განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140100119002943467
№1/153-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
01.05.2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი მარიამ გამგებელი
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ოთარ ხორგუაშვილი
დაცვის მხარე
ადვოკატი - ნონა კირთაძე
ბრალდებული - ვ--–---ი ი----ს ძე ა---------, დაბადებული 1--- წლის 16 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ---------------------------------------------------–-------------------------–-------------------
კვალიფიკაცია
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი, 2017 წლის 4 მაისის რედაქციით);
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი);
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი);
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი);
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბოლო ორი წლის - 2017 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 1 მარტამდე ეპიზოდი, 2015 წლის 18 თებერვლის რედაქციით).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ვ--–---ი ა---------ა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 26 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ--–--------–---–-----------------–--–--------–----------- მათ საცხოვრებელ სახლში, ვ--–---- ა---------ა განახორციელა ოჯახში ძალადობა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ხ------ა ღ---------ს მიმართ მათივე არასრულწლოვანი შვილის - დ--- ღ---------ს თანდასწრებით, კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვ--–---- ა---------ა, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ხ------ა ღ--------ეს ხელი ერთხელ დაარტყა თავის არეში, ასევე ხელი მოკიდა საყელოში და თავი მიარტყმევინა კედელზე, რის შედეგადაც ხ------ა ღ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვ--–---- ა---------ა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ--–--------–---–-----------------–--–--------–----------- მათ საცხოვრებელ სახლში, ვ--–---- ა---------ა განახორციელა ოჯახში ძალადობა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ხ------ა ღ---------ს მიმართ, კერძოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ვ--–---- ა---------ა ხ------ა ღ--------ეს ხელი ორჯერ დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ხ------ა ღ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, ვ--–---- ა--------- ხ------ა ღ--------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვ--–---- ა---------ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 22 თებერვალს, საღამოს საათებში, ქალაქ გორში, საკუთარ ავტომანქანაში მყოფი ვ--–---- ა---------, მათი არასრულწლოვანი შვილის - დ--- ღ---------ს მეშვეობით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ხ------ა ღ--------ეს, რა დროსაც ხ------ა ღ--------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვ--–---- ა---------ა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
ვ--–---- ა--------- არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ხ------ა ღ--------ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში (2017 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 1 მარტამდე), სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, კერძოდ, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, აგინებდა ოჯახის წევრების მისამართით, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, რის შედეგადაც ხ------ა ღ--------ემ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის ვ--–---- ა--------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის რედაქციით, 2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდისათვის), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდისათვის), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდისათვის), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 თებერვლის ეპიზოდისათვის) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 18 თებერვლის რედაქციით, ბოლო ორი წლის - 2017 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 1 მარტამდე ეპიზოდისათვის).
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ვ--–---- ა---------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის რედაქციით, 2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 18 თებერვლის რედაქციით, ბოლო ორი წლის - 2017 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 1 მარტამდე ეპიზოდი) დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და თანდართული ფოტოცხრილი, დაზარალებულ - ხ------ა ღ--------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოცხრილი, მოწმეების - ხ------ა ღ---------ს, დ--- ღ---------ს, ი-----–- კუ---------ს და ზ------ ბ----–----ს გამოკითხვის ოქმები, ხ------ა ღ---------ს განცხადება, შემკავებელი ორდერები, ვ--–---- ა---------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, დაზარალებულ ხ------ა ღ--------ესათან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, ალკოტესტის დამადასტურებელი ქვითარი, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
ვ--–---- ა---------ა წარდგენილ ბრალდების ხუთივე ეპიზოდში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ვ--–---- ა---------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის რედაქციით, 2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 18 თებერვლის რედაქციით, ბოლო ორი წლის - 2017 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 1 მარტამდე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია წარდგენილი ბრალდების ხუთივე ეპიზოდში ვ--–---- ა---------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას და რასაც არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რაც შეეხება მუქარას, აღნიშნული დანაშაული გამოიხატება სუბიექტის აქტიურ მოქმედებაში. ამასთან, დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს დაზარალებულის განცდა, რაც დაკავშირებულია მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშთან.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მუქარის, როგორც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის ისეთ სავალდებულო ელემენტზე, როგორიცაა დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ მუქარის არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. მუქარის დროს ადამიანზე ხდება ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის დადასტურება, გარდა დაზარალებულის განცდისა, შეუძლებელია სხვა მტკიცებულებებით, რამდენადაც ფსიქოლოგიური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ფაქტის თვითმხილველი თუ დანაშაულის შემდეგ დაზარალებულის შემდგომი მდგომარეობის გადმომცემი მოწმეების ჩვენებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, რამდენადაც სასიცოცხლოდ აუცილებელია უტყუარად დადგინდეს მუქარის რეალურობის სწორედ დაზარალებულის მიერ აღქმის ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ვ--–---- ა---------ს მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის რედაქციით, 2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 18 თებერვლის რედაქციით, ბოლო ორი წლის - 2017 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 1 მარტამდე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.
რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. ვ--–---- აკოფოვს ამოძრავებდა ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შურისძიების მოტივი. მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მიზანს სწორედ ხ------ა ღ---------ს მიმართ ძალადობების ჩადენა და სიცოცხლის მოსპობის მუქარების გზით მისი დამორჩილება წარმოადგენდა, რაც მან ძალადობრივი ქმედებებით სისრულეში მოიყვანა.
მოწმეთა უდავო ჩვენებებით და ექსპერტიზის დასკვნით, ასევე, უტყუარად დასტურდება, რომ ვ--–---- ა---------ს ძალადობრივი ქმედებები მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგებთან, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგები არ განხორციელდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია ვ--–---- ა---------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის რედაქციით, 2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 18 თებერვლის რედაქციით, ბოლო ორი წლის - 2017 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 1 მარტამდე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ--–---- ა---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულების გულწრფელი მონანიება.
სასამართლო ვ--–---- ა---------ს პასუხისმგებლობის დამაძიმებელ გარემოებად მიიჩნევს სქესზე დაფუძნებული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობისა და მუქარის ჩადენას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის (მეუღლის) მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ნაწილი).
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და სიმძიმის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია ვ--–---- ა---------ს მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება.
სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით, განახორციელოს ქალთა მიმართ ჩადენილ ძალადობაზე დროული და ეფექტური რეაგირება, სასამართლო, თავდაპირველად, მიზანშეწონოლად მიიჩნევს, მიმოიხილოს ამ მიმართებით მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპები და ნორმები, სახელდობრ:
გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის შესახებ“ (1993), მე-4(გ) მუხლში მოუწოდებს სახელმწიფოებს „განახორციელონ ჯეროვანი ქმედებები რათა თავიდან აიცილონ, გამოიძიონ და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დასაჯონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებელი პირები მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენს მოცემულ ქმედებებს, სახელმწიფო თუ კერძო პირები“.
2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაში (რეკ(2002)5), ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა inter alia, რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმრების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ურჩია წევრ სახელმწიფოებს ოჯახში ძალადობის ყველა ფორმა სისხლისსამართლებრივ დანაშაულად დაეკვალიფიცირებინათ და გაეთვალისწინებინათ იმგვარი ზომების მიღება, inter alia, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას განესაზღვრა დროებითი ზომები მსხვერპლთა დასაცავად, დამნაშავისათვის კონტაქტის, მსხვერპლთან კომუნიკაციის დამყარებისა და მიახლოების, დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრების ან შესვლის ასაკრძალად, დადგენილი ზომების ნებისმიერი დარღვევისათვის სასჯელის დაკისრება დამნაშავეზე და პოლიციის, სამედიცინო და სოციალური სერვისებისათვის სავალდებულო რეაგირების ოქმის შექმნა.
სასამართლო ასევე მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, -
საქმეში ბეგანოვიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Beganovic v. Croatia, No. 46456/06, 25.6.09) სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც კერძო პირების მიერ მიყენებული ძალადობა აღწევს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს იმისათვის, რომ გამოყენებულ იქნეს მე-3 მუხლი, ხელისუფლების ორგანოებს მოეთხოვებათ ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმების მოქმედების უზრუნველყოფა. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები არ იქნა შესრულებული განმცხადებელზე სერიოზული თავდასხმის პასუხად გატარებული ღონისძიებებით, განსაკუთრებით იმ მიზეზით, რომ ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოწვეული გაჭიანურების გამო, ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად.
საქმეში A.T. v. Hungary (2005 წლის 26 იანვრის განჩინება), სადაც მომჩივანი აღნიშნავდა, რომ მისი მეუღლე (ჩვეულებითი სამართლის მიხედვით) და მისი ორი შვილის მამა მას ფიზიკურაც უსწორდებოდა და ემუქრებოდა 1998 წლიდან მოყოლებული, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა მიმართა უნგრეთს "უზრუნველეყო მომჩივანისა და მისი ოჯახის ფიზიკური და გონებრივი შეუვალობა" ისევე როგორც მიეცა მისთვის ბავშვებთან ერთად უსაფრთხო საცხოვრებელი და ბავშვის დახმარება, იურიდიული დახმარება და გაეცა კომპენსაცია მისი უფლებების დარღვევის პროპორციულად. კომიტეტმა ასევე წარუდგინა რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია უნგრეთს ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ქალთა დაცვის გასაუმჯობესებლად, მათ შორის ეფექტიანი გამოძიების, სამართლებრივი და მართლმსაჯულების პროცესების დადგენისა და მკურნალობისა და დახმარების რესურსების გაზრდის გზით.
საქმეში კონტროვა სლოვაკეთის წინააღმდეგ (Kontrova v. Slovakia, No. 7510/04, 31.5.07) პოლიციამ ვერ შეძლო ადეკვატურად ეპასუხა განმცხადებლის სისხლისსამართლებრივ საჩივრებსა და სატელეფონო ზარებზე გადაუდებელი დახმარების თხოვნით, რაც გამოწვეული იყო მისი ქმრის მიერ ფიზიკური ხელყოფით; მათ არ დაარეგისტრირეს საჩივარი, არ ჩაიწერეს ზარები, არ დაიწყეს გამოძიება და არ აღძრეს სისხლისსამართლებრივი წარმოება. სასამართლომ შესაბამისად დაადგინდა, რომ დაირღვა მე-2 მუხლი, მას შემდეგ რაც ქმარმა სროლის შედეგად მოკლა მათი ორი შვილი.
კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას ადგილი ჰქონდა აგრეთვე საქმეში ბრანკო ტომაშიცი და სხვები ხორვატიის წინააღმდეგ (Branko Tomazic and others v. Croatia, No. 46598/06, 15.1.09), სადაც მამაკაცმა შეასრულა თავისი მუქარა და მოკლა თავისი პარტნიორი და თავიანთი ახალშობილი ქალიშვილი. ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ საფრთხის სერიოზულობის შესახებ, მაგრამ ვერ შეასრულეს თავიანთი პოზიტიური მოვალეობები...არავითარი რისკების შეფასება არ მომხდარა უშუალოდ მისი (მამაკაცის) გათავისუფლების წინ.
საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ოპუზის საქმეში განმცხადებელი და დედამისი განმცხადებლის ქმრის სისტემატური ძალადობრივი თავდასხმების მსხვერპლნი იყვნენ, რაც დაგვირგვინდა დედამისის მოკვლით. განმცხახდებლის ქმრის მხრიდან მუდმივად გამწვავებადი ძალადობის ისტორიის გათვალისწინებით, რის შესახებაც ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ, სასამართლომ დაასკვნა, რომ მათ შეეძლოთ განეჭვრიტათ სასიკვდილო თავდასხმა. სისხლის სამართალწარმოება იქამდე დაწყებული იქნა განმცხადებლის ქმრის მიმართ, მაგრამ მთავრობა ამტკიცებდა, რომ დევნის განმახორციელებელ ორგანოებს თითოეულ შემთხვევაში, როცა დაიწყეს დევნა, უწევდათ შიდა სამართლის თანახმად მისი შეწყვეტა, რადგან განმცხადებელს და დედამისს გაჰქონდათ თავიანთი საჩივრები. ისევე როგორც ამ სიტუაციაში, დევნის განმახორციელებელ ორგანოებს კანონი არ აძლევდა საშუალებას, გაეგრძელებინა სისხლის სამართალწარმოება, რადგან სადაო ქმედებები არ იწვევდა ავადმყოფობას ან შრომმისუნარიანობის დაკარგვას 10 დღით ან მეტი ვადით. სასამართლომ დაასკვნა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო არ იყო საკმარისი სახელმწიფოს იმ პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც მოითხოვდა ოჯახური ძალადობის ყველა ფორმის დასასჯელად სისტემის შექმნას და ეფექტიან ამოქმედებას, აგრეთვე დადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულება, გაეტარებინა პრევენციული ოპერატიული ღონისძიებები რისკის ქვეშ მყოფი ინდივიდის სიცოცხლის დასაცავად. ამას ერთვოდა ისიც, რომ გამოძიება იყო არასაკმარისად სწრაფი, შესაბამისად, განცხადებლის დედის მიმართ დაირღვა მე-2 მუხლი და თავად განცხადებლის მიმართ დაირღვა მე-3 მუხლი, აგრეთვე დაირღვა მე-14 მუხლი, როგორც მე-2, ისე მე-3 მუხლთან მიმართებით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის კომიტეტის (CEDAW) 2015 წლის 13 ივლისის დასკვნას საქმეზე „X დაY საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ დისკრიმინაციად უნდა შეფასდეს ქალების წინააღმდეგ განხორციელებული სქესზე დაფუძნებული ძალადობა. აღნიშნულ საქმეზე კომიტეტმა დაადგინა „ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის დარღვევა და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ, სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულებები, გაეტარებინა შესაბამისი ეფექტური ღონისძიებები, მათ შორის, სანქციები, რომლებიც აღკვეთდა ქალთა წინააღმდეგ ძალადობას, როგორც ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფომ ქალის მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე დროული რეაგირება მოახდინა, რითაც შეასრულა პოზიტიური ვალდებულება ოჯახური ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმების მყისიერი ამოქმედების თვალსაზრისით. სამართალდამცავი ორგანოების ამგვარმა დროულმა რეაგირებამ, საბოლოო ჯამში, უზრუნველყო ძალადობის მსხვერპლი ქალის სათანადო დაცვა და საქმეზე დროული, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება.
სასამართლო შეფასების გარეშე ვერ დატოვებს ბრალდებულის ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას. უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ დაზარალებული, წლების განმავლობაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, განიცდიდა სისტემატურ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვ--–---- ა---------ს მხრიდან. იგი არაერთხელ გახდა, ასევე, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც, თუმცა, ოჯახის შენარჩუნების მიზნით, ყველაფერს ითმენდა და სამართალდამცავ ორგანოებს არ მიმართავდა. საბოლოოდ, 2015 წლის 9 აპრილს, ვ--–---- ა---------ს მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც იგი აღიარებულ იქნა მოძალადედ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მან არ შეწყვიტა ძალადობრივი ქცევა, რის შედეგადაც ხ------ა ღ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ასევე, არაერთხელ - სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში.
სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ვ--–---- ა---------ა, ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენის შემდეგ, თავისი ქცევით, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. მან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ და სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მისი მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: ვ--–---- ა--------- არის 40 წლის, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია პირველად, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები და ასაკოვანი დედა, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დაკავებამდე დასაქმებული იყო კერძო კომპანიაში ტაქსის მძღოლად.
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს დაზარალებულის პოზიციას, რომელიც ითხოვს ბრალდებულის კანონის შესაბამისად დასჯას. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ხ------ა ღ---------ს ინიციატივით სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო წარმოება მათი საერთო არასრულწლოვანი შვილისათვის ალიმენტის დანიშვნის თაობაზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი ამოწურული არ არის, დღემდე ისინი შერიგებულნი არ არიან.
სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ გარკვეული ვადით ვ--–---- ა---------ს საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობას, რამდენადაც მისგან მომდინარე ახალი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რეალურია. სასამართლოს აზრით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, დაზარალებულისადმი მისი დამოკიდებულების, დაზარალებულის პოზიციის, მისი ოჯახური მდგომარეობის და სხვა პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, ვ--–---- აკოფოვს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ--–---- ა---------ს მიმართ შერჩეული სასჯელი, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შექმნის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე. ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციონაწილი
სასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსსისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 531-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ედა 293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ--–---- ა--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის რედაქციით, 2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდისათვის), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდისათვის), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდისათვის), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 თებერვლის ეპიზოდისათვის) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 18 თებერვლის რედაქციით, ბოლო ორი წლის - 2017 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 1 მარტამდე ეპიზოდისათვის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის რედაქციით, 2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 თებერვლის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 18 თებერვლის რედაქციით, ბოლო ორი წლის - 2017 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 1 მარტამდე ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ვ--–---- აკოფოვს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. მსჯავრდებულ ვ--–---- აკოფოვს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1 მარტის 21:30 საათიდან.
3. მსჯავრდებულ ვ--–---- ა---------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე