–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ოჯახით მამამთილ პ----------------თან და დედამთილ – ლ--–-------–-------სთან ერთად. პ----------------- დაზარალებულთან უსიამოვნება არასდროს ჰქონია. შემთხვევის დღეს დედამთილი და მამამთილი სამზარეულოში იმყოფებოდნენ. პირადად მცირეწლოვანი შვილი გაიყვანა საძინებელში დასაბანად. დედამთილის დაყვირებაზე 5–10 წუთის შემდეგ გავიდა. ნახა რომ სავარძელში ჩამჯდარ დედამთილს მუცელზე ეკიდა ხელი, საიდანაც სისხლი სდიოდა, ხოლო მამამთილი იქ არ იმყოფებოდა. ლ--–- დივანზე დააწვინა, ტანსაცმელი გამოუცვალა და გამოიძახა სასწრაფო სამდიცინო დახმარება. ლ--–-------–-------მ უთხრა, რომ შემთხვევით პ------ დანიან ხელზე შეეჯახა. მანვე მიუთითა, რომ დედამთილ–მამამთილს ერთმანეთში არასდროს უჩხუბიათ და ტკბილი ურთიერთობა ჰქონდათ. იატაკზე დაგდებული სისხლიანი დანა კი აიღო და გარეცხა.

 

5. დაზარალებულის სახით გამოცხადებულმა ბრალდებულის მეუღლემ, ლ--–-------–-------მ, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

6.ბრალდებულმა პ----------------მა განმარტა, რომ ეს იყო შემთხვევითობა და არ უნდა მოსვლოდა.

 

7. მოწმის სახით დაკითხულმა ა---------–-–---------ა დაადასტურა პ----------------- და მის მეუღლეს შორის ჰარმონიული დამოკიდებულება. მომხდართან დაკავშირებით განმარტა, რომ პ------ უთხრა ,,ოჯახობაზე შემთხვევით დანა მომიხვდაო“.

 

8.მოწმის სახით დაკითხულმა მ-------------- განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. ამოიღეს დანა და დაზარალებულის ტანსაცმელი. მის მიერ დაიკითხა დაზარალებული და ბრალდებული. ლ--–-------–-------ს არ განუცხადებია პ------------------აგან განზრახ დანის დარტყმის და მათ შორის კონფლიქტის თაობაზე. ბრალდებულიც მიუთითებდა ფაქტის შემთხვევითობაზე.

 

9.მოწმის სახით დაკითხულმა თ--------–---------ა განმარტა, რომ მისი მორიგეობის დროს მიიყვანეს დაჭრილი პაციენტი ლ--–-------–-------. რომელიც მიყენებულ ჭრილობას შემთხვევითობად განმარტავდა. ქირურგს, დ------------–---–ს არ მოეწონა ჭრილობა და ,,კატასტროფის“ მანქანით გადაყვანილი იქნა ქუთაისში. რამდენიმე ხნის შემდეგ გაიგო, რომ ჭრილობა შემთხვევით მიუყენებია მეუღლეს.

 

10.2018 წლის 13 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ც------ს რაიონის სოფელ მ---––- მცხოვრები პ------------------ საცხოვრებელი სახლისა და ეზოს დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქა საკონტროლო ნიმუსთან ერთად, სამზარეულოს მაგიდის ზედაპირიდან დანისმაგვარი საგანი, ვერცხლისფერი, ვერცხლისფერივე ტარით, ლ--–- ნ----–-------- კუთვნილი ერთი ცალი ქვედა ბოლო, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები, არის დაზიანებული, სავარაუდოდ ბასრი საგნით. ერთი ცალი მაისური, რომელიც ტანთ ეცვა შემთხვევის დროს ლ--–-------–-------ს(ს.ფ. 3–5) ;

 

11.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 სექტემბრის N006554118 დასკვნით, თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ც------ს სტაციონალური სამედიცინო ბარათი ნ193–ს ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა(ნომერი არ აქვს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 2018 წლის 17 აგვისტოს) მონაცემებისა, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე ლ--–-------–-------მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2018 წლის 13 აგვისტოს 18:00 საათიდან 20:45 საათამდე სადაც დაესვა დიაგნოზი მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი ტრავმა, მუცლის წინა კედლის ღია ჭრილობა.

 

თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N444/18–ს ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა(ნომერი არ აქვს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 2018 წლის 17 აგვისტოს) მონაცემებისა, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე ლ--–-------–-------მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2018 წლის 13 აგვისტოს 22:00 საათზე, საიდანაც გაეწერა 2018 წლის 17 აგვისტოს 12 საათზე. დიაგნოზით:მუცლის ღრუს შემავალი ნაკვეთ–ნაჩხვლეტი ჭრილობა შინაგანი ორგანოების დაზიანების გარეშე. ჰემოპერიტონიუმი.

 

დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხველავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ( ს.ფ.83–87);

 

12.სისხლის სამართლის კოდექსის 111–117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შეიძლება ჩადენილი იქნეს მხოლოდ განზრახ-პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვის ფორმით და ის უნდა გაიმიჯნოს მასთან ახლოს მყოფ სხვა დანაშაულთაგან. სახელდობრ სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლისაგან, სადაც მითითებულია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

 

ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა, მათ შორის დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მისი ლოკალიზაცია, ასევე დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ ბრალდებულისა და დაზარალებულის ქცევა.

 

დადგენილი და დადასტურებულია, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს ბრალდებული პ----------------ი და მისი მეუღლე ლ--–-------–------- იმყოფებოდნენ სამზარეულო ოთახში, რომ მეუღლეთა შორის კონფლიქტი არასდროს ყოფილა და ცხოვრობდნენ მშვიდ და წყნარ ვითარებაში. დადასტურებულია, რომ ბრალდებულ პ----------------- რაიმე განზრახვა, მისთვის ვნების მიყენების მიზნით არ გააჩნდა და ფაქტი შემთხვევით მოხდა.

 

13.სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში გამოთქმულ პოზიციას, რომ ბრალდებულმა პ----------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 –117–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. რადგანაც საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმეთა სახით დაკითხულმა პირებმა დაადასტურეს ფაქტის შემთხვევითობა, მით უფრო, რომ გადმოცემით შეიტყვეს ასეთი და არა პირველწყაროდან.

 

14.სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ არც ერთ მოწმეს პ------------------აგან ლ--–- ნ----–-------- დაჭრის მომენტი არ უნახავს, ლ--–-------–------- დაჭრის შემდგომ სრულიად მარტო იყო რძლისგან დახმარების აღმოჩენამდე და განზრახვის შემთხვევაში პ----------------- შეეძლო მისთვის სხვა დაზიანების მიყენებაც ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე რაც არ გაუკეთებია, რადგან ამის სურვილი ნამდვილად არ გააჩნდა. პირიქით შეშინებული გავარდა მეზობელთან, რომელსაც უთხრა, რომ მეუღლეზე შემთხვერვით მოუხვდა დანა.

 

15.ქმედების კვალიფიკაციისათვის ასევე უნდა შეფასდეს ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები: შეეძლო თუ არა, პ-----------------, შეუბღალავი წარსულის მქონე, კეთილსინდისიერ და მშრომელ პიროვნებას, ოჯახის პატრონსა და ბაბუას თანამეცხედრისთვის სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანების სურვილი გასჩენოდა, რაც კატეგორიულად გამოირიცხა დაკითხულ მოწმეთაგან.

 

16.სასამართლო პ------------------ კანონმორჩილების შესაფასებლად, ყურადღებას მიაქცევს მისივე განმარტებას, რომ ასეთი რამ არ უნდა მოსვლოდა.

 

17.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა.

 

18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

19.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

ამავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა: ,,უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს... რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისთვის რელევანტური ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს. კონსტიტუციური მოთხოვნაა, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა ბრალის დასაბუთებისას გამოიყენოს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებსაც ის უტყუარად მიიჩნევს, რომელთა სანდოობაში, ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს...”

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდა ბრალდებულის და დაზარალებულის ჩვენებისა, დაჭრის ნაწილში თვითმხილველი არ არსებობს. დაზარალებულმა ჩვენების მიცემა არ ისურვა.

 

20.სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან ბრალდებულ პ------------------ დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარისაგან წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულის ბრალეულობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენის გამო.

 

ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

 

21.სისხლის სამართლის კოდექსის 124–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ამასთან დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია გაუფრთხილებლობით კანონით გათვალისწინებული შედეგის დადგომა ჯანმრთგელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების სახით.

 

22.შეტყობინებაში №1962368 და გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათში-ფორმა №1, მითითებულია: 2018 წლის 13 აგვისტოს, ც------ს რაიონის სოფელ მ---––- მცხოვრებმა 1967 წლის 25 აპრილს დაბადებულმა ლ--–-------–-------მ, საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში წაქცევის სედეგად მიიღო სხეულის დაზიანება. (ს.ფ.1, ს.ფ.2),აღნიშნულ დოკუმენტში არაფერია განცხადებული პ------------------ მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენისა და მეუღლისათვის განზრახ დანით დაჭრის თაობაზე.

 

23.სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გაანალიზა ისინი, მივიდა დასკვნამდე, რომ საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით მოწმეების მ---------------, მ----------------ს, ა---------–-–---------ს, თ--------–--------ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთმტკიცებით და საქმეში არსებული მამხილებელი მასალების ერთობლიობით სრულყოფილად არის დადასტურებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

 

24.სასამართლო თვლის, რომ პ------------------ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით საქმის მასალებითა და სასამართლო განხილვის შედეგად უდავოდ დადგენილ შემდეგ აგარემოებათა გამო:

 

1.ბრალდებული წინასწარ არ ყოფილა აღჭურვილი იარაღით და მისი მოპოვება შემთხვევის ადგილზე სპონტანურად მოხდა.

 

2.ბრალდებულს მიყენებული დაზიანების გარდა შეეძლო დაზარალებულისათვის სხვა დაზიანების მიყენება და იმის მიუხედავად, რომ პ-----------------ს ხელის შემშლელიც არავინ ჰყავდა, მსგავსი რამ არ უცდია (რაც დამახასიათებელი არ არის განზრახვით მოქმედი პირისათვის). ფაქტი არ დაუმალავს და უთხრა მეზობელს, მოწმის სახით დაკითხულ ა---------–-–--------ს.

 

25.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედების ჩადენისას პ----------------- არ სურდა და არც უშვებდა ასეთი შედეგის დადგომას. მით უმეტეს, რომ მას არ ჰქონია წინასწარ მომარჯვებული ცივი ან ცეცხლსასროლო იარაღი, რომელთა გამოყენების შემთხვევაში სასამართლოს შეეძლო მეტი დამაჯერებლობით ემსჯელა მეუღლის სხეულის დაზიანების განზრახვაზე, არამედ ის მოქმედებდა გაუფრთხილებლად, რის გამოც ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დამდგარი შედეგის მიხედვით.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ დაზარალებულს გაუფრთხილებლობით მიადგა ჯანმრთელობის მძიმე დაიზიანება, რის გამოც ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით.

 

ამდენად, სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ პ----------------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო მოქმედება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

26.სასამართლო თვლის, რომ პ------------------ ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111–117 მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლზე.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

27.პ------------------ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ აქვს ოჯახი, ხასიათდება დადებითად, არ არის ნასმართლევი და ადმინისტრაციულ სახდელდადებული.

 

28.სისხლისსამართლებრივი პასიხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები პ----------------- არ გააჩნია.

 

6. სასჯელის დასაბუთება:

 

სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას და ხარისხს, დანაშაულის ხასიათს და ზომას, გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას. ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე და 54 -ე მუხლებით და თვლის რომ მოცემულ შემთხვევაში პ----------------- მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებები გააჩნია.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოების ერთობლიობას, კერძოდ ფაქტს, რომ აღჭურვილი არ ყოფილა იარაღით და მისი მოპოვება შემთხვევის ადგილზე მოხდა, დაზარალებულის ქმედებას, მათ ურთიერთდამოკიდებულებას, რომ დღეის მდგომარეობით შერიგებულია დაზარალებულთან და რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

ჩადენილი დანაშაულის მოტივის და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ პ----------------- უნდა დაენიშნოს ისეთი სახის სასჯელი, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა საკონტროლო ნიმუშებთან ერთად და დანა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც------ს რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ უნდა განადგურდეს;

 

- ლ--–- ნ----–-------- კაბა და მაისური, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც------ს რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაუბრუდნეს ლ--–-------–-------ს.

 

– საქმეზე დართული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათი ერთ დისკზე, უნდა დარჩეს საქმეში, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 14-ე ნაწილით, 258-ე, 259-ე, 260-ე, 268-269-ე, 271-ე, 272-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.პ------------------ ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111–117–ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლზე.

 

2. პ----- ს----------ს ძე ა---------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 500(ერთიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 14 აგვისტოს 00 საათისა და 10 წუთიდან, 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს 200(ორასი)ლარით და საბოლოოდ პ----------------- ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელიდან გადასახდელად დარჩეს ჯარიმა 1300(ერთიათას სამასი) ლარის ოდენობით.

 

3. გაუქმდეს პ------------------ მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება –გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

 

4.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა საკონტროლო ნიმუშებთან ერთად და დანა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც------ს რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განადგურდეს;

 

- ლ--–- ნ----–-------- კაბა და მაისური, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც------ს რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუდნეს ლ--–-------–-------ს.

 

– საქმეზე დართული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათი ერთ დისკზე, დარჩეს საქმეში, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი