განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/914-18 (№041040718002)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2აპრილი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ფ--------- ნ------- ძე გ------–--- - დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი, სოფელი მ----–---;
ადვოკატი - ე-–----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: 1. განზრახ მკვლელობის მცდელობა; 2. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 00:00-დან 01:00-საათამდე დროის მონაკვეთში, ქუთაისში, გ---------- ქ. N18-ში მდებარე რესტორან „კოლხა“-ს ეზოში ფ--------- გ------–---მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკვლის განზრახვით ბასრი საგნის გამოყენებით გულ-მკერდისა და მუცლის არეში ორი ჭრილობა მიაყენა გ-------–--–----------ს, რის შედეგადაც გ-------–--–----------- მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება.
1.2 2018 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 00:00-დან 01:00-საათამდე დროის მონაკვეთში, ქუთაისში, გ---------- ქ. N18-ში მდებარე რესტორან „კოლხა“-ს ეზოში ფ--------- გ------–---მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბასრი საგნის გამოყენებით ტანის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა ლ--------------, აღნიშნული ქმედების შედეგად ლ--------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
1. განზრახ მკვლელობის მცდელობა;
2. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოწმე ო------------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს სასტუმრო „მ------------–-“. 2018 წლის 3 ივლისს თანამშრომლები აღნიშნავდნენ მენეჯერ ნ---------–----ს დაბადების დღეს რესტორან კოლხაში, დაახლოებით იყო 15 თანამშრომელი, ისინი რესტორანში მივიდნენ საღამოს 19:00 საათზე და იყვნენ დაახლოებით ღამის 01:00 საათამდე. მოწმის განმარტებით ისინი ისხდნენ მეორე სართულზე, მათ გვერდით განთავსებული იყო მეორე მაგიდა, სადაც ისხდნენ ახალგაზრდა მამაკაცები, დაახლოებით 00:20 საათზე, ო------------------ ეზოში იყო მანქანის მოსაბრუნებლად, რა დროსაც დაინახა კარებიდან გამორბოდა მისი თანამშრომელი გ-------–--–----------, რომელსაც უკან მისდევდნენ რესტორანში მათ გვერდით სუფრაზე მყოფი მამაკაცები, მათ შორის დაპირისპირება მოხდა რესტორნის ეზოში, ამ დაპირისპირებაში ჩაერია ო------------------ც, მისი განმარტებით გ-------–-ა მოახერხა თავის დაღწევა და ეზოდან გასვლა, თუმცა მას ზემოაღნიშნული მამაკაცები უკან გაჰყვნენ და შემდეგ უკვე რესტორნის გარეთ დაიწყო დაპირისპირება. მოწმემ განმარტა, რომ განსაკუთრებით ერთ-ერთი მამაკაცი აქტიურობდა, რომელიც იქნებოდა დაახლოებით 1.70-1.75 მეტრი სიმაღლის, ოდნავ მოშვებული წვერით, ტანთ ეცვა თეთრი ფერის მაისური და მოკლე შარვალი, ე.წ „ბრიჯი“, ასევე ეკეთა ჩანთა. გაშველების პროცესში მოწმემ შენიშნა თუ როგორ დაარტყა აღნიშნულმა მამაკაცმა ხელი გულ-მკერდის არეში რამდენჯერმე გ-------–--–----------ს, იმიტომ დაამახსოვრდა, რომ მისივე მეგობრები აშველებდნენ და ცდილობდნენ გამოეყვანათ ეს მამაკაცი, ერთ-ერთი მათგანი უყვიროდა არ დაგვღუპოო. შემდეგ ჩაწყნარდა სიტუაცია და ამის შემდგომ ჩამოიყვანეს მამაკაცი, რომელიც გადმოვარდა კიბიდან, როდესაც ეს მისმა მეგობრებმა დაინახეს გააქტიურდნენ და უკვე გაიწიეს ო-------------------აკენ, ამ კონფლიქტში ჩაერია ლ--------------, რომლისკენაც შემდგომ თეთრმაისურიანი პიროვნება გაიწია საჩხუბრად, მოწმემ გაიხედა ლ--------------საკენ და დაინახა, რომ თეთრმაისურიანმა პიროვნებამ გულ-მკერდის არედან მარჯვენა ხელი გამოიღო და ხელში ეჭირა ვერცხლისფერი საგანი, დაინახა რომ ლ-------------- მოსდიოდა სისხლი და ამბობდა, ამ პიროვნებამ დაჭრაო.
დაზარალებულმა გ-------–--–----------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 3 ივლისს იმყოფებოდა რესტორან „კოლხა“-ში, სადაც აღნიშნავდნენ მენეჯერ ნ---------–----ს დაბადების დღეს. ის მუშაობს სასტუმრო „მ------------–-“ ადმინისტრატორის თანამდებობაზე და სამსახურის შემდეგ წავიდნენ რესტორანში, სუფრაზე მათთან ერთად იმყოფებოდა ო------------------, რომელიც აგრეთვე სასტუმროს ადმინისტრატორია. აღნიშნულ სუფრაზე თამადა იყო გ-------–--–----------, გვერდით სუფრაზე დაახლოებით 10-12 ბიჭი იყო, როდესაც ტორტის გაჭრის დრო მოვიდა გვერდით მაგიდიდან ერთ-ერთმა მათგანმა იკითხა იუბილარის სახელი და თავად რა თქმა უნდა უპასუხა, გვერდით სუფრაზე მსხდომებმა მოინდომეს სადღეგრძელო ეთქვათ და მივიდნენ რათა დაელოცათ იუბილარი. შემდგომ გადაიპატიჟეს მათ მაგიდასთან, სადაც მან ლექსი თქვა, რასაც მათი მხრიდან მოყვა აგდებული საუბარი, თუმცა ამისათვის ყურადღება არ მიუქცევია და ჩვეულებრივად გაგრძელდა სუფრის მსვლელობა. ამის შემდგომ სუფრის წევრები თითქმის დაიშალნენ, ბოლოს თავად გავიდა და ფოიეში დაინახა მისი მენეჯერი ნ---------–---- და ორი ახალგაზრდა ბიჭი საუბრობდნენ, მას ეს სიტუაცია არ მოეწონა, რადგან ის მამაკაცები არასასიამოვნო ურთიერთობაში იყვნენ ნ---------, იდგნენ ზედმეტად ახლოს და ხელით ეხებოდნენ სახეზე, ეს ვერ მოითმინა და მოუვიდათ შელაპარაკება. ამ ორი მამაკაციდან ერთ-ერთი პირი უნდა ყოფილიყო გვერდით სუფრის წევრი, რომელიც მას ფ---------ს სახელით გაეცნო, ეცვა თეთრი მაისური და ჰქონდა წვერი. შელაპარაკების გამო ისინი დაცვამ გარეთ გაუშვა, სადაც დაახლოებით 5-6 კაცის გარემოცვაში მოხვდა და ცდილობდა თავის დაცვას, ცდილობდა გასულიყო ჭიშკრიდან, რა დროსაც ნახა, რომ ხელი ჰქონდა წითელი, აიწია სახელო და დაინახა, რომ სუნთქვის დროს გვერდიდან სისხლი ასხამდა, აგრეთვე დაინახა, რომ ერთ-ერთი პირი იყო დაჭრილი. იმ მომენტშივე დაინახა ტაქსი, რომელიც გააჩერა და თხოვა უახლოეს საავადმყოფოში გადაყვანა, ის მისი ფეხით მივიდა საავადმყოფომდე, თუმცა მერე არაფერი ახსოვს. მოწმე არ დაეთანხმა გამოძიებისას მიცემულ ჩვენებას, სადაც აღნიშნა, რომ ,,ფ---------, მოულოდნელად მოვარდა ჩემთან შევნიშნე, რომ მას ხელში ეჭირა რაღაც წვეტიანი საგანი, კონკრეტულად მისი გარჩევა ვერ მოვასწარი, ფ---------- მომიქნია ხელი და აღნიშნული საგანი დამარტყა მუცლის არეში, ვიგრძენი ტკივილი, ფ---------- კვლავ მომიქნია ხელი და კვლავ დამარტყა აღნიშნული საგანი მუცლის არეში, მე უკან დავიხიე და შევხედე, რომ ფ--------- კვლავ უნდოდა დაერტყა, მაგრამ მისმა თანმხლებმა პირებმა შეუშალეს ხელი.’’ ,,პირმა რომელმაც დამჭრა იყო საშუალოზე მაღალი, მრგვალი სახით, წვერით, შავი თმებით, ტანთ ეცვა თეთრი წარწერებიანი მაისური და შორტი“. მოწმემ განმარტა, რომ გამოძიების დროს დაკითხვისას იყო ცუდ მდგომარეობაში, ახალი ნაოპერაციები, რასაც ეკითხებოდნენ უბრალოდ სცემდა პასუხებს, რეალურად მან დარტყმა ვერ იგრძნო და აქედან გამომდინარე არ იცის თუ ვინ დაჭრა. რასაც ამბობს სასამართლო სხდომაზე არის რეალობა და სიმართლე. ამოცნობას რაც შეეხება მას წარუდგინეს დაახლოებით 4 ან 5 ფოტო, რომელზეც ამოიცნო ფ--------- და თქვა, რომ ამოცნობილი პირი იმყოფებოდა სუფრაზე.
დაზარალებულმა ლ--------------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 3 ივლისს საღამოს საათებში იმყოფებოდა რესტორან „კოლხა“-ში თანამშრომლის დაბადების დღეზე, სუფრაზე იმყოფებოდნენ იუბილარი ნ---------–----, ლ--------------, გ-------–--–---------- და სხვა თანამშრომლები, რომელთა გვარებს ვერ იხსენებს, იქნებოდნენ დაახლოებით 15 ადამიანი. მისი განმარტებით სუფრის მსვლელობა მიმდინარეობდა ჩვეულებრივად, თუმცა გვერდით მაგიდიდან იყო გადმოსვლები და გადაპატიჟება, არასასიამოვნო სიტუაციები. მეორე სუფრაზე ისხდნენ ფ--------- და თავისი მეგობრები. სუფრის წევრები დაიშალნენ დაახლოებით 12:00 საათზე, თავად ლ-------------- ჩამორჩა, რადგან ტორტი ჰქონდა წასაღები, მასთან ერთად იმყოფებოდა ნ---------–---- და გ-------–--–----------, როდესაც გავიდნენ ფოიეში დაიწყო შელაპარაკება და მან დაინახა კიბეზე წაქცეული პიროვნება, თუმცა მასთან არ მისულა. შელაპარაკება მოხდა გ-------–--–----------სა და გვერდით სუფრაზე მყოფ ბიჭებს შორის, შემდეგ ჩხუბი გაგრძელდა რესტორნის ეზოში და გ-------–- რამდენიმე მამაკაცი „დაესია“. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მის მეგობარ ო------------------ს ერთი პირი კისერში უჭერდა ხელს, როდესაც ის გასაშველებლად მივიდა იგრძნო გვერდში ტკივილი, მოისვა ხელი და ნახა, რომ სისხლი მოსდიოდა, მან პოლიციას მიუთითა, რომ დაჭრა ფ----------, ხოლო რა საგნით დაჭრა ზუსტად არ იცის, დაარტყა მარცხენა მხარეს იღლიის ქვემოთ, ამის შემდგომ მივიდა სასწრაფო დახმარება და უთხრეს, რომ საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ, ხოლო ფ--------- დააკავეს. გ-------–--–----------- დაჭრის ფაქტი მოწმემ გაიგო საავადმყოფოში მის სანახავად მისული მეგობრებისაგან. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ფ--------- ეცვა თეთრი ფერის მაისური და შორტი, ასევე ეკეთა ჩანთა.
მოწმე ნ---------–----- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 3 ივლისს იყო მისი დაბადების დღე და თანამშრომლებთან ერთად, კერძოდ: ო------------------, მ--------------, გ-------–--–----------, ს------------–---–-- ნ----------–--- და ასევე ორი თანამშრომლის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა რესტორან „კოლხა“-ში, დაახლოებით იყვნენ 12-13 ადამიანი. მათ გვერდით მაგიდასთან ისხდნენ ახალგაზრდები, ჩვეულებრივად სვამდნენ, იყო გადალაპარაკება-გადმოლაპარაკება, რამაც ცოტა გაღიზიანება გამოიწვია. მათი სუფრის თამადა იყო გ-------–--–---------- და მას მოუვიდა შელაპარაკება მეორე სუფრის წევრებთან, რაც მალევე დასრულდა და დაწყნარდა სიტუაცია. გამოსვლისას მეორე სუფრის ერთ-ერთმა წევრმა სახეზე მოუსვა ხელი და თან უთხრა დაბადების დღე გქონდა და ნამცხვარი რატომ არ მაჭამეო, მოწმემ ხელი გააწევინა, რა დროსაც მივიდა გ-------–-, რომელსაც ამ ბიჭებმა დაუწყეს „ჩქმეტა“, ნ----- გ-------–- სთხოვა წასულიყვნენ, თუმცა მან უარი უთხრა და ნ-----აც გააგრძელა გზა და წავიდა. როდესაც ქვემოთ ჩადიოდა გაიგონა გინება და ყვირილი, შემდგომ დაინახა, რომ ის პირი ვინც მას სახეზე ხელი მოკიდა გადმოვარდა მეორე სართულიდან, თუმცა მისი სახელი არ იცის, ამის შემდგომ მან გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ფ--------- გ------–---ს შემთხვევის დღეს ეცვა თეთრი ფერის მაისური და მოკლე შარვალი. მოწმემ განმარტა, რომ პოლიციაში თავად დარეკა, რის შემდგომ წავიდა სასტუმროში, რა დროსაც დაურეკა ო------- და უთხრა, რომ ლ---- იყო დაჭრილი, ხოლო თვითონ ნაცემი, როდესაც გ-------–- მოიკითხა ო------- უთხრა, რომ მას ვერ პოულობდნენ, ამის შემდგომ თავად გ-------–- დაუკავშირდა და უთხრა, რომ იყო დაჭრილი და იმყოფებოდა კლინიკურ საავადმყოფოში, იქ მისულ ნ---------–---ს გ-------–--–---------- უკვე საოპერაციოში შეყვანილი დახვდა და განუმარტეს, რომ იმყოფებოდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში.
მოწმე ა-----–--- ა----–---- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 4 ივლისის მდგომარეობით მუშაობდა კლინიკურ საავადმყოფოში პასუხისმგებელი ქირურგის თანამდებობაზე, რა დროსაც საავადმყოფოში შეიყვანეს გ-------–--–----------, რომელსაც აღენიშნებოდა ჭრილობა გულმკერდის მარცხენა არეში, კონკრეტულად კი ორი ნაჩხვლეტი ჭრილობა, ჩაუტარდა ოპერაცია რომელიც გაგრძელდა დაახლოებით საათნახევრიდან ორ საათამდე, ოპერაციის შემდგომ პაციენტი გამოვიდა ნარკოზიდან და აზროვნებდა ადეკვატურად.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ბ-------------- განმარტა, რომ მის მიერ აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა ო------------------ და აგრეთვე მის მიერ იქნა ამოღებული ფ--------- გ------–-------ნ მისი კუთვნილი ტანსაცმელი, აღნიშნულ მოქმედებას ესწრებოდა ადვოკატი ე-–----------------. კონკრეტულად გამომძიებლის მიერ ამოღებულ იქნა მაისური და ე.წ შორტის მსგავსი შარვალი. გამომძიებელს ბრალდებულმა ტანსაცმლის ამოღებაზე თანხმობა განუცხადა და განუმარტა, რომ სწორედ ეს ტანსაცმელი ეცვა შემთხვევის დღეს.
მოწმე გ-----------–---–-- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს გამომძიებლის თანამდებობაზე 15 წელია. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 4 ივლისს ხოლო თავად ჩაერთო ცოტა მოგვიანებით და მის მიერ ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: გამოკითხა გ-------–--–----------, ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობა, გამოკითხა პოლიციის თანამშრომელი, მოიპოვეს და დათვალიერდა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი, დაკითხა რესტორნის დირექტორი, აგრეთვე აიღო ბიოლოგიური ექსპერტიზის ნიმუშები, დაინიშნა ტრასოლოგიურ-ბიოლოგიური ექსპერტიზა, ამოიღეს გ-------–--–----------- სამედიცინო დოკუმენტაცია და დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი გ-------–--–----------, აგრეთვე მან მხარეს გაუცვალა მტკიცებულებები. მოწმემ განმარტა, რომ გ-------–--–---------- გამოკითხა სამედიცინო დაწესებულების პალატაში, რომელმაც მას დეტალურად განუმარტა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები. გ-------–--–----------- გამომძიებელს განუცხადა, რომ მას შეუძლია ამოიცნოს ის პირი, რომელმაც ჭრილობა მიაყენა და სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე მოხდა ფოტოსურათით ამოცნობა, მას წარუდგინეს 4 ფოტოსურათი, რომელშიც მან ფ--------- გ------–--- ამოიცნო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ნებართვა აიღეს გ-------–--–----------- მკურნალი ექიმისაგან და ამის შემდეგ მოხდა მისი დაკითხვა პალატაში.
საქმეში წარმოდგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ირკვევა რომ: 2018 წლის 4 ივლისს გამოძიება დაიწყო ქუთაისში, გ---------- ქუჩაზე მდებარე რესტორან კოლხაში ლ--------------ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე.
დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად: კლინიკური საავადმყოფოს მორიგე ჯიჯელავას მიერ 2018 წლის 4 ივლისს 02:47 საათზე, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ კლინიკაში შემოვიდა პაციენტი 24 წლის გ-------–--–----------, რომელსაც აღენიშნება ჭრილობა გულ-მკერდის არეში.
დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად: ეროვნული სამედიცინო ცენტრის მორიგე წულაიას მიერ 2018 წლის 4 ივლისს 01:40 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ კლინიკაში სასწრაფო დახმარების მიერ რესტორან „კოლხა“-დან მიყვანილ იქნა გ---------------, რომელსაც აღენიშნება ქალა ტვინის ტრავმა.
დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად: ცენტრალური საავადმყოფოს მორიგე თოფურიას მიერ 2018 წლის 4 ივლისს 01:31 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ კლინიკაში სასწრაფო დახმარების მიერ რესტორან „კოლხა“-დან მიყვანილ იქნა ლ--------------, რომელსაც აღენიშნება გულ-მკერდის ღია შემავალი ჭრილობა.
დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად: ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუთაისი) „108“ საპატრულო ეკიპაჟიდან ზ. ბ-------- აცნობა, რომ ინიციატორმა ნ---------–----- განაცხადა, რომ გ---------- ქუჩაზე რესტორან „კოლხა“-ში შიდა კიბიდან გადმოვარდა 25 წლამდე (უცნობი) ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თავის არეში მიღებული დაზიანებით გადაყვანილია საავადმყოფოში, აგრეთვე იმავე რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო, მარცხენა გვერდის არეში ნაჩხვლეტი ჭრილობა აღენიშნებოდა 1978 წელს დაბადებულ ლ--------------, რომელიც სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილ იქნა კლინიკაში.
საქმეში წარმოდგენილი ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად: ფ--------- ნ------- ძე გ------–--- 2018 წლის 4 ივლისს 00:40 საათზე დაკავებულ იქნა ქუთაისში, გ---------- ქუჩაზე მდებარე რესტორან „კოლხა“-ს შესასვლელი ჭიშკრის წინამდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით.
საქმეში წარმოდგენილი ამოღების ოქმის თანახმად: 2018 წლის 4 ივლისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ბ-------------- მიერ, ქ. ქუთაისში დ-----------–-----–-- გამზ. N117-ში მდებარე პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში მყოფი ფ--------- გ------–-------ნ მისი თანხმობით ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის დროს ტანთცმული მაისური და მოკლე შარვალი.
საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად: 2018 წლის 4 ივლისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ გ-----------–---–-- მიერ ქ. ქუთაისში, ოც---–-------ა N2-ში სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“-ს რეფერალურ ჰოსპიტალში, 18:35-19:05 საათამდე დროის მონაკვეთში ამომცნობ პირს - გ-------–--–----------ს წარედგინა 4 ცალი ფოტოსურათი, რომელზეც მან ამოიცნო N2 ფოტოზე გამოსახული პიროვნება სახელად ფ--------- და აღნიშნა, რომ ეს ის პირია, რომელმაც ის დაჭრა 2018 წლის 4 ივლისს რესტორან „კოლხა“-ს ეზოს წინამდებარე ტერიტორიაზე. გ-------–--–----------ს მიერ ამოცნობილი იქნა ფოტოზე გამოსახული პირი ფ--------- ნ------- ძე გ------–---, დაბადებული: 1--------- პ/ნ 0----------, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, კუპრაძის მე-12 შესახვევი N4.
საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის N005584018 დასკვნით გ-------–--–----------- მიმართ, დადგენილია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის ქუთაისის N1 რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N6995-ის ასლი) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. გ-------–---–----------- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2018 წლის 4 ივლისს 00:40 საათზე და დაესვა დიაგნოზი: მუცლის კედლის ღია ჭრილობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას აღენიშნებოდა ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის მარცხენა ნახევარში შუა აქსილარულ ხაზზე მე-7-8 ნეკნთა შუა სივრცეში და გულმკერდის მარცხენა ნახევარში შუა აქსილარულ ხაზზე მე-9-10 ნეკნთა შუა არეში, ასევე დაესვა ინტრაოპერაციული დიაგნოზი: თორაკოაბდომინალური ჭრილობა დიაფრაგმის და ელენთის დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი, მარცხენამხრივი ტრავმული პნევმოთორაქსი. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის N005000018 დასკვნით ლ--------------ს მიმართ დადგენილია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N3616/18-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N8283 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 04.07.2018 წ.) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ლ---------------- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 04.07.2018 წელს 01:05 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 10:00 სთ-ზე დიაგნოზით გულმკერდის მარცხენა ნახევრის არა შემავალი ჭრილობა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
საქმეში წარმოდგენილი ტრასოლოგიური ექსპერტიზის N007113518 დასკვნის თანახმად: გამოკვლევაზე წარმოდგენილ პერანგს (FCD864702) დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში აღენიშნება მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით განვითარებული დაზიანება, ასევე იკვეთება ქსოვილის დაჭიმვის შედეგად განვითარებული სტრუქტურული წყობის დარღვევა და ზემოდან მე-4 ღილი აწყვეტილია დაკერების მიდამოდან; ლ--------------საგან ამოღებულ შარვალზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ ფართზე იკვეთება რაიმე მყარ (ხორკლიანი) ზედაპირთან სტატიკო-დინამიური კონტაქტირებისათვის დამახასიათებელი კვლები; ფ--------- გ------–-------ნ ამოღებული ტანსაცმლიდან (მაისური, შორტი) მაისურს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში აღენიშნება მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ძალის ზემოქმედების შედეგად განვითარებული დაზიანებები და ასევე ხასიათდება მინუს მასალით. შორტს დაზიანება არ აღენიშნება; გ-------–--–----------- წარმოდგენილ ტანსაცმლიდან (პერანგი, შარვალი, ქამარი, ტრუსი, ერთი წყვილი წინდა, ერთი წყვილი ფეხსაცმელი) პერანგს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში აღენიშნება: მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად ჭრით და მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ძალის ზემოქმედების შედეგად - ხევით განვითარებული დაზიანებები. შარვალს, ქამარს, ტრუსს, ერთ წყვილ წინდას, ერთ წყვილ ფეხსაცმელს დაზიანება არ აღენიშნება. პერანგზე არსებული ჭრით განვითარებული დაზიანებები ლოკალიზაციის არეებით შეესაბამება სტაციონალური პაციენტის N6995-064085 სამედიცინო ბარათში მითითებულ გ-------–--–----------- სხეულზე არსებულ დაზიანებათა განლაგების ლოკალიზაციის მონაცემებს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი CD დისკი და რესტორან კოლხას ვიდეო ჩანაწერი.
სასამართლო უთითებს, საქმეში წარმოდგენილი რიგი მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამასთან, სასამართლო უთითებს, რომ სხდომაზე გამოკვლეული საქმეში არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები ბრალდებულ ფ--------- გ------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. განმსაზღვრელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ქმედებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა. იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული თავდამსხმელისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, შესაბამისად სახეზე გვაქვს დანაშაულის მცდელობა. ე.ი. დანაშაულის მცდელობის დასჯადობის წინაპირობებია: ა) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების (დანაშაულის ჩადენის) გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; ბ) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს უშუალო საფრთხე ექმნება; გ) მოსალოდნელი შედეგის არარსებობა.
სასამართლო უთითებს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ-------–--–----------ს გულ-მკერდისა და მუცლის არეში აღენიშნებოდა ორი ჭრილობა და მან მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება.
დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ აღნიშნული დაზიანებები ფ--------- გ------–---ს გ-------–--–-----------ათვის არ მიუყენებია და მოითხოვა მისი გამართლება გ-------–--–----------- განზრახ მკვლელობის მცდელობაში. სასამართლო უთითებს, რომ დაცვის პოზიცია არ არის არგუმენტირებული, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს ფ--------- გ------–---- მიერ ბასრი საგნის გამოყენებით გ-------–--–-----------ათვის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების მიყენების ფაქტს.
სასამართლო უთითებს, რომ შემთხვევის თვითმხილველი მოწმე ო------------------- ჩვენებით დადასტურებულია, რომ ,,განსაკუთრებით ერთ-ერთი მამაკაცი აქტიურობდა, რომელიც იქნებოდა დაახლოებით 1.70-1.75 მეტრი სიმაღლის, ოდნავ მოშვებული წვერით, ტანთ ეცვა თეთრი ფერის მაისური და მოკლე შარვალი, ე.წ „ბრიჯი“, ასევე ეკეთა ჩანთა. გაშველების პროცესში მოწმემ შენიშნა თუ როგორ დაარტყა აღნიშნულმა მამაკაცმა ხელი გულ-მკერდის არეში რამდენჯერმე გ-------–--–----------ს. ფაქტი იმიტომ დაამახსოვრდა, რომ მისივე მეგობრები აშველებდნენ და ცდილობდნენ გამოეყვანათ ეს მამაკაცი, ერთ-ერთი მათგანი უყვიროდა არ დაგვღუპოო’’. ის ფაქტი, რომ ფ--------- გ------–---ს შემთხვევის დღეს სწორედ თეთრი ფერის მაისური და მოკლე შარვალი, ე.წ „ბრიჯი“ ეცვა, ასევე ეკეთა ჩანთა, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ლ--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ფ--------- გ------–---ს ეცვა თეთრი ფერის მაისური, მოკლე შარვალი ე.წ. ,,შორტი“ და ეკეთა ჩანთა. მოწმე ნ---------–----- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ასევე დაადასტურა, რომ ფ--------- გ------–---ს შემთხვევის დღეს ეცვა თეთრი მაისური და მოკლე შარვალი. აღნიშნული ასევე დადასტურებულია ნივთმტკიცებად ცნობილი ფ--------- გ------–-------ნ მისი თანხმობით ამოღებული მაისურითა და მოკლე შარვლით, რაც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა რესტორან ,,კოლხას’’ ვიდეოჩანაწერი, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ აღნიშნულ დღეს ფ--------- გ------–---ს აცვია თეთრი მაისური, მოკლე შარვალი, ე.წ. ,,ბრიჯი’’ და გადაკიდებული აქვს ჩანთა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთი ჩაცმულობით, თეთრი მაისური, მოკლე შარვალი და ჩანთით, სხვა პირი შემთხვევის ადგილზე არ ფიქსირდება, ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება, რომ ფ--------- გ------–--- გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით, რაც ასევე შესაბამისობაშია მოწმე ო------------------- ჩვენებასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე ო------------------- ჩვენება სადაც უთითებს ფ--------- გ------–---- მიერ გ-------–--–-----------ათვის დარტყმის ლოკალიზაციაზე, შესაბამისობაშია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმად გ-------–--–----------ს ასევე აღენიშნებოდა ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის მარცხენა ნახევარში შუა აქსილარულ ხაზზე მე-7-8 ნეკნთა შუა სივრცეში და გულმკერდის მარცხენა ნახევარში შუა აქსილარულ ხაზზე მე-9-10 ნეკნთა შუა არეში.
სასამართლო ასევე უთითებს, რომ ფაქტი, რომ ფ--------- გ------–---ს თან ჰქონდა ბასრი საგანი სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, ვინაიდან დაცვის მხარემ სადავოდ არ გადახა ლ--------------სათვის ფ--------- გ------–---- მიერ ბასრი საგნის გამოყენებით სხეულის დაზიანების მიყენების ფაქტი.
სასამართლო არ იზიარებს დაზარალებულ გ-------–--–----------- ჩვენებას, რომ ვინაიდან საოპერაციოდან იყო ახალი გამოსული ვერ აცნობიერებდა გამომძიებლის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხებს, შესაბამისად არ ეთანხმება გამოძიებისას მიცემულ ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ჭრილობა ფ--------- გ------–---მ მიაყენა რაღაც წვეტიანი საგნის გამოყენებით. სასამართლო უთითებს, რომ სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ა-----–--- ა----–---- ცალსახად და დამაჯერებლად განმარტა, რომ ოპერაციის შემდგომ პაციენტი გ-------–--–---------- გამოვიდა ნარკოზიდან და აზროვნებდა ადეკვატურად. სასამართლო ასევე არ იზიარებს დაზარალებულის ჩვენებას, სადაც ის უთითებს, რომ ფოტოსურათით ამოცნობისას მან განმარტა, რომ ის პირი, რომელიც ამოიცნო იყო ფ---------, რომელიც იყო ერთ-ერთი სუფრის წევრი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმზე, რომლის თანახმად: სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“-ს რეფერალურ ჰოსპიტალში, გ-------–--–----------- მიერ ამოცნობილი იქნა ფოტოზე გამოსახული პიროვნება ფ--------- გ------–--- და აღნიშნა, რომ ეს ის პირია, რომელმაც ის დაჭრა 2018 წლის 4 ივლისს რესტორან „კოლხა“-ს ეზოს წინამდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ოქმის სისწორე და მისი შინაარსი ხელმოწერით დადასტურებულია თავად გ-------–--–----------- მიერ. სასამართლო სხდომაზე დეტექტივ გამომძიებელმა გ-----------–---–-- დაკითხვისას განმარტა, რომ გ-------–--–---------- მან გამოკითხა სამედიცინო დაწესებულების პალატაში, რომელიც იყო ადეკვატური და დეტალურად განუმარტა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები, ასევე გ-------–--–----------- გამომძიებელს განუცხადა, რომ მას შეუძლია ამოიცნოს ის პირი, რომელმაც დაჭრა 2018 წლის 4 ივლისს და სწორედ ჩვენების საფუძველზე მოხდა ფოტოსურათით ამოცნობა, მას წარუდგინეს 4 ფოტოსურათი, რომელთაგან მან ფ--------- გ------–--- ამოიცნო.
რაც შეეხება ფ--------- გ------–---- განზრახვას მიმართულს გ-------–--–----------- სიცოცხლის მოსპობისაკენ, სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონტროლებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
განსახილველ შემთხვევაში ფ--------- გ------–---- განზრახვას ადასტურებს გ-------–--–----------- სხეულზე მიყენებულ ჭრილობათა სიმრავლე და ლოკალიზაცია, კერძოდ სამედიცინო ექსპერტიზის N005584018 დასკვნის თანახმად: წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის ქუთაისის N1 რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N6995-ის ასლი) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. გ-------–---–----------- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2018 წლის 4 ივლისს 00:40 საათზე და დაესვა დიაგნოზი: მუცლის კედლის ღია ჭრილობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას აღენიშნებოდა ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის მარცხენა ნახევარში შუა აქსილარულ ხაზზე მე-7-8 ნეკნთა შუა სივრცეში და გულმკერდის მარცხენა ნახევარში შუა აქსილარულ ხაზზე მე-9-10 ნეკნთა შუა არეში, ასევე დაესვა ინტრაოპერაციული დიაგნოზი: თორაკოაბდომინალური ჭრილობა დიაფრაგმის და ელენთის დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი, მარცხენამხრივი ტრავმული პნევმოთორაქსი. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ო------------------- ჩვენებით კი დადასტურებულია, რომ პირის გაყვანას, რომელმაც გ-------–--–----------ს დაარტყა, მისი მეგობრები ცდილობდნენ, ერთ-ერთი მათგანი აკავებდა და უყვიროდა ,,არ დაგვღუპოო’’. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს ფ--------- გ------–---- მხრიდან გ-------–--–----------- მოკვლის განზრახვას, დაზარალებული კი გაწეული დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
რაც შეეხება ფ--------- გ------–---- ბრალდებას, რომ მან განახორციელა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, კერძოდ: 2018 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 00:00-დან 01:00-საათამდე დროის მონაკვეთში, ქუთაისში, გ---------- ქ. N18-ში მდებარე რესტორან „კოლხა“-ს ეზოში ფ--------- გ------–---მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბასრი საგნის გამოყენებით ტანის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა ლ--------------, აღნიშნული ქმედების შედეგად ლ--------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულ ბრალდებას დაცვის მარე სადავოდ არ ხდის და ბრალდებული ფ--------- გ------–--- წარდგენილ ბრალდებას აღიარებს. გარდა მისი აღიარებისა ფ--------- გ------–---- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს საქმეზე გამოკვლეული და გამოკლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ მოწმეების: მ---------------- ნ-----–-------–---–--, ც-–---------------- მ----–--–---- გამოკითხვის ოქმები და მოწმე ო-------------------, ნ---------–----ს, ა-----–--- ა----–----, დაზარალებულ ლ--------------ს ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N005000018, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბიოლოგიური ექსპერტიზის N0--------- დასკვნა, ვიდეო ჩანაწერი, ფ--------- გ------–---- ტანსაცმელი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლომ განიხილა მტკიცებულებები მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა - ფ--------- გ------–---მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა და ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ ფ--------- გ------–---- ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა, თითოეული მტკიცებულების თანხვედრა და კავშირი სხვა მტკიცებულებებთან, სასამართლოს შეფასებით წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისათვის, ამ სტანდარტის შესაბამისად სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა - ფ--------- გ------–---მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ფ--------- გ------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ფ--------- გ------–---- რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მას უნდა დაენიშნოს ადეკვატური სასჯელი. რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. ამასთან, სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ჩადენილია დანაშაულის მცდელობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დროს - ფ--------- გ------–--- ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 აპრილის განაჩენით, ფ--------- ნოზაძეს (გ------–---) საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N0690987 ცნობით ირკვევა, რომ ფ--------- ნოზაძე (გ------–---) სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 4 თებერვალს, ამასთან დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი ქვითრით ირკვევა, რომ დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით გადახდილია 2011 წლის 5 აპრილს. სასამართლო ასევე უთითებს, რომ დანაშაულის ჩადენისას ფ--------- გ------–---ს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. შესაბამისად, ფ--------- გ------–---- სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წესს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ფ--------- გ------–---ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული შავი ტყავის საფულე, მასში მოთავსებული ერთი ცალი ძველი ორმოცდაათლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ახალი ორმოცდაათლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ოცლარიანი კუპიურა, ორი ცალი ხუთთეთრიანი და ერთი ცალი ოცთეთრიანი ლითონის მონეტა, ერთი ცალი ერთდოლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ათგრივნიანი მონეტა, ფ-------- გ------–---- აიდი ბარათი, მეტრომარტის პლასტიკური ბარათი, უკრაინული მობილური კავშირის სიმბარათი, წარწერით" lifecell", ერთი ცალი კრიალოსანი, ყავისფერი ბენდენა წითელი და თეთრი ორნამენტებით, შავი ფერის აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული მაგთიკომის სიმბარათით, ბრალდებულისაგან ამოღებული მაისური და მოკლე შარვალი - დაუბრუნდეს ფ-------- გ------–---ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თეთრი პერანგი სისხლისმაგვარი ლაქებით - დაუბრუნდეს ლ---- ჩ------- ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
რესტორნის ეზოდან აღებული სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდები, მინის ბოთლის ნამსხვრევები, რესტორნის ფოიედან აღებული სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდები, რესტორნის კიბიდან აღებული სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდები, საქმეზე აღებული ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი CD დისკი და რესტორან კოლხას ვიდეო ჩანაწერი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
თამარ მკერვალიშვილისაგან ამოღებული გ-------–--–----------- კუთვნილი მწვანე ფერის შავ ორნამენტებიანი პერანგი, შავი ფერის ჯინსის შარვალი, თეთრი კედები და თეთრი წინდები - დაუბრუნდეს გ-------–--–----------ს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს;
ლ--------------ს შარვალი - დაუბრუნდეს ლ-------------- ან მის ნდობით აღჭურვილ პირს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფ--------- გ------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ფ--------- გ------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ფ--------- გ------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 ივლისიდან.
ფ--------- გ------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები:
ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული შავი ტყავის საფულე, მასში მოთავსებული ერთი ცალი ძველი ორმოცდაათლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ახალი ორმოცდაათლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ოცლარიანი კუპიურა, ორი ცალი ხუთთეთრიანი და ერთი ცალი ოცთეთრიანი ლითონის მონეტა, ერთი ცალი ერთდოლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ათგრივნიანი მონეტა, ფ-------- გ------–---- აიდი ბარათი, მეტრომარტის პლასტიკური ბარათი, უკრაინული მობილური კავშირის სიმბარათი, წარწერით" lifecell", ერთი ცალი კრიალოსანი, ყავისფერი ბენდენა წითელი და თეთრი ორნამენტებით, შავი ფერის აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული მაგთიკომის სიმბარათით, ბრალდებულისაგან ამოღებული მაისური და მოკლე შარვალი - დაუბრუნდეს ფ-------- გ------–---ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თეთრი პერანგი სისხლისმაგვარი ლაქებით - დაუბრუნდეს ლ---- ჩ------- ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
რესტორნის ეზოდან აღებული სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდები, მინის ბოთლის ნამსხვრევები, რესტორნის ფოიედან აღებული სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდები, რესტორნის კიბიდან აღებული სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდები, საქმეზე აღებული ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი CD დისკი და რესტორან კოლხას ვიდეო ჩანაწერი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
თამარ მკერვალიშვილისაგან ამოღებული გ-------–--–----------- კუთვნილი მწვანე ფერის შავ ორნამენტებიანი პერანგი, შავი ფერის ჯინსის შარვალი, თეთრი კედები და თეთრი წინდები - დაუბრუნდეს გ-------–--–----------ს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს;
ლ--------------ს შარვალი - დაუბრუნდეს ლ-------------- ან მის ნდობით აღჭურვილ პირს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური