გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1669-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე - ფ----------------–ი
წარმომადგენელი - გ--–--------–--–---–ი
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
წარმომადგენელი - თ-------------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 01 ნოემბრის №1---- ბრძანება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება (იხ. 11.04.2019წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
1.3. დაევალოს მოპასუხეს მსჯავრდებული ფ----------------–ი სასჯელის მოხდის გასაგრძელებლად დააბრუნოს №-- პენიტენციურ დაწესებულებაში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის განაჩენით ფ----------------–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. ამავე განაჩენით ფ----------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორისა და მსჯავრდებულ ფ----------------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 08 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება. ფ----------------–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ფ----------------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის პირველ ნაწილზე. ფ----------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის №1/3----17 განაჩენი.
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის №1ბ/3---18 განაჩენი (პირადი საქმე).
3.1.2. „მსჯავრდებულ ფ----------------------------–ისათვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 07 მარტის №3--- ბრძანებით მსჯავრდებული ფ----------------------------–ი განთავსებულ იქნა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 07 მარტის №3--- ბრძანება (პირადი საქმე).
3.1.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 09 მარტის №3--9 ბრძანებით მსჯავრდებული ფ----------------------------–ის სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №-- პენიტენციურ დაწესებულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 09 მარტის №3--9 ბრძანება (პირადი საქმე).
3.1.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 16 აგვისტოს №1---7 ბრძანებით, საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ 71 მუხლის მე-12 ნაწილის და 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული ფ----------------------------–ი №-- პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 16 აგვისტოს №1---7 ბრძანება (პირადი საქმე).
3.1.5. საქმეში წარმოდგენილი მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმის ამონაწერით დგინდება, რომ მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდმა განიხილა №- პენიტენციური დაწესებულების მონაცემების პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ შევსებული ფორმა №2 და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია საიდუმლო ფორმა №3 მსჯავრდებულ ფ----------------------------–ის შესახებ.
მსჯავრდებულ ფ----------------------------–ის საქმის განხილვისას მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდმა იხელმძღვანელა „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკის შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმის, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის შემადგენლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის მე-4 მუხლით დადგენილი საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმებით, მე-14 მუხლით და დაადგინა, მსჯავრდებული ფ----------------------------–ი არ არის წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის მქონე; მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია, წახალისებული არ ყოფილა; არ ყოფილა ჩართული სოციალურ, დასაქმებისა და სასწავლო პროგრამებში; მსჯავრდებული არ არის მიდრეკილი თვითდაზიანებისაკენ.
ამავე გუნდმა დაადგინა, რომ მსჯავრდებული ფ----------------------------–ი №- პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2018 წლის 16 აგვისტოს №-- პენიტენციური დაწესებულებიდან. მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 09 მარტის სხდომის ოქმის საფუძველზე, მსჯავრდებულ ფ----------------------------–ის განესაზღვრა დაბალი რისკი. რისკის განსაზღვრის შემდეგ მისი ქცევა მკვეთრად შეიცვალა უარესობისკენ, რაც გამოიხატა იმაში, რომ №- დაწესებულებაში შესახლებიდან მეორე დღესვე დაარღვია დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, საკანში ხმაურისა და დაწესებულების თანამშრომლისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო 17.08.2018წ. დისციპლინური სახდელის სახით გამოეცხადა „ს----------ი“. ასევე, მიმდინარე წლის 20 და 29 აგვისტოს აგრესიის გამოხატვის, ხმაურის და თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობის გამო 2-ჯერ გამოეცხადა „ს----------ი“.
გუნდმა ასევე მიუთითა პენიტენციურ დეპარტამენტში არსებულ ოპერატიულ ინფორმაციაზე.
ამდენად, გუნდმა მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ფ----------------------------–ის განთავსება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხლის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდმა გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებულ ფ----------------------------–ის საშიშროების რისკი სახე არის - მომეტებული. ამავე საოქმო გადაწყვეტილებით, გუნდმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს რეკომენდაცია გაუწია მასზედ, რომ მსჯავრდებული ფ----------------------------–ი განთავსებულ იქნეს მისი რისკის სახის შესაბამის დაწესებულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის ამონაწერი (ს.ფ. 38-40).
3.1.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 01 ნოემბრის №1---- ბრძანებით, მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის საიდუმლო სხდომის ოქმის საფუძველზე, საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულ ფ----------------------------–ის სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 01 ნოემბრის №1---- ბრძანება (ს.ფ. 41).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფ----------------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი (სადავო აქტების გამოცემისას მოქმედი რედაქცია), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი“ (სადავო აქტების გამოცემისას მოქმედი რედაქცია).
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმის, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-17 მუხლის თანახმად, გუნდის გადაწყვეტილება საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის შესაბამისი ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებასთან ერთად, მინისტრთან ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში მსჯავრდებულის მიერ, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 01 ნოემბრის №1---- ბრძანებას საფუძვლად უდევს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული სადავო გადაწყვეტილებები განხილული უნდა იქნეს როგორც ერთიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო საკითხის მარეგულირებელ სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო მიუთითებს ,,პატიმრობის კოდექსის“ პირველ მუხლზე, რომელიც ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებსა და პრინციპებს. კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად კი, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძველია სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღმასრულებელი ორგანოები არიან სამსახური და მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებები, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის წარმართვას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომ - სამინისტრო).
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით კი, საჭიროების შემთხვევაში მინისტრი ქმნის და აუქმებს შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ვ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ზ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლი განმარტავს, რომ დახურული ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, როგორც შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი.
6.3. ,,პატიმრობის კოდექსის“ 64-ე მუხლის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, სასჯელს იხდის: პირი, რომელიც პირველად არის მსჯავრდებული განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, სასამართლოს მიერ განესაზღვრა 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა; განზრახი დანაშაულისათვის არაერთგზის ნასამართლევი პირი, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი და ადრე ნასამართლევი პირი, რომლებსაც სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცდა ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი“.
მითითებული ბრძანების პირველი მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომელიც განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის სახეებს, შეფასების/გადაფასების წესს, რისკის შეფასების კრიტერიუმებს, რისკის შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულთა იმავე ან სხვა ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის წესსა და პირობებს, რისკების შეფასების გუნდის (შემდგომში – გუნდი), აგრეთვე მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას.
აღნიშნული წესის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საშიშროების რისკის სახეებია: დაბალი, საშუალო, მომეტებული, მაღალი. საშიშროების დაბალი რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის დაბალი (მინიმალური). დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 09 მარტის №3--9 ბრძანებით მსჯავრდებული ფ----------------------------–ის სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №-- პენიტენციურ დაწესებულებაში.
6.4. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესით“ დადგენილ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცედურას, რომელიც შეიცავს წესებს, რომლის მიხედვითაც ხდება მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასება.
მითითებული წესის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საშიშროების რისკის სახის სავარაუდო ცვლილების დადგენის მიზნით, გუნდი უზრუნველყოფს იმ მსჯავრდებულთა პერიოდულ გადაფასებას, რომლებიც უკვე იქნენ მათ მიერ შეფასებულნი. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის გადაფასება ხდება საშიშროების რისკის სახის შესაბამისად: ა) საშიშროების მაღალი რისკის შეფასებიდან არაუგვიანეს 12 თვისა; ბ) საშიშროების მომეტებული რისკის შეფასებიდან არაუგვიანეს 18 თვისა; გ) საშიშროების საშუალო რისკის შეფასებიდან არაუგვიანეს 24 თვისა; დ) საშიშროების დაბალი რისკის შეფასების შემდგომ, თუ მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა, დამოკიდებულება ან სხვა გარემო პირობები ან/და მისი იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია.
ამავე სამართლებრივი ნორმის მე-4 და მე-5 პუნქტებით კანონმდებელი დეტალურად განსაზღვრავს ზემოაღნიშნული ვადის დაუცველად მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის გადაფასების წინაპირობებს და პროცედურას. კერძოდ, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურის დაწყება ასევე შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის დაუცველად განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა პირის ქცევა, დამოკიდებულება ან სხვა გარემო პირობები ან/და მისი იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება ხდება დირექტორის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ამ შემთხვევაში დირექტორი ვალდებულია აღწეროს გარემოებები, რის საფუძველზეც მიმართავს გუნდს საშიშროების რისკის სავარაუდო ცვლილების თაობაზე.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის დაუცველად მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდმა დაიწყო მსჯავრდებულ ფ----------------–ის საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურა, ხოლო 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილებით გუნდა მიიჩნია, რომ ფ----------------------------–ის საშიშროების რისკი სახე არის - მომეტებული.
დადგენილია ასევე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 01 ნოემბრის №1---- ბრძანებით, მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის საიდუმლო სხდომის ოქმის საფუძველზე, საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულ ფ----------------------------–ის სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებას მიანიჭა განსაკუთრებული მნიშვნელობა და მსჯავრდებულის შეფასების პროცესი კონკრეტულად გაწერა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულ ფ----------------–ის საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურა დაიწყო დადგენილი ვადის დაუცველად, ხოლო მსჯავრდებულთა რისკის შეფასების გუნდის მიერ შედგენილი ოქმი საფუძვლად ედება ისეთი ღონისძიების გატარებას, როგორიც არის მსჯავრდებულის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამწესება, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმსჯელოს ოქმის მიღების პროცედურულ საკითხებზე, ვინაიდან პროცედურული საკითხების დაცვის ვალდებულება წარმოადგენს კანონით დადგენილი წესების ისეთ სახის დარღვევას, რომლის არსებობისას შეუძლებელია შეფასდეს მის საფუძველზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილი იმპერატიული მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იქნა სათანადოდ განმარტებული და დოკუმენტურად დადასტურებული თუ რა გარემოება დაედო საფუძვლად მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის მიერ დადგენილი ვადის დაუცველად მსჯავრდებულ ფ----------------–ის საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურის დაწყებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული წესი მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი დირექტორის დასაბუთებული წერილობითი მიმართვა, რომელშიც აღწერილი იქნებოდა საშიშროების რისკის სავარაუდო ცვლილების განმაპირობებელი გარემოებები. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის მიერ დადგენილი ვადის დაუცველად მსჯავრდებულ ფ----------------–ის საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურა დაიწყო შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის პირობებში და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასების პროცედურა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლის დაუცველად, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება და ასევე მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 01 ნოემბრის №1---- ბრძანება მსჯავრდებულ ფ----------------------------–ისათვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისა და №- პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ.
6.5. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს დაევალოს მოპასუხეს მსჯავრდებული ფ----------------–ი სასჯელის მოხდის გასაგრძელებლად დააბრუნოს №-- პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით სასამართლო მოიხმობს „პატიმრობის კოდექსის“ 71 მუხლის მე-12 ნაწილს, რომლის თანახმადაც, სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის (შემდგომ - რისკი) გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მოსამზადებლად; ბ) პენიტენციურ დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას; გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; დ) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას; ე) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას; ვ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას; ზ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას; თ) ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას; ი) მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას; კ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი სამსახურის გენერალურ დირექტორს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში როგორც საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 16 აგვისტოს №1---7 ბრძანებით, საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ 71 მუხლის მე-12 ნაწილის და 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული ფ----------------------------–ი №-- პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულ ფ----------------------------–ის №-- პენიტენციური დაწესებულებიდან №- პენიტენციურ დაწესებულებაში სწორედ ზემოაღნიშნული პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 16 აგვისტოს №1---7 ბრძანების საფუძველზე იქნა გადაყვანილი, ხოლო მითითებული ბრძანება ძალაშია და არ გაუქმებულა და მისი კანონშესაბამისობის საკითხი მოცემული დავის ფარგლებშიც არ წარმოადგენს სასამართლოს მსჯელობის საგანს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც საფუძვლად დაედო მსჯავრდებულ ფ----------------------------–ის №-- პენიტენციური დაწესებულებიდან №- პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაავალოს მოპასუხეს მსჯავრდებული ფ----------------–ი სასჯელის მოხდის გასაგრძელებლად დააბრუნოს №-- პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნების იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, ვინაიდან ფ----------------–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია ფ----------------–ის აუნაზღაუროს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 50 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ფ----------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 01 ნოემბრის №1---- ბრძანება.
3. ბათილად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება.
4. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
6. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელე ფ----------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია