განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2019
საქმის ნომერი
330100119002800978
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1---19

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივანი ანა ზაბახიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - ვ--------–--–------–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატები - თ----------------–---–ი

 

ბრალდებული - ხ---–--- პ-----------ვი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------–-------------–---–-------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 5-ე ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

დისპოზიცია: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არაერთგზის; 2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის და 3. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არაერთგზის.

 

თარჯიმანი: ხ---------------ე

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----- თ-------–ის განაჩენით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღებისთვის ნასამართლევმა ხ---–--- პ-----------ვმა, გამოძებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებების შემცველი ნივთიერებები, კერძოდ: 7,241 გრამი ჰეროინი, 1,959 გრამი მორფინი (მარილი) და 1,415 გრამი კოდეინი (მარილი)

 

1.2. ხ---–--- პ-----------ვმა, 2----–-–---------------ს, ქ. მ--------–----–-------------------------ში, ნარკოტიკული საშუალებების შემცველი ნივთიერებების ნაწილი, კერძოდ: 0,22 გრამი ჰეროინი, 0,03 გრამი მორფინი (მარილი) და 0,02 გრამი კოდეინი (მარილი), უკანონოდ გაასაღა ვ------ი ტ-----ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ.

 

1.3. ნარკოტიკული საშუალებების შემცველი ნივთიერებების დარჩენილი ნაწილი, კერძოდ: 7,021 გრამი ჰეროინი, 1,929 გრამი მორფინი (მარილი) და 1,395 გრამი კოდეინი (მარილი), ხ---–--- პ-----------ვმა 2----–-–---------------ს, ქ. მ--------–-----------ას ქუჩაზე არსებულ კაფე-ბარ ,,ყ------ის“ ტერიტორიაზე, უკანონოდ გაასაღა ვ------ი ტ-----ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1 საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, სასამართლოში დაკითხულ იქნენ ექსპერტები ი----------------------------–ია, რომლებმაც 2----–-–------------------ერს გასცეს ქიმიური ექსპერტიზის N---------------- და N---------------- დასკვნები. სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს, მათ დაადასტურეს, მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.

 

2.2. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის სხვა ყველა მტკიცებულება უდავოდ იქნა მიჩნეული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.

 

2.3. ხ---–--- პ-----------ვის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: ვ------ი ტ-----ის და რ---------------ის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციით, ხ---–--- პ-----------ვის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, ხ---–--- პ-----------ვის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო და აუდიო მასალით, 2----–-–----- თ-------–ის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ქიმიური ექსპერტზის N---------------- და N---------------- დასკვნებით.

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ხ---–--- პ-----------ვის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კრიმინალიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ასევე მისი გასაღება. სასამართლო მიუთითებს ნარკოტიკული დანაშაულის საშიშროებაზე და განმარტავს, რომ ამ დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. რაც შეეხება უკანონო გასაღებას, აღნიშნული გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისთვის უკანონოდ გადაცემას. მნიშვნელობა არ აქვს თუ რა ხერხით მოხდება ეს - საზღაურით თუ მის გარეშე. საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება, რომ ხ---–--- პ-----------ვმა შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ორჯერ, სხვადასხვა დროს გაასაღა ვ------ი ტ-----ზე, კერძოდ: 2----–-–---------------------ს. აღნიშნული იძლევა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

4.3. საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება პირდაპირ თანხვედრაშია მოცემული დანაშაულის სტრუქტურულ აღწერილობასთან.

 

4.4. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა, შენახვის და გასაღების შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ხ---–--- პ-----------ვის მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა.

 

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.6. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ხ---–--- პ-----------ვმა ჩაიდინა 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არაერთგზის; 2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის და 3. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 5-ე ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), რის გამოც, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ხ---–--- პ-----------ვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის მხრიდან ბრალის ნებაყოფლობით აღიარებას, საქმის წარმოების ყველა ეტაპზე.

 

6.3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ხ---–--- პ-----------ვის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის მას უნდა დაენიშნოს ადეკვატური სასჯელი, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა მინიმალურ ზღვართან ახლოს.

 

7. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალებების შემცველი ნივთიერებები და შესაფუთი მასალა - განადგურდეს, ორი ცალი ლაზერული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ხ---–--- პ-----------ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. ხ---–--- პ-----------ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2----–-–--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

3. ხ---–--- პ-----------ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2----–-–--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2----–-–--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებულმა სასჯელმა, შთანთქას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2----–-–--------------ის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ხ---–--- პ-----------ვს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

5. ხ---–--- პ-----------ვს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–--------------იდან.

 

6. ხ---–--- პ-----------ვს “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

7. ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ნარკოტიკული საშუალება და შესაფუთი მასალა, რომლებიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- ორი ცალი ლაზერული დისკი, ფარული საგამოძიებო მოქმედების აუიდო-ვიდეო მასალის ჩანაწერით, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- ხ---–--- პ-----------ვის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე