გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/14122-14
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1- აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - დ------------–---–ი
წარმომადგენელი - ზ-------–----ე
მოპასუხეები - ამხა---ობა "თ------–---–----"-ის თავმჯდომარე ზ---------------–---–---------------–---–-----------–-------–-–---–--------------------------------------–---------------------–---–-
წარმომადგენლები - ხ----------------–-–---–----------------------ე
3-ე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით - ც----------–--–---–ი
დავის საგანი -უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხა---ობა „თ------–---–----“-ის გამგეობამ ამხა---ობის საკუთრებაში არსებული ქონებიდან მოსარჩელე დ------------–---–ს საკუთრებაში გადაცეს ქ. თბილისი, თ------–---–-ს ქუჩა N7.9.11.1--------------–---------------------------------------------–-----------–----------–----------–----------------------------------------------------–----------–------ სართულზე არსებული ავტოსადგომის ფართიდან 20 კვ.მ ფართი.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
198- წლის 8 სექტემბერს, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ.თბილისი, თ------–---–-ს ქუჩა N7, 9, 11, 11 ა, 16, 18, 19 -ში მცხოვრებ მოქალაქეთა მოთხოვნა ბარაკული სახლების აღებისა და იმავე ტერიტორიაზე კოლექტიური ამხა---ობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ და ჩამოყალიბდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხა---ობა „თ------–---–----“. ამხა---ობის წესდებით გათვალისწინებული იყო სხვადასხვა ტიპის ბინების ფართობები საზაფხულო სათავსოების გარეშე. ამხა---ობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნ. ჯ------ე.
მოგვიანებით, 2000 წელს, ჩატარდა ამხა---ობის საერთო კრება, სადაც ამხა---ობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ზ------ თ------–---–-. არჩეულ იქნენ გამგეობის ახალი წევრები. აღნიშნული პირები მოქმედებდნენ და დღემდე მოქმედებენ ამხა---ობის წევრების ინტერესების საზიანოდ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხა---ობა "თ------–---–----“-ის 2000 წლის 08 დეკემბრის საერთო კრების ოქმი.
2003 წლის 20 ნოემბრის კრების ოქმით ცვლილება შევიდა 2000 წლის 8 დეკემბრის დებულებაში, რომლითაც დღემდე ხელმძღვანელობს ამხა---ობის თავმჯდომარე და გამგეობის წევრები.
198- წლის 18 ოქტომბერს, ს----------–ოს სახალხო დეპუტატთა საბჭოს გადაწყვეტილებით დ---------------------ეს ნება დაერთო თ------–---–-ს ქუჩაზე აღნიშნულ ამხა---ობაში აეშენებინა ოთხოთახიანი ბინა. 1----–-–-----------------ის გადაწყვეტილებით დ---------------------ეს ნება დაერთო აეშენებინა ხუთოთახიანი ბინა იმავე ამხა---ობაში ოთხოთახიანის სანაცვლოდ. აღნიშნულის სანაცვლოდ დ---------------------ემ ჩააბარა ოროთახიანი ბინა დიდ დიღომში, ასევე გადაიხადა საპაიო შენატანი 35 000 მანეთი.
დ---------------------ის გარდაცვალების შემდეგ, 2004 წლის 03 აპრილის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მისი მემკვიდრეა მოსარჩელე - დ------------–---–ი, რომელიც გახდა აღნიშნული ამხა---ობის წევრი.
2004 წლის 24 დეკემბერს, ამხა---ობის თავმჯდომარე ზ------ თ------–---–მა მოსარჩელეს შესთავაზა ამხა---ობის გამგეობასთან გაეფორმებინა ხელშეკრულება საცხოვრებელი ბინის აშენებაზე 90 კვ.მ ფართზე, რასაც მოსარჩელე არ დათანხმდა, ვინაიდან, ამხა---ობის 2003 წლის 30 ნოემბრის დებულების მიხედვით ხუთოთახიანი ბინის ფართი შეადგენს 130 კვ.მ-ს და არა 90 კვ.მ-ს. ამასთან, ყველა ამხა---ობის წევრს ბინასთან ერთად უნდა გადასცემოდა 20 კვ.მ ფართის ავტოფარეხი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა ზ------ თ------–---–მა, ფ------–-------–-–---–მა, ბ---------------–---–--------------------------------–---–---------------------------–---მ წარმოადგინეს ერთობლივი შესაგებელი, სადაც სარჩელი არ ცნეს.
მოპასუხეთა განმარტებით, დ------------–---–ს სრულად არ აქვს შესრულებული ვალდებულება და ამხა---ობა ვერ დააკმაყოფილებს მას ხუთოთახიანი ბინით. ხუთოთახიანი ბინის ღირებულება დაახლოებით შეადგენს 40 000 აშშ დოლარს, ხოლო მოსარჩელის მიერ შეტანილი 35 000 მანეთი კი არ შეადგენს აღნიშნულ თანხას. ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელე ავტოფარეხის გადაცემას, მაშინ როდესაც მას არავითარი შენატანი არ განუხორციელებია ამ მიზნით ამხა---ობაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ქ. თბილისის, სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღამსრულებელი კომიტეტის 198- წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა თ------–---–-ს ქუჩის მაცხოვრებელთა ნაწილის თხოვნა ბარაკული და დრომოჭმული სახლების აღებისა და იმავე ტერიტორიაზე კოლექტიური ამხა---ობის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შესახებ და დაევალა ს----------–ოს რაიონის საბჭოს აღმასკომს ჩამოეყალიბებინა კოლექტიური ამხა---ობა და დაემტკიცებინა გამგეობა, არსებული წესის მიხედვით წარედგინა წინადადება ამხა---ობის რეგისტრაციაში გატარებისა და მისთვის ოფიციალური ნომრის მინიჭების შესახებ. მთავარ არქიტექტურულ - დაგეგმარებით სამმართველოს დაევალა უზრუნველეყო საცხოვრებელი კორპუსის დაპროექტება, პირველ რიგში გაეთვალისწინებინა 8 ერთოთახიანი, 11 ოროთახიანი, 13 სამოთახიანი და 14 ოთხოთახიანი ბინები. ნება დაერთო ს----------–ოს რაიონის საბჭოს აღმასკომს თ------–---–-ს ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეთა დაკმაყოფილების შემდეგ მშენებარე კორპუსში გააწევრიანოს ა---ის ქუჩა N2, 23,25,26 და ს----------–ოს ქუჩა N1,3-ში მცხოვრები მოქალაქეები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 15-17)
3.2.2. დ------------–---–ი არის დ---------------------ის პირველი რიგის მემკვიდრე,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სამკვიდრო მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 37)
3.2.3. 1----–-–-----------------ის ქ. თბილისის ს----------–ოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოქალაქე დ---------------------ეს ნება დაერთო ამხა---ობაში აეშენებინა ხუთოთახიანი ბინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს----------–ოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 32)
3.2.4. თ------–---–-ს ქუჩაზე ბინის მშენებლობისათვის დ---------------------ემ დათმო ქ. თბილისი, დ---------ში I მ/რ, კორპ N 5 -ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული ოროთახიანი ბინა ფართით - 34.5 კვ.მ, სადაც ცხოვრობდნენ სამი სული თავად და ორი შვილი. ამასთან, გადაიხადა საპაიო შენატანი - 35 000 მანეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ორდერი, უწყება (ტომი 1, ს.ფ. 35 - 37)
- გადახდის ქვითრები (ს.ფ. 35 ტ.2 )
3.2.5. დ------------–---–ს და ამხა---ობა "თ------–---–-ს 8-"-ს შორის ბინის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის. არ დგინდება დ------------–---–ის მიერ ამხა---ობის მიმართ ვალდებულების შესრულების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დ------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე, 930-ე, 937-ე 316-317-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხა---ობის) ხელშეკრულებით ორი ან რამოდენიმე პირი კისრულობს, ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.
აღნიშნული ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენს მხარეთა სურვილი, საკუთარი ქონების, გამოცდილებისა თუ პროფესიული უნარჩვევების გაერთიანებით ერთობლივად იმოქმედონ გარკვეული მიზნების მისაღწევად. ამასთან, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების აუცილებელი წინაპირობაა, რომ ამხა---ობა ყალიბდება იურიდიული პირის შეუქმნელად. სამოქალაქო კოდექსი არ აკონკრეტებს ხელშეკრულების ამ ტიპისათვის განსაზღვრული მიზნის შინაარსს, გარიგების მხარეთა ინტერესს, შესაძლებელია, წარმოადგენდეს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი მიზანი, მათ შორის გარკვეული მოგების მიღების სურვილი. საერთო მიზნის არსებობა გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს, ამიტომ ამხა---ობის თითოეული წევრი მონაწილეობს, როგორც გარიგების დამოუკიდებელი მხარე.
მითითებული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ამხა---ობა არ იძენს იურიდიული პირის სტატუსს, ამიტომ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებისას წარმოშობილ ვალდებულებეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამხა---ობის თითოეულ წევრს. სწორედ ამგვარ დანაწესს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლს პირველი პუნქტის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 198- წლის 8 სექტემბერს, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ.თბილისი, თ------–---–-ს ქუჩა N7, 9, 11, 11 ა, 16, 18, 19 -ში მცხოვრებ მოქალაქეთა მოთხოვნა ბარაკული სახლების აღებისა და იმავე ტერიტორიაზე კოლექტიური ამხა---ობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხა---ობა "თ------–---–----" წარმოადგენს 198- წლის 8 სექტემბრის, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით შექმნილი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხა---ობა "თ------–---–-ს 8-"-ის უფლებამონაცვლეს.
დადგენილია, რომ ს----------–ოს სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1----–-–-----------------ის გადაწყვეტილებით დ---------------------ეს, რომლის მემკვიდრესაც წარმოადგენს მოსარჩელე, ნება დაერთო ამხა---ობაში აეშენებინა ხუთოთახიანი ბინა, რის სანაცვლოდაც დ---------------------ემ ჩააბარა ოროთახიანი ბინა დიდ დიღომში, ასევე გადაიხადა საპაიო შენატანი 35 000 მანეთი, ისე, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება უძრავი ქონების ფართის, მდებარეობის და სხვა პირობების შესახებ არ გაფორმებულა.
2004 წლის 24 დეკემბერს ამხა---ობის თავმჯდომარე ზ------ თ------–---–-ს წერილით დ------------–---–მა მიიღო შეთავაზება ამხა---ობა „თ------–---–----“-სთან გაეფორმებინა ხელშეკრულება საცხოვრებელი ბინის აშენებაზე 90 კვ.მ ფართზე, რასაც მოსარჩელე არ დათანხმდა. წერილში მითითებულია შემდეგი: „იბა „თ------–---–----“ გთავაზობთ გააფორმოთ ხელშეკრულება საცხოვრებელი ბინის აშენებაზე ფართით - 90 კვ.მ. გთხოვთ, სასწრაფოდ გააფორმოთ ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბინათმშენებლობის ამხა---ობა პასუხისმგებლობას იხსნის თქვენი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე“. (ტომი 1, ს.ფ. 39)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობის პერიოდში განვითარებული მოვლენები და დროის დიდი სხვაობის ფონზე სწორედ რომ გარემოებების ცვლილებას იწვევს. საქმის მასალების მიხედვით, ირკვევა, რომ გადაწყვეტილება მშენებლობის დაწყების თაობაზე მიღებულია 198- წელს. დასრულების შეუძლებლობის გამო, ამხანგობამ მოიძია ინვესტორი და შპს "ც--------------თან" 2004 წელს გააფორმა ხელშეკრულება მშენებლობის შესახებ. ამასთანავე, ამხა---ობამ 2003 წლის 20 ნოემბრის კრებაზე დაადგინა, რომ 2003 წლის 31 დეკემბრამდე დასრულებულიყო ამხა---ობას და ამხა---ობის წევრებს შორის ხელშეკრულებების გაფორმება. (ს.ფ.26. ტ.1). მოსარჩელეს 2004 წლის დეკემბერში გაეგზავნა წერილი 90 კვ.მ ფართზე ხელშეკრულების გაფორმების შეთავაზებით, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა. სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის დანაწესი, სწორედ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებაზე უარის თქმას გულისხმობს, რაც მოპასუხისგან მის მიერ მიღებულის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს მხარეს.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპზე და მნიშვნელობაზე, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 1-3-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნული ნორმების ანალიზი ერთმნიშვნელოვნად გვაძლევს დასკვნის საფუძველს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტული ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა; დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოიყენება მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თავდაპირევლი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვდა იბა "თ------–---–----" -ის გამგეობამ საკუთრებაში გადასცეს 130 კვ.მ ფართი და 20 კვ.მ ავტოფარეხი მდებარე: ქალაქი თბილისი, თ------–---–-ს ქუჩა N7. (ტომი I, ს.ფ. 6). 20-- წლის 03 დეკემბერს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელით ითხოვდა იბა „თ------–---–----“-ის გამგეობას ამხა---ობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან საკუთრებაში გადაეცა ხუთოთახიანი საცხოვრებელი ბინა მდებარე: თბილისი, თ------–---–-ს ქუჩა N7;9;11;1ა;16;18;19 საკადასტრო კოდით N01.1-.1--0--.1-- ბლოკი მე-6, მე-9-1--ე სართული ბინა N209 (დუპლექსი) ფართი 150.7-------------------------------–---------------------------------------–-–---------------------------------–---------–------------------–---–--------------------------–---–----------------------------------–-----------–--------------------------–--------–---------–--–-----------–---–---------------------------------–------------------------------------------- ბლოკი N 7 -ში, მე-4 სართულზე მდებარე ფართი 119.19 კვ.მ ფართის N238 ბინა და მე-3 სართულზე არსებული 86.13 კვ.მ ავტოსადგომების ფართიდან 20 კვ.მ ფართი. (ტომი 2, ს.ფ.6). საბოლოოდ, მოსარჩელე მოითხოვს ქ. თბილისი, თ------–---–-ს ქუჩა N7.9.11.1--------------–---------------------------------------------–-----------–----------–----------–----------------------------------------------------–----------–------ სართულზე არსებული ავტოსადგომის ფართიდან 20 კვ.მ ფართის გადაცემას.
ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელეს ამხა---ობაში შეტანილი აქვს 35 000 მანეთი და ქ. თბილისი, დ---------ში I მ/რ, კორპ N 5 -ში არსებული ოროთახიანი ბინა ფართით - 34.5 კვ.მ. ისეთ ვითარებაში, როცა მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება კონკრეტულ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ და განსაზღვრული არ არის მოსარჩელისათვის გადასაცემი კონკრეტული ფართის მონაცემები, ბლოკი, სართული, ბინის ნომერი და ასე შემდეგ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა რამდენად ადექვატურია მისი შენატანის ღირებულება დავის საგნის ღირებულებასთან მიმართებით, ამასთან, ავტოსადგომის გადაცემის მოთხოვნას არც თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება არ შეიცავს. შესაბამისად, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის პრეტენზია კონკრეტულ სადავო ბინაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისის არჩელის დაკმაყოფილებისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ დადასტურდა, რომ მას შესრულებული აქვს ის ვალდებულებები, რაც შესაძლოა ზოგადად გამხდარიყო ნივთზე საკუთრების უფლების შეძენის საფუძველი, ასევე საქმეზე დადგენილი სხვა გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ ზიდა სათანადოდ მისი მტკიცების საგანში შემავალი ტვირთი, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
6.3. 2016 წლის 21 დეკემბრის დაზუსტებული სარჩელით დ------------–---–ი ითხოვდა იბა „თ------–---–----“-ას, ამხა---ობის საკუთრებაში არსებული ქონებიდან მისთვის გადაეცა ქ.თბილისში, თ------–---–-ს ქუჩა N7.9.11.11ა.16.18.19 (მიწის საკადასტრო კოდი: 01.1-.1--0--.1--) ბლოკი N 7 -ში, მე-4 სართულზე მდებარე ფართი 119.19 კვ.მ ფართის N238 ბინა. ამ მოთხოვნის მიმართ ც----------–--–---–მა წარმოადგინა დამოუკიდებელი სარჩელი ქონების მის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აღნიშნულის შემდგომ დ------------–---–მა შეცვალა დავის საგანი.ც----------–--–---–მა სარჩელი გამოიხმო. შესაბამამისად, სამოქალაქო კოდექსის 831-ე მუხლისა ც----------–--–---–ის სარჩელი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით, მოსარჩელე დ------------–---–ის წარმომადგენლის, ზ-------–----ის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც "ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხა---ობა ''თ------–---–----''-ს აეკრძალა ქ. თბილისი, თ------–---–-ს ქუჩა N 7,9,11,11ა,16,18,19 (მიწის საკადასტრო კოდი: 01.1-.1--0--.1--) ბლოკი N 7- ში, მე-4 სართულზე მდებარე 119.19 კვ.მ ფართის N 238 ბინის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხა---ობა ''თ------–---–----''-ს, აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული იმ უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია: ქ. თბილისი, თ------–---–-ს ქუჩა N 7;9;11;11ა;16;18;19 (მიწის ს/კ 01.1-.1--0--.1--) ბინა N 171, ბლოკი 6, სართული 1, ფართი 117,5 კვ.მ.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა არსებობს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259-1, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დ------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2 სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3 გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხა---ობა ''თ------–---–----''-ს, აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია: ქ. თბილისი, თ------–---–-ს ქუჩა N 7;9;11;11ა;16;18;19 (მიწის ს/კ 01.1-.1--0--.1--) ბინა N 171, ბლოკი 6, სართული 1, ფართი 117,5 კვ.მ;
4 მესამე პირის დამოუკიდებელი მოთხოვნით ც----------–--–---–ის სარჩელი დარჩეს განუხილველი.
5 ც----------–--–---–ს სახაზინო ანგარიშიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2747.13 ლარი.
6 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7 გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე