განაჩენი

სისხლის სამართლის 07.03.2019
საქმის ნომერი
330100117001839464
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/10-----

(გამოძიების №00----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნუ-------------ე,დაცვის მხარე:

ბრალდებული - გი----------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–-------------------------------–----------–----------------–------------------------------------------–-------------------–----------------------–----–------ში),ადვოკატი - გი-------------ი, ზუ-----–----ე,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი; 2. საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით.

 

დისპოზიცია: 1. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; 2. ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გი----------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. 2016 წლის 12 დეკემბერს, ქ. თბილისში, და------------–-----–----–----–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გი----------------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს ნა-----–----–---ს, მათი არასრულწლოვანი შვილის ნი------------–---–ის თანდასწრებით, კერძოდ, თავი ჩაარტყა თვალისა და წარბის არეში, რის შედეგადაც ნა-----–----–---ს გაუსკდა წარბი და დაულურჯდა თვალი. აღნიშნული მოქმედებით ნა-----–----–---მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2016 წლის 12 დეკემბერს, ქ. თბილისში, და------------ში, ორ---–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გი----------------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ მამას, ედ------------–---–ს, კერძოდ, თავი ჩაარტყა ცხვირის არეში და თითით გამოაგლიჯა ტუჩების ნაწილი, აღნიშნულმა გამოიწვია ედ------------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2016 წლის 12 დეკემბერს, ქ. თბილისი, და------------–-----–----–----–------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გი----------------–---–ის მიერ ნა-----–----–---ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

 

2.2. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2016 წლის 12 დეკემბერს, ქ. თბილისი, და------------ში, ორ---–------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გი----------------–---–ის მიერ ედ------------–---–ის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32.).

 

3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1.-1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ გი----------------–---–ის მიერ მეუღლის - ნა-----–----–---ისა და მამის - ედ------------–---–ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტების დასადასტურებლად (რაშიც გი----------------–---–ს ბრალი ედება), ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულებები: დაზარალებულების - ნა-----–----–---ის, ედ------------–---–ისა და მოწმეების - ნი------------–---–ისა და მა--------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც ისარგებლეს სსსკ-ის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

 

3.5. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

 

3.6. ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

 

3.7. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენებისა და მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგ.: თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; 2. სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას (არ სარგებლობს მისთვის სსსკ-ის 50-ე მუხლით მინიჭებული პრივილეგიით - არ მისცეს ჩვენება) და მხარე მოითხოვოს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემონსტრირებას).

 

3.8. ამდენად, ვინაიდან დაზარალებულებმა - ნა-----–----–---მა, ედ------------–---–მა, მოწმეებმა - ნი------------–---–მა და მა--------------–---–მა სასამართლოს არ მისცეს ჩვენება და სახეზე არ არის სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს დაზარალებულების - ნა-----–----–---ის, ედ------------–---–ის, მოწმეების - ნი------------–---–ისა და მა--------------–---–ის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა ისეთ ვითარებაში, როდესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ჩვენება, რომელიც ვიდეოჩანაწერის სახით იქნა სასამართლოში წარდგენილი და რომელიც ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება იყო, არ იყო საკმარისი ბრალდებულის მსჯავრდებისათვის, იმის მიუხედავად, რომ იგი გამყარებული იყო ფსიქოლოგის წერილობითი მოსაზრებით, რომელსაც მსხვერპლი გაენდო (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე A.H. v. Finland, პარ. 6, 10, 43-45). ბრალდებულს საშუალება უნდა ჰქონდეს დააკვირდეს მოწმის დაკითხვისას მის ქცევას, გააპროტესტოს მოწმის ჩვენებები და ეჭვქვეშ დააყენოს მათი სანდოობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე P.S. v. Germany, პარ. 26). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტი დაირღვა საქმეზე P.S. გერმანიის წინააღმდეგ (P.S. v. Germany), სადაც განსასჯელს ბრალი ედებოდა რვა წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში და ეროვნული სასამართლოები ბრალის დადგენისას მეტწილად დაეყრდნენ გოგონას ჩვენებებს, თუმცა ის მოსამართლეს არ დაუკითხავს და განმცხადებელს არ ჰქონდა მისი სარწმუნოობის შემოწმების შესაძლებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე P.S. v. Germany, პარ. 28).

 

3.10. ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული პრეცედენტებიდან გამომდინარე სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს გამოძიების ეტაპზე შედგენილი დაზარალებულ - ნა-----–----–---ის, ედ------------–---–ის, მოწმეების - ნი------------–---–ისა და მა--------------–---–ის გამოკითხვის ოქმები და საფუძვლად დაუდოს გი----------------–---–ის მიერ დაზარალებულებზე სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტების დადგენას.

 

3.11. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს სხდომაზე გამოკვლეული თითოეული მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:

 

3.12. გამომძიებელმა ზუ------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 12 დეკემბერს შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა ნი------------–---–ის მიერ ,,112-ში“ განხორციელებული სატელეფონო ზარის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. შემთხვევის ადგილზე დახვდა აგრესიული და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გი----------------–---–ი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მამას - ედ------------–---–ს. სახლში ასევე იმყოფებოდა ბრალდებულის დედა, რომელიც ბრალდებულის დაკავებას ითხოვდა. მოწმის განმარტებით, ედ------------–---–ს სახეზე დაზიანებების კვალი აღენიშნებოდა, ის და მისი მეუღლე ბრალდებულზე გი----------------–---–ზე მიუთითებდნენ, როგორც დაზიანებების მიმყენებელ პირზე, შესაბამისად იმოქმედა კანონის დაცვით და დააკავა გი----------------–---–ი. ბრალდებულის დედა შვილის დაკავებას სთხოვდათ, უთხრათ, რომ ,,ან შვილი მოკლავს მამას, ან მამა შვილს’’. შემთხვევის ადგილზე მეწყვილესთან ვლ------------------–--ესთან ერთად მივიდა. ნი----–--------------–---–ი შემთხვევის ადგილზე არ დახვდათ, თუმცა შემდეგ დაინახა. რაც შეეხება გი----------------–---–ს, მის მიერ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს არ შესწრებია.

 

3.13. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა - ვლ------------------–--ემ.

 

3.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ვა---–------–--ემ განმარტა, რომ გავლილი აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კურსი და მონაწილეობა მიიღო არასრულწლოვან ნი------------–---–ის დაკითხვის პროცესში. მოწმის განმარტებით არასრულწლოვანი ნი------------–---–ი გამოკითხვისას ადასტურებდა, რომ გი----------------–---–მა იძალადა ოჯახის წევრებზე - ნა-----–----–---ზე და ედ------------–---–ზე.

 

3.15. მოწმის სახით დაკითხულმა ალ----------------------მა განმარტა, რომ 2016 წლის 12 დეკემბერს დაუკავშირდა რძალი მა--------------–---–ი, მათთან მისვლა და დახმარება სთხოვა. ედ------------–---–ის სახლში მისვლისას ედ--ი, გი-----ი და მა--------------–---–ები დახვდნენ. ედ------------–---–ს სახეზე დაზიანებების კვალი ემჩნეოდა. ოჯახის წევრები ერთმანეთში საუბრობდნენ და ის ოთახიდან გამოუშვეს. მისი მისვლიდან მალევე გამომძიებლები მივიდნენ. მოწმის განმარტებით ჩხუბს და რაიმე სახის კონფლიქტს მამა-შვილს შორის უშუალოდ არ შესწრებია.

 

3.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - ზუ------------–-–---–ი, ვლ------------------–--ე, ვა---–------–--ე, შო-----------ე და მი----–--------–---–ი არიან პოლიციის თანამშრომლები, ხოლო ალ----------------------ი არის ედ------------–---–ის ძმა, რომელიც რაიმე სახის კონფლიქტს უშუალოდ არ შესწრებია. აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მართებულობა, რომლებიც მათ მიერ იქნა ჩატარებული ან რომელშიც მიიღეს მონაწილეობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, რაც მხარეთა მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების (ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტების შესახებ) მიმართ ან საერთოდ არ არის რელევანტური ან წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას).

 

3.17. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე, პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

3.18. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).

 

3.19. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - ზუ------------–-–---–ის, ვლ------------------–--ის, ვა---–------–--ის, ედ------------–---–ის, შო-----------ის და მი----–--------–---–ის ირიბი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს თუ რა მოხდა 2016 წლის 12 დეკემბერს ქ. თბილისი, და------------ში, ვ. ფშ----–------ში, და ქ. თბილისი, და------------ში, ორ---–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში, განახორციელა თუ არა გი----------------–---–მა ცოლის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მამის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

 

3.20. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 22 დეკემბრის #00------- დასკვნის თანახმად (ექსპერტი ეკ------–--–---–ი):

- მოქალაქე ნა-----–----–---ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები (ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში) ნაკაწრების, სისხლნაჟღენთების, ნაჭდევის და ერთი უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით (ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ აღწერილობით ნაწილში). ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მსხვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დანარჩენი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების/ მოქმედებით და ყველა დაზიანება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

 

3.21. ექსპერტმა ეკ------–--–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ 2016 წლის 22 დეკემბერს გაცემული ექსპერტიზის დასკვნა.

 

3.22. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 თებერვალს #00------- დასკვნის თანახმად (ექსპერტი გი---------------ე):

- 1-2. წარმოდგენილი ქ. თბილისის შპს ,,ნ--------------–სის’’ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N------ის და ამავე კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-------ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქალაქე ედ------------–---–ი 2016 წლის 12 დეკემბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნულ კლინიკაში მკურნალობას გადიოდა 2----–-–--------------------------------------------------------------------, დიაგნოზით: ცხვირის ძვლების მოტეხილობა, თავის ტრავმა დაუზუსტებელი. ნახეთქ-ნაფლეთოვანი ჭრილობა მარჯვენა ლოყის არეში. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით მოქალაქე ედ------------–---–ს ასევე აღენიშნებოდა სახის მიდამოებში ჰემატომები, მრავლობითი ექსკორიაციები და ნახეთქი ნაფლეთოვანი ჭრილობა მარჯვენა ლოყის არეში, ტუჩის კუთხის დაზიანებით, აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

3.23. ექსპერტმა გი---------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 10 თებერვალს გაცემული ექსპერტიზის დასკვნა.

 

3.24. სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა, თუმცა ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის და ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ ნა-----–----–---ს და ედ------------–---–ს აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, თუმცა აღნიშნული ექსპერტის დასკვნით იმ ფაქტის დადგენა თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა ნა-----–----–---სა და ედ------------–---–ს აღნიშნული დაზიანებები, შეუძლებელია. ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ეს დაზიანება დაზარალებულებს მიაყენა გი----------------–---–მა, უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც დადასტურებული არ არის არცერთი უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებებით (მით უფრო მტკიცებულებების ერთობლიობით).

 

3.25. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 30 დეკემბრის #1-------- დასკვნის თანახმად (ექსპერტი ნი----–------------–--ე):

1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ედ------------–---–ის მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანება ღილის ამოგლეჯის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

- ჯინსის შარვლის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.

-დაზიანებების ადგილმდებარეობა და აღწერა იხილეთ დასკვნის კვლევით ნაწილში და ფოტოცხრილში.

2. ედ------------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები შეესაბამება თუ არა მის ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებს, დადგენა შესაძლებელი იქნება ედ------------–---–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.

 

3.26. ექსპერტმა ნი----–------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა 2016 წლის 30 დეკემბერს გაცემული ექსპერტიზის დასკვნა.

 

3.27. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 20 იანვარს #8--- დასკვნის თანახმად (ექსპერტი ვე-------–-----–--ე):

- ედ------------–---–ის სისხლი მიეკუთვნება Ba/III/ ჯგუფს.

- ნა-----–----–---ის სისხლი მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს.

-ედ------------–---–ის მაისურზე და შარვალზე აღმოჩნდა სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Ba/III/ ჯგუფს.

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Ba/III/ ჯგუფს.

- ედ------------–---–ის სისხლი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდებზე და ედ------------–---–ის მაისურზე და შარვალზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Ba/III/ ჯგუფს.

-ბიოლოგიური ექსპერტიზის განყოფილებაში სისხლის იდენტურობაზე გამოკვლევა არ ტარდება.

 

3.28. ექსპერტმა ვე-------–-----–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა 2017 წლის 20 იანვარს გაცემული ექსპერტიზის დასკვნა.

 

3.29. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ანაწმენდებზე, ტანსაცმელზე ერთი და იგივე სისხლის ჯგუფის არსებობა ვერ გამოდგება ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად. სადავო არ არის, რომ ედ------------–---–ს ჰქონდა დაზიანებები, ცხოვრობდა იმავე სახლში და ლოგიკურია, რომ ანაწმენდებზე აღმოჩნდა ერთი და იგივე ჯგუფის სისხლი. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები არაინფორმატიულია და არც პირდაპირ და არც ირიბად არ ადასტურებს ვინ იძალადა დაზარალებულებზე ფიზიკურად.

 

3.30. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 12 დეკემბერს, ძ---–-------–------------------–-------- განყოფილების ინსპექტორ - გამომძიებელ მე-----------–-–---–ის მიერ, ექსპერტების - სა-------------ვისა და ნი----------ის, მოწმეების მა--------------–---–ისა და ნა-----–----–---ის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი - საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. თბილისში, და------------ი, გრ. ორ---–---------------. ოქმში დეტალურად არის მითითებული ბინის აღწერილობა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ იქნა: მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.

 

3.31. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების კანონთან შესაბამისობა დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა - მე-----------–-–---–მა და ექსპერტებმა - სა-------------ვმა და ნი----------ემ.

 

3.32. 2016 წლის 13 დეკემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, ედ------------–---–მა ნებაყოფლობით წარადგინა დაკითხვისას თავისი კუთვნილი მაისური და შარვალი, რომელიც ეცვა მისი ცემის დროს.

 

3.33. 2016 წლის 13 დეკემბრის ფოტოსურათის დათვალიერების ოქმის თანახმად, ძ---–-------–------------------–-------- განყოფილების ინსპექტორ - გამომძიებელ მე-----------–-–---–ის მიერ, მოწმე - ვლ------------------–--ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა მოწმის მიერ წარმოდგენილი სამი ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახულია მამაკაცი მოწმის განმარტებით ედ------------–---–ი.

 

3.34. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2016 წლის 12 დეკემბერს, 21:37 საათზე, ძ---–-------–-----------------–--------–-–-------- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვლ------------------–--ის მიერ დაკავებულ იქნა გი----------------–---–ი.

 

3.35. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად დაზარალებულთა სხეულზე არსებული დაზიანებებისა, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებმა - ნა-----–----–---მა და ედ------------–---–მა, მოწმეებმა - ნი------------–---–იმა და მა--------------–---–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა გი----------------–---–ის მხრიდან მეუღლეზე ფიზიკური ძალადობისა და მამის ედ------------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტების დადგენა (სხეულის დაზიანებების მიმყენებელი პირის დადგენა). აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოწმე ზუ------------–-–---–ის განმარტებით (რომელიც არის პოლიციის თანამშრომელი და მივიდა შემთხვევის ადგილზე) ბრალდებულის დედამ პოლიციელებს განუცხადათ, რომ შვილი დაეკავებინათ, ვინაიდან ან შვილი მოკლავდა მამას ან მამა შვილს. მიუხედავად იმისა, რომ ზუ------------–-–---–ის ჩვენება არის ირიბი ხასიათის და სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ირიბი ჩვენების საფუძველზე უტყუარად დაადგინოს ფაქტები, ზემოაღნიშნული ფრაზა (ან შვილი მოკლავდა მამას ან მამა შვილს) სასამართლოსთვის შინაგანი რწმენის თვალსაზრისით კიდევ უფრო ბუნდოვანს და სავარაუდოს ხდის შემთხვევის ადგილზე მომხდარ სავარაუდო ფაქტობრივ გარემოებებს, ვინაიდან მათ შორის სავარაუდოდ მამის როლზე და მამის მხრიდან შვილის მოკვლაზეც არის საუბარი. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოსთვის პირდაპირი მოწმეების ჩვენებების გარეშე გაურკვეველი რჩება, რა ვითარებაში მიიღო ედ------------–---–მა სახეზე არსებული დაზიანებები, მისი მხრიდან ხომ არ განხორციელებულა რაიმე ფორმით ძალადობა შვილზე და სხვა. აღნიშნული კითხვები ლოგიკურად ჩნდება, თუმცა იმ პირობებში როდესაც საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი ხასიათის უტყუარი მტკიცებულება, ყველა კითხვა, რაც მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა დაისვას და ყველა შეფასება, რაც შესაძლოა გაკეთდეს, არის სავარაუდო და აბსტრაქტულად მსჯელობის საგანი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება მოცემულ საქმეში არის ის, რომ ალ----------------------ი, რომელიც პირველი მივიდა სავარაუდო შემთხვევის ადგილზე და იქ იმყოფებოდა პოლიციის მისვლის დროსაც, არ ადასტურებს გი----------------–---–სა და მისი ოჯახის წევრებს შორის რაიმე სახის შეურაცხყოფის ან ძალადობის ფაქტს. მოწმის განმარტებით ჩხუბს და რაიმე სახის კონფლიქტს მამა-შვილს შორის უშუალოდ არ შესწრებია. საინტერესოა თუ ალ----------------------ი არ ადასტურებს რაიმე სახის შეურაცხყოფის (მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფის) ფაქტს, ზუ------------–-–---–ი როგორ შეესწრო პირადად გი----------------–---–ის მიერ მამის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფის ფაქტს (აღნიშნულზე ზუ------------–-–---–ი გამოძიების ეტაპზე დაკითხვის ოქმშიც არ უთითებდა). მართალია ბრალდების მხარე გი----------------–---–ს პირის ბრალდების დადგენილების თანახმად, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ოჯახის წევრის მიმართ არ ედავება, თუმცა ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ბრალდების მხარის ირიბი მოწმის ჩვენებებიც კი წინააღმდეგობრივია და პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რომელი მოწმე საუბრობს სიმართლეს, თუნდაც სავარაუდო კონფლიქტის შემდგომ არსებულ ვითარებაზე.

 

3.36. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვის დროს გამოიყენა დუმილის უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება. საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამდენად, ბრალდებულის მიერ დუმილის უფლებით სარგებლობა ვერ იქნება გამოყენებული მის წინააღმდეგ და ვერ შეფასდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

3.37. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებისა, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებმა - ნა-----–----–---მა, ედ------------–---–მა და მოწმეებმა - ნი------------–---–მა და მა--------------–---–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, სისხლის სამართლის საქმეში არ დარჩა არცერთი უტყუარი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა გი----------------–---–ის მიერ მეუღლეზე და მამაზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტების დადგენა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

4.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ გი----------------–---–ი, ნა-----–----–---ი და ედ------------–---–ი არიან ოჯახის წევრები (გი----------------–---–ი არის ედ------------–---–ის შვილი, ხოლო ნა-----–----–---ი გი----------------–---–ის მეუღლე), თუმცა ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება (არა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა), რომელიც დაადასტურებდა გი----------------–---–ის მიერ ნა-----–----–---ისა და ედ------------–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტებს.

 

4.5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

4.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.).

 

4.8. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.9. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

4.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

 

4.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გი----------------–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუქტითა და 111,120-ე მუხლით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.12. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე გი----------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა სრულად შეესაბამება ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამ კატეგორიის საქმეებზე დადგენილ პრაქტიკას. იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულის ოჯახის წევრმა სავარაუდო დაზარალებულებმა არ მისცეს ჩვენება სასამართლოს და საქმეში არ მოიპოვება სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენებზე პროკურორების მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის N380აპ-17 განჩინება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის N258აპ-17 განჩინება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-276-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი----------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.

 

2. გი----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს განჩინება და ყადაღა მოეხსნას (გირაოს - 2 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დადებული) ედ------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - ქ. თბილისი, და------------ი, საკადასტრო კოდი: 8-.01.0-.9---

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გი----------------–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ანაწმენდები და სისხლის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

· დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

· ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი