განაჩენი

სისხლის სამართლის 01.04.2019
საქმის ნომერი
080100118002657134
დავის ტიპი
19 - 108
თარიღი
01.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/866-18 (N069100718001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

01.04.2019წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ-------------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: თ-------------------ი

მამის სახელი: ტ------–

დაბადებული: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული: გ------------------------–----------------

 

ადვოკატი - ზ----------------, გ----–-----–--.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თ-------------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ-–---–-------–---------------------------–- მდებარე სახლში თ-------------------მა, შურისძიების მოტივით, დანის გამოყენებით სცადა ყოფილი მეუღლის ს------------------ისა და ამ უკანასკნელის ამჟამინდელი ქმრის გ---------------–---–ის მოკვლა.

 

ს------------------ეს გულმკერდის, კეფის, საფეთქლისა და ხელის მიდამოებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები. ხოლო, გ---------------–---–ს გულმკერდისა და ზედა კიდურების მიდამოებში - ასევე მრავლობითი დაზიანებები.

 

საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი----------ის ჩვენების თანახმად მას აქვს საკუთარი სასურსათო მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქ--–---–---–-------–-------------–------------–ი. ეს მაღაზია მუშაობს დილის ცხრის ნახევრიდან ღამის 12 საათამდე. 2018 წლის 9 ივლისს, ღამის 12 საათი სრულდებოდა, როდესაც ის მაღაზიის დაკეტვას აპირებდა, ამ დროს შემოვიდა მაღაზიაში ადამიანი, რომელმაც უთხრა, რომ დაერეკა სასწრაფოსათვის და პოლიციისათვის. ეს ადამიანი იყო დაჭრილი და სისხლით დასვრილი. მან დარეკა 112-ზე და შეატყობინა აღნიშნული ფაქტი და ისიც, რომ დაზარალებულის განმარტებით, მასთან ერთად ქალიც იყო დაჭრილი. როცა ტელეფონზე საუბარი დაამთავრა, მის შეკითხვებზე დაჭრილმა პიროვნებამ უპასუხა, რომ ბავშვი ჰყავდა ჩამოყვანილი ყოფილ მეუღლესთან, უნდა დაეტოვებინა და ისევ დაბრუნებულიყო. ამ დროს სახლში შემოვარდა ამ ქალის ამჟამინდელი მეუღლე და დაეტაკა ორივეს. ამ პიროვნებას ზემოთ არაფერი ეცვა, ფეხშიშველი იყო, მხოლოდ შარვალი ეცვა. მარცხენა მხარე დასვრილი ჰქონდა მთლიანად სისხლით- როდესაც დარეკა 112-ში, მალევე მოვიდა პოლიციაც და სასწრაფოც. იმ ადგილიდან, რომელიც პიროვნებამ აღუწერა შემთხვევის ადგილად, მაღაზიამდე მანძილი იქნება დაახლოებით 100-150 მეტრი. დაჭრილ ადამიანს მკლავი ჰქონდა სისხლიანი, ხელებზე არ დაკვირვებია.(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--------------ის ჩვენების თანახმად ის მუშაობს წ---–-------ს შს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 9 ივლისს დ--------------ზე თ-------------------მა მის მეუღლეს დანით მიაყენა სხეულის დაზიანება, ასევე დაჭრა მასთან მყოფი გ---------------–---–იც. ამ საქმესთან დაკავშირებით მან ქუთაისის ინტერვენციულ მედიცინის ეროვნულ ცენტრში მოახდინა ს------------------ისა და გ---------------–---–ის ტანსაცმლის ამოღება და აიღო ორივე პიროვნების სისხლის ნიმუშები, ასევე გამოკითხა ექიმი ლ----------–-–---–ი ტანსაცმლის ამოღების ირგვლივ. გ---------------–---–ის ტანსაცმელი იყო ჯინსის შარვალი და მოლურჯო ფერის ქამარი, ს------------------ის კი - მუქი შინდისფერი კაბა-შარვალი. ამ ტანსაცმელებს ჰქონდა სისხლის კვალი. იმავე დღეს, 10 ივლისს ჩაატარა სისხლის ნიმუშების აღება ექთან ზ------------ის დახმარებით- ოქმები შეადგინა თავად, რომლებზეც ხელი მოაწერეს როგორც ექთანმა, ასევე დაზარალებულებმა. მოწმე დაზარალებულებს გაესაუბრა, რომ მათგან სისხლის ნიმუშის აღებაზე ნებართვა აეღო, რაზეც ორივემ თანხმობა განაცხადა. ყველა ნივთი დაილუქა ადგილზე. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ----------–-–---–მა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-------------ს ჩვენების თანახმად ის არის გულ-მკერდის და მუცლის ღრუს ქირურგი. მასთან თავდაპირველად მიიყვანეს გ---------------–---–ი, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები, იმ პერიოდში სანამ ის გ-------ს ჭრილობებს ამუშავებდა, ამ დროს მოიყვანეს ს------------------ე. ვინაიდან თავად დაკავებული იყო, ამ დროს გამოიძახეს ნეიროქირურგი და ტრავმატოლოგი და როდესაც მან გ-------ს ჭრილობების დამუშავება დაამთავრა, მაშინ ნახა ს------------------ე. ამის შემდეგ მოხდა ს-------ს ჭრილობების დამუშავება. ორივე პაციენტის შემთხვევაში სახეზე იყო გულ-მკერდის ჭრილობები, ამიტომ პაციენტები მოხვდა მისი მეთვალყურეობის ქვეშ, განყოფილებაში. ორივეს მკურნალი ექიმი თავად იყო და ორივე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა კლინიკიდან. მოწმის თქმით, როდესაც რამდენიმე სპეციალისტი ერთვება პაციენტის მკურნალობაში, იმ შემთხვევაში, რომლის სპეციალობის მიხედვით ან რაოდენობრივად მეტია ჭრილობები და უფრო სავარაუდოა გართულება, იმ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება პაციენტი. ამ შემთხვევაში კიდურებზე ჭრილობები ზედაპირული იყო, გ-------ს შემთხვევაში გულ-მკერდის ჭრილობაც ზედაპირული იყო, მაგრამ ტორსი - გულ-მკერდი ითვლება წამყვანად მედიცინაში, ამიტომ დარჩა მისი მეთვალყურეობის ქვეშ. ს-------ს შემთხვევაში მარჯვენა პლევრის ღრუში შემავალი ჭრილობების გამო ის აუცილებლად თორაკო ქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, ვინაიდან შეიძლება გართულდეს პაციენტის მდგომარეობა და აუცილებელი გახდეს ფილტვზე ოპერაციის ჩატარება. თუმცა, ამის საჭიროება არ დამდგარა. ქირურგიულად დამუშავდა ჭრილობები, შემოწმდა იყო თუ არა რომელიმე ღრუში შემავალი და იყო თუ არა ორგანოების დაზიანება. გ-------ს შემთხვევაში ასეთი არ ყოფილა, ამიტომ პირველადი ქირურგიული დამუშავების წესით დამუშავდა და გადავიდა განყოფილებაში. ს-------ს შემთხვევაში იყო პლევრის ღრუში შემავალი ჭრილობა, ფილტვი იყო კოლაბირებული, ანუ შეკუმშული ნაწილობრივ. ქირურგიული დამუშავება გახდა საჭირო. ფილტვი ნორმაში მთლიანად ავსებს პლევრის ღრუს მარჯვენა-მარჯვენას, მარცხენა-მარცხენას. იმ შემთხვევაში როდესაც ფილტვი ნაწილობრივ ჩაფუშულია, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზეც და რენტგენზეც თავისებური სურათი აქვს, ანუ ის სრულად არ ავსებს, გულ-მკერდის ღრუსა და ფილტვის ქსოვილს შორის არის ან ჰაერი, ან სისხლი, ან სითხე, არ არის ფილტვი მთლიანად გაშლილი. ამ შემთხვევაში მარჯვენა ფილტვის პლევრა იყო კოლაბირებული. ერთ-ერთი მიზეზი, რაც იწვევს ამას, არის მექანიკური დაზიანება და ჰაერის შესვლა. ეს ჭრილობის გარედან შესული ჰაერი იყო, თუ ფილტვის დაზიანება მოხდა და ფილტვიდან გამოვიდა ჰაერი, ეს ორივე მიზეზია კოლაბირების. ამიტომ პაციენტი აუცილებლად რჩება კლინიკაში, ჭრილობები დამუშავდება და გაიკერება. თუ გარედან შესულია ჰაერი ან მცირედ დაზიანებულია ფილტვი, ადამიანის ორგანიზმს რეგენერაციის კარგი უნარი აქვს, ის მალევე შეახორცებს ამას და საოპერაციო არ გახდება. მეორე დღეს დილით ფილტვი მთლიანად გაშლილი იყო და ოპერაცია არ ჩატარდა. ს-------ს შემთხვევაში მარჯვენა ბეჭს ზემოთ იყო 2 ჭრილობა საყურადღებო, რადგან ყველაზე მეტად ეს ჭრილობები იყო ემთხვეოდა ფილტვის კოლაბირების პოზიციას. ს------- დაახლოებით გაეწერა მესამე-მეოთხე დღეს. სამედიცინო თვალსაზრისით პაციენტს ეკითხებიან, თვითონ მიიყენა ჭრილობები თუ არა. ამას მედიცინისთვის მნიშვნელობა აქვს. როდესაც მან იკითხა, საიდან იყო ჭრილობები, ორივემ განმარტა, რომ თვითონ არ მიუყენებიათ- სხვა კითხვები არ დაუსვამს. ს-------ს ასვე ჰქონდა მარჯვენა კეფის საფეთქლის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობა, მარჯვენა ქვედა ქუთუთოს ჭრილობა მარჯვენა ლოყაზე. მოწმის თქმით ეს ჭრილობები დამუშავდა ნეიროქირურგის მიერ. მის ჩანაწერში არის ყველაფერი მოხსენიებული. ს-------ს შემთხვევაში დაფიქსირდა 2 შემავალი ჭრილობა: კანის ზედაპირიდან პლევრის ღრუმდე. დანარჩენ შემთხვევაში, როდესაც ჭრილობა შემავალი არ არის, აფიქსირებენ სიგრძეს. (სასამართლო სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს-----–------------ის ჩვენების თანახმად ს------------------ე არის მისი მეზობელი. ისინი ცხოვრობენ წ---–-------–-, დ--------------ზე მეზობლად. მას ს-------სთან ახლო ურთიერთობა არ აქვს. 2018 წლის 9 ივლისს ის იმყოფებოდა სახლში, ადრე დაწვა და დაიძინა. ხმაური გაიგონა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. 9 ივლისს გარეთ არ გამოსულა სახლიდან. აღნიშნული ფაქტის შესახებ გაიგო მეორე დღეს მეზობლებისგან, კერძოდ, ჯ----–----------ისგან, რომ ს-------ს ყოფილმა და ამჟამინდელმა მეუღლეებმა იჩხუბეს, დაიჭრა ს------- და მისი მეუღლე. მან არ იცის ს-------ს ყოფილი და ამჟამინდელი მეუღლეების სახელები. ჩხუბის მიზეზი მოწმის განმარტებით იყო ის, რომ ს-------ს ამჟამინდელ მეუღლეს სახლში დახვდა ს-------ს ყოფილი მეუღლე. ს------- საავადმყოფოში იყო რამდენიმე დღე, შემდეგ გამოკეთდა, მივიდა სახლში, მაგრამ მოწმეს მასთან არ უსაუბრია. მისი ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა დაჭრა ახლანდელი ქმარი, რომელიც მოვიდა ბავშვის სანახავად. ეს ფაქტი გაიგო ჯ----–----------ისაგან (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ------------–----–---–ის ჩვენების თანახმად თ-------------------სა და ს------------------ეს იცნობს დაახლოებით 3 წელია. 2018 წლის 10 ივლისს მუშაობდა „მაქსიმში“ - ტაქსების გამოძახების სერვისში. ჰყავდა ავტომანქანა ოპელი. ის იმყოფებოდა წ---–-------–-, გამოძახება მოხდა გ---------დან. როდესაც მივიდა, დახვდა თ-------------------ი, რომელიც ანერვიულებული იყო. მის შეკითხვაზე, თუ რა მოხდა, უთხრა, რომ ჩხუბი მოუვიდა ოჯახში. თ----------ი ზ----------ში წაიყვანა მეგობრებთან, მისივე თხოვნით, დატოვა იქ და წამოვიდა. მოწმის განმარტებით, თ-------------------ის ტანსაცმელზე, კერძოდ, შარვალზე ემჩნეოდა სისხლის და ტალახის ლაქა. მან უთხრა, რომ ის ჩხუბის დროს წაიქცა. რადგან თ----------ი ანერვიულებული იყო, ამიტომ მისთვის შეკითხვები არ დაუსვამს. გ-------ი მგზავრობისას, მის გვერდით წინ იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა, თუმცა მას საუბარი არ მოუსმენია. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჯ----–----------ის ჩვენების თანახმად ის არის ს------------------ის მეზობელი, ცხოვრობს იმავე კორპუსში, გვერდით სადარბაზოში. 2018 წლის 10 ივლისს, ღამეს, დაახლოებით თორმეტის ნახევრიდან თორმეტ საათამდე გაიგონა ყვირილის ხმა, გაიხედა გარეთ, საეჭვო ვერაფერი შენიშნა და შებრუნდა სახლში. დაახლოებით ნახევარ საათში სადარბაზოში გავიდა სიგარეტის მოსაწევად და შენიშნა პოლიციის მანქანა. პოლიციის თანამშრომლისგან გაიგო, რომ ს------------------ის ყოფილმა ქმარმა დაჭრა ს------------------ე და მისი მეორე ქმარი. მან ყვირილის ხმა ვერ იცნო, თუმცა ხმის მიმართულებიდან გამომდინარე, მიხვდა, რომ ეს ქალი ს------- იქნებოდა. მისი თქმით ს------- ხშირად ჩხუბობდა, ძირითადად ბავშვებს ეჩხუბებოდა და იმ დროსაც ჩათვალა, რომ ს------- ისევ ბავშვებს ეჩხუბებოდა. იმ საღამოს ს------- ნახა, როდესაც საკაცით ჩამოჰყავდათ სისხლიანი, უგონო მდგომარეობაში. მეზობლებიც იყვნენ იმ დროისათვის ეზოში, მაგრამ დაზუსტებით არ ახსოვს მათი ვინაობა. მათთან არ უსაუბრია. ს-------ს ყოფილ ქმარს - გ---------------–---–ს არ იცნობს და ეს პიროვნება ს-------ს გვერდით არ დაუნახავს. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ გ---------------–---–ის ჩვენების თანახმად ს------------------ესთან ქორწინებაში იმყოფებოდა დაახლოებით 3-4 წელია. დაშორდნენ დაახლოებით 7-8 წელია და მათ ჰყავს საერთო შვილი - 8 წლის მ------ი. 2018 წლის ივლისის თვეში მან თავისი შვილი ჩაიყვანა ს-------სთან დასარჩენად ქალაქ წ---–-------–-, საიდანაც ბავშვი წაიყვანა ს-------ს დედამ. თავად კი სახლში დარჩა ს-------სთან ერთად. 9 ივლისს ჩავიდა მაღაზიაში და ამოიტანა ლუდი და არაყი და დალია სამზარეულოში. იმ დღეს ს-------ს ტელეფონი ურეკავდა, ის კი არ პასუხობდა ზარს. ვინ ურეკავდა არ იცის. სმის დროს გ---------------–---–ს ლუდი გადაესხა მაისურზე, რომელიც ს-------მ გაურეცხა, რის გამოც იყო წელს ზევით შიშველი. შემდეგ გავიდნენ მისაღებში, სადაც ბავშვიც იყო, რომელიც ს-------ს ჰყავს მეორე ქმრისგან (ბრალდებულისგან), ის არის დაახლოებით 1 წლის. გ------- ტელევიზორს უყურებდა, როდესაც კარზე კაკუნი ხმა გაისმა. ს------მ გააღო კარი და თქვა, რომ მისი ქმარი მოვიდა - თ-------------------ი. ამ დროს მოწმე გავიდა სამზარეულოში, რათა მაისური გადაეცვა. თუმცა, ვერ იპოვა. თავდაპირველად ს-------ს მეუღლე შევიდა ბავშვის ოთახში, თვითონ კი სამზარეულოში იყო. თ-------------------ი მალევე გამოვიდა ოთახიდან და წელს ზევით შიშველი მოწმე დაინახა სამზარეულოში, დაუყვირა მას თუ ვინ იყო. იმავდროულად იგრძნო დარტყმა მკლავში და ძლიერი ტკივილი. შემდეგ თ----------მა მოქაჩა მას ისევ მკლავში და გამოაგდო გასასვლელისკენ. ს------- ამ დროს ჯერ კიდევ ბავშვთან იყო. როდესაც ს------- შევიდა სამზარეულოში, ამ დროს გ---------------–---–ი კედელთან იდგა და დაინახა, რომ თ-------------------ი დანიან ხელს უქნევდა ს-------ს. თავად მოწმე აღარ განძრეულა და არც სამზარეულოს შიგნით შესულა. მალევე გამოვიდა თ----------ი, დაინახა, რომ ის კედელთან იდგა, დაუყვირა შენ კიდევ არ წასულხარო, დანა სამზარეულოში გადააგდო და წავიდა. თავადაც გაჰყვა მას, რომ შველა ეთხოვა. მოწმის განმარტებით, თ-------------------მა მას დაარტყა პურის საჭრელი საოჯახო დანა, რომელიც მაგიდაზე იდო, დაახლოებით 3-4 ჯერ. თან სიტყვიერად ეუბნებოდა გაეთრიეო. მასაც სურდა გარეთ გასვლა, მაგრამ ვინაიდან წელს ზევით არაფერი ეცვა, ვერ გავიდა. როდესაც გ-------ი ს-------ს დანას უქნევდა, ესმოდა ს-------ს ხმა, რომელიც თ-------------------ს ეუბნებოდა, რომ მას არავინ ეკითხებოდა ვინ იქნებოდა მის სახლში. სამზარეულო იყო ვიწრო და დაჭრილი ს------- გაზზე იყო დაყუდებული. მან სისხლი შეამჩნია და ამიტომ გავიდა გარეთ, რომ დახმარება ეთხოვა. ამ ფაქტამდე მოწმე გ-------ს საერთოს არ იცნობდა და იმ დღეს პირველად ნახა. დასმულ შეკითხვებზე მოწმე განმარტავს, რომ როდესაც დანის დარტყმის შემდეგ თ----------მა სამზარეულოდან გამოაგდო, ის კედელთან იდგა. ამ დროს ს------- მისაღებიდან, სადაც ბავშვს ეძინა, გამოვიდა და შევიდა სამზარეულოში; დარწმუნებით შეუძლია იმის თქმა, რომ როდესაც მასთან სამზარეულოში შევიდა გ-------ი, დანა ხელში არ ეჭირა. თავად ამ დროს მაისურს ეძებდა, რომ ჩაეცვა და გასულიყო. თ----------ის პირველი სიტყვები იყო „გაეთრიე“, როდესაც შეაგვიანა გარეთ გასვლა, ამ დროს, სანამ დანას აიღებდა, მას მოქაჩა ხელში, შემდეგ აიღო დანა და დაარტყა. სამზარეულო არის ძალიან პატარა, დაახლოებით ორ-ორი მეტრი სიგრძე სიგანით- ყველაფერი იქ დგას, მაცივარი, გაზი, მაგიდა, კარადა, სარეცხი მანქანა. დაჭრის შემდეგ სამზარეულოდან გამოაგდო თ-------------------მა, რის შემდეგაც მისაღების კარებთან იდგა. ს-------სა და გ-------ს შორის კონფლიქტი დაახლოებით 1 წუთი გაგრძელდა. მოწმეს არ დაუნახავს გ-------მა ს-------ს ზუსტად რა ადგილებში დაარტყა დანა, თუმცა, დაინახა, რომ ის ს-------ს მიმართულებით დანიან ხელს იქნევდა. შემდეგ გამოვიდა გ-------ი, დაუძახა მას - „შენ კიდევ აქა ხარო“. გამოსვლისას, როდესაც თ----------მა დანა სამზარეულოსკენ გადააგდო, მას არაფერი უშლიდა ხელს ისევ დაერტყა დანა მისთვის, თუმცა აღარ დაურტყამს. ის და ს------- ორივე ნასვამები იყვნენ. ლუდი დალიეს. თავად არაყიც დალია. მან გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას ხელი ისე მოაწერა, რომ არ წაუკითხავს. გამომძიებელს ჰკარნახობდა, ვინაიდან იყო მძიმე მდგომარეობაში, ყველაფერი დეტალურად არ უთქვამს გამომძიებლისათვის. მოწმე ითხოვს გ-------ისათვის სასჯელის მაქსიმალურად შემსუბუქებას. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულ თ-------------------ის ჩვენებით, ის დაკავებამდე ცხოვრობდა თავის სახლში, გ------------------------–--------------–-- ეწეოდა სოფლის მეურნეობას და ოჯახში საქმიანობდა. გ---------------–---–ს არ იცნობდა და მათ შორის რაიმე დაპირისპირება წარსულში არ ყოფილა. ს------------------ე გაიცნო 4 წლის წინ ქალაქ ქუთაისში. დაიწყეს ურთიერთობა და დაოჯახდნენ. მოგვიანებით შეეძინათ ბავშვი. ცხოვრობდნენ ერთად, როგორც ოჯახი. დაოჯახების შემდეგ ცხოვრობდნენ მასთან, გ------------------------–--------------–ი. ს------- არის წ---–-------დან. ზუსტი მისამართია დ--------------, პირველი სადარბაზო, მეორე სართული. ს------- ცხოვრობდა თავის დედასთან ერთად. მას არც ს-------სთან და არც მის დედასთან ჰქონია რაიმე უთანხმოება. ბოლო დროს ერთად აღარ ცხოვრობდნენ, რადგან ს-------მ და მისმა(თ-გ-------ის) დედამ ვერ გაუგეს ერთმანეთს და ს------- საცხოვრებლად გადავიდა წ---–-------–-, თან წაიყვანა ბავშვიც. ს-------სთან მას ჰქონდა ცოლ-ქმრული ურთიერთობა, ჩადიოდა თვეში სამ-ოთხჯერ, ხან ფულს აწვდიდა და ეხმარებოდა, პატრონობდა მათ- შემთხვევის დღეს, 9 ივლისს ის ტელეფონზე ურეკავდა ს-------ს, რომელიც არ პასუხობდა, ჩათვალა რომ ტელეფონი გადადებული ჰქონდა, ან დასატენად ჰქონდა შეერთებული, ან ბავშვს აქცევდა ყურადღებას და პირდაპირ ავიდა სახლში. დააკაკუნა კარზე, გარკვეული დროის შემდეგ, ცოტა დაგვიანებით გაუღო კარი ს-------მ, რის შემდეგაც შევიდა ბინაში, დაინახა ვიღაც წელს ზემოთ შიშველი კაცი, რომელიც სამზარეულოსკენ გავიდა. მან ჯერ ყურადღება არ გაამახვილა ამაზე, პირდაპირ ბავშვის საწოლთან მივიდა, მას ეძინა და ვერ შეძლო მისი გაღვიძება, ს------- ბავშვს აძლევდა ხოლმე საძილე საშუალებებს, რადგან ნერვიული იყო და ბავშვი დაეძინებინა. მან ს------ს ჰკითხა, ისევ იმ წამლებს თუ ასმევდა ბავშვს და ურჩია, თავი დაენებებინა იმ წამლების მიცემისათვის. ასევე, ს-------ს შეეკითხა, თუ ვინ იყო ის კაცი, რაზეც მან უთხრა, რომ ბავშვი ჩამოიყვანა. ამ საუბრის დროს თ- გ-------ი შევიდა სამზარეულოში, სადაც დაინახა წელს ზევით შიშველი გ---------------–---–ი. მიაყენა მას შეურაცხყოფა გინებით, ეუბნებოდა თუ ვინ იყო, გათრეულიყო მისი ოჯახიდან. (მისი წასვლის შემდეგ კი სურდა თავის ცოლთან გაერკვია ურთიერთობა, თუ არ დაუჯერებდა ბავშვს წაიყვანდა. მოწმემ იცოდა, რომ მანამდე ს-------ს ერთ ქმართან ორი ბავშვი ჰყავდა, მეორესთან ერთი). გ---------------–---–იც წამოვიდა მისკენ, მოწმემ შენიშნა სამზარეულოში მაგიდაზე დადებული დანა, აიღო და დაარტყა ბ------–---–ს. შემდეგ ხელი მოჰკიდა და გამოაგდო გარეთ, ბ------–---–ი არ წაქცეულა, ის სამზარეულოდან გავიდა. თ- გ-------ი დანიანად შემოტრიალდა და სამზარეულო ოთახში შევიდა. ამ ხმაურზე ს-------ც შევიდა სამზარეულო ოთახში და წაიწია მისკენ, თან უთხრა, მისი საქმე არ იყო ოჯახში ვის მიიყვანდა და დანაზე წაავლო ხელი, რის შედეგადაც მას ხელი გაეჭრა. შელაპარაკების დროს ს-------საც დაარტყა დანა. შედეგად, ს------- დაეყრდნო მაგიდას თუ გაზს ხელით- თავად გ-------ი კი გამოვიდა სამზარეულოდან და დაინახა იქვე მდგომი ბ------–---–ი. მას დანა ისევ ხელში ეჭირა და ბ------–---–ს უთხრა: „შენ კიდევ არ წასულხარ აქედანო“ , ამის შემდეგ დანა გადააგდო და ბინიდან გავიდა. მოწმე განმარტავს, რომ არც გ-------ს და არც ს-------ს მოკვლა არ სურდა, მოკვლა რომ ნდომებოდა, მას ხელს არაფერი უშლიდა მოეკლა იგი. ბინიდან გამოსვლის შემდეგ ჩამოვიდა კიბეებზე, უკან გაჰყვა ბ------–---–იც. მანქანა დაბლა ეყენა, წავიდა და ჩაჯდა. ისიც იფიქრა, რომ ტელეფონზე დაერეკა, შეეტყობინებინა სასწრაფოსთვის, რომ მისულიყვნენ და დაჭრილთათვის ეშველათ, მაგრამ გააცნობიერა, რომ ბ------–---–ი დარეკავდა, რომელიც გამორბოდა და ყვიროდა. თანაც, ტელეფონი ჯიბეში არ ჰქონდა, მანქანაში ედო. ისე იყო დაბნეული და სხეული ისე ჰქონდა აკანკალებული, რომ მანქანის მართვაც ვერ შეძლო. სად მიდიოდა ისიც არ იცოდა. გააჩერა მანქანა და დაურეკა ტაქსის, რომელმაც წაიყვანა ზ----------ში. თ- გ-------ი დასმულ შეკითხვებზე განმარტავს, რომ მან თავდაპირველად როდესაც დაინახა ბ------–---–ი, მას არ დადევნებია, რეაგირებაც არ ჰქონია, პირდაპირ ბავშვთან გავიდა. უპირველესად აინტერესებდა ბავშვი, გადაწყვიტა, ჯერ დაეხედა ბავშვისთვის და მერე გაერკვია ვინ იყო ეს პიროვნება. მოწმის განმარტებით, მან დანა დაარტყა ბ------–---–ს იმიტომ, რომ ოთახიდან არ გადიოდა, თანაც, წინააღმდეგობა გაუწია, ამ დროს დაინახა მაგიდაზე დადებული დანა, რაც ინსტიქტურად აიღო, მოუქნია და დაარტყა ბ------–---–ს. ამის შემდეგ ბ------–---–ს ხელი მოჰკიდა და გააგდო. ამ დროს მარტო გ-------ი და ბ------–---–ი იყვნენ სამზარეულოში, ს------- კი ბავშვთან იყო და არავინ უშლიდა გ-------ს ხელს დანა ისევ დაერტყა. როდესაც ს------- შემოვიდა სამზარეულოში გ-------ს დანა ეჭირა ხელში, მან ს-------ს ჰკითხა, თუ ვინ იყო ის კაცი, ს-------მ უთხრა, რომ არავინ ჰკითხავდა ვინ შევიდოდა მის ოჯახში, რომ არ იყო მისი საქმე და რომ ეს დედამისის სახლი იყო. იმავდროულად წავიდა მისკენ და დანას მოჰკიდა ხელი, თუმცა, არ იცის, დანის წართმევის მიზნით თუ დარტყმის მიზნით გააკეთა ეს. ამ დროს ს-------საც დაარტყა დანა, თუმცა, ზუსტად არ ახსოვს რამდენჯერ და სად დაარტყა. შემთხვევის დროს თ-------------------ი ფხიზელი იყო, ს------- და გ------- კი ნასვამები იყვნენ, რაც შეატყო იქიდან, რომ საძინებელში მაგიდაზე არაყის და ლუდის ბოთლი იდო და სუფრა აულაგებელივით იყო. მოწმე იხსენებს, რომ დანას იქნევდა ბ------–---–ის მიმართულებით, ახსოვს მკლავში რომ მოხვდა, კიდევ სადმე თუ მოხვდა, არ იცის. ეს ყველაფერი ს-------ს შემოსვლამდე მოხდა. ბ------–---–ს შეაგინა იმ განზრახვით, რომ გარეთ გასულიყო და შემდეგ ს-------სთან გაერკვია სიტუაცია. დანის დარტყმის დროს თან შეაგინა მას. ს-------ს დანა კი იმიტომ დაარტყა, რომ წამოვიდა მისკენ, თანაც, ერთმანეთის ლაპარაკს აყვნენ - ამ დროს ს-------მ მას არასასიამოვნო სიტყვები უთხრა. ს-------ს რამდენჯერ დაარტყა დანა არ ახსოვს, თუმცა, მისი მოკვლა არ სურდა, რადგან მისი შვილის დედა იყო.(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

დაზარალებულმა ს------------------ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება საკუთარი მეუღლის წინააღმდეგ, ამასთან, განმარტა, რომ მისი მეუღლე შემთხვევის დროსაც და ახლაც არის უმცროსი შვილის მამა თ-------------------ი. იგი არ ითხოვს მის დასჯას და სწორედ ამ მიზეზით უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. არავის მხრიდან რაიმე ზეგავლენას არ განიცდის. გ---------------–---–ი არის მისი პირველი მეუღლე, რომელმაც შემთხვევის დღეს მათი 8 წლის შვილი ჩამოიყვანა მასთან.(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 10 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.წ---–-------–-, დ------------------ ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სადარბაზოში მეორე სართულზე, სადაც შევდივართ ერთფრთიანი კარით, რომლის ჩარჩოს გარე ზედაპირზე, მარჯვენა მხარეს ექსპერტების მიერ აღმოჩენილი იქნა მოწითალო ფერის ლაქა, რაც ამოღებული იქნა სპეციალური სტერილური ჩხირით და დაილუქა საექსპერტო-კარიმინალისტიკური დეპარტამენტის ნივთმტკიცებათა პაკეტში NFCD 8710454 (პაკეტი N1). შესასვლელი კარიდან მარცხნივ მცირე დერეფნით მივემართებით სააბაზანო და სამზარეულო ოთახებისაკენ, სადაც შეინიშნება უწესრიგობა. იატაკი დასვრილია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით- ექსპერტების მიერ სააბაზანოს კარის ზღურბლთან იატაკიდან სპეციალური სტერილური ჩხირით ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქა, რაც დაილუქა ნივთმტკიცებათა პაკეტში NFCD 861454 (პაკეტი N2), ასევე სამზარეულო ოთახის იატაკიდან სპეციალური სტერილური ჩხირით ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქა, რაც დაილუქა ნივთმტკიცებათა პაკეტში NFCD 861453 (პაკეტი N3). სამზარეულო ოთახში მაცივარზე აღმოჩენილი იქნა მობილური ტელეფონი ,,ნოკია“, მოწითალო ფერის კორპუსით, რაც ამოღებული იქნა და დაილუქა ნივთმტკიცებათა პაკეტში NFCD 861452 (პაკეტი N4). სამზარეულო ოთახში, მაგიდის ქვეშ იატაკზე აღმოჩენილი იქნა მოვერცხლისფრო ფერის ლითონისტარიანი დანა, რომლის პირზეც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაილუქა ნივთმტკიცებათა პაკეტში NFCD 870991 (პაკეტი N6). შესასვლელი კარიდან პირდაპირ შევდივართ სასტუმრო ოთახში, სადაც ასევე უწესრიგობაა. მაგიდაზე აღმოჩენილი იქნა მობილური ტელეფონი ,,სამსუნგი“, შავი ფერის კორპუსით, რაც ამოღებული იქნა და დაილუქა ნივთმტკიცებათა პაკეტში NFCD 861451 (პაკეტი N5). სასტუმრო ოთახში შესასვლელი კარის პირდაპირ, კომპიუტერის მაგიდასთან განთავსებული რბილი სავარძლიდან ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ზეწარი, რომელზეც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაილუქა ნივთმტკიცებათა პაკეტში NFCD 870993 (პაკეტი N7), ხოლო მარცხენა მხარეს კედელთან მიდგმული საწოლიდან ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის ზეწარი, რომელზეც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაილუქა საექსპერტო-კარიმინალისტიკური დეპარტამენტის ნივთმტკიცებათა პაკეტში NFCD 870992 (პაკეტი N8). აღნიშნულით დათვალიერება დასრულდა. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. (ტომი 1. ს.ფ. 6-25).

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღწერილი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა-–------------------მ. (სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2018 წლის 10 ივლისის ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 10 ივლისს გამომძიებელ გ--------------ეს აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში ექიმმა ლ----------–-–---–მა წარმოუდგინა და ამოღებული იქნა გ---------------–---–ის კუთვნილი ლურჯი ფერის ჯინსის ნაჭრის შარვალი თავისივე მოლურჯო ფერის ტყავის ქამრით, რომელსაც აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები, რაც დალუქული იქნა წ---–-------ს რაიონული სამმართველოს N33/6 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის ერთ ფუთად N1. ამის შემდეგ ექიმ ლ----------–-–---–ის მიერ წარმოდგენილი იქნა ს------------------ის კუთვნილი მუქი წითელი ფერის ნაჭრის შარვალი, რომელსაც აღენიშნება მაკრატლით გაჭრის კვალი რაც დალუქული იქნა N33/6 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის პაკეტში N2. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. (ტომი 1. ს.ფ. 68-72).

 

ამოღების ოქმში აღწერილი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ--------------ემ. (სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2018 წლის 10 ივლისის ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 10 ივლისს გამომძიებელ ა-–------------------ს მიერ ზ----------ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობაში თ-------------------ისაგან ამოღებულია მისი ტანსაცმელი: 1) მოთეთრო და მოწითალო ფერებით გაწყობილი კუბოკრული მოკლესახელოებიანი პერანგი, რომელზეც შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები; 2) ლურჯი ჯინსის შორტი, რომელზეც შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. ამოღებული ტანსაცმელი ერთად დაილუქა პოლიეთილენის ფუთაში N33/6 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. (ტომი 1. ს.ფ. 42-45).

 

ამოღების ოქმში აღწერილი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა-–------------------მ. (სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2018 წლის 10 ივლისის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად გ---------------–---–ის თანხმობით აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში მედდა ზ------------ემ გ---------------–---–ს სამედიცინო სპირტისა და მარლის საშუალებით დაუმუშავა მარჯვენა ხელის მკლავი ვენის არეში, რის შემდეგაც ხუთ მილილიტრიანი სამედიცინო შპრიცის საშუალებით აუღო ხუთი მილილიტრი სისხლი, რაც დაილუქა წ---–-------ს რაიონული სამმართველოს N33/6 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. (ტომი 1. ს.ფ. 55-58).

 

2018 წლის 10 ივლისის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად ს------------------ის თანხმობით ყოველგვარი იძულებისა და ძალდატანების გარეშე, აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში მედდა ზ------------ემ ს------------------ეს სამედიცინო სპირტისა და მარლის საშუალებით დაუმუშავა მარჯვენა ხელის მკლავი ვენის არეში, რის შემდეგაც ხუთ მილილიტრიანი სამედიცინო შპრიცის საშუალებით აუღო ხუთი მილილიტრი სისხლი, რაც დაილუქა წ---–-------ს რაიონული სამმართველოს N33/6 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. (ტომი 1. ს.ფ. 59-62).

 

ნიმუშის აღების ოქმებში აღწერილი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ--------------ემ. (სასამართლოს სხდომის ოქმი).

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და ექსპერტ მ-------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე გ---------------–---–მა საავადმყოფოს მიმართა 10.07.2018წ-ს 00:40 საათზე, საიდანაც გაეწერა 12.07.2018წ-ს 12:00 საათზე დიაგნოზით: გულმკერდის უკანა და გვერდითი ზედაპირის ღია ჭრილობა, ზედა კიდურების მრავლობითი მცირე ზომის ჭრილობა. კერძოდ, მარცხენა მეშვიდე ნეკნის დონეზე შუა აქსილარულ ხაზზე და მარჯვენა პარავერტებრალურ ხაზზე, გულმკერდის მეორე მალის დონეზე აღენიშნება ორი 1-1,5 სმ სიგრძის ნაკვეთ ნაჩხვლეტი ჭრილობა მიყენებული ბასრი საგნით სავარაუდოდ დანით- აგრეთვე, ზედა კიდურებზე აღენიშნება მარცხენა მხარის სახსრის არეში ნაჩხვლეტი ჭრილობა ზომით 1,0x5 სმ და მარჯვენა მხარის არეში ჭრილობა 0,5x6. გონების კარგვის ეპიზოდი არ ჰქონია. მიღებული აქვს მცირე რაოდენობით ალკოჰოლი, არტერიული წნევა 130/70 -ზე. ჭრილობები ღრუში შემავალი არ არის. გ---------------–---–ის დაზიანებები არ არის შემავალი გულ მკერდის ღრუში და არის კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაზიანებები, რომლებიც დამუშავდა ქირურგიულად და დაედო ნაკერები. სამედიცინო დოკუმენტაციაში ჭრილობის სიღრმე მითითებული არ იყო, მაგრამ მითითებულია, რომ ჭრილობის ფსკერს წარმოადგენს ნეკნი, თუმცა, ნეკნის დაზიანება არ დაფიქსირებულა. აქედან გამომდინარე, ნეკნი იმდენად ახლოს არის კანთან და რბილ ქსოვილებთან, რომ იქ სიღრმე უმნიშვნელოა.

მოცემული დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით- (ტ. 1. ს.ფ.185-187, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და ექსპერტ მ-------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე ს------------------ემ საავადმყოფოს მიმართა 10.07.2018 წელს 00:55 საათზე, საიდანაც გაეწერა 13.07.2018წ-ს 12:00 საათზე დიაგნოზით: გულმკერდის მრავლობითი ღია ჭრილობა, მარცხენა მხრის მიდამოს დიდი ზომის ნაკვეთ-ნაფლეთი ჭრილობა, მხრის ორთავა და სამთავა კუნთების ნაწილობრივი დაზიანება, მარჯვენა მტევნის მე-3 თითის ნაკვეთი ჭრილობა, მარცხენა კეფის და მარჯვენა საფეთქლის ჭრილობა. კერძოდ, გულმკერდის, ზედა კიდურების და თავის არეში, მარჯვენა ლავიწზედა არეში და მარცხენა მეოთხე ნეკნის სიმაღლეზე აღენიშნება სამი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ასეთივე ჭრილობები აღენიშნება ზედა კიდურებსა და მარცხენა კეფისა და მარჯვენა საფეთქლის მიდამოში. ლავიწზედა მიდამოში არსებული ჭრილობა შემავალია მარჯვენა პლევრის ღრუში, მარჯვენა ფილტვი მცირედ კოლაბირებულია . ვლინდება გულ-მკერდის ღრუში შემავალი ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვენა ჰემითორაქსში. მარჯვენა ლავიწზედა არეში ორი1,5 სმ სიგრძის ნაჩხვლეტი ჭრილობა. მარცხენა მე-4 ნეკნის სიმაღლეზე აღენიშნება 1,5 სმ სიგრძის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, საიდანაც ხდება სისხლის მიღება. ჭრილობის არხი მიემართება შიგნით, მის ფსკერს წარმოადგენს ნეკნი, ეს ჭრილობის ღრუში შემავალი არ არის. ავადმყოფს ასევე აღენიშნება მარცხენა მხრის მიდამოს დიდი ზომის ნაკვეთ-ნაფლეთი ჭრილობები, მხრის ორთავა და სამთავა კუნთების ნაწილობრივი დაზიანებით- მარჯვენა მტევნის მე-3 თითის ნაკვეთი ჭრილობა. დიაგნოზი: გულმკერდის მრავლობითი ღია ჭრილობა, მარცხენა მხრის მიდამოს დიდი ზომის ნაკვეთ ნაფლეთი ჭრილობა, მხრის ორთავა და სამთავა კუნთების ნაწილობრივი დაზიანება, მარჯვენა მტევნის მე-3 თითის ნაკვეთი ჭრილობა, მარცხენა კეფის და მარჯვენა საფეთქლის ჭრილობა. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი თვისების მქონე საგნის გამოყენებით-

 

დაზიანებები პლევრის ღრუში შემავალი ჭრილობების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დანარჩენი ჭრილობები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით- (ტ. 1. ს.ფ. 188-191, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ გ--------------ის ჩვენებით მოქალაქე თ-------------------ს 10.07.2018 წელს იზოლატორში შეყვანისას ჩაუტარდა გარეგნული დათვალიერება, რა დროსაც სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში თ-------------------ს სხეულზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 10 ივლისს დაახლოებით 23:30 საათზე ს------------------ემ და გ---------------–---–მა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. (ტ. 1. ს.ფ. 195-198 )

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 11 სექტემბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად პაკეტში წარწერით „სამზარეულო ოთახში იატაკიდან ამოღებული ვერცხლისფერი ლითონის ტარიანი დანა„ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ს------------------ეს. პაკეტში წარწერით „ბრალდებულ თ-------------------ისაგან ამოღებული ჯინსის შარვალი და მოკლესახელოიანი პერანგი“ მოთავსებულ პერანგსა და შარვალზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლებიც ს------------------ის და გ---------------–---–ის გენეტიკური პროფილების იდენტურია. პაკეტში მოთავსებულია მოვერცხლისფრო მეტალის დანა მოვერცხლისფრო მეტალის სახელურით, რომლის მარჯვენა უკანა კიდე დაზიანებულია, დანის სიგრძეა 27,5 სმ, პირის სიგრძეა 14,5 სმ, პირის მაქსიმალური სიგანეა 2,7 სმ. (ტ. 1. ს.ფ. 214-222).

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით-

 

რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით- ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მხარეთა მიერ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით-

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

 

იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში დანაშაულის ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის შედეგად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება თ-------------------ისათვის ბრალად შერაცხული ქმედების ფაქტობრივი გარემოებები, ანუ დანაშაულის ობიექტური მხარე, რაც იმაში გამოიხატა, რომ 2018 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. წ---–-------–-, დ----------------------–ი მდებარე მისი მეუღლის სახლში თ-------------------მა, ბინის სამზარეულოში მყოფ გ---------------–---–ს ურთიერთ შელაპარაკებისას, დანის გამოყენებით გულმკერდისა და ზედა კიდურების მიდამოებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რის შემდეგაც სამზარეულოში შემოსულ მეუღლეს ს------------------ეს იმავე დანით გულმკერდის, კეფის, საფეთქლისა და ხელის მიდამოებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები.

 

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ. ამასთან, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით - ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობით - სსკ-ის 111, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ვინაიდან დანაშაულის ჩადენისას ის არ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით, მით უფრო ორივე პირის მოკვლის ერთიანი განზრახვით, რის გამოც დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ თ-------------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა დაკვალიფიცირდეს დამდგარი შედეგის მიხედვით: ს------------------ის ნაწილში - ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით - სსკ-ის 111, 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო გ---------------–---–ის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებით - სსკ-ის 120-ე მუხლით-

 

სასამართლომ გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და არგუმენტები და მიიჩნია, რომ თ-------------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 111,19-108-ე მუხლსა(ს------------------ის ნაწილში) და 120-ე მუხლზე(2018 წლის 9 ივლისს მოქმედი რედაქციით), გ---------------–---–ის დაზიანების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმის მასალების თანახმად, შემთხვევის თვითმხილველია 3 პირი: ბრალდებული თ-------------------ი და დაზარალებულები, ს------------------ე და გ---------------–---–ი. ვინაიდან ს------------------ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება საკუთარი მეუღლის წინააღმდეგ, სასამართლო დანაშაულის სურათის აღდგენისას ძირითადად დაეყრდნო მოწმის სახით დაკითხული თ- გ-------ის და გ- ბ------–---–ის ჩვენებებს.

 

გარდა ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის(N227აპ-16 საქმე) განმარტების შესაბამისად ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის ელემენტების დასადგენად დეტალურად იქნა შესწავლილი და გაანალიზებული საქმეში არსებული ყველა გარემოება, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავის და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ.

 

მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ თ-------------------ი გ---------------–---–ს პირველად შეხვდა შემთხვევის დღეს და მასთან წარსულში არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, ხოლო ს-------სთან თ- გ-------ს ჰქონდა ცოლ-ქმრული ურთიერთობა, ჩადიოდა თვეში სამ-ოთხჯერ და მატერიალურადაც ეხმარებოდა. შემთხვევის დღეს, 9 ივლისს თ- გ-------ი ტელეფონზე ურეკავდა ს-------ს, რომელიც არ პასუხობდა, ჩათვალა, რომ ტელეფონი გადადებული ჰქონდა, ან დასატენად ჰქონდა შეერთებული, ან ბავშვს აქცევდა ყურადღებას და პირდაპირ ავიდა სახლში. დააკაკუნა კარზე, გარკვეული დროის შემდეგ, ცოტა დაგვიანებით გაუღო კარი ს-------მ, რის შემდეგაც შევიდა ბინაში, სადაც თ- გ-------მა დაინახა მისთვის უცნობი წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი(გ- ბ------–---–ი), რომელიც სამზარეულოსკენ გავიდა. საყურადღებოა, რომ თ- გ-------ს ამ მამაკაცის დანახვაზე არ ჰქონია რაიმე რეაქცია, ის პირდაპირ ბავშვის საწოლთან მივიდა, შეეცადა მის გაღვიძებას, რაც ვერ შეძლო. შემდეგ ს-------ს შეეკითხა, თუ ვინ იყო ის კაცი, რაზეც მან უთხრა, რომ ბავშვი ჩამოიყვანა. ამის შემდეგ თ- გ-------ი შევიდა სამზარეულოში, სადაც დაინახა წელს ზევით შიშველი გ---------------–---–ი. მიაყენა მას შეურაცხყოფა გინებით, ეუბნებოდა თუ ვინ იყო და გათრეულიყო მისი ოჯახიდან. (თ- გ-------ის განმარტებით, მისი წასვლის შემდეგ სურდა თავის ცოლთან გაერკვია ურთიერთობა, ასე რატომ იქცეოდა, თუ არ დაუჯერებდა, ბავშვს წაიყვანდა. მან ასევე იცოდა, რომ მანამდე ს-------ს ერთ ქმართან ორი ბავშვი ჰყავდა, მეორესთან ერთი). ამ დროს დაინახა მაგიდაზე დადებული დანა, რაც ინსტიქტურად აიღო, მოუქნია და დაარტყა ბ------–---–ს. მან დანა დაარტყა ბ------–---–ს იმიტომ, რომ ის ოთახიდან არ გადიოდა, თანაც, წინააღმდეგობა გაუწია, ის დანას იქნევდა ბ------–---–ის მიმართულებით, ახსოვს მკლავში რომ მოხვდა, კიდევ სადმე თუ მოხვდა, არ იცის. ამის შემდეგ ბ------–---–ს ხელი მოჰკიდა და გააგდო. ამ დროს მარტო გ-------ი და ბ------–---–ი იყვნენ სამზარეულოში, ს------- კი ბავშვთან იყო და არავინ უშლიდა გ-------ს ხელს დანა ისევ დაერტყა ბ------–---–ისთვის, თუმცა, მეტი აღარ დაურტყამს. ეს ყველაფერი ს-------ს შემოსვლამდე მოხდა. როდესაც ს------- შემოვიდა სამზარეულოში, გ-------ს დანა ეჭირა ხელში, ს-------მ მას უთხრა, რომ არ იყო მისი საქმე და არავინ ჰკითხავდა ვინ შევიდოდა მის ოჯახში, და რომ ეს დედამისის სახლი იყო. იმავდროულად წავიდა მისკენ და დანას მოჰკიდა ხელი, თუმცა, არ იცის, დანის წართმევის მიზნით თუ დარტყმის მიზნით გააკეთა ეს. ამ დროს ს-------საც დაარტყა დანა, თუმცა, ზუსტად არ ახსოვს რამდენჯერ და სად დაარტყა. შედეგად ს------- დაეყრდნო მაგიდას თუ გაზს ხელით- თავად გ-------ი კი გამოვიდა სამზარეულოდან და დაინახა იქვე მდგომი ბ------–---–ი. მას დანა ისევ ხელში ეჭირა და ბ------–---–ს უთხრა: „შენ კიდევ არ წასულხარ აქედანო“ , ამის შემდეგ დანა გადააგდო და ბინიდან გავიდა. თ- გ-------ის განმარტებით, ს-------ს დანა იმიტომ დაარტყა, რომ წამოვიდა მისკენ, თანაც, ერთმანეთის ლაპარაკს აყვნენ - ამ დროს ს-------მ მას არასასიამოვნო სიტყვები უთხრა.

 

თ- გ-------ის ჩვენებას სრულად შეესაბამება გ---------------–---–ის ჩვენებაც, „ს------მ გააღო კარი და თქვა, რომ მისი ქმარი მოვიდა - თ-------------------ი. ამ დროს თვითონ გავიდა სამზარეულოში, რათა მაისური გადაეცვა. თუმცა, ვერ იპოვა. თავდაპირველად ს-------ს მეუღლე შევიდა ბავშვის ოთახში, თვითონ კი სამზარეულოში იყო. თ-------------------ი მალევე გამოვიდა ოთახიდან და დაუყვირა მას თუ ვინ იყო. როდესაც შეაყოვნა გარეთ გასვლა, იგრძნო დარტყმა მკლავში და ძლიერი ტკივილი. თ-------------------მა მას დაარტყა პურის საჭრელი საოჯახო დანა, რომელიც მაგიდაზე იდო, დაახლოებით 3-4 ჯერ. თან სიტყვიერად ეუბნებოდა გაეთრიეო. შემდეგ თ----------მა მოქაჩა მას ისევ მკლავში და გამოაგდო გასასვლელისკენ. ს------- ამ დროს ჯერ კიდევ ბავშვთან იყო. როდესაც ს------- შევიდა სამზარეულოში, ამ დროს გ---------------–---–ი კედელთან იდგა და დაინახა, რომ თ-------------------ი დანიან ხელს უქნევდა ს-------ს. როდესაც გ-------ი ს-------ს დანას უქნევდა, ესმოდა ს-------ს ხმა, რომელიც თ-------------------ს ეუბნებოდა, რომ მას არავინ ეკითხებოდა ვინ იქნებოდა მის სახლში. სამზარეულო იყო ვიწრო და დაჭრილი ს------- გაზზე იყო დაყუდებული. თავად აღარ განძრეულა და არც სამზარეულოს შიგნით შესულა. მალევე გამოვიდა თ----------ი, დაინახა, რომ ის კედელთან იდგა, დაუყვირა შენ კიდევ არ წასულხარო, დანა სამზარეულოში გადააგდო და წავიდა. თავადაც გაჰყვა მას, რომ შველა ეთხოვა.

 

ფაქტობრივი გარემოებების აღწერის ნაწილში ბრალდებულისა და დაზარალებულის ჩვენებების სრული თანხვედრა და მათი შესაბამისობა სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან, დამაჯერებელს და სარწმუნოს ხდის მათ ჩვენებებს, რომლითაც ირკვევა, რომ თ- გ-------ს არ ჰქონდა და არც შეეძლო ჰქონოდა წინასწარ ჩამოყალიბებული შურისძიების გრძნობა დაზარალებულების ერთიანი განზრახვით მოკვლის შესახებ, არამედ მისთვის სრულიად მოულოდნელ სტრესულ სიტუაციაში მოქმედებდა იმპულსურად. მეუღლის ბინაში, შუაღამით, წელს ზევით შიშველი მისთვის უცნობი მამაკაცის დანახვით გაღიზიანებული თ- გ-------ი აღაშფოთა იმან, რომ გ- ბ------–---–ი მისი მოთხოვნის მიუხედავად არ აპირებდა ბინიდან გასვლას, ამ დროს დაინახა მაგიდაზე დადებული დანა, რაც ინსტიქტურად აიღო, მოუქნია და დაარტყა ბ------–---–ს - „მან დანა დაარტყა ბ------–---–ს იმიტომ, რომ ის ოთახიდან არ გადიოდა, თანაც, წინააღმდეგობა გაუწია, ის დანას იქნევდა ბ------–---–ის მიმართულებით, ახსოვს, რომ მკლავში მოხვდა, კიდევ სადმე თუ მოხვდა, არ იცის. ამის შემდეგ ბ------–---–ს ხელი მოჰკიდა და გააგდო სამზარეულო ოთახიდან, დაჭრილი ბ------–---–ი არ წაქცეულა, ისე გავიდა სამზარეულოდან“. ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, რომ ამ დროს თ- გ-------ი მოქმედებდა მკვლელობის არათუ წინასწარი, არამედ თუნდაც უეცრად წარმოშობილი განზრახვით, ვინაიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტ მ-------------–--ის ჩვენებით და ქირურგ ა-------------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ გ---------------–---–ის სხეულზე არსებული ყველა დაზიანება(ორი გულმკერდის და ორი ზედა კიდურების არეში) იყო დანით მიყენებული ზედაპირული ჭრილობები, სამედიცინო დოკუმენტაციაში ჭრილობის სიღრმე მითითებული არ იყო, მაგრამ ვინაიდან ჭრილობის ფსკერს წარმოადგენს ნეკნი და მისი დაზიანება არ დაფიქსირებულა, ნეკნი იმდენად ახლოს არის კანთან და რბილ ქსოვილებთან, რომ ჭრილობის სიღრმე უმნიშვნელოა. შესაბამისად, არცერთი მათგანი არ იყო ღრუში შემავალი და ისინი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით-

 

ასევე, უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ გ---------------–---–ს არც შემთხვევის ადგილზე და არც საავადმყოფოში მიყვანისას გონება არ დაუკარგავს, მეტიც, ის თავის ფეხით მივიდა მაღაზიაში და სთხოვა გამყიდველს დასახმარებლად 112-ზე დარეკვა. ამასთან, თვით დაზარალებულ გ- ბ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ს------------------ის დაჭრის შემდეგ გ-------ი გამოვიდა სამზარეულოდან, დაუძახა მას - შენ კიდევ აქა ხარო - დანა სამზარეულოსკენ გადააგდო და გავიდა ბინიდან. ამრიგად, თ- გ-------ს, მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, არაფერი უშლიდა ხელს ისევ დაერტყა დანა დაჭრილი, მაგრამ ფეხზე მდგომი, წინააღმდეგობის გაწევის უნარმოკლებული ბ------–---–ისათვის, თუმცა, აღარ დაურტყამს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა გამორიცხავს, თ- გ-------ის მიერ გ- ბ------–---–ის მკვლელობის მცდელობის განზრახვას და მკაფიოდ მიუთითებს მისთვის მხოლოდ ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების მიზანზე, რის გამოც ამ ნაწილში ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დამდგარი შედეგის მიხედვით სსკ-ის 120-ე მუხლით(2018 წლის 9 ივლისს მოქმედი რედაქციით).

 

რაც შეეხება თ-------------------ის მიერ გ---------------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შემდეგ ს------------------ის მიმართ განხორციელებულ ქმედებას, საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია თ-------------------ის მიერ მისი მეუღლის უეცრად წარმოშობილი განზრახვით მკვლელობის მცდელობის ფაქტი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თ- გ-------ის ჩვენების თანახმად გ- ბ------–---–ის დაჭრისა და სამზარეულოდან გაგდების შემდეგ, თავად ისევ დანიანად შებრუნდა სამზარეულო ოთახში, სადაც ხმაურზე მალევე შევიდა ს-------ც. მან ს-------ს ჰკითხა, თუ ვინ იყო ის კაცი, ს-------მ უთხრა, რომ არავინ ჰკითხავდა ვინ შევიდოდა მის ოჯახში, რომ არ იყო მისი საქმე და რომ ეს დედამისის სახლი იყო. იმავდროულად წავიდა მისკენ და დანას მოჰკიდა ხელი, თუმცა, არ იცის, დანის წართმევის მიზნით თუ დარტყმის მიზნით გააკეთა ეს. ამ დროს ს-------საც დაარტყა დანა, თუმცა, ზუსტად არ ახსოვს რამდენჯერ და სად დაარტყა. შედეგად ს------- დაეყრდნო მაგიდას თუ გაზს ხელით- თავად გ-------ი კი გამოვიდა სამზარეულოდან. ს-------ს დანა იმიტომ დაარტყა, რომ წამოვიდა მისკენ, თანაც, ერთმანეთის ლაპარაკს აყვნენ - ამ დროს ს-------მ მას არასასიამოვნო სიტყვები უთხრა.

 

მეორე თვითმხილველი მოწმეც გ---------------–---–ი თითქმის ანალოგიურად აღწერს მისი დაჭრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს: „ის სამზარეულოდან გამოაგდო თ-------------------მა, რის შემდეგაც მისაღების კარებთან იდგა. ს------- ამ დროს ჯერ კიდევ ბავშვთან იყო. როდესაც ს------- შევიდა სამზარეულოში, ს-------სა და გ-------ს შორის კონფლიქტი დაახლოებით 1 წუთი გაგრძელდა. მას არ დაუნახავს გ-------მა ს-------ს ზუსტად რა ადგილებში დაარტყა დანა, თუმცა, დაინახა, რომ ის ს-------ს მიმართულებით დანიან ხელს იქნევდა. იმავდროულად ესმოდა ს-------ს ხმა, რომელიც თ-------------------ს ეუბნებოდა, რომ მას არავინ ეკითხებოდა ვინ იქნებოდა მის სახლში. მან დაინახა, რომ დაჭრილი ს------- გაზზე იყო დაყუდებული. შემდეგ გ-------ი გამოვიდა სამზარეულოდან, დაუძახა მას - შენ კიდევ აქა ხარო - დანა სამზარეულოსკენ გადააგდო და გავიდა ბინიდან“.

 

მართალია, ბრალდებული განმარტავს, რომ მას არ ჰქონია ს------------------ის მოკვლის განზრახვა, ვინაიდან ის იყო მისი შვილის დედა, მაგრამ დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, მიუთითებენ, რომ თ-------------------ი მოქმედებდა ს------------------ის მოკვლის უეცრად წარმოშობილი განზრახვით, რაც განაპირობა კონკრეტულ სიტუაციაში განვითარებულმა მოვლენებმა. კერძოდ, გ-------მა სახლში მისვლამდე რამდენჯერმე დაურეკა ტელეფონით მეუღლეს, თუმცა მან არ უპასუხა, როდესაც სახლში მივიდა კარების გაღება დააგვიანა, ბინაში შესვლისას წელს წევით შიშველი უცნობი მამაკაცი შენიშნა, თუმცა ამ შემთხვევაშიც შეიკავა თავი, ბავშვთან მივიდა და მეუღლეს მხოლოდ ის ჰკითხა ვინ იყო ეს მამაკაცი, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბინაში მყოფი მამაკაცი იყო ს-------ს პირველი მეუღლე, გ-------ი შევიდა სამზარეულოში მისი გარეთ გაგდებისა და შემდეგ, როგორც თვითონ ამბობს, ცოლთან ურთიერთობის გარკვევის მიზნით- ანუ, ამ დროისათვის მას უკვე ჰქონდა დაგროვილი ბრაზი მეუღლის მიმართ, მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო ფორმირებული მოკვლის განზრახვა, რაზეც მიუთითებს ის გარემოება, რომ მასთან კონფლიქტში არ შედის. მას შემდეგ, რაც თ- გ-------მა ვერ შეძლო სამზარეულოში მყოფი გ---------------–---–ის გაძევება ბინიდან და ამ ნიადაგზე სამზარეულოს მაგიდიდან აღებული დანით დაზიანებები მიაყენა მას, სამზარეულოში შემოვიდა ს------------------ე. მისმა სიტყვებმა „არავინ ჰკითხავდა ვინ შევიდოდა მის ოჯახში, და რომ ეს დედამისის სახლი იყო“, იმავდროულად, წავიდა მისკენ და მის ხელში არსებულ დანას მოჰკიდა ხელი, საბოლოოდ ჩამოუყალიბა ბრალდებულს ს------------------ის მოკვლის განზრახვა, რა დროსაც გამეტებით დაარტყა დანა რამდენჯერმე, მათ შორის გულმკერდის, თავისა და ლავიწზედა მიდამოებში. მოკვლის განზრახვაზე მიუთითებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტ მ-------------–--ის და ქირურგ ა-------------ს ჩვენებებით დადგენილი ობიექტური გარემოებები: „გულმკერდის, ზედა კიდურების და თავის არეში, მარჯვენა ლავიწზედა არეში და მარცხენა მეოთხე ნეკნის სიმაღლეზე აღენიშნება სამი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ასეთივე ჭრილობები აღენიშნება ზედა კიდურებსა და მარცხენა კეფისა და მარჯვენა საფეთქლის მიდამოში. ლავიწზედა მიდამოში არსებული ჭრილობა შემავალია მარჯვენა პლევრის ღრუში, მარჯვენა ფილტვი მცირედ კოლაბირებულია. ვლინდება გულ-მკერდის ღრუში შემავალი ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვენა ჰემითორაქსში. მარჯვენა ლავიწზედა არეში ორი1,5 სმ სიგრძის ნაჩხვლეტი ჭრილობა. მარცხენა მე-4 ნეკნის სიმაღლეზე აღენიშნება 1,5 სმ სიგრძის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ავადმყოფს ასევე აღენიშნება მარცხენა მხრის მიდამოს დიდი ზომის ნაკვეთ-ნაფლეთი ჭრილობები, მხრის ორთავა და სამთავა კუნთების ნაწილობრივი დაზიანებით- მარჯვენა მტევნის მე-3 თითის ნაკვეთი ჭრილობა. დაზიანებები პლევრის ღრუში შემავალი ჭრილობების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო“.

 

მკვლელობის განზრახვის დამადასტურებელია ის გარემოებაც, რომ განსხვავებით გ---------------–---–ისაგან, რომელიც ფეხზე მდგომი დატოვა შემთხვევის ადგილზე, თ- გ-------მა ს------------------ეზე დანის დარტყმით დაზიანებების მიყენება შეწყვიტა მას შემდეგ, რაც მძიმედ დაჭრილი გაზქურაზე დაემხო და წინააღმდეგობა შეწყვიტა, რითაც ბრალდებულმა სისრულეში მოყვანილად ჩათვალა თავისი განზრახვა.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ თ-------------------ი ქმედების ჩადენის დროს ცდილობდა მეუღლის მოკვლას, რაც ვერ განახორციელა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გ---------------–---–ის მეშვეობით გამოძახებული სასწრაფო დახმარებისა და ექიმების დროული და კვალიფიციური სამედიცინო ჩარევების შედეგად ს------------------ე გადარჩა, რითაც თ- გ-------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 111,19-108-ე მუხლით-

ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი: 2018 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. წ---–-------–-, დ----------------------–ი მდებარე მისი მეუღლის სახლში თ-------------------მა, ბინის სამზარეულოში მყოფ გ---------------–---–ს ურთიერთშელაპარაკებისას, ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების მიზნით, დანის არაერთჯერადი დარტყმებით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ამის შემდეგ თ-------------------მა სამზარეულოში შემოსულ მეუღლეს ს------------------ეს იმავე დანის მრავალჯერადი დარტყმებით მოკვლის განზრახვით გულმკერდის, კეფისა და საფეთქლის მიდამოებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, თუმცა, განზრახვა ვერ განახორციელა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გ---------------–---–ის მეშვეობით გამოძახებული სასწრაფო დახმარებისა და ექიმების დროული და კვალიფიციური სამედიცინო ჩარევების შედეგად ს------------------ე გადარჩა, რითაც თ-------------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,19-108-ე მუხლითა და 120-ე მუხლით(2018 წლის 9 ივლისს მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო მოქმედება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ-------------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 111,19-108-ე მუხლსა და 120-ე მუხლზე(2018 წლის 9 ივლისს მოქმედი რედაქციით).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით- სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

თ-------------------ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელია ის გარემოება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ-

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას - თ-------------------ი პირველადაა სამართალში, სასამართლო განსაკუთრებით მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ დაზარალებულები პატიობენ ბრალდებულს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვენ მის მიმართ მსუბუქი სასჯელის დანიშვნას. ბრალდებულს კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი მშობლები, ინვალიდი ძმა და ცოლშვილი. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით სასჯელის პრევენციული მიზნების უზრუნველყოფა, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია მსჯავრდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ზომის ფარგლებში და მისი რეალური მოხდით, რაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გამოსწორებული მსჯავრდებული დაუბრუნდეს თავის ოჯახს და საზოგადოებას. ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების საშიშროება და გამოიტანოს სწორი დასკვნები მომხდარი ფაქტიდან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ-------------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 111,19-108-ე მუხლსა და 120-ე მუხლზე(2018 წლის 9 ივლისს მოქმედი რედაქციით).

 

2. თ-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით-

 

3. თ-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 120-ე მუხლით (2018 წლის 9 ივლისს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით-

 

4. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით თ-------------------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით-

 

5. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თ-------------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 ივლისიდან.

 

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

6.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლის ლაქები, 2 ცალი ზეწარი, დანა; ასევე, გ---------------–---–ის სისხლის ნიმუში და ს------------------ის სისხლის ნიმუში, რაც ინახება წ---–-------ს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს.

 

6.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული NOKIA -ს ფირმის მობილური ტელეფონი ჩაბარდა გ---------------–---–ს; ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული SAMSUNG-ის ფირმის მობილური ტელეფონი ჩაბარდა ს------------------ეს; ასევე, O------------ მოდელის ავტომანქანა დაუბრუნდა ტ------– გ-------ს;

6.3. თ-------------------ის ტანსაცმელი (პერანგი და შორტი), რომელიც ინახება წ---–-------ს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს თ-------------------ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

6.4. გ---------------–---–ის ტანსაცმელი (ჯინსის შარვალი თავისივე ქამრით), რომელიც ინახება წ---–-------ს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს გ---------------–---–ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

6.5. ს------------------ის ტანსაცმელი (შარვალი), რომელიც ინახება წ---–-------ს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ს------------------ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

6.6. CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით-

 

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით-

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე