განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1----19
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
08 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი,ბრალდების მხარე
პროკურორი ცო-----–---–---ე,დაცვის მხარე
ადვოკატი ქა-----–------–----ე,ბრალდებული: გე----------------ა,დაბადების თარიღი: 1-----------------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,პირადი N0-----------
განათლება: არასრული უმაღლესი,ნასამართლობა: ნასამართლევი,რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი,---------------–-------------
საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ლ---------------------
სისხლის სამართლის საქმე 0------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2019 წლის იანვრის თვის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2019 წლის 09 თებერვლის ეპიზოდი); ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის ოქტომბრის თვეში, დღის საათებში, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თბილისში, ლ---------------------------ში ქე---------–-–---–ს მისმა მეუღლემ გე----------------ამ, სიტყვიერი კამათის საფუძველზე, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ქე---------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის იანვრის თვეში, ქ. თბილისში, ლ---------------------------ში ქე---------–-–---–ს მისმა მეუღლემ გე----------------ამ, სიტყვიერი კამათის საფუძველზე, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ქე---------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 09-----------–ს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. თბილისში, ლ---------------------------ში ქე---------–-–---–ს მისმა მეუღლემ გე----------------ამ, სიტყვიერი კამათის საფუძველზე, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - მუშტი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ქე---------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ქე---------–-–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობდა მეუღლესთან გე----------------ასთან და შვილთან ელ------------–---–თან ერთად. მას და მის მეუღლეს თავდაპირველად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, შემდეგ პერიოდში კი მათი ურთიერთობა დაიძაბა. 2018 წლის ოქტომბრის თვეში დღის საათებში, მან და გე----------------ამ იკამათეს. გე----------------ამ ტანსაცმელი აივნიდან გადაუყარა, რის გამოც იგი დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას. აღნიშნულის გამო კი მას გე----------------ამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში. მან განიცადა ტკივილი. 2019 წლის იანვრის თვეში ისინი ცხოვრობდნენ, ქ. თბილისში, ლ---------------------------ში. ის და გე----------------ა კამათობდნენ, რა დროსაც მას გე----------------ამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში. დარტყმის შედეგად მან კვლავ განიცადა ტკივილი. მომხდარ ფაქტს შეესწრო მისი შვილი ელ------------–---–ი. მისივე განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან მის მიმართ ძალადობა განხორციელდა 2019 წლის 9-----------–ს, როდესაც მას გე----------------ამ სიტყვიერი კამათის დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და მუშტი დაარტყა სახის არეში. მან ამჯერადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
მოწმე ელ------------–---–მა დაადასტურა, რომ 2019 წლის იანვრის თვეში შეესწრო დედამისის ქე---------–-–---–ის და გე----------------ას დაპირისპირებას, რა დროსაც გე----------------ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქე---------–-–---–ს - ხელი დაარტყა სახის არეში. მან ასევე განაცხადა, რომ 2019 წლის 9-----------–ს დაუკავშირდა ქე---------–-–---–ს, რომელიც ტიროდა და აცხადებდა, რომ გე----------------ასთან იკამათა.
მოწმე ლა-–------––-–--–-–---–მა განაცხადა, რომ კუთვნილი ბინა მიქირავებული ჰქონდა გე----------------ასა და ქე---------–-–---–ზე. მან დაადასტურა ის გარემოება, რომ ნახა ქე---------–-–---–ი სახე შეშუპებული, მას ქე---------–-–---–მა განუცხადა, რომ გე----------------ასთან შეემთხვა უსიამოვნება, რა დროსაც გე----------------ამ ხელი დაარტყა სახის არეში.
მოწმე გი----------–---–მა განმარტა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია გე----------------ას შესახებ, რომელიც იმყოფებოდა ქ. თბილისში წ-----------–---–-- ქუჩაზე და აპირებდა მიმალვას. მან მიღებული ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელობას.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 1--------- წ. მოქალაქე ქე---------–-–---–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები ქვედაყბისქვეშა მიდამოში მარცხნივ სისხლნაჟღენთის და მარცხენა ლოყის ლორწოვანზე უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ-–--------------–---–მა.
მოწმეებმა თე-----------მ, ნი----–-------–-----მ და ლე-----------–---–-ა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
ბრალდებულმა გე----------------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ დაზარალებულ ქე---------–-–---–ის მიერ მიცემულ ჩვენებას ეთანხმება და მასში მოყვანილი გარემოებები შეესაბამება სიმართლეს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გე----------------ას მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ: მოწმეების ჩვენებები არის დამაჯერებელი, უტყუარი და ერთმანეთში თანხვედრილი. მოწმეების ჩვენებები ასევე თანხვედრაშია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან. ამდენად, სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გე----------------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ბრალდებულ გე----------------ას მიმართ შერაცხული ბრალდება განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება. ამასთან, გასათვალისწინებელია მისი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გე----------------ას უნდა დაენიშნოს ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გე----------------ას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გე----------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) (2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
გე----------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოქმედი რედაქცია) (2019 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
გე----------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოქმედი რედაქცია) (2019 წლის 09 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით გე----------------ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, კერძოდ 6 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, გე----------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გე----------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ გე----------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 09 თებერვლის 20:27 საათიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
CD დისკი - დარჩეს საქმეში, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე