განაჩენი

სისხლის სამართლის 15.04.2019
საქმის ნომერი
080100119002932004
დავის ტიპი
276 3
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/279-19 (#076230119001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15.04.2019წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი-------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ბ--------------–--ე

მამის სახელი: რ------

დაბადებული: 1---------

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქე: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: არ მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

რეგისტრირებული: ჭ----------------------------–---------

 

ადვოკატი - თ----------–-–---–ი

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ბ--------------–--ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

შუამდგომლობის მიხედვით, ბ--------------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ჭიათურაში, ცხ---------------------- საცხოვრებელი სახლის წინ საავტომობილო გზაზე, ბ--------------–--ემ ,,ბმვ’’-ს მოდელის სახ. ნომრით W------ ავტომობილით, რგანის მიმართულებით მოძრაობისას ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მოძრაობა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ ,,საქართველოს კანონის 33.11 მუხლის მოთხოვნები, არ დაიცვა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფად გვერდითი ინტერვალი და შეეჯახა რგანის მიმართულებით საავტომობილო სამოძრაო გზაზე, კიდიდან 20-30 სანტიმეტრის მოშორებით, მოძრავ ქვეით ზ----------------ს. შედეგად ზ----------------მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

ბ--------------–--ე ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ბ--------------–--ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა, ფოტომასალა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, მ-----------ის გამოკითხვის ოქმი, დ--–----–--ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, ნ---------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, მ----------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, ბ---------–--ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ ზ-------------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

2019 წლის 15 აპრილს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ ბ--------------–--ეს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ----------–-–---–ის მონაწილეობით) და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ი-------------–---–ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.

 

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

 

ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

2019 წლის 15 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომაზე შემოვიდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ი-------------–---–ის შუამდგომლობა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

2019 წლის 15 აპრილს წინასასამართლო სხდომაზე პროკურორმა ი-------------–---–მა იშუამდგომლა ბ--------------–--ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

 

საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ი-------------–---–მა, ბრალდებულმა ბ--------------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ----------–-–---–მა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

სასამართლომ გამოიკვლია, რომ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულ უფლებამონაცვლესთან გაიარა კონსულტაცია და შეატყობინა მას საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ი-------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 219-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ი-------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს პროკურორ ი-------------–---–სა და ბრალდებულ ბ--------------–--ეს შორის 2019 წლის 15 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

ბ--------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომლის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.

 

მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პლასტმასისა და მინის ნამსხვრევები - რაც ინახება საგამოძიებო განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ზ-------------ის ტანსაცმელი - რაც ინახება საგამოძიებო განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

,,ბმვ’’-ს მოდელის სახ. ნომრით W------ ავტომობილი - რომელიც იმყოფება საჩხერის საჯარიმო ავტოსადგურზე - დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო შეთანხმების თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა, ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე