განაჩენი

სისხლის სამართლის 05.04.2019
საქმის ნომერი
080100119002911710
დავის ტიპი
260 1
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/224-19 (#088030319001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05.04.2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ-------------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: ვ----------------ე

მამის სახელი: ჯ----–-

დაბადებული: 3--------- წელი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქე: საქართველო

განათლება: უმაღლესი

ნასამართლეობა: არ მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული - ქ-------------------–--------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------–---–------------

 

ადვოკატი - გ--------------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ვ----------------ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

შუამდგომლობის მიხედვით, ვ----------------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 3 მარტს, ქალაქ ქუთაისში, დ-------–---–-----------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მუშაკებმა პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს ვ----------------ეს და ტანთცმული ქურთუკის ჯიბიდან ამოუღეს დაუდგენელ გარემოებებში, უკანონოდ შეძენილი და შენახული, ვერცხლისფერ ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული ფხვნილისებური ნივთიერება, რაც შეიცავს - 0,005 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს’’.

 

ვ----------------ე ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ვ----------------ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: ბრალდებულ ვ----------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები; მოწმეების: გ----------–---–---–----------------–---–---------------------------------------------------------------–------–----------------------–--ის გამოკითხვის ოქმები; ბრალდებულ ვ----------------ის გამოკითხვის ოქმი; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნა; ნივთმტკიცების სახით ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის’’ შემცველი ფხვნილი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

2019 წლის 25 მარტს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ ვ----------------ეს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--------------------ის მონაწილეობით) და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვ-------------------ეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.

 

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

2019 წლის 25 მარტს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომაზე შემოვიდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვ-------------------ის შუამდგომლობა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

2019 წლის 05 აპრილს წინასასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვ-------------------ემ იშუამდგომლა ვ----------------ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

 

საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ვ-------------------ემ, ბრალდებულმა ვ----------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--------------------ემ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვ-------------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 219-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვ-------------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს პროკურორ ვ-------------------ეს და ბრალდებულ ვ----------------ეს შორის 2019 წლის 25 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

3. ვ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

 

4. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ვ----------------ეს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას:

 

ა) საადვოკატო საქმიანობის უფლება;

ბ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

გ)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

დ) პასიური საარჩევნო უფლება;

ე) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო ამავე მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის საფუძველზე 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

5. მსჯავრდებულ ვ----------------ეს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6. ვ----------------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის განჩინებით ვ----------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 4000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ვ----------------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ქ--–------------------–---–------------------------------------------------) - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

 

7. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში ვ----------------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 03 მარტიდან 2019 წლის 07 მარტის ჩათვლით.

 

8. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცება:

 

8.1 ბრალდებულ ვ----------------ისგან პირადი ჩხრეკით ამოღებული ვერცხლისფერი ფოლგის ფურცელი და მოთეთრო ფხვნილისებური ნივთიერება მოშავო ფერის ნაწილაკებით, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას ,,ბუპრენორფინს’’, წონით 0,005 გრამი, დალუქულია FCD182011 პაკეტში - რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაეგზავნოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს და განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

9. განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო შეთანხმების თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა, ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე