გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2019
საქმის ნომერი
120210118002637389
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, სხვა სახის დავები
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2637389-2/724-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 აპრილი 2019 წელი ქ. ახალციხე

 

შესავალი ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი მარიამ სუხიაშვილი

 

თვადაპირველი სარჩელის მიხედვთ:

 

მოსარჩელე - ი--- ბ------ე

წარმომადგენელი თ------–--–-----ე

 

მოპასუხე - ა---------– ბ------ე

წარმომადგენელი - ნ------------------–---–ი

 

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა, თანასაკუთრების გაყოფა, მესაკუთრედ ცნობა

 

შეგებებული სარჩელის მიხედვით:

 

მოსარჩელე - ა---------– ბ------ე

წარმომადგენელი ნ------------------–---–ი

 

მოპასუხე - ი--- ბ------ე

წარმომადგენელი - თ------–--–-----ე

 

დავის საგანი - ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ი--- ბ------ის სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ა---------– ბ------ისათვის, არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–---------- დაბადებული გ------- ბ------ის სასარგებლოდ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის - 160 ლარის გაზრდა 700 ლარამდე.

 

1.2. მოპასუხე ა---------– ბ------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ა-------ს მუნიციპალიტეტი, სოფელი ს-----, ს/კ 6-.0-.2-.4--, 2/3 წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს ი--- ბ------ე.

 

1.3. ი--- ბ------ეს მიეკუთვნოს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - 3 სული ძროხა, 3 სული ხარი, 2 სული ღორი; ავტომობილის ღირებულების 2/3 წილი - 3333 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, მაცივარი, გასული წლის - 2017 წლის შემოდგომით მიღებული სოფლის მეურნეობის მოსავლიდან - 50 ტონა კარტოფილი, 2 ტონა ხორბალი, ხილისაგან მომზადებული და დაბინავებული ალკოჰოლური სასმელის არაყის დასაყენებელი მასალა მოთავსებული ორი 250 ლიტრის ტევაოდბის კასრში.

 

ი--- ბ------ის სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა---------– ბ------ეს, მისი არასრულწლოვანი შვილის გ------- ბ------ის სარჩენად, დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად 160 ლარის გადახდა, 2014 წლის 29 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მხარეებს შორის გარკვეული დროით აღდგა ოჯახური ურთიერთობა, თუმცა მალევე კვლავ დაეძაბათ ურთიერთობა და მხარეები დაშორდნენ.

ა---------– ბ------ის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კერძოდ იგი ეწევა სოფლის მეურნეობის ისეთი მაშტაბის სამუშაოებს, საიდანაც იღებს სოლიდურ შემოსავალს. იგი წლებია მუშაობს ხე-ტყის დამამზადებელ ქარხანაში და იღებს მაღალ ანაზღაურებას. ამასთან, ბავშვის ასაკობრივ ზრდასთან ერთად მატულობს ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების მეტი ხელმისაწვდომობის საჭიროება.

მოსარჩელეს და მოპასუხეს თანასაკუთრებაში გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება. კერძოდ უძრავი ქონება მდებარე ა-------ს მუნიციპალიტეტის სოფელი პ------- ს-----, ს/კ 6-.0-.2-.4--. მითითებული უძრავი ქონება მოპასუხეს გააჩნდა ქორწინებამდე, თუმცა იგი გადაიქცა მეუღლეთა თანასაკუთრებად, ვინაიდან ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. აშენდა/მიშენდა ნაგებობა - დამხმარე სათავსო 129 კვ.მ. რომელსაც გააჩნია კაპიტალური და მაღალი ხარისხის გადახურვა, მოწესრიგდა ნაგებობის კედლების გარე და შიდა მხარე (გაილესა), რომლის საერთო ღირებულებამ გადააჭარბა 7000 ლარს. კეთილმოეწყო და გაკეთდა სააბაზანო, დაახლოებით 7000 ლარის ღირებულების.

მოძრავი ქონება: ავტოსატრანსპორტო საშუალება, მაცივარი, გასული წლის შემოდგომით მიღებული სოფლის მეურნეობის მოსავალი (80 ტონამდე კარტოფილი, 3 ტონამდე ხორბალი, ხილისაგან მომზადებული და დაბინავებული ალკოჰოლური სასმელის არაყის დასაყენებელი მასალა მოთავსებული ორი 250 ლიტრის ტევადობის კასრში), მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 4 სული ძროხა (სავარაუდო ნაშიერით), 4 სული ხარი, 3 სული ღორი.

 

2. ა---------– ბ------ის სასარჩელო მოთხოვნა

2.1. მოპასუხე ი--- ბ------ეს მოსარჩელე ა---------– ბ------ის სასარგებლოდ დაეკისროს 70-5 ლარის გადახდა.

ა---------– ბ------ის სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ი--- ბ------ესთან თანაცხოვრების პერიოდში 2015 წლის ზაფხულში ა---------– ბ------ემ სოფელ ვარხანში მოაწყო სტომატოლოგიური კაბინეტი და შეიძინა კაბინეტისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურა, რომელსაც დღემდე იყენებს ი--- ბ------ე. აპარატურის საერთო ღირებულება შეადგენს 14150 ლარს.

 

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. მოპასუხე ა---------– ბ------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ მისი შემოსავალი არათუ გაუმჯობესდა, პირიქით გაუარესდა, ვინაიდან 01.06.2018 წლიდან აღარ მუშაობს ხე-ტყის დამამზადებელ ქარხანაში და სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით აღარ აქვს, რის გამოც ალიმენტის ოდნობის გაზრდის საფუძველი არ არსებობს.

რა შეეხება მოძრავ ქონებას, თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს მხოლოდ მაცივარი. მსხვილფეხა პირუტყვი (ძროხები) თანაცხოვრების პერიოდში გაყიდეს და თანახა მოახმარეს ი--- ბ------ის სტიმატოლოგიური კაბინეტის მოწყობას.

 

3.2. მოპასუხე ი--- ბ------ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სტომატოლოგიური კაბინეტი მოაწყო პირადი სახსრებით და თანადაფინანსებით.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. ი--- ბ------ე და ა---------– ბ------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2009 წლის 19 ოქტომბრიდან.

4.1.2. ი--- ბ------ეს და ა---------– ბ------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2-----–-–---------- დაბადებული გ------- ბ------ე.

 

4.1.3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა---------– ბ------ეს არასრულწლოვანი შვილის გ------- ბ------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 160 ლარის ოდენობით, 2014 წლის 29 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

4.1.4. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრებამდე, მხარეები დაახლოებით ორი წელი ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. ალიმენტის დაკისრების შემდეგ, მხარეთა შორის კვლავ აღდგა ოჯახური თანაცხოვრება და ერთიანი საოჯახო მეურნეობა.

 

4.1.5. ი--- ბ------ეს და ა---------– ბ------ეს შორის 2017 წლის ოქტომბრის თვიდან ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და შეწყვეტილი აქვთ ერთიანი საოჯახო მეურნეობა.

 

4.1.6. ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ა-------ს მუნიციპალიტეტში 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ა---------– ბ------ეს და ი--- ბ------ეს შორის 2009 წლის 19 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

 

4.1.7. ა-------ს რაიონი სოფელი პ------- ს-----ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 6-.0-.2-.4--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა---------– ბ------ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 0--1--1---წ. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N--.

 

4.1.8. ა---------– ბ------ის სახელზე ირიცხება ,,ნ-----------’’ ფირმის სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით - H--------. აღნიშნული ავტომანქანა ა---------– ბ------ემ შეიძინა 2016 წლის 20 ნოემბერს.

 

4.1.9. სსიპ ,,ს---------------------–------------ს’’ მონაცემთა ბაზაში ა---------– ბ------ეზე (პ/ნ 0----------) არ არის დაფიქსირებული საყურე ნიშნის მქონე მსხვილფეხა პირუტყვი.

 

4.1.10. სტომატოლოგიური კაბინეტის მოწყობის ხარჯის ნაწილი, კერძოდ 5000 ლარი დაფინანსებული იქნა ,,ა–-------------------–--ში’’ პროექტის ფარგლებში სსიპ მ-–------------------------------------ს მიერ.

 

4.1.11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.01.2019წ. დასკვნით დადგენილია, რომ ა-------ს მუნიციპალიტეტის სოფელი პ------- ს-----ში ს/კ 6-.0-.2-.4-- რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაში სველი წერტილის მოწყობის სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება დარიცხვების ჩათვლით შეადგენს 5085.84 ლარს, ხოლო არსებული შენობა-ნაგებობის დასავლეთი მხარის კედელზე მოწყობილი სარდაფის საორიენტაციო ღირებულება დარიცხვების ჩათვლით შეადგენს 11622.46 ლარს.

 

4.1.1-- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.01.2019წ. დასკვნით დადგენილია, რომ ა-------ს მუნიციპალიტეტის სოფელი პ------- ს-----ში მდებარე უძრავი ქონების ს/კ 6-.0-.2-.4-- , მთლიანი საბაზრო ღირებულება 2019 წლის 28 იანვრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 68005.46 ლარს. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება სარდაფის აშენებით და საცხოვრებელ სახლში განთავსებული სველი წერტილის გარემონტებით და კეთილმოწყობით გაიზარდა 16708.3 ლარით.

 

4.1.13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.01.2019წ. დასკვნით დადგენილია, რომ ავტომობილი ,,N-------------’’ საბაზრო ღირებულებაა - 9300 ლარი.

 

4.1.14. ი--- ბ------ის და ა---------– ბ------ის მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი მაცივრის ღირებულება არის 400 ლარი.

 

4.1.15. 13.1--2018წ. N----- ანგარიშით დადგენილია, რომ სტომატოლოგიური კაბინეტის აღჭურვილობის (სამედიცინო აპარატურის) ჯამური საბაზრო ღირებულება შეადგენს 14150 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს:

 

- ქორწინების მოწმობა;

- გ------- ბ------ის დაბადების მოწმობა;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება;

- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;

- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომაროების შესახებ;

- სსიპ ს---------------------–------------ს ს--–--------------------------–--------------–--ს

0-.1--2018წ. მომართვა;

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.01.2019წ. დასკვნა;

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 29.01.2019წ. დასკვნა;

- 13.1--2018წ. შეფასების N----- ანგარიში;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.2.1. ალიმენტის დაკისრების შემდეგ ა---------– ბ------ის მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა - არ გაუმჯობესებულა.

 

სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ალიმენტის დაკისრების შემდგომ მისი მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება - ალიმენტის დაკისრების შემდგომ პერიოდში მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ფაქტი. მოსარჩელე კატეგორიულად მიუთითებს მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა შესახებ, რასაც ასევე კატეგორიულად უარყოფს მოპასუხე მხარე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია.

 

მოსარჩელემ მის მიერ, სარჩელში მითითებული გარემოებებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების შემდეგ შეიცვალა/გაუმჯობესდა.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 25.11.2014 წლის გადაწყვეტილების მიხედვით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ა---------– ბ------ე მუშაობდა შპს „ტ----“ ხე-ტყის დამზადების ჯგუფის უფროსად და მისი სახელფასო განაკვეთი განისაზღვრებოდა გამომუშავების მიხედვით. მოპასუხე მხარემ წარმოადგინა ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ 01.06.2018 წლიდან იგი აღარ მუშაობს შპს „ტ---–ი“. ამდენად არ დასტურდება ა---------– ბ------ის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

4.2.2. ,,ნ-----------’’ ფირმის სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით - H--------, ა---------– ბ------ემ შეიძინა ი--- ბ------ესთან ქორწინების პერიოდში.

 

დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2014 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ი--- ბ------ეს და ა---------– ბ------ეს შორის აღდგა ოჯახური ურთიერთობა. რის შემდეგაც, მათ შორის არსებული ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა 2017 წლის ოქტომბრიდან, ხოლო რეგისტრირებული ქორწინება - 2018 წლის 23 ოქტომბრიდან. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მ-------------------------ს მონაცემებით, ავტომანქანა ,,ნ-----------’’ სახელმწიფო ნომრით - H--------, გამოშვების წელი - 2002, რეგისტრაციის თარიღი 2016 წლის 20 ნოემბერი, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა---------– ბ------ის სახელზე. ამ უკანასკნელის განმარტებით, ავტომანქანის შეძენა ემთხვევა მისი რეგისტრაციის პერიოდს, შესაბამისად, სადავო ავტომანქანა ა---------– ბ------ემ შეიძინა მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში.

 

ამდენად, სადავო სატრანსპორტო საშუალება - ,,ნ-----------’’ სახელმწიფო ნომრით - H------- წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, რის გამოც არსებობს მოპასუხე ა---------– ბ------ისათვის მოსარჩელის ი--- ბ------ის სასარგებლოდ საერთო ქონებიდან წილის კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი.

 

4.2.3. ი--- ბ------ის სტომატოლოგიური კაბინეტი მოეწყო ა---------– ბ------ის და ი--- ბ------ის ქორწინების პერიოდში, რომელიც წარმოდგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას

 

ა---------– ბ------ე განმარტავს, რომ სტომატოლოგიური კაბინეტი მოეწყო ქორწინების განმავლობაში და ითხოვს თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან შესაბამისი წილის მიკუთვნებას. სტომატოლოგიური კაბინეტის ქორწინების განმავლობაში მოწყობის ფაქტი ი--- ბ------ეს სადავოდ არ გაუხდია. ი--- ბ------ე სადაოდ ხდის იმ გარემოებას, რომ აღნიშნული კაბინეტის მოწყობის ხარჯები გაიღო პირადად და ა---------– ბ------ეს მასში მონაწილეობა არ მიუღია. საწინააღმდეგოს ადასტურებენ საქმეზე დაკითხული მოწმეები, კერძოდ მოწმე მ--–------------ემ დაადასტურა, რომ ა---------– ბ------ის დაკვეთით ჩაატარა რემონტი კლინიკაში. გამოცვალეს ჭერი, ჩასვეს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, დააგეს იატაკი, გაკეთდა წყალგაყვანილობა. სამშენებლო მასალები მიჰქონდა ა---------– ბ------ეს. ხელობის თანხას იხდიდა ა---------– ბ------ე. სწორედ მან შეიძინა სტომატოლოგიური კაბინეტისათვის სავარძელი, რომლის ტრანსპორტირებაში ეხმარებოდა თავად. მოწმე გ------- ქ---–--ემ დაადასტურა, რომ ა---------– ბ------ის დაკვეთით ქ. თბილისიდან ჩამოიტანა სამედიცინო აპარატურა - სტერილი---ტორი, იღებდა მონაწილეობას ნივთების გადაზიდვაში. აღნიშნულ სამუშაოში ფულს იხდიდა ა---------– ბ------ე. მოწმე ნ------------–--–---–მა განმარტა, რომ ი--- ბ------ის სწავლის დასაფინანსებლად და სტომატოლოგიური კაბინეტის მოსაწყობად ა---------– ბ------ემ გაყიდა პირუტყვი.

 

ამდენად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, იმ ფაქტს, რომ სტომატოლოგიური კაბინეტი წარმოადგენს ა---------– ბ------ის და ი--- ბ------ის თანასაკუთრებას.

 

ამასთან, საქმეზე უდაოდ დადგენილია, რომ სტომატოლოგიური კაბინეტის მოწყობის ხარჯის ნაწილი, კერძოდ 5000 ლარი დაფინანსებული იქნა ,,ა–-------------------–--ში’’ პროექტის ფარგლებში სსიპ მ-–------------------------------------ს მიერ. აღნიშნული თანხა ი--- ბ------ემ საჩუქრად მიიღო. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქორწინების განმავლობაში ერთ-ერთი მეუღლისათვის ჩუქებით გადაცემულ ქონებაზე არ ვრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრება და იგი წარმოადგენს დასაჩუქრებულის, ამ შემთხვევაში ი--- ბ------ის ინდივიდუალურ საკუთრებას.

 

4.2.4. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეებს თანასაკუთრებაში ყავდათ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - 4 სული ძროხა (ნაშიერით), 4 სული ხარი, 3 ღორი, ასევე ვერ იქნა დადგენილი 2017 წლის შემოდგომით მიღებული სოფლის მეურნეობის მოსავლის შესახებ, კერძოდ - 80 ტონა კარტოფილი, 3 ტონა ხორბალი, ხილისაგან მომზადებული ალკოჰოლური სასმელის არაყის დასაყენებელი მასალა მოთავსებული ორი 250 ლიტრის ტევადობის კასრში, იყო მეუღლეთა თანასაკუთრებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. როგროც ზემოთ აღნიშნა ი--- ბ------ე ამტკიცებს, რომ 4 სული ძროხა ნაშიერით, 4 სული ხარი, 3 სული ღორი, 2017 წლის შემოდგომით მიღებული სოფლი მეურნეობის მოსავლიდან 80 ტონა კარტოფილი, 3 ტონა ხორბალი, ხილისაგან მომზადებული და დაბინავებული ალკოჰოლური სასმელის არაყის დასაყენებელი მასალა მოთავსებული ორი 250 ლიტრის ტევადობის კასრში წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას. ამდენად, ი--- ბ------ეს ეკისრება იმ ფაქტის მტკიცების ვალდებულებას, რომ უტყუარად, სარწმუნოდ და ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტუროს პირუტყვის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის არსებობის და მისი თანასაკუთრებად მიჩნევის ფაქტი. ამ მიმართებით კი საქმეში წარმოდგენილია მეტად მწირი მტკიცებულებები – თავად მხარის ახსნა-განმარტება, ასევე, მოწმეთა ჩვენება.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ცალსახად ვერ დაადასტურეს პირუტყვის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის არსებობის ფაქტი. კერძოდ, მოწმე ა-------------ემ განმარტა, რომ იგი პროფესიით არის ვეტექიმი და უწევს მოქალაქეებთან აღრიცხვაზე სიარული. ა---------– ბ------ეს უკვე რამდენიმე წელია არ ჰყავს საქონელი. ა---------– ბ------ესთან ბოლოს საქონლის აღწერაზე იმყოფებოდა დაახლოებით სამი-ოთხი წლის წინ. იგი არ ფლობს ინფორმაციას ა---------– ბ------ის მიერ მოყვანილი მოსავლის შესახებ. მოწმე ნ------------–--–---–მა განმარტა, რომ ა---------– ბ------ეს ნამდვილად ჰყავდა პირუტყვი, თუმცა მეუღლის ი--- ბ------ის სწავლის დაფინასების და მისთვის სტომატოლოგიური კაბინეტის მოწყობის მიზნით გაყიდა. ა---------– ბ------ეს მოჰყავს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, თუმცა იმ ოდენობით რაც საჭიროა ოჯახისათვის. 2017 წელს რა სახის და ოდენობის მოსავალი მოუვიდა ა---------– ბ------ეს მისთვის უცნობია. მოწმე ზ------------ემ განმარტა, რომ ი--- ბ------ეს და ა---------– ბ------ეს ერთად ცხოვრების პერიოდში ჰყავდათ პირუტყვი, მასთან ყავდათ მიბარებული, თუმცა შემდეგ მისგან წიყვანეს და მიუყვანა თავის ძმას - ვ------ა ბ------ეს. ამჟამად ძროხა ყავს თუ არა ა---------– ბ------ეს მისთვის უცნობია. იცის რომ ჰყავდა ხარებიც. ა---------– ბ------ეს მოჰყავს კარტოფილი, ნიორი, ხორბალი, ალბათ სიმინდიც, თუმცა მისთვის უცნობია რა ოდენობის. მ----------ემ მიუთითა, რომ ი--- ბ------ეს და ა---------– ბ------ეს დაქორწინებიდან განქორწინებამდე მოყავდათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი. 2017 წელს კონკრეტულად რა სახის და ოდენობის პროდუქტი მოიყვანა არ იცის, გადმოცემით მისთვის ცნობილია, რომ ა---------– ბ------ეს კარგი მოსავალი ჰქონდა. 2016 წელს ა---------– ბ------ემ ძმასთან წაიყვანა პირუტყვი, აჩუქა, მიყიდა თუ მიაბარა მან არ იცის. ჰყავდათ ასევე ღორები და ხარები.

 

ამასთან, სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას ექსპერტის გ------- ნ-–------ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ მას შესაფასებელი ქონება, კერძოდ პირუტყვი არ უნახავს. ნახა მხოლოდ კარტოფილის და ხორბლის ნაწილი, თუმცა 2017 წლის მოსავალი იყო თუ 2018 წლის არ იცის. მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დასადგენად ინფორმაცია (პირუტყვის რაოდენობის, სახეობის, ასაკის, წონის, წველადობის და სხვა), მიაწოდა დამკვეთმა ი--- ბ------ემ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არსებული ზოგიერთი მოწმის ჩვენება ზოგადი და რიგ შემთხვევებში ვარაუდებზეა დაყრდნობილი. კერძოდ, მოწმე ზ------------ე აღნიშნავს, რომ ა---------– ბ------ეს ნამდვილად ჰყავდა პირუტყვი და მოჰყავდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, თუმცა აღნიშნავს, რომ პირუტყვი ამჟამად არ ჰყავს და იგი თავის ძმასთან გადაიყვანა, „ხარებიც ყავდა ტყეში, ისე როგორ იმუშავებდა? მგონი ხარები საკუთრებაში ყავდა და სამსახურის არ ყოფილა“, არ იცის ძროხები გაყიდა თუ არა, ხოლო რაც შეხება პროდუქტს მისთვის უცნობია რა სახის და ოდენობის პროდუქტი მოიყვანა ა---------– ბ------ემ. პირუტყვის არსებობის ფაქტს ადასტურებს მოწმე მ----------ეც, რომელმაც განმარტა, რომ ა---------– ბ------ემ პირუტყვი მათგან წამოიყვანა და შემდეგ გაქრა საქონელი, სად წაიყვანა არ იცის, ი---სგან იცის, რომ საქონელი წაუყვანა ძმას, თუმცა არ იცის მიყიდა მიაბარა თუ აჩუქა.

 

მოწმე ა-------------ე, რომელიც არის ვეტექიმი და დადის საქონლის აღწერაზე, აცხადებს, რომ ა---------– ბ------ეს უკვე რამდენიმე წელია პირუტყვი არ ჰყავს. ამასთან, მოწმეთათვის არ არის ცნობილი ა---------– ბ------ის მიერ 2017 წელს მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის სახეობის და რაოდენობის შესახებ. ამდენად, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ცალსახად ვერ დაადასტურეს, მხარეებს ქორწინების პერიოდში რა სახის და რაოდენობის პირუტყვი ჰყავდათ, რა სახეობის და ოდენობის მოსავალი მოუვიდათ 2017 წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოწმის ჩვენება ვერ ჩაითვლება იმ შესაბამის და უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.

 

მოსარჩელემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთს სათანადო რეალიზება და ვერ წარმოადგინა მის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.

 

4.2.5. უძრავი ქონება მდებარე ა-------ს მუნიციპალიტეტის სოფელი პ------- ს-----, ს/კ 6-.0-.2-.4--, არ წარმოადგენს ა---------– ბ------ის და ი--- ბ------ის თანასაკუთრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე შესაბამის დასკვნის გაკეთებისათვის, ის ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ეფუძნება სამართალწარმოების დროს განვითარებული მსჯელობების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, წერილობითი დოკუმენტების, მოწმეთა ჩვენებებისა თუ სხვა გარემოებების ერთობლიობას.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-------ს რაიონი სოფელი პ------- ს-----ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 6-.0-.2-.4--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა---------– ბ------ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 0--1--1---წ. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N--. აღნიშნული უძრავი ქონება ა---------– ბ------ეს გააჩნდა ქორწინებამდე და შესაბამისად წარმოადგენდა ა---------– ბ------ის ინდივიდუალურ საკუთრებას. მოსარჩელე უთითებს, რომ ქორწინების შემდეგ სადავო უძრავი ქონება გადაიქცა თანასაკუთრებად, ვინაიდან ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადდიდა. ა---------– ბ------ე უთითებს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მიშენება განხორციელდა ქორწინებამდე, შესაბამისად იგი თანასაკუთრებად ვერ გადაიქცეოდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლოა მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება გადაიქცეს თანაზიარად. ქონების სამართლებრივი რეჟიმის ასეთი ტრანსფორმირება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ქორწინების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ქონების ღირებულება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა.

 

ამდენად, მოთხოვნის საფუძვლიანობის შეფასებისათვის, მნიშვნელოვან საკითხს წარმოდგენს ა---------– ბ------ის ინდივიდუალური საკუთრების საგანზე მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული სამუშაოების შინაარსი და მასშტაბები, პერიოდი, ასევე იმ საკითხის გამოკვლევა, თუ რამდენად გამოიწვია ჩატარებულმა სამუშაოებმა ინდივიდუალური საკუთრების საგნის გარდაქმნა მეუღლეთა თანასაკუთრებად.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება სადავო სახლზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების ფაქტი, თუმცა არა იმ მოცულობით და შინაარსით, რაც მისი თანასაკუთრებად მიჩნევისათვის საკმარისი იქნებოდა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებმაც განმარტეს, რომ ა---------– ბ------ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ სახლს მიაშენეს დამხმარე ნაგებობა, ასევე გაარემონტეს აბაზანა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწრშიც ჩანს, რომ მხარეთა ქორწილის პერიოდში დამხმარე ნაგებობა არ ფიქსირდება. ექსპერტის გ------- ნ-–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა---------– ბ------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სამი შენობა-ნაგებობა. ძირითადი საცხოვრებელი სახლი არის ერთსართულიანი შენობა - 1029.7 კვადრატი, რომელის ღირებულებაც შეადგენს 43488 ლარს, მეორე ბოსელი - 1918 ლარი და ძველი აშენებული შენობა - 3201 ლარი. ახალი აშენებული სათავსოს ღირებულება შეადგენს - 11622.41 ლარს, ხოლო სველი წერტილის მოწყობის სამუშაოების ღირებულება - 5085.84 ლარს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგენილია, რომ ა-------ს მუნიციპალიტეტის სოფელი პ------- ს-----ში ს/კ 6-.0-.2-.4-- რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაში სველი წერტილის მოწყობის სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება დარიცხვების ჩათვლით შეადგენს 5085.84 ლარს, ხოლო არსებული შენობა-ნაგებობის დასავლეთი მხარის კედელზე მოწყობილი სარდაფის საორიენტაციო ღირებულება დარიცხვების ჩათვლით შეადგენს 11622.46 ლარს. ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.01.2019წ. დასკვნით დადგენილია, რომ ა-------ს მუნიციპალიტეტის სოფელი პ------- ს-----ში მდებარე უძრავი ქონების ს/კ 6-.0-.2-.4-- , მთლიანი საბაზრო ღირებულება 2019 წლის 28 იანვრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 68005.46 ლარს. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება სარდაფის აშენებით და საცხოვრებელ სახლში განთავსებული სველი წერტილის გარემონტებით და კეთილმოწყობით გაი---რდა 16708.3 ლარით.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლო ასკვნის, რომ გაწეული სამუშაოების შედეგად განხორციელებული სამუშაოების, კერძოდ სარდაფის მიშენებისა და სააბაზანოს მოწყობის შედეგად სახლის ღირებულება მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ქონება ვერ გადაიქცეოდა მეუღლეთა თანასაკუთრებად, ვინაიდან არ შექმნილა საცხოვრებლად ვარგისი გარემონტებული ფართი, სახლს არ მიმატებია ოთახების რაოდენობა, არ მომხდარა სადავო ქონების გაზრდა-გაფართოება და აშ.

 

სასამართლო ასკვნის, რომ სადავო უძრავ ქონებაზე გაწეული სამუშაოების შინაარსის, მასშტაბების და შედეგების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად არ გაზრდილა სახლის ღირებულება. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო უძრავი ნივთის ამჟამინდელი მდგომარეობა და მახასიათებლები, ასევე მისი საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად არ განსახვავდება იმ მდგომარეობის, მახასიათებლების და ღირებულებისაგან, რაც 2009 წლამდე ჰქონდა სადავო უძრავ ქონებას. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ ქორწინების შემდეგ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში სადავო უძრავი ქონება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაი---რდა მისი ღირებულება და გადაიქცა თანასაკუთრებად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა, სასამართლოს მიერ მისთვის ალიმენტის დაკისრების შემდეგ არ შეცვლილა, არ არსებობს დაკისრებული ალიმენტის გაზრდის საფუძველი. ასევე, მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად არ გაუმჯებესებულა, რაც გამორიცხავს, მოსარჩელის სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობას. ამასთან ავტომანქანა, მაცივარი, სამედიცინო აპარატურა მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი, რაც წარმოადგენს საერთო ქონებიდან წილის კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1198-ე, 1221-ე, 1231-ე, 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1161-ე, 1164-ე, 1168-ე, 1163-ე მუხლებით

,,ბავშთა უფლებათა შესახებ ევროპული კონვენცია''

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. მოსარჩელემ არასრულწლოვანი შვილის გ------- ბ------ის სასარგებლოდ ალიმენტის ოდენობის გაზრდა მოითხოვა იმ არსებით გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, მისთვის სასამართლო წესით საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შემდეგ, ხოლო ბავშვის ასაკმა და შესაბამისად, მისთვის აუცილებელმა ხარჯმა მოიმატა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ი--- ბ------ეს და მოპასუხე ა---------– ბ------ეს თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ შვილი გ------- ბ------ე. მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი გ------- ბ------ე ცხოვრობს დედასთან ი--- ბ------ესთან ერთად.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ი--- ბ------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ა---------– ბ------ეს არასრულწლოვანი შვილის გ------- ბ------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად 160 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის ზოგადი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

სწორედ მითითებული პრინციპების დაცვით, სასამართლოს მიერ, 25.11.2014წლის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა მოპასუხე ა---------– ბ------ის საალიმენტო ვალდებულება არასრულწლოვანი შვილის გ------- ბ------ის მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული ნორმა ადგენს მხარეთა მატერიალური მდგომაროების ცვლილებების/გაუმჯობესების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, რაც ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას - მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის უკეთესობისაკენ შეცვლას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით. მშობლის გაზრდილი და სტაბილური შემოსავალი საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და შეუქმნის განვითარების ფართო წინაპირობებს. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის. იმავდროულად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. სსკ-ის 1221.2 მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, ალიმენტის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს საამისოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. ამ დროს მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, შეიცვალა/გაუმჯობესდა თუ არა არსებითად ალიმენტის გადამხდელი პირის ქონებრივი მდგომარეობა. ამავე კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საოქლქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 31 მარტის განჩიენბაში საქმეზე №ას-1194-1154-2016 განმარტა, რომ „„სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რას გულისხმობს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენენ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება და სხვა. შემოსავლების შემცირებისა და კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია, ადრე განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა შემცირდეს, ხოლო კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია, ალიმენტი გაიზარდოს“ (სუსგ # ას-303-290-2015, 13.05.2015წ.; შდრ. სუსგ # ას- 1191-1121-2015, 22.01.2016წ).

 

ხოლო 2015 წლოის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე 675-641-2013 საკასაციო პალატამ განმარტა: „სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ანუ იმ შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობას, რაც მათ გააჩნიათ სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრების მომენტში და არა იმას, თუ როგორი იყო მათი მატერიალური მდგომარეობა წარსულში. ამ დასკვნის მართებულობას ადასტურებს ასევე სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლი, რომელიც ითვალიწინებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების ან გადიდების შესაძლებლობას მშობლების მატერიალური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ როგორც ალიმენტის დანიშვნისას, ასევე შემდგომში მისი ოდენობის შეცვლისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით, ანუ გადამწყვეტია, თუ როგორი მატერიალური მდგომარეობა გააჩნია ალიმენტვალდებულს ალიმენტის დანიშვნისა თუ შეცვლის მომენტში.“

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის გაზრდა, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

მოპასუხე ა---------– ბ------ის ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესების ფაქტი სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი. პირიქით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ა---------– ბ------ე მუშაობდა ხე-ტყის დამამზადებელ კომპანიაში, სადაც იღებდა ხელფასს, თუმცა 2018 წლის ივნისის თვიდან იგი აღარ მუშაობს და აღარ აქვს სტაბილური შემოსავალი. ამდენად წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა სასამართლოს აზრით ქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო ბუნებრივია, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების შემდეგ მისი მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, არ არსებობს სამართლებრივი წინაპირობა დაკისრებული ალიმენტის გაზრდისა.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს, სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის საფუძველი, ვინაიდან ახალციხის რაიონული სასამართლოს 25.11.2014 წლის გადაწყვეტილებით ა---------– ბ------ისათვის ალიმენტის დაკისრების შემდეგ, ამ უკანასკნელის მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა - არ გაუმჯობესებულა.

 

7.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

 

დადგენილია, რომ ა---------– ბ------ის და ი--- ბ------ის ქორწინების პერიოდში 2016 წლის 20 ნოემბერს ა---------– ბ------ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ,,ნ-----------’’ სახელმწიფო ნომრით - H-------. დაახლოებით ამავე პერიოდში მოხდა სტომატოლოგიური კაბინეტის მოწყობა და აღჭურვა სამედიცინო აპარატურით. ასევე დადგენილია, რომ მხარეებმა ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს მაცივარი.

 

მოსარჩელე ი--- ბ------ემ მოითხოვა მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ნივთების 2/3 ნაწილის ღირებულების ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელე ა---------– ბ------ემ მოითხოვა სტომატოლოგიური კაბინეტის ½ წილის ღირებულების ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

დადგენილია, რომ ა---------– ბ------ეს და ი--- ბ------ე დაქორწინდნენ 2009 წელს. მათ შორის არსებული ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა 2017 წლის ოქტომბრის თვიდან, ხოლო რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა - 2018 წლის 23 ოქტომბრიდან. მათი თანაცხოვრების პერიოდში, 2016 წლის 20 ნოემბერს ავტომანქანა ,,ნ-----------’’ სახელმწიფო ნომრით - H-------, შეიძინა ა---------– ბ------ემ, მათ მიერ შეძენილი იქნა მაცივარი და მოეწყო და აღიჭურვა სტომატოლოგიური კაბინეტი. ამდენად, სადავო ქონება შეძენილია ი--- ბ------ის და ა---------– ბ------ის ქორწინების განმავლობაში, ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში.

 

საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის, თუკი არ აქვს ადგილი კანონით დადგენილ გამონაკლისს.

 

მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგანაც სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს ქონებრივ უფლებებს.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა მეუღლეთა თანაბარ უფლებებს ადგენს ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. გამომდინარე აღნიშნულიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ქონება შეძენილია ი--- ბ------ის და ა---------– ბ------ის ქორწინების პერიოდში, ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოების პირობებში და შესაბამისად, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ი--- ბ------ე და ა---------– ბ------ე ითხოვენ მეუღლეთა თანასაკუთრებიდან მათი წილის ღირებულების ანაზღაურებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სადავო ქონება (ავტომანქანა, მაცივარი, სტომატოლოგიური კაბინეტი), როგორც მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი, წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას, ქონებაზე საოჯახო-სამართლებრივი საფუძვლით საკუთრების უფლება გააჩნია, როგორც ი--- ბ------ეს ასევე ა---------– ბ------ეს. შესაბამისად, ი--- ბ------ის სასარგებლოდ მოპასუხე ა---------– ბ------ეს უნდა დაეკისროს საერთო ქონებიდან მოსარჩელის კუთვნილი წილის ღირებულების ანაზღაურება, ასევე ი--- ბ------ეს ა---------– ბ------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საერთო ქონებიდან მისი კუთვნილი წილის ღირებულების ანაზღაურება.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას პირუტყვის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის თანასაკუთრებად მიჩნევის და მიკუთვნების თაობაზე იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა პირუტყვის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის არსებობის ფაქტი, ვერ იქნა დადგენილი მოძრავი ქონების სახეობა და რაოდენობა. მოსარჩელემ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია საქართველოს სსსკ 102.1 მუხლის შესაბამისად, ვერ წარადგინა სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულება რომლითაც მეუღლეთა თანასაკუთრებაში მოძრავი ქონების არსებობის ფაქტს დაადასტურებდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ შეიძლება გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბარობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით. კერძოდ ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. მითითებული ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის ამგვარი განსხვავებული წესით დადგენას ითვალისწინებს მხოლოდ ამავე ნორმით ჩამოთვლილი შემთხვევების არსებობისას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მისთვის საერთო ქონებიდან 2/3 წილის მიკუთვნებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ი--- ბ------ის მოთხოვნა წარმატებულია მხოლოდ ½ წილის მიკუთვნების ნაწილში. რაც შეეხება სადავო ქონებაში წილის გაზრდას აღნიშნული არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელე ი--- ბ------ე წილის გაზრდას იმ გარემოებაზე დაყრდნობით მოითხოვს, რომ მასათან ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი. მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამგვარ შესაძლებლობას ითვალისწინებს, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება ქონებაში ერთ-ერთი მეუღლის წილის გაზრდას საფუძვლად ვერ დაედება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის წილის გაზრდა გავლენას ვერ მოახდენს ბავშვის უფლებრივ და ფაქტობრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი სამართლებრივადაც და ფაქტობრივადაც იმავე მდგომარეობაში დარჩება, რა მდგომარეობაშიც მისი მშობლების წილთა თანაფარდობის შემთხვევაში იქნება. ამიტომ მოსარჩელეს ისიც უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ საერთო ქონებაში მისი წილის გაზრდა ბავშვის ინტერესების დასაცავად აუცილებელი იყო, ასევე მიეთითებინა თანასაკუთრების თაბარად გაყოფა რა გავლენას მოახდენს არასრუწლოვანი შვილის ინტერესზე, ან მის ნორმალურ პირობებში აღზრდაზე. ამგვარ ფაქტებზე კი, მოსარჩელეს არ მიუთითებია. ამდენად სახეზე არ გვაქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დაადასტურებდა მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისისაგან გადახვევის აუცილებლობას.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.01.2019წ. დასკვნით დადგენილია, რომ ავტომობილი ,,N-------------’’ საბაზრო ღირებულებაა - 9300 ლარი, ხოლო 13.1--2018წ. N----- ანგარიშით დადგენილია, რომ სტომატოლოგიური კაბინეტის აღჭურვილობის ჯამური საბაზრო ღირებულება შეადგენს 14150 ლარს. ასევე ი--- ბ------ის და ა---------– ბ------ის მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი მაცივრის ღირებულება არის 400 ლარი. შესაბამისად, სასამართლო ი--- ბ------ის და ა---------– ბ------ის კუთვნილი წილის ღირებულებას განსაზღვრავს საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის მიხედვით, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

ქორწინების პერიოდში, ერთ-ერთი მეუღლისათვის ჩუქების საფუძველზე გადაცემული ქონება ამ მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას განეკუთვნება და მეორე მეუღლეს მასზე რაიმე სახის ქონებრივი უფლება არ წარმოეშობა. კანონის მიზანი განქორწინებულ მეუღლეებს ქონებრივი მდგომარეობის სამართლიანი ბალანსის შენარჩუნების და განაწილების გარანტს უქმნის როგორც ინდივიდისათვის აღიარებული უფლების უზრუნველყოფაში, ისე თანაზიარ თუ წილობრივ ვალდებულებებში. სამოქალაქო კოდექსის მიერ მეუღლეთა ინდივიდუალური და საერთო საკუთრების უფლებრივი მდგომარეობების განსაზღვრის აუცილებლობა და ლეგიტიმურობა სწორედ ზემოაღნიშნული გარანტიების სამართლიანი გადანაწილების უზრუნველყოფას ემსახურება.

 

სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სტომატოლოგიური კაბინეტის მოწყობის ხარჯის ნაწილი, კერძოდ 5000 ლარი დაფინანსებული იქნა ,,ა–-------------------–--ში’’ პროექტის ფარგლებში სსიპ მ-–------------------------------------ს მიერ. შესაბამისად აღნიშნული თანხა წარმოადგენს ი--- ბ------ის საჩუქარს და მისთვის ჩუქებით გადაცემულ ქონებას. 13.1--2018წ. N----- ანგარიშით დადგენილია, რომ სტომატოლოგიური კაბინეტის აღჭურვილობის ჯამური საბაზრო ღირებულება შეადგენს 14150 ლარს. აქედან 5000 ლარი ი--- ბ------ეს მიღებული აქვს ჩუქებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქორწინების განმავლობაში ერთ-ერთი მეუღლისათვის ჩუქებით გადაცემულ ქონებაზე არ ვრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრება და იგი წარმოადგენს დასაჩუქრებულის, ამ შემთხვევაში ი--- ბ------ის ინდივიდუალურ საკუთრებას, შესაბამისად 5000 ლარი უნდა გამოაკლდეს 14150 ლარს.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ი--- ბ------ის მოთხოვნა თანაცხოვრების შეძენილი ქონებიდან კუთვნილი წილის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია. ამდენად, მოპასუხე ა---------– ბ------ეს მოსარჩელე ი--- ბ------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ავტომანქანის ღირებულების ნახევარი 4650 ლარის და მაცივრის ღირებულების ნახევარის 200 გადახდა. ასევე, მოპასუხე ი--- ბ------ეს მოსარჩელე ა---------– ბ------ის სასარგებლოდ დაეკისროს სტომატოლოგიური კაბინეტის აღჭურვილობის ღირებულების ნახევარის 4575 ლარის გადახდა (14150-5000/2).

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემულ წესი არ გამოიყენება თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული.

 

მოსარჩელე ი--- ბ------ე მოითხოვს ა---------– ბ------ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თანასაკუთრებად ჩათვლას. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სწორედ მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრების თანაზიარად გადაქცევას, ქონების სამართლებრივი რეჟიმის ტრანსფორმაციას ეხება იმ საფუძვლით, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად უძრავი ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადდიდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, კერძოდ საერთო საკუთრებად ჩათვლას არა ამ ქონების ქორწინების პერიოდში შეძენას, არამედ ქორწინებამდე შეძენილ ქონებაზე ისეთ ხარჯების გაწევას, რაც არსებითად ამ ქონების ღირებულების გაზრდას იწვევს. ასეთი ქონების თანასაკუთრებად გადაქცევის აუცილებელ წინაპირობად მოიაზრება ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, საერთო მეურნეობის წარმოებით და გაძღოლით ქონების ღირებულების გაუმჯობესებას და გაუმჯობესებაში თითოეული მეუღლის თანამონაწილეობას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-------ს რაიონის სოფელ პ------- ს-----ში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 6-.0-.2-.4--, საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 68005.46 ლარს. ასევე დადგენილია, რომ ა---------– ბ------ის და ი--- ბ------ის ერთად ცხოვრების პერიოდში აშენდა/მოეწყო სარდაფი და სააბაზანო. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება სარდაფის აშენების და საცხოვრებელს სახლში განთავსებული სველი წერტილის გარემონტებით/კეთილმოწყობით გაიზარდა 16708.3 ლარით. სასამართლოს აღნიშნავს, რომ სარდაფის აშენებაზე და სველი წერტილის რემონტზე გაწეული ხარჯი არ წარმოდგენს იმგვარ დანახარჯს, რამაც სადავო ქონების ღირებულების არსებითად გაზრდა გამოიწვია. ამდენად, სადავო უძრავი ქონება ვერ მოექცევა სამოქალაქო კოდექსი 1163-ე მუხლით განსაზღვრულ რეჟიმში და წარმოადგენს ა---------– ბ------ის ინდივიდუალურ საკუთრებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

 

ი--- ბ------ის სარჩელის ფასი განისაზღვრება 125525 ლარით (ექსპერტიზს დასკვნის მიხედვით). მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი. ი--- ბ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ 4850 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე ა---------– ბ------ეს მოსარჩელე ი--- ბ------ის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის სახელმწიფო ბაჟის 145.5 ლარის გადახდა. ხოლო ი--- ბ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 2700 ლარის გადახდა. ა---------– ბ------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად მოპასუხე ი--- ბ------ეს მოსარჩელე ა---------– ბ------ის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის სახელმწიფო ბაჟის 137.25 ლარის და ექსპერტიზის ხარჯის 100 ლარის გადახდა.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მას არ წამოუდგენია აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ი--- ბ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ა---------– ბ------ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ი--- ბ------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ავტომანქანის ღირებულების ნახევარი 4650 ლარის და მაცივრის ღირებულების ნახევარის 200 ლარის, მთლიანობაში 4850 ლარის გადახდა.

 

1.2. მოსარჩელე ი--- ბ------ეს უარი ეთქვას უძრავი ქონების, ს/კ 6-.0-.2-.4-- თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ, პირუტყვის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მიკუთვნების შესახებ.

 

1.3. ი--- ბ------ეს უარის ეთქვას ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდაზე.

 

2. ა---------– ბ------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.1. მოპასუხე ი--- ბ------ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ა---------– ბ------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 4575 ლარის გადახდა.

 

3. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესაბამისად მოპასუხე ა---------– ბ------ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ი--- ბ------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 275 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე ა---------– ბ------ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ი--- ბ------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 145.5 ლარის გადახდა.

 

5. მოპასუხე ი--- ბ------ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ა---------– ბ------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 137.25 ლარის და ექსპერტიზის ხარჯის 100 ლარის გადახდა.

 

6. მოპასუხე ი--- ბ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 2700 ლარის გადახდა.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი