განაჩენი

სისხლის სამართლის 08.04.2019
საქმის ნომერი
080100119002874174
დავის ტიპი
126 1
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/140-19 (№041060119002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

08.04.2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი: ზ---------–-----ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული: შ--–---–----–---–---ი

მამის სახელი: თ------

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: მქონე

მცხოვრები: წ---–--------------------------–-------–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

შ--–---–----–---–---მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 06 იანვარს, დღის საათებში, ქალაქ ქუთაისში, ბ----------------------------------------- საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში, შ--–---–----–---–---მა ფეხი დაარტყა მარჯვენა ფეხის არეში ა--------–---ეს, რის შემდეგაც მუშტი დაარტყა მარჯვენა წარბის არეში, შედეგად ა--------–---ე წაიქცა. აღნიშნულით ა--------–---ეს მიადგა ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2019 წლის 07 მარტს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ შ--–---–----–---–---ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი ( წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს შ--–---–----–---–---მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, შ--–---–----–---–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ ა--------–---ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმე ი-----–-------------–--ის გამოკითხვის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, შ--–---–----–---–---ის გამოკითხვის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

შ--–---–----–---–---მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: შ--–---–----–---–---მა აღიარა და მოინანია დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას; სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დროს ბრალდებულის მიერ წარმოდგენილი იქნა ნოტარიულად დამოწმებული დაზარალებულის პოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ შეურიგდა ბრალდებულს, არანაირი პრეტენზია მასთან არ აქვს და ითხოვს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებას; ბრალდებულს კმაყოფაზე ჰყავს ხანდაზმული დედა, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები.

 

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, ბრალდებულის პიროვნებიდან და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ჯარიმაზე მკაცრი და თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მაქსიმალური ვადით დანიშვნით. ამასთან, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად უნდა დაემატოს წინა განაჩენებით ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის დანიშნული ჯარიმები 1000(ათასი) და 1500(ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ--–---–----–---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 02 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით შ--–---–----–---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით და ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

3. მსჯავრდებულ შ--–---–----–---–---ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

4. შ--–---–----–---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

5. მსჯავრდებულ შ--–---–----–---–---ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.

 

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

6.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში - რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

6.2 შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი - რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6.3 საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი - რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე