გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/1975-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - ნ--------–-–---–ი
წარმომადგენელი - ქ--------------------
მოპასუხე - სს „მ---------------ი“
წარმომადგენლები - ა--------–---–ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „მ---------------ს“ ნ--------–-–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროს 66 867 ლარის გადახდა;
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
201- წლის 8 თებერვალს და ამავე წლის 29 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა თამასუქის ხელშეკრულება. 201- წლის 8 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის მიერ უნდა შესრულებულიყო არაუგვიანეს 2017 წლის 8 თებერვლისა, ხოლო მეორე, 201- წლის 29 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები არაუგვიანეს 2018 წლის 28 მარტისა.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მხარემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა 2018 წლის 5 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება ვალის დაფარვის თაობაზე და ასევე იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მესამე პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის სასარგებლოდ.
აღნიშნული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიც არ შეასრულა მოპასუხე მხარემ და არ იხდის შეთანხმებულ თანხას. სარჩელის შემოტანის თარიღისათვის დავალიანების თანხის ოდენობა შეადგენს 66 867 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, განმარტა, რომ ყოველთვიურად იხდიდა თამასუქით განსაზღვრულ პროცენტებს. რაც შეეხება ძირ თანხას, მისი დაბრუნების ნაწილში განმარტა, რომ თავად კომპანია წარმოადგენს ფინანსურ ორგანიზაციას, რომელიც თავის მხრივ იმყოფება სასესხო სახელშეკრულებო ურთიერთობებში სხვა პირებთან. მოვალეთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სს „მ---------------ს“ მოვალეების მიმართ უკვე დაწყებული აქვს სასარჩელო და სააღსრულებო წარმოებები.
შესაგებელში აღნიშნულია, რომ ტექნიკური პრობლემების გამო, რომელიც მოპასუხეს შეექმნა, იგი ამ ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულებას. ის ფაქტი, რომ მოპასუხე თავს არ არიდებს ვალდებულების შესრულებას დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ 2018 წლის 5 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკის ხელშეკრულებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 201- წლის 08 თებერვალს, ნ--------–-–---–ს და სს „მ---------------ს“ შორის დაიდო პროცენტიანი მარტივი - „მწვანე თამასუქის შეძენის შესახებ ხელშეკრულება N1--9 რომლის თანახმადაც სს „მ---------------მა“ მიიღო თანხა 33 000 ლარი და იკისრა ვალდებულება 2017 წლის 02 აგვისტოს გადაეხადა აღნიშნული თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 201- წლის 08 თებერვლის ხელშეკრულება N1--9 (ს.ფ. 1- - 18);
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 19);
- თამასუქი (ს.ფ 20 - 21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.2. 201- წლის 29 სექტემბერს, ნ--------–-–---–ს და სს „მ---------------ს“ შორის დაიდო პროცენტიანი მარტივი - „მწვანე თამასუქის შეძენის შესახებ ხელშეკრულება N 1--1 რომლის თანახმადაც სს „მ---------------მა“ მიიღო 35 000 ლარი და იკისრა ვალდებულება 2018 წლის 28 მარტს გადაეხადა აღნიშნული თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 201- წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულება N1--1 (ს.ფ. 22 - 2-);
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 24);
- თამასუქი (ს.ფ 25 - 26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.3. 2018 წლის 5 ივლისს ნ--------–-–---–ს და სს „მ---------------ს“ შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მოვალეს კრედიტორის მიმართ შეთანხმების დადების დღისთვის გააჩნია ფულადი ვალდებულება 68 000 ლარის ოდენობით. შეთანხმება გაფორმდა 2018 წლის 08 თებერვალს და 201- წლის 28 სექტემბერს ამავე მხარეებს შორის გაფორმებული პროცენტიანი მარტივი - „მწვანე თამასუქის შეძენის შესახებ N1--9; N1--1 ხელშეკრულების საფუძველზე.
სს „მ---------------მა“ იკისრა ვალდებულება წინამდებარე შეთანხმების პირველ პუნქტში მითითებული დავალიანება 68 000 ლარი დაეფარა ათი კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიური თანაბარი რაოდენობის თანხის 566.67 ლარის, კრედიტორის საბანკო ანგარიშზე აღრიცხვის გზით, ყოველი თვის 25 მდე/ჩათვლით წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. დავალიანების თანხას არ ერიცხება საპროცენტო სარგებელი და/ან პირგასამტეხლო. შეთანხმებით მხარეებმა უარი განაცხადეს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე.
მხარეთა შეთანხმებით, ყოველთვიური გადასახადი თანხის შეუცვლელად, ყოველკვარტალურად მოხდება დავალიანების თანხის დაზუსტება იმ ვალუტასთან მიმართებაში, რომელშიც გაცემულ იქნა თამასუქი, იმ პირობით რომ, ნამეტი თანხა გადაიხდება ვადის ბოლოს, ხოლო ნაკლული თანხის შესაბამისად მოვალის გადაწყვეტილებით შემცირდება ვალდებულების გასტუმრების ვადა.
ხელშეკრულების მეორე პუნქტის თანახმად, სს „მ---------------ი“-ს დავალიანების 68 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. თბილისში, სოფ. თ------–ი ს/კ 7-.1-.2-.9--.
გადახდის გრაფიკის სამჯერ დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორის გადაწყვეტილებით წინამდებარე შეთანხმება შესაძლებელია შეწყდეს და კრედიტორს წარმოეშვება უფლება დარჩენილი ფულადი დავალიანების დაბრუნება მოითხოვოს დაუყოვნებლივ. ამ მუხლის მიზნებისათვის, თანხის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება (ს.ფ. 29);
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 30);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 32 - 33)
3.1.4. სს „მ---------------ი“-ს მიერ ნ--------–-–---–ისათვის გადასახდელი თანხა შეადგენს 68 000 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 201- წლის 08 თებერვლის ხელშეკრულება N1--9 (ს.ფ. 1- - 18);
- 201- წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულება N1--1 (ს.ფ. 22 - 2-);
- წერილობითი გაფრთხილება (ს.ფ. 33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ვალდებულება შესრულებული არა აქვს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--317-ე, 361-ე მუხლები
საქართველოს კანონი „თამასუქის შესახებ“
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ 201- წლის 08 თებერვალს ნ--------–-–---–ს და სს „მ---------------ს“ შორის, დაიდო თამასუქის შეძენის შესახებ ხელშეკრულება N1--9, რომლის თანახმადაც ინდოსანტმა მიიღო თანხა 33 000 ლარის ოდენობით. სს „მ---------------ი“-მა იკისრა ვალდებულება 2017 წლის 08 თებერვალს გადაეხადა აღნიშნული თანხა. აგრეთვე, 201- წლის 28 სექტემბერს ამავე მხარეებს შორის დაიდო თამასუქის შეძენის შესახებ ხელშეკრულება N1--1, რომლის თანახმადაც ინდოსანტმა მიიღო თანხა 35 000 ლარის ოდენობით. სს „მ---------------ი“-მა იკისრა ვალდებულება 2018 წლის 28 მარტს გადაეხადა აღნიშნული თანხა.
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, ინდოსამეტი პასუხს აგებს აქცეპტისა და თამასუქის გადახდისათვის, თუ სხვა რამ არ არის დათქმული.
მხარეებს შორის 2018 წლის 5 ივლისს დადებული შეთანხმების თანახმად, სს „მ---------------ი“-ს დავალიანება განისაზღვრა 68 000 ლარით. ამასთან, კომპანიამ იკისრა ვალდებულება ათი წლის განმავლობაში, ყოველთვიური თანაბარი რაოდენობის თანხის, 566.67 ლარის, კრედიტორის საბანკო ანგარიშზე აღრიცხვის გზით ყოველი თვის 25 მდე/ჩათვლით წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მიხედვით, თამასუქი შეიძლება გაიცეს გადასახდელად შემდეგი ვადების გათვალისწინებით: ა) წარდგენისთანავე; ბ) წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; გ) გაცემიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; დ) განსაზღვრულ დღეს;
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მიხედვით, თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული თამასუქი გადახდილი უნდა იქნეს მისი წარდგენისთანავე. თამასუქის გამცემის მიერ ეს ვადა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. აღნიშნული ვადები შეიძლება შეამციროს ინდოსანტმა.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად მხარეთა ახსნა - განმარტებით დასტურდება, რომ მოპასუხე მხარის მიერ დარღვეულია 2018 წლის 5 ივლისის შეთანხმების პირობები და ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ წარუდგინა მოთხოვნა მოპასუხეს, ამ უკანასკნელის მიერ დღემდე არ მომხდარა დარჩენილი 66 867 ლარის დაბრუნება.
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მიხედვით, თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგინის სარჩელი ინდოსანტს თამასუქის გამცემს და სხვა ვალდებულ პირებს შემდეგ შემთხვევებში: ა) გადახდის ვადის დადგომისას; ბ) გადაუხდელობისას;
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ სს „მ---------------ი“-ს მიერ თამასუქი გაიცა ნ--------–-–---–ის სახელზე. 2018 წლის 5 ივლისის შეთანხმებით იკისრა ვალდებულება ყოველთვიურად გადაეხადა 566.67 ლარი. სს ,,მ---------------ი“-ს მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 04 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
8. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. ამავე კოდექსის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაჩიო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ რამ განაპირობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასრულებლად მიქცევა, რამაც შემდგომში შესაძლოა გააძნელოს მისი აღსრულება, ზოგადად ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კრედიტორისათვის ზინაის მოტანას, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემისათვის ეს მნიშვნელოვანი ზიანი უნდა იყოს, სადაც მხედველობაში მიიღება გადაწყვეტილებით დადგენილი შესასრულებელი ვალდებულების შინაარსი და ხასიათი. მით უფრო როცა მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სხვა რაიმე უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248- 250-ე, 257-ე, 2591, 364-ე 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ--------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. სს „მ---------------ს“ ნ--------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 66 867 ლარის გადახდა;
3. სს „მ---------------ს“ ნ--------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 100 (ასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება;
4. არ დაკმაყოფილდეს ნ--------–-–---–ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში მითითებული წესების დაცვით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე