გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.05.2019
საქმის ნომერი
330310019002870207
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1448-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ზ-------------ია

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენლები - დ--------------------------------–-–---–ი

 

დავის საგანი - შრომითი სტაჟის დადგენა/აღიარება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

აღიარებული (დადგენილი) იქნეს, 1981 წლის 1 სექტემბრიდან 1985 წლის 1 აპრილამდე ს-----------------------–------------------–---------–---------–--ს სამსახურში ზ-------------იას მუშაობის სტაჟი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ-------------იას 1981 წლის 1 სექტემბრიდან 1985 წლის 1 აპრილამდე ს-----------------------–------------------–---------–---------–--ს სამსახურში მუშაობის ფაქტს, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის II სამმართველოს (საინფორმაციო უზრუნველყოფისა და პროფესიული მომზადების ორგანიზების) სამმართველოს უფროსის 2018 წლის 25 დეკემბრის M---------------- წერილით, ზ-------------იას მისი 2018 წლის 5 დეკემბრის N------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მისი საარქივო პირადი საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტსა და სხვა საარქივო დანაყოფებში დაცული არ არის, შესაბამისად სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეცა ცნობა ნამსახურობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის II სამმართველოს (საინფორმაციო უზრუნველყოფისა და პროფესიული მომზადების ორგანიზების) სამმართველოს უფროსის 2018 წლის 25 დეკემბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 13).

 

3.2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 24 დეკემბრის N--------- წერილით, ზ-------------იას მისი 2018 წლის 24 დეკემბრის N--------- წერილობითი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 1992-1993 წლებში აფხაზეთში განვითარებული ცნობილი მოვლენების შედეგად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის ევაკუირება ვერ მოხერხდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველო მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაეცა ცნობა 1981 წლის 1 სექტემბრიდან 1985 წლის 1 აპრილამდე ა--------------------------------------–--------------------------–---------–--–-, ხოლო 1985 წლის 1 აპრილიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ს--------------------------ში ზ-------------იას ს-------–-–-------- მუშაობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 24 დეკემბრის N--------- წერილი (ს.ფ. 11).

 

3.3. საქმეზე მოწმის სახით მოწვეულმა პირმა - ვ--------------ემ განმარტა, რომ სხვადასხვა პერიოდში იყო შ--------------------------------------------------–-----–-----------------–------------------–----------–---------–--------------. 36 წლიანი სტაჟიდან/ წელთა ნამსახურებიდან გამომდინარე, დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია. ზ-------------იამ მასთან მუშაობა დაიწყო 1981 წლიდან ა------------------------ თანამდებობაზე და დაახლოებით 1985-1986 წლამდე იყო ქ--–-------------------------------–--------------. მოწმემ - ვ--------------ემ განმარტა, რომ ზ-------------ის ფუნქციებში შედიოდა ნ------------- დაცვა/მეთვალყურეობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის საინფორმაციო უზრუნველყოფისა და პროფესიული მომზადების ორგანიზების სამმართველოს უფროსის მიერ 2019 წლის 1 მაისს გაცემული M---------------- ცნობის თანახმად, ვ----------–--------------------- (------------–------–-) ნამდვილად მსახურობდა სა---------–----–---------------------------–- 1969 წლის 1 ოქტომბრიდან 2004 წლის 12 ნოემბრამდე (დათხოვნილია შსს ბ-----------– 27.11.2004წ.). აქედან, 1984 წლის 20 აპრილიდან 1986 წლის 9 ივლისამდე დაკავებული ჰქონდა ს-----------------------–------------------–----------–---------–--------------ს თანამდებობა, ხოლო 1986 წლის 9 ივლისიდან 1994 წლის 24 იანვრამდე გ---–-----–-----------------–------------------–----------–---------–--------------ს თანამდებობა. ცნობა გაცემულ იქნა ვ--------------ის საარქივო პირადი საქმის ნუსხის ასლის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმის ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 11 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 1 მაისის M---------------- ცნობა (ს.ფ. 61).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ-------------იას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24 მუხლების საფუძველზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესი არის ის გარემოება, რომ დადგინდეს მისი შრომის სტაჟი, რათა მოაწესრიგოს პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები (იგი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და სურს გაზრდილი პენსიის მიღება რუსეთის ფედერაციაში), რომელთა წინაპირობა შრომის სტაჟის დადგენაა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.

 

საქმეში წარმოდგენილი მოწმის - ვ--------------ის ჩვენებით (რომელიც გაფრთხილებული იქნა სასამართლოს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის, თავის არიდების ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისგებლობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით) დასტურდება, რომ მოსარჩელე მის მიერ მითითებულ პერიოდში - 1981 წლის 1 სექტემბრიდან 1985 წლის 1 აპრილამდე ნამდვილად მუშაობდა ს-----------------------–------------------–---------–---------–--ს სამსახურში, სხვადასხვა თანამდებობაზე (-------------------------------------- ნ------------- დ-–--------------).

 

საქართველოს სსკ-ის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებას წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად კი წერილობითი მტკიცებულება როგორც წესი წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი სასამართლოს მხარეთა შუამდგომლობით ან თავის ინიციატივით შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება გათავისუფლდეს დედნის წარდგენიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს შეუძლებელია. საბუთის ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტის - მოწმის - ვ--------------ის მიმართ 2019 წლის 1 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის საინფორმაციო უზრუნველყოფისა და პროფესიული მომზადების ორგანიზების სამმართველოს უფროსის მიერ გაცემული M---------------- ცნობის თანახმად, საარქივო პირადი საქმის ნუსხის ასლის საფუძველზე, დასტურდება რომ მოწმე - ვ--------------ე მსახურობდა სა---------–----–---------------------------–- 1969 წლის 1 ოქტომბრიდან 2004 წლის 12 ნოემბრამდე, კერძოდ, ს--------- (1984 წლის 20 აპრილიდან 1986 წლის 9 ივლისამდე) და გ---–-----–-- (1986 წლის 9 ივლისიდან 1994 წლის 24 იანვრამდე) რ------------–------------------–---------–----- დ-–--------------ს თანამდებობაზე.

 

ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეაფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებათა გათვალისწინებით არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რომ ზ-------------ია 1981 წლის 1 სექტემბრიდან 1985 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა ს-----------------------–------------------–---------–---------–--ს სამსახურში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის I ნაწილის ,,ა” და ,,უ’’ ქვეპუნქტების თანახმად მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 25-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ზ-------------იას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დადგინდეს, რომ ზ-------------ია 1981 წლის 1 სექტემბრიდან 1985 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა ს-----------------------–------------------–---------–---------–--ს სამსახურში;

 

3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე