განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119002869180
№1/27-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 მაისი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნატო ტორიაშვილის
ბრალდებულ - გ--- ა--------–---–ის
ადვოკატ - გ------- ბ-----–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: გ--- ა--------–---–ი
მამის სახელი: დ------
დაბადებული: 0--------- წელს
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: ყ-----–ის რაიონი სოფელი ე-----–-
ფაქტობრივად მცხოვრები: ყ-----–ის რაიონი სოფელი ე-----–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: გ--- ა--------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ
1. ორი პირის მიმართ ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 9 იანვარს, ყ-----–ის რაიონის სოფელ ე-----–ში, გ--- ა--------–---–მა მუშტების და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით სცემა ჯ----– ნ------–---–ი, ასევე ვ-----–- გ----–---–ს სახის არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც მათ განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქალაქ ყვარელში, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N43-ში მდებარე სს „სმარტ რითეილის“ კუთვნილი სუპერმარკეტიდან გ--- ა--------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების 14.80 ლარის ღირებულების შოკოლადს.
გ--- ა--------–---–ს, 2018 წლის 17 იანვარს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ხოლო 2019 წლის 21 თებერვალს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გ--- ა--------–---–ს შეეცვალა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით და დაკავებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში 2019 წლის 22 თებერვალს 15:03 საათზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 9 იანვარს, ყ-----–ის რაიონის სოფელ ე-----–ში, გ--- ა--------–---–მა მუშტების და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით სცემა ჯ----– ნ------–---–ი, ასევე ვ-----–- გ----–---–ს სახის არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც მათ განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. 2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქალაქ ყვარელში, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N43-ში მდებარე სს „სმარტ რითეილის“ კუთვნილი სუპერმარკეტიდან გ--- ა--------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების 14.80 ლარის ღირებულების შოკოლადს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ
მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ვ-----–- გ----–---–ის და ჯ----– ნ------–---–ის, მოწმეების - დ----- ა--------–---–ის, ვ----– მ----–---–ის, თ--–---- გ----–---–ის, თ----- ა--------–---–ის, თავად ბრალდებულ გ--- ა--------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გ--- ა--------–---–მა მუშტების და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით სცემა ჯ----– ნ------–---–ი, ასევე ვ-----–- გ----–---–ს სახის არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც მათ განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერადი ძალმომრეობის აქტში. როგორიც შეიძლება იყოს ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა.
ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. მათ შორის შეგვიძლია განვიხილოთ ჯონი არაბიძის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება - ხელის დარტყმა.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული ქმედების დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობრივი ქმედების ჩადენა ორი ან მეტი პირის მიმართ. ამ შემთხვევაში აუცილებელია პირმა ძალადობრივი ქმედებები განახორციელოს მინიმუმ ორი ადამიანის მიმართ, რომელთაგან ყველამ უნდა განიცადოს ფიზიკური ტკივილი.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ--- ა--------–---–მა ორი პირის მიმართ ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით
მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ მოწმეების: გ------- ქ----------–---–ის, ზ---- ს----–---–ის, ვ-----–- ე-–--–---–ის, ვ------- გ------–-–---–ის, თ------ ს----–---–ის, ა------ ზ------–---–ის, ი--- ბ-----–-–---–ის და თავად ბრალდებულ გ--- ა--------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ვიდეოჩანაწერით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქალაქ ყვარელში, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N43-ში მდებარე სს „სმარტ რითეილის“ კუთვნილი სუპერმარკეტიდან გ--- ა--------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების 14.80 ლარის ღირებულების შოკოლადს.
ქურდობა ნიშნავს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას. ამასთან, აღნიშნული დანაშაულის მახასიათებელი ნიშანია მისი ფარული ხასიათი. გარდა ამისა, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--- ა--------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--- ა--------–---–მა:
1. ორი პირის მიმართ ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
2. ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გ--- ა--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გ--- ა--------–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო, ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე
გ--- ა--------–---–ის მიერ ჩადენილია დანაშაულის ორი ეპიზოდი.
გ--- ა--------–---–ი წარსულში ნასამართლევია და ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ--- ა--------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩადენილია დანაშაულის ორი ეპიზოდი, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებები.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
გ--- ა--------–---–ს ყ-----–ის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით.
ამავე სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით გ--- ა--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 4000 (ოთხი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღა დაედო ბ---- ა--------–---–ის (პირადი N-----------) სახელზე რიცხული უძრავ ქონებას - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მისამართი: ყ-----–ის რაიონი სოფელი ე-----–-, ა------------–-, საკადასტრო კოდი №5----------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 6----------- ნაკვეთის წინა ნომერი 5-----------, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 7480 ლარს.
ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით გ--- ა--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო შეიცვლა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობით და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ჩადებული უძრავი ქონება მიექცა აღსასრულებლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--- ა--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.
გ--- ა--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და გ--- ა--------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 9 (ცხრა) თვე. საბოლოოდ, გ--- ა--------–---–ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და გ--- ა--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 თებერვლის 15:03 საათიდან. გ--- ა--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 16 იანვრის 11:18 საათიდან 2019 წლის 28 იანვრის ჩათვლით.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი