გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2019
საქმის ნომერი
130210019002828700
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210019002828700

2-47-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

10 მაისი, 2019 წელი, ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------“

წარმომადგენელი ი-----–--------–ია

მოპასუხეები ელ----------------------–----------------–----------------------------------------------------------------------–---–-ბი

ადვოკატი მა-------ძე

ბ---–------------–-ილის წარმომადგენელი ე-–---------------აშვილი

დავის საგანი თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ნივთის

რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ელ----------------------------–--ლებს სოლიდარულად გადახდეთ ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ 8 466.01 ლარი;

1.2. ელ----------------------------–--ლებს სოლიდარულად გადახდეთ ასევე, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 2019 წლის 29 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიურად 2 ლარი და 54 თეთრი;

1.3. ელ----------------------------–--ლებს სოლიდარულად გადახდეთ ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 2019 წლის 29 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიურად 1 ლარი და 9 თეთრი;

1.4. ე-–---------------აშვილს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1 675.20 ლარის გადახდა;

1.5. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 69---------- რომელზეც მოპასუხეების საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, სარეალიზციოდ მიექცეს მოპასუხეების სხვა უძრავ-მოძრავი ქონება;

მოთხოვნილია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა;

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2014 წლის 25 ნოემბერს, ,,ს----------–--------სა“ და ე-–---------------აშვილს შორის დაიდო საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, ,,ს----------–--------სა“ და მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულებით, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 69---------- რომელზეც მოპასუხეთა საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული. აღნიშნული საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2014 წლის 25 ნოემბერს, მოსარჩელესა და ე-–---------------აშვილს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, ე-–---------------აშვილმა მიიღო სესხი 20 000 ლარი წლიური 17%-ით, 54 თვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის;

ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, ,,ს----------–--------თან“ დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, ვენერა ბარათაშვილმა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა კრედიტორის წინაშე ე-–---------------აშვილის ვალდებულების შესრულებაზე. მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 40 000 ლარით;

2017 წლის 27 ნოემბერს, ე-–---------------აშვილმა მოსარჩელისაგან ისესხა 8 00 ლარი 12 თვით. ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%, კრედიტით სარგებლობის საკომისიო განისაზღვრა თვეში 40 ლარით. მოპასუხე პერიოდულად არღვევდა გადახდის გრაფიკს, 2018 წლის ოქტომბრიდან კი საერთოდ აღარ გადაიხადა ვალი;

ამ გარემობებზე მითითებით, ე-–---------------აშვილისა და ვ---------------–---–-სათვის სოლიდარულად გადასახდელად მოთხოვნილი 8 466.01 ლარიდან 5 459 ლარი ძირი თანხაა, 569.56 ლარი - პროცენტი, 2437 ლარი და 45 თეთრი - პირგასამტეხლო;

ე-–---------------აშვილისათვის გადასახდელად მოთხოვნილი 1 675.20 ლარიდან ძირი თანხაა 800 ლარი, 280 ლარი - პროცენტი, 595.20 ლარი - პირგასამტეხლო;

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა გათვალისწინებულია მხარეთა შორის ხელშეკრულებით, შეთანხმებული არიან ასევე თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ/ვერ დააკმაყოფილებს ბანკის მოთხოვნას, აღსრულება მიექცეს მოპასუხეთა სხვა ქონებაზე;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო - სოლიდარულად გადახდის მოთხოვნა - ძირი თანხის - 5459 ლარის გადახდის ნაწილში, ე-–---------------აშვილისათვის თანხის დაკისრების ნაწილში - ასევე ძირი თანხის 800 ლარის მოთხოვნის ნაწილში, მთავარ სხდომაზე - ძირ თანხასთან ერთად - პროცენტის, შესაბამისად - 569.56 ლარის და 280 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც.

მოპასუხე მხარემ მიუთითა ასევე, რომ პირგასამტეხლო ორივე მოთხოვნის შემთხვევაში შეუსაბამოდ მაღალია, ბანკმა მიიღო შემოსავალი, სარჩელს ნაწილობრივ ცნობს, შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ისევე როგორც მოპასუხეთა სხვა ქონებაზე აღსრულების მოთხოვნა და გადაწყვეტილება არ უნდა გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რადგან ამისათვის განსაკუთრებული გარემოება არ არსებობს - მოპასუხეების პოზიციის გათვალისწინებით;

 

,3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 25 ნოემბერს, სს ,,ს----------–--------სა" და ე-–---------------აშვილს შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით, 6------------ რომელზეც მოპასუხეთა საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.21-32);

- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.33-41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.2. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2014 წლის 25 ნოემბერს, ე-–---------------აშვილმა მოსარჩელისაგან მიიღო სესხი 20 000 ლარი. წლიური 17%-ით, 54 თვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი თანხის 0.5%;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ.46-52);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.3. 2014 წლის 25 ნოემბერს დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, ვენერა ბარათაშვილმა, კრედიტორის წინაშე, სოლიდარული ვალდებულება იკისრა ე-–---------------აშვილის ვალდებულების შესრულებაზე. მისი პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღრვრული მაქსიმალური თანხაა 40 000 ლარი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.54-58);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.4. 2017 წლის 27 ნოემბერს, ე-–---------------აშვილმა, მოსარჩელისაგან ისესხა 800 ლარი ერთი წლით. ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იყო ვადაგადაგადაცილებულ თანხაზე ყოველდღიურად 0.5% პირგასამტეხლოს დარიცხვა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო მომსახურების პირობები (ს.ფ.59-85);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.85-87);

- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ.88-96);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.5. მოპასუხე მხარე პერიოდულად არღვევდა ვალის დაბრუნების გრაფიკს. 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ კი საერთოდ აღარ გადაუხდია თანხა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინფორმაცია მოსარჩელის წინაშე მოპასუხის ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ.97);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ, შეაფაასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. სოლიდარულად გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა მოთხოვნილი 2437.45 ლარიდან უნდა შემცირდეს 1500 ლარამდე, მხოლოდ ე-–---------------აშვილისაგან მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 595.20 ლარიდან - 300 ლარამდე;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 301-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილები, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 411-ე, 417-ე, 420-ე, 626-ე, 891-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;

317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხეებისაგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;

891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის;

მოცემულ შემთხვევაში ე-–---------------აშვილსა და ბანკს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. მან დაარღვია გრაფიკი და 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ, თანხა საერთოდ აღარ გადაიხადა, რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ე-–---------------აშვილისა და ვ---------------–---–-საგან, რომელმაც ბანკის წინაშე სოლიდარული ვალდებულება იკისრა ე-–---------------აშვილის ვალდებულების შესრულებაზე;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;

სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;

131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს - ძირი თანხის და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის, 131-ე მუხლის შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია;

მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო;

იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხემ ისესხა ერთ შემთხვევაში 2 0 000 ლარი 54 თვით, გადახდილი აქვს ათი ათას ლარზე მეტი, სესხის ნაშთი არის 5459 ლარი, მეორე შემთხვევაში ისესხა 800 ლარი 12 თვით, მოთხოვნლი პირგასამტეხლო პირველ შემთხვევაში დარჩენილი ძირი თანხის 44%-ზე მეტია, მეორე შემთხვევაში - 74%-ზე მეტი, პირგასამტეხლო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 2437.45 ლარი - 1500 ლარამდე, 595.20 ლარი - 300 ლარამდე;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;

სადავო არ არის, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - არ გადაიხადეს ხელშეკრულებით ნაკისრის თანხა, რამაც ბანკს მიაყენა ზიანი და მოპასუხეები ვალდებული არიან აანაზღაურონ ის;

მოსარჩელე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე მითითებით, მოითხოვს მოპასუხეებისათვის, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის, 17%-ის დაკისრებას, რაც ყოველდღიურად 2 ლარი და 54 თეთრია;

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეებმა უნდა აუნაზღაურონ ზიანი მიუღებელი შემოსავლისათვის. ზიანის ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური სარგებლის, ძირი თანხის 5459 ლარის წლიური 17%-ის ტოლია;

სარგებლის, 17%-ის გადახდა გათვალისწინებულია მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების 4.8 პუნქტით (ს.ფ.46);

ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში სარგებლის გადახდაზე შეთანხმების შესაძლებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით. 411-ე მუხლი კი მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული სარგებელი განსხვავდება მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანისაგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სესხი სარგებლიანი კი იყო, მაგრამ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ სარგებლის გადახდაზე მხარეები არ შეთანხმებულან. მხარეებს შორის ასეთ შეთანხმებას გამორიცხავს თვითონ მოსარჩელის მოთხოვნაც, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე მითითებით მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და სასამართლოს სხდომაზეც განმარტა, რომ მოთხოვნილი ძირი თანხის 17% არის ზიანი მიუღებელი შემოსავლისათვის. მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ოდენობაზე მსჯელობისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების წარმოშობის დროისათვის ეროვნული ბანკის მიერ სესხებზე დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, მიაჩნია, რომ მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად 2.54 ლარის და პირგასამტეხლოს 1.9 ლარის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს;

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი 11 ნაწილების თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მოცემულ შემთხვევაში, რადგან მოპასუხე მხარემ (მოვალემ) მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ;

მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ მხარეთა შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ვალდებულების სრუალად დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების სხვა უძრავ-მოძრავი ქონება;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების 5.2. პუნქტით (ს.ფ.22), იპოთეკის ხელშეკრულების 15.2. პუნქტით (ს.ფ.38), სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 11.2. პუნქტით (ს.ფ.57), მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავაზე მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

ამდენად, გაზიარებული ვერ იქნება მოპასუხე მხარის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ბანკმა მოგება მიიღო მოპასუხეებთან დადებული ხელშეკრულებებიდან, ისინი სარჩელს ნაწილობრივ ცნობენ, რის გამოც გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა გადაეცეს და იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით კრედიტორის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მოპასუხეთა სხვა ქონების რეალიზაცია არ მოხდეს;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა:

49-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე, ორივე ხელშეკრულებაზე ძირი თანხების 5459 ლარის და 800 ლარის მოთხოვნის ნაწილში და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 187 ლარი და 77 თეთრი უდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. მას უნდა დაუბრუნდეს 12 ლარი და 50 თეთრიც, რადგან სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ასევე ორივე ხელშეკრულებაზე პროცენტების 569. 56 ლარის და 280 ლარის მოთხოვნის ნაწილში და ამ თანხიდან გამომდინარე ბაჟის ნახევარია 12.50 ლარი. ე.ი. მოსარჩელეს, გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს, სულ, 200 ლარი და 27 თეთრი;

გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილიდან 223.36 ლარიდან მოპასუხეებს უნდა გადახდეთ 180 ლარი და 24 თეთრი - სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული თანხა;

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

1.1. ელ----------------------------–--ლებს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ: 7528 ლარი და 56 თეთრი, საიდანაც: 5459 ლარი ძირი თანხაა, 569.56 ლარი - პროცენტი, 1500 ლარი - პირგასამტეხლო;

1.2. ელ----------------------------–--ლებს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ 2019 წლის 29 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დღეში 2 ლარი და 54 თეთრი და ასევე - 1 ლარი და 9 თეთრი ყოველდღიურად - ვალდებულების სრულად შესრულებამდე;

1.3. ე-–---------------აშვილს გადახდეს სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ 1380 ლარი, საიდანაც 800 ლარი ძირი თანხაა, 280 ლარი - პროცენტი, 300 ლარი - პირგასამტეხლო;

1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 69---------- რომელზეც მოპასუხეების ე-–-------------–-------------------------–-----------------------–--ლების საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების სხვა უძრავ-მოძრავი ქონება;

2. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

3. სს ,,ს----------–--------ს" დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 200 ლარი და 27 თეთრი, მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდეთ ,,ს----------–---------ს" სასარგებლოდ 180 ლარი და 24 თეთრი - მოსარჩელის მიერ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის თანხა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი