გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/31419-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - ქ. თ---–----------–----–--------------ა
წარმომადგენელი - თ---------–------ე
მოპასუხე - შპს „გ------------ +“
წარმომადგენელი - ტ------–-------ე
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „გ------------ +“-სს, ქ. თ---–----------–----–--------------ის სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს - 30 795 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ქ. თ---–----------–----–--------------ასა და შპს „გ------------+“-სს შორის, 2016 წლის 13 აპრილს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ სამი ხელშეკრულება: N03.0--------2 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი „ჩვეულებრივი ცაცხვის“ (Titilia vulgaris) თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა - პატრონობის მომსახურება) შესყიდვას, N03.0--------4 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი „მარადმწვანე კვიპაროსის (პირამიდული ფ. Cupressus sempervirenes f. Piramidales) თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა - პატრონობის მომსახურება) შესყიდვას, N03.01/-----5 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი „მარადმწვანე კვიპაროსის (ჰორიზონტალური ფ. Cupressus sempervirenes f. Horizontales) თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა - პატრონობის მომსახურება) შესყიდვას. მცენარეების მიწოდება - დარგვა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 25 მაისის ჩათვლით, შემსყიდველის წერილობით დავალებაში მოცემული კონკრეტული რაოდენობებისა და ვადების შესაბამისად, ხოლო დარგული მცენარეების მოვლა - პატრონობა მათი დარგვიდან 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
2016 წლის 13 აპრილის N03.01./-----2, N03.01.-------4 და N03.0--------5 ხელშეკრულებებით განისაზღვრა საჯარიმო სანქციები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო. კერძოდ, 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.8 % -ის ოდენობით. 8.3. პუნქტის მიხედვით კი, შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველი კონკრეტული დავალების შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3 % -ის ოდენობით.
ქ. თ---–----------–----–--------------ის ეკ---–---------------–------ს საქალაქო სამსახურის 2017 წლის 23 მარტის N18-----------8 წერილით შპს „გ------------ +“-სს ეთხოვა 2016 წლის 13 აპრილის ხელშეკრულებების შესაბამისად, უზრუნველეყო 2017 წლის 10 აპრილამდე და 20 აპრილამდე გამხმარი ნერგების იგივე სახეობის და რაოდენობის ნერგებით ჩანაცვლება, ხოლო დანართი N1-ის შესაბამისად, დარგული ნერგების ჯამების მოწყობა და გაფხვიერება, მორწყვა, სერთიფიცირებული, თხევადი, ორგანული სასუქის შეტანა მორწყვის დროს და ნერგის სამაგრი ჭიგოს გამართულ მდგომარეობაში მოყვანა.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა 2016 წლის 13 აპრილის N03.01/-----2 ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, ქ. თ---–----------–----–--------------ის ეკ---–---------------–------ს საქალაქო სამსახურის 2017 წლის 23 მარტის N18-----------8 წერილში მითითებული სამუშაოები მხარეს უნდა დაესრულებინა 2017 წლის 20 აპრილამდე (19 აპრილის ჩათვლით), თუმცა აღნიშნული სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 2 ივნისს, 44 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით, რის გამოც ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების (41 950 ლარი) 0.3 % -ის ოდენობით - 5 537.4 ლარი.
ამასთან, 2017 წლის 7 აგვისტოს ფორმა N2 -ით დასტურდება, რომ შპს „გ------------ +“-ის მიერ არ განხორციელებულა სერთიფიცირებული, თხევადი ორგანული სასუქის შეტანა მორწყვის დროს, რის გამოც, ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ეკისრება ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების 0.8 % -ის ოდენობით - 335.6 ლარი.
შპს „გ------------ +“-ის მიერ დარღვეულ იქნა 2016 წლის 13 აპრილის N03.0--------4 ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, ქ. თ---–----------–----–--------------ის ეკ---–---------------–------ს საქალაქო სამსახურის 2017 წლის 23 მარტის N18-----------8 წერილში მითითებული სამუშაოები მხარეს უნდა დაესრულებინა 2017 წლის 10 აპრილამდე, თუმცა, აღნიშნული სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 2 ივნისს, 54 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით, რის გამოც ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების (70 800 ლარი) 0.3 % -ის ოდენობით - 11 469.6 ლარი.
ამასთან, 2017 წლის 7 აგვისტოს ფორმა N 2- ით დასტურდება, რომ შპს „გ------------ +“-ის მიერ არ განხორციელებულა სერთიფიცირებული თხევადი ორგანული სასუქის შეტანა მორწყვის დროს, რის გამოც, ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მხარეს ეკისრება ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების ( 70 800 ლარი) 0.8 % -ის ოდენობით - 566.4 ლარი.
შპს „გ------------ +“-ის მიერ დარღვეულ იქნა 2016 წლის 13 აპრილის N03.0--------5 ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, ქ. თ---–----------–----–--------------ის ეკ---–---------------–------ს საქალაქო სამსახურის 2017 წლის 23 მარტის N18-----------8 წერილში მითითებული სამუშაოები მხარეს უნდა დაესრულებინა 2017 წლის 10 აპრილამდე, თუმცა აღნიშნული სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 2 ივნისს, 54 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით, რის გამოც ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (54 დღე) ხელშეკრულების ღირებულების (75 800 ლარი) 0.3 % -ის ოდენობით - 12 279.6 ლარი.
ამასთან, 2017 წლის 7 აგვისტოს ფორმა N 2- ით დასტურდება, რომ შპს „გ------------ +“-ის მიერ არ განხორციელებულა სერთიფიცირებული თხევადი ორგანული სასუქის შეტანა მორწყვის დროს, რის გამოც, ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მხარეს ეკისრება ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (75 800 ლარი) 0.8 % -ის ოდენობით - 606.4 ლარი.
ქ. თ---–----------–----–--------------ის მუ--–----–------–----------ს საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის N12-----------3, N12-----------2 და N12-----------5 წერილებით შპს „გ------------ +“-სს ეცნობა დარიცხული პირგასამტეხლოს (ჯამში 30 795 ლარი) შესახებ, თუმცა აღნიშნული თანხა მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ როგორც წარმოდგენილი შესაგებელით ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოპასუხე მხარე ყოველთვის იცავდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს და სამუშაოებს აწარმოებდა აგროტექნიკური ნორმების სრული დაცვით, რაც შეეხება N03.0--------2, N03.0--------4 და N03.01/30.2-5 ხელშეკრულებების მე-8 მუხლში გაწერილ საჯარიმო სანქციებს, იგი განსაზღვრულია პირობების შეუსრულებლობისათვის და ვადების დარღვევისათვის. აღნიშნულ ხელშეკრულებაში არ არის გაწერილი გაუვარგისებული მცენარეების ამოცვლის ვადები, შესაბამისად, საჯარიმო სანქციების გამოყენება ჩვენი კომპანიის მიმართ ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.
ამასთან, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შემთხვევაში მოხდეს მისი შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 13 აპრილს ქ. თ---–----------–----–--------------ასა და შპს „გ------------ +“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N03.01./-----2, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების ობიექტია - სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი „ჩვეულებრივი ცაცხვი (Tilia vulgaris) თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა - პატრონობის მომსახურება) რომლის მახასიათებლები, რაოდენობა და ერთეულის ღირებულებები მითითებულია მიმწოდებლის ფასების ცხრილში რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 41 950 ლარით.
ხელშეკრულება ძალაში შედის გაფორმებისთანავე და ძალაშია 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მცენარეების მიწოდება - დარგვა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 25 მაისის ჩათვლით, შემსყიდველის წერილობით დავალებაში მიცემული კონკრეტული რაოდენობებისა და ვადების შესაბამისად, ხოლო დარგული მცენარეების მოვლა პატრონობა მათი დარგვიდან 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების 8.2. პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.8 % -ის ოდენობით.
ხელშეკრულების 8.3. პუნქტით, შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასმტეხლოს გადახდა ყოველი კონკრეტული დავალების შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3 % -ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 13 აპრილის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 03.01/-----2 (ს.ფ. 20 - 23);
- დანართი N1 (ს.ფ. 24 - 25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2016 წლის 13 აპრილს ქ. თ---–----------–----–--------------ასა და შპს „გ------------ +“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N03.01./-----4, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების ობიექტია - სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი მარადმწვანე კვიპაროსი (პირამიდალური ფ. Cupressus sempervirenes f. Piramidales) თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა - პატრონობის მომსახურება) რომლის მახასიათებლები, რაოდენობა და ერთეულის ღირებულებები მითითებულია მიმწოდებლის ფასების ცხრილში რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 70 800 ლარით.
ხელშეკრულება ძალაში შედის გაფორმებისთანავე და ძალაშია 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მცენარეების მიწოდება - დარგვა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 25 მაისის ჩათვლით, შემსყიდველის წერილობით დავალებაში მიცემული კონკრეტული რაოდენობებისა და ვადების შესაბამისად, ხოლო დარგული მცენარეების მოვლა პატრონობა მათი დარგვიდან 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების 8.2. პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.8 % -ის ოდენობით.
ხელშეკრულების 8.3. პუნქტით, შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასმტეხლოს გადახდა ყოველი კონკრეტული დავალების შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3 % -ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 13 აპრილის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 03.01/-----2 (ს.ფ. 26 - 29);
- დანართი N1 (ს.ფ. 30 - 31);
3.1.3. 2016 წლის 13 აპრილს, ქ. თ---–----------–----–--------------ასა და შპს „გ------------ +“-სს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N03.01./-----5, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების ობიექტია - სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი მარადმწვანე კვიპაროსი (ჰორიზონტალური ფ. Cupressus sempervirenes f. horizontales) თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა - პატრონობის მომსახურება) რომლის მახასიათებლები, რაოდენობა და ერთეულის ღირებულებები მითითებულია მიმწოდებლის ფასების ცხრილში რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 75 800 ლარით.
ხელშეკრულება ძალაში შედის გაფორმებისთანავე და ძალაშია 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მცენარეების მიწოდება - დარგვა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 25 მაისის ჩათვლით, შემსყიდველის წერილობით დავალებაში მიცემული კონკრეტული რაოდენობებისა და ვადების შესაბამისად, ხოლო დარგული მცენარეების მოვლა პატრონობა მათი დარგვიდან 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების 8.2. პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.8 % -ის ოდენობით.
ხელშეკრულების 8.3. პუნქტით, შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველი კონკრეტული დავალების შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3 % -ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 13 აპრილის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 03.01/-----5 (ს.ფ. 32 - 35);
- დანართი N1 (ს.ფ. 36 - 37);
3.1.4. ქ. თ---–----------–----–--------------ის ეკ---–---------------–------ს საქალაქო სამსახურის 2017 წლის 23 მარტის წერილით შპს „გ------------ +“-ს ეცნობა 2016 წლის N03.01/-----2, N03.0--------4 და N03.0--------5 ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესაბამისად 2017 წლის 10 აპრილამდე (წიწვოვანი) და 20 აპრილამდე (ფოთლოვანი) გამხმარი ნერგების იგივე სახეობის და რაოდენობის ნერგებით ჩანაცვლება, ხოლო დანართი N1 - ის შესაბამისად, კომპანიის მიერ დარგული ნერგების ჯამების მოწყობა და გაფხვიერება, მორწყვა, სერთიფიცირებული, თხევადი ორგანული სასუქის შეტანა მორწყვის დროს და ნერგის სამაგრი ჭიგოს გამართულ მდგომარეობაში მოყვანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თ---–----------–----–--------------ის ეკ---–---------------–------ს საქალაქო სამსახურის წერილი (ს.ფ. 38)
3.1.5. 2017 წლის 2- აპრილის ქ. თ---–----------–----–--------------ის ეკ---–---------------–------ს საქალაქო სამსახურის დათვალიერების N1/62 და 1/60 ოქმებით გამოვლინდა, რომ თბილისის ზღვის მიმდებარედ მოპასუხე ახორციელებს N03.01/-----2, N03.0--------4 და N03.0--------5 ხელშეკრულებებით ნაკისრ სამუშაოებს. ოქმში მითითებულია, რომ ამოღებულია 3 400 მდე ორმო, ორმოების ნაწილი არ შეესაბამება ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს, ასევე ამოღებული ხმელი ნერგები არ არის გატანილი მიმდებარე ტერიტორიიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თ---–----------–----–--------------ის ეკ---–---------------–------ს საქალაქო სამსახურის დათვალიერების ოქმები (ს.ფ. 39 - 42)
3.1.6. 2017 წლის 7 აგვისტოს ქ. თ---–----------–----–--------------ის ეკ---–---------------–------ს საქალაქო სამსახურს და შპს „გ------------ +“-ს შორის შედგა სამი მიღება - ჩაბარების აქტი კერძოდ:
ხელშეკრულება N03.01/-----2 ხელშეკრულების საფუძველზე დაადასტურეს, რომ 2017 წლის ივნისის თვეში ქ. თ---–----------–----–--------------ის ეკ---–---------------–------ს საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა, ხოლო შპს „გ------------ +“-მა ჩააბარა ჩვეულებრივი ცაცხვის (Tilia vulgaris) ნერგები თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა - პატრონობა მომსახურება). სულ აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 2017 წლის 7 აგვისტოს დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტის N2 შესაბამისად შეადგინა 135.50 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
ხელშეკრულება N03.01/-----4 ხელშეკრულების საფუძველზე დაადასტურეს, რომ 2017 წლის ივნისის თვეში ქ. თ---–----------–----–--------------ის ეკ---–---------------–------ს საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა, ხოლო შპს „გ------------ +“-მა ჩააბარა მარადმწვანე კვიპაროსის (პირამიდული ფ. Cupressus sempervirenes f. Piramidales) ნერგები თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა - პატრონობა მომსახურება). სულ აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 2017 წლის 7 აგვისტოს დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტის N2 შესაბამისად შეადგინა 194.60 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
ხელშეკრულება N03.01/-----5 ხელშეკრულების საფუძველზე დაადასტურეს, რომ 2017 წლის ივნისის თვეში ქ. თ---–----------–----–--------------ის ეკ---–---------------–------ს საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა, ხოლო შპს „გ------------ +“-მა ჩააბარა მარადმწვანე კვიპაროსის (ჰორიზონტალური ფ. Cupressus sempervirenes f. horizontales) ნერგები თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა - პატრონობა მომსახურება). სულ აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 2017 წლის 7 აგვისტოს დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტის N2 შესაბამისად შეადგინა 142.75 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება - ჩაბარების აქტები, აქტი N2 (ს.ფ. 45 - 50)
3.1.7. ქ. თ---–----------–----–--------------ის მუ--–----–------–----------ს საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის წერილის თანახმად შპს „გ------------ +“-ს ეცნობა შემდეგი:
2017 წლის 23 მარტის N18-----------8 წერილით დავალებული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 20 აპრილამდე პერიოდი, თუმცა, აღნიშნული სამუშაოები შპს „გ------------ +“-ის მიერ განხორციელებულ იქნა 2017 წლის 2 ივნისს (44 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით)
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/-----2 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის შპს „გ------------ +“-ს დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (41 950 ლარი) 0.8 % -ის ოდენობით, 335.6 ლარი.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/-----2 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, შპს „გ------------ +“-ს დაეკისრა პირგასამტეხლო, კონკრეტული დავალების შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (44 დღე), ხელშეკრულების ღირებულების (41 950 ლარი) 0.3 % -ის ოდენობით ჯამში 5 537.4 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თ---–----------–----–--------------ის მუ--–----–------–----------ს საქალაქო სამსახურის წერილი (ს.ფ. 51)
3.1.8. ქ. თ---–----------–----–--------------ის მუ--–----–------–----------ს საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის წერილის თანახმად შპს „გ------------ +“-ს ეცნობა შემდეგი:
2017 წლის 23 მარტის N18-----------8 წერილით დავალებული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 10 აპრილამდე პერიოდი, თუმცა, აღნიშნული სამუშაოები შპს „გ------------ +“-ის მიერ განხორციელებულ იქნა 2017 წლის 2 ივნისს (54 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით)
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/-----4 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის შპს „გ------------ +“-ს დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (70 800 ლარი) 0.8 % -ის ოდენობით, 566.4 ლარი.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/-----4 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, შპს „გ------------ +“-ს დაეკისრა პირგასამტეხლო, კონკრეტული დავალების შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (54 დღე), ხელშეკრულების ღირებულების (70 800 ლარი) 0.3 % -ის ოდენობით ჯამში 11 469.6 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თ---–----------–----–--------------ის მუ--–----–------–----------ს საქალაქო სამსახურის წერილი (ს.ფ. 52)
3.1.9. ქ. თ---–----------–----–--------------ის მუ--–----–------–----------ს საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის წერილის თანახმად შპს „გ------------ +“-ს ეცნობა შემდეგი:
2017 წლის 23 მარტის N18-----------8 წერილით დავალებული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 10 აპრილამდე პერიოდი, თუმცა, აღნიშნული სამუშაოები შპს „გ------------ +“-ის მიერ განხორციელებულ იქნა 2017 წლის 2 ივნისს (54 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით)
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/-----5 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის შპს „გ------------ +“-ს დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (75 800 ლარი) 0.8 % -ის ოდენობით, 606.4 ლარი.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/-----5 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, შპს „გ------------ +“-ს დაეკისრა პირგასამტეხლო, კონკრეტული დავალების შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (54 დღე), ხელშეკრულების ღირებულების (75 800 ლარი) 0.3 % -ის ოდენობით ჯამში 12 279.6 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თ---–----------–----–--------------ის მუ--–----–------–----------ს საქალაქო სამსახურის წერილი (ს.ფ. 53)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპ----------------ა" დაარღვია დავალების შესრულების ვადები და ეკისრება პირგასამტესლო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ბრალის გამომრიცხველი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თ---–----------–----–--------------ის მუ--–----–------–----------ს საქალაქო სამსახურის წერილები და დათვალიერების ოქმები, მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 38-53)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ქ. თ---–----------–----–--------------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს: მოპასუხეს ვალდებულების დარღვევის გამო უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, შემცირებული ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 115-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც, მოპასუხე ვალდებულებას იღებდა ქ. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად სამუშაოების შესრულებას. მხარეთა შეთანხმებით, ვალდებულებების დარღვევისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო: შესასრულებელი სამუშაოს ვადის გადაცილებისათვის და სხვა დარღვევებისათვის.
მოპასუხის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება N03.01./-----2, ხელშეკრულებით განისაზღვრა 41 950 ლარით, N03.01./-----4 ხელშეკრულებით 70 800 ლარით და N03.01./-----5 ხელშეკრულებით 75 800 ლარი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხე მხარის ბრალეულობა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, რაც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დანაწესის შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. კერძოდ, ხელშეკრულების 8.2. პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.8 % -ის ოდენობით. ხელშეკრულების 8.3. პუნქტით, შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველი კონკრეტული დავალების შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3 % -ის ოდენობით.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ N03.01/-----2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება დაგვიანა 44 დღით, N03.01/-----4 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება დაგვიანდა 54 დღით და N03.01/-----5 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება დაგვიანდა 54 დღით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.
ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ხოლო ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ხარისხი და სხვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ფაქტი, რომ მოპასუხემ სამივე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა დაგვიანებით. მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან რაც შეადგენს საერთო ჯამში 30 795 ლარს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ამ მოცულობით არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა, როგორც ხელშეკრულებების 8.2, ისე 8.3 პუნქტის ნაწილში უნდა შემცირდეს 0.05 % მდე და საერთო ჯამში მისი ოდენობა განისაზღვროს 4 974.87 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, დაკმაყოფილებულ ნაწილში მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 149.20 ლარს.
შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 149.20 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „გ------------ +“-ის (ს/კ 40------0) საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს. ამ ეტაპისათვის განჩინება გასაჩივრებულია და განსახილველად გადაგზავნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. თ---–----------–----–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „გ------------ +“-სს ქ. თ---–----------–----–--------------ის სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს 4 974.87 ლარის გადახდა;
3. შპს „გ------------ +“-სს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 149.20 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე