განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/323-19 (#057170419001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
19.04.2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ---------–----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: პ-------------ე
მამის სახელი: ვ-–-
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ--------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი
ბრალდებული: ზ-------------–-ა
მამის სახელი: მ--------
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ--------------------------------
ადვოკატი - ი-----–--–-----–ია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი
განსახილველი საკითხი: ბრალდებულების პ-------------ის და ზ-------------–-ას მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
შუამდგომლობების მიხედვით პ-------------ეს და ზ-------------–-ას ბრალი ედებათ მასში, რომ მათ ჩაიდინეს: - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
პ-------------ემ დაუდგენელ გარემოებებში, პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი - წონით 0,00169 გრამი, პ-------------ემ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება შეინახა პირადად, რაც 2019 წლის 17 აპრილს, ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში N1-ლი საჯრო სკოლის წინამდებარე საავტომობილო გზაზე.
ზ-------------–-ამ დაუდგენელ გარემოებებში, პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი - წონით 0,002 გრამი, ზ-------------–-ამ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება შეინახა პირადად, რაც 2019 წლის 17 აპრილს, ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა, ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში N1-ლი საჯრო სკოლის წინამდებარე საავტომობილო გზაზე.
პ-------------ეს და ზ-------------–-ას ზემოაღნიშნული ქმედებისათვის წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
პ-------------ის და ზ-------------–-ას მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეთა ე----------------------------------–---------------------------------------------------- ოქმები, პ-------------ის და ზ-------------–-ას პირადი, ჩხრეკის ოქმები და მისი შედეგები, თავად პ-------------ის და ზ-------------–-ას გამოკითხვის ოქმები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ცნობები ნასამართლობის შესახებ, განაჩენი ზ-------------–-ას მიმართ და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2019 წლის 19 აპრილს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ ბრალდებულებს პ-------------ეს, ზ-------------–-ას (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----–--–-----–იას მონაწილეობით) და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ---------–----ეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.
საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
2019 წლის 19 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა სისხლის სამართლის საქმე და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ---------–----ის შუამდგომლობები ბრალდებულების პ-------------ის და ზ-------------–-ას მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის და მათ მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. შუამდგომლობებთან ერთად საქმეს თან ერთვოდა საპროცესო შეთანხმების ოქმები.
საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
2019 წლის 19 აპრილს ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე სასამართლო სხდომაზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ---------–----ემ იშუამდგომლა ბრალდებულების პ-------------ის და ზ-------------–-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობების განხილვაზე უარის თქმის და მათ მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ, რასაც მხარი დაუჭირეს ბრალდებულებმა პ-------------ემ, ზ-------------–-ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–--–-----–იამ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ---------–----ის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 219-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ---------–----ის შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორ დ---------–----ეს და ბრალდებულ პ-------------ეს შორის 2019 წლის 19 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება;
3. პ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი, მასვე სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
4. სსსკ-ის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე პ-------------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში პ-------------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 17 აპრილიდან 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით.
6. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პ-------------ეს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას:
ა) საადვოკატო საქმიანობის უფლება;
ბ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
გ)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
დ) პასიური საარჩევნო უფლება;
ე) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო ამავე მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის საფუძველზე 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომლის ვადის ათვლა დაეწყოს გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.
7. პ-------------ეს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8. დამტკიცდეს პროკურორ დ---------–----ეს და ბრალდებულ ზ-------------–-ას შორის 2019 წლის 19 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება;
9. ზ-------------–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი, მასვე სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
10. სსსკ-ის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ზ-------------–-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
11. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში ზ-------------–-ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 17 აპრილიდან 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით.
12. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ზ-------------–-ას 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას:
ა) საადვოკატო საქმიანობის უფლება;
ბ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
გ)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
დ) პასიური საარჩევნო უფლება;
ე) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო ამავე მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის საფუძველზე 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომლის ვადის ათვლა დაეწყოს გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.
13. ზ-------------–-ას ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
14. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
14.1. პ-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ერთეული ეგრეთწოდებული შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით (ექსპერტიზიდან დაბრუნებული ოდენობით) - რაც ინახება ბაღდათის რაიონულ სამმართველოში - გადაეგზავნოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს და განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
14.2. ზ-------------–-ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ერთეული ეგრეთწოდებული შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით (ექსპერტიზიდან დაბრუნებული ოდენობით) - რაც ინახება ბაღდათის რაიონულ სამმართველოში - გადაეგზავნოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს და განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
15. საპროცესო შეთანხმების დამტკიცება პ-------------ეს და ზ-------------–-ას არ ათავისუფლებს სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
16. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
17. განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა, ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე