განაჩენი

სისხლის სამართლის 21.04.2019
საქმის ნომერი
080100119002957707
დავის ტიპი
273
თარიღი
21.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/326-19 (#088060419001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21.04.2019წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი - ნანა გაბედავა

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ-–-----------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: ვ----–-----------ე

მამის სახელი: ბ------

დაბადებული: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ქ----------------–-----------–-----------

 

ადვოკატი - მ-----–-----ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილი.

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ვ----–-----------ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

შუამდგომლობის მიხედვით, ვ----–-----------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა - ნარკოტიკული საშუალების მარიხუანის უკანონო შეძენა - შენახვა; რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 6 აპრილს, 18:35 საათიდან, 18:55 საათამდე პერიოდში, ქალაქ ქუთაისში, ი-–--------------------------------------–------ საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარდა ვ----–-----------ის პირადი ჩხრეკა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ვ----–-----------ის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და მისივე ტანცმული, სპორტული შარვლის გარეთა მარჯვენა ჯიბეში ასევე უკანონოდ შენახული, ქაღალდის ფურცელში შეფუთული - 5,47 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“.

 

ვ----–-----------ე ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ვ----–-----------ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმე დ-------------ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე ნ--------–--–-–---–ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე მ------–-----–--ს გამოკითხვის ოქმი; მოწმე ლ-–-------–---–-–---–ის გამოკითხვის ოქმი; ქიმიური ექსპერტიზის #195/სქ დასკვნა; ვ----–-----------ის პირადი ჩხრეკის ჩხრეკის ოქმი, ფოტოცხრილით; ვ----–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული - ქაღალდის ფურცელში შეფუთული - 5,47 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ და საქმეში არსებული სხვა ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

2019 წლის 20 აპრილს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ ვ----–-----------ეს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-----–-----ის მონაწილეობით) და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ ვ-–-----------------ეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.

 

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

 

ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

2019 წლის 21 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა სისხლის სამართლის საქმე და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვ-–-----------------ის შუამდგომლობა ბრალდებულ ვ----–-----------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის და მის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. შუამდგომლობასთან ერთად საქმეს თან ერთვოდა საპროცესო შეთანხმების ოქმები.

 

საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

2019 წლის 21 აპრილს, ბრალდებულის პირველი წარდგენის სასამართლო სხდომაზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა ვ-–-----------------ემ იშუამდგომლა ბრალდებულ ვ----–-----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობის განხილვაზე უარის თქმის და მის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ, რასაც მხარი დაუჭირეს ბრალდებულმა ვ----–-----------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-----–-----ემ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვ-–-----------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 219-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვ-–-----------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს პროკურორ ვ-–-----------------ეს და ბრალდებულ ვ----–-----------ეს შორის 2019 წლის 20 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

3. ვ----–-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. მსჯავრდებულ ვ----–-----------ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 1000 (ათასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

5. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ვ----–-----------ეს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას:

ა) საადვოკატო საქმიანობის უფლება;

ბ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

გ)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

დ) პასიური საარჩევნო უფლება;

ე) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო ამავე მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის საფუძველზე 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

6.1. ბრალდებულ ვ----–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ქაღალდის ფურცელში შეფუთული - 5,47 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ და ქაღალდის ფურცელში შეფუთული - 1,95 გრამი მცენარე ყაყაჩოს თესლი - რაც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკონონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოშ - გადაეგზავნოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს და განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

7. საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ვ----–-----------ეს არ ათავისუფლებს სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

9. განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა, ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე