გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-256-19
(საქმე N190210019002852225)
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 მაისი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია შოშიაშვილი
მოსარჩელე - კ------------- ჯ-–ი (მოპასუხე შეგებებული სარჩელით)
მოპასუხე - ი--- დ----ე (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)
მესამე პირი- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი - ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა
დავის საგანი შეგებებული სარჩელით - ალიმენტისა დაკისრება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების საკითხი და
გამოარკვია:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 30 აპრილს მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე №2-256-19, კ------------- ჯ-–ის სარჩელისა გამო მოპასუხე ი--- დ----ის მიმართ ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის შესახებ და ი--- დ----ის შეგებებული სარჩელისა გამო კ------------- ჯ-–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარმოადგეინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა, ხოლო ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის 31-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კ------------- ჯ-–ის სარჩელი ი--- დ----ის მიმართ ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის მოთხოვნით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სასამართლოს არ გადაუწყვეტია ი--- დ----ის მიერ წარმომადგენლისათვის გადახდილი თანხის კ------------- ჯ-–ისათვის დაკისრების საკითხი, რის თაობაზედაც მხარეებს მიცემული აქვთ ახსნა-განმარტება და მოპასუხე მხარეს მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვს 2019 წლის 22 აპრილის საგადახდო დავალება. აღნიშნული მტიკიცებულების შესაბამისად ი--- დ----ეს ნათია ქაჯაიასათვის იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი აქვს 2500 ლარი. ვინაიდან ი--- დ----ის შეგებებული სარჩელი ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კ------------- ჯ-–ს ალიმენტის სახით დაეკისრა 700 ლარი, მოპასუხე კ------------- ჯ-–ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად უნდა დაეკისროს 336 ლარი, ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კ------------- ჯ-–ის სარჩელი ბავშვის ნახვის დღეების მოთხოვნით, აღნიშნულ ნაწილში კ------------- ჯ-–ს ი--- დ----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 400 ლარის ანაზღაურება .
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, გამოტანილი უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 261-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ი--- დ-----ის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების საკითხის გადასაწყვეტად სამოქალაქო საქმეზე №2-256-19 გამოტანილი იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.
2. კ------------- ჯ-–ს ი--- დ----ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 736 ლარის ანაზღაურება.
3. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტან ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი