განაჩენი

სისხლის სამართლის 01.04.2019
საქმის ნომერი
330100118002735029
თარიღი
01.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/5----18

გამოძიების N00----------6

01 აპრილი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ--------------–ი

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ზ------------, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: გალი, ს------–-------–---ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, თ-------------------------------------------–----------------------------–-------------------------

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ)

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

წარდგენილი ბრალდების არსი:

2018 წლის 1--------------ს, დაახლოებით 22:10 საათზე, ქ. თბილისი, თ--------------------------------–------------------------------ში, ზ-----------მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის - ნ-------------–--ას მიმართ, კერძოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე, წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, მოქაჩა თმა, დააგდო საწოლზე, ყურიდან ჩამოგლიჯა საყურე და რამდენჯერმე დაარტყა შეკრული ხელის მტევანი თავსა და მხრებში. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ნ-------------–--ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ნ-------------–--ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს ესწრებოდა მისი არასრულწლოვანი შვილი ე-----–--------ი.

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 1--------------ს, დაახლოებით 22:10 საათზე, ქ. თბილისი, თ--------------------------------–------------------------------ში, ზ-----------მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის - ნ-------------–--ას მიმართ, კერძოდ, წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, მოქაჩა თმა, დააგდო საწოლზე, ყურიდან ჩამოგლიჯა საყურე და რამდენჯერმე დაარტყა შეკრული ხელის მტევანი თავსა და მხრებში. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ნ-------------–--ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულ ნ-------------–--ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ზ------------ არის მისი მეუღლე და მასთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში ზ------------ ეჭვიანობის ნიადაგზე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ შორის ხშირი იყო კამათი, განსაკუთრებით ალკოჰოლური სიმთვრალის დროს. 2018 წლის 1--------------ს ზ-----------ს მასთან მოუვიდა კამათი, რა დროსაც უთხრა, რომ მეორე დღეს სკოლაში წასვლის შემდეგ სახლში აღარ დაბრუნებულიყო. მეორე დღეს სახლში დაბრუნებისას ზ------------ იმყოფებოდა საძინებელ ოთახში. საძინებელში შესვლისას შეატყო, რომ მისი მეუღლე იყო ნასვამი. კვლავ მოუვიდათ კამათი, გავიდა მეზობელთან და დარეკა პოლიციაში. აღნიშნულზე ზ------------ გაღიზიანდა, წვდა თმებში, ლოგინზე დააგდო, მუშტი რამდენჯერმე დაარტყა და საყურე ჩამოგლიჯა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ე-----–--------ი და დედამთილი ზო---------ი. ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად განიცადა ტკივილი.

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზო---------მა დაკითხვისას განმარტა, რომ ზ------------ არის მისი შვილი, რომელიც ქორწინებაში იმყოფებოდა ნ-------------–--ასთან. ბინაში ცხოვრობდნენ თავად, მისი შვილი ზ------------, რძალი ნ-------------–--ა და მათი არასრულწლოვანი შვილები: ბ-------- და ე-----–--------ები. 2018 წლის 1--------------ს, საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე ზ------------ ნასვამი დაბრუნდა სახლში. მეუღლეებს შორის მოხდა შეკამათება, რა დროსაც ზ----მ ნ-----ს დაარტყა მუშტი. მოწმე ზო---------მა დაკითხვისას ასევე განმარტა, რომ არასრულწლოვანი ე-----–--------ი ძალადობის ფაქტს არ შესწრებია. ე-----–- ოთახიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ზ---- გავიდა სახლიდან.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–---- გამომძიებელმა გ---------------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და განმარტა, რომ გამოკითხვის ოქმებში სრულად ასახა მოწმეების მიერ გადმოცემული ინფორმაცია.

სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა: ბა--------------მა და ე-----–--------მა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით არ მიეცათ მამის მამხილებელი ჩვენება.

სასამართლოს დასკვნა ზ------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ზემოთ განხილული მტკიცებულებებისა დასტურდება მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე, კერძოდ:

ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2018 წლის 7----------- სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ მოქალაქე ნ-------------–--ას პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარცხენა ყურის ბიბილოზე ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 1--------------ს.

შემაკავებელი ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 1--------------ს ნ-------------–--ას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ ზ-----------მა. შემაკავებელი ორდერი გაეცნო ზ-----------ს, რაც დადასტურებულია ორდერზე ხელმოწერით.

ბრალდებულმა ზ-----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ნ-------------–--ას მიმართ განხორციელებულ ძალადობას არ ესწრებოდა ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილი ე-----–--------ი.

სასამართლომ, მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, გამოიკვლია სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ზ------------სათვის წარდგენილმა ბრალდებამ საქმის სასამართლო განხილვისას დადასტურება ვერ ჰპოვა. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ------------ს მიერ ჩადენილია არა ბრალდებით გათვალისწინებული, არამედ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

გამოკვლეული მტკიცებულებებით დაზარალებულ ნ-------------–--ას, მოწმე ზო---------ის ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და თავად ბრალდებულ ზ------------ს აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ 2018 წლის 1--------------ს, ზ-----------მა მეუღლეს, ნ-------------–--ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

რაც შეხება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მაკვალიფიცირებელ ნიშანს ძალადობას ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურება ვერ ჰპოვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებობს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომლის სანდოობაში სასამართლოს ეჭვი შეტანის საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ სხვა უტყუარი პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. მით უფრო, როდესაც ფაქტის შემსწრე მოწმე ზო---------ი და ბრალდებული უარყოფენ არასრულწლოვან ე-----–--------ის თანდასწრებით ძალადობის ფაქტს.

სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის მინიშნებას, რომ მოწმე ზო---------მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ზ------------სათვის პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით განმარტა, რომ ძალადობას არ შესწრებია არასრულწლოვანი ე-----–--------ი, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე ზო---------ს განემარტა მისი კონსტიტუციური უფლება არ მიეცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის, შვილის წინააღმდეგ. სასამართლო სხდომაზე მოწმე ზო---------მა გამოთქვა სურვილი მიეცა საკუთარი შვილის მამხილებელი ჩვენება, რომლის სანდოობაში სასამართლოს ეჭვი შეტანის საფუძველი არ გააჩნია.

სასამართლო განმარტავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ის ფაქტი რომ არასრულწლოვანი ე-----–- ხ------–--- შეესწრო მამის ზ------------ს მხრიდან ნ-------------–--ას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მაკვალიფიცირებელ გარემოებაში (არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) უნდა მოვიაზროთ ისეთი შემთხვევაც, როცა არასრულწლოვანი ხდება არა უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების, არამედ მხოლოდ ამ ქმედების შედეგის შემსწრე. დანაშაულის შედეგმა, შესაძლოა, ყოველთვის უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე, თუმცა ეს ფაქტი არ შეიძლება მივიჩნიოთ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ურთიერთთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელთა სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 1--------------ს, დაახლოებით 22:10 საათზე, ქ. თბილისი, თ--------------------------------–------------------------------ში, ზ-----------მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის - ნ-------------–--ას მიმართ, კერძოდ, წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, მოქაჩა თმა, დააგდო საწოლზე, ყურიდან ჩამოგლიჯა საყურე და რამდენჯერმე დაარტყა შეკრული ხელის მტევანი თავსა და მხრებში. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ნ-------------–--ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან (სსკ-ის 1261 მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, გ) შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე-2551, 3811 და 381 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ზ-----------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ზ------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ზ------------ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში ზ------------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ------------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ზოგადი და სპეციალური პრევენციული მიზნების მიღწევა, დამნაშავე პირთა რესოციალიზაცია, მათ მიერ დანაშაულის უარყოფითი შედეგების გააზრება, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების გათავისება და მსხვერპლთათვის სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება ზ------------ს მიმართ სასჯელად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9-----------ს განაჩენით ზ------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

სასამართლო უთითებს, რომ ზ------------ ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას შესაბამისად, კერძოდ დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------------ს მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ზ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9-----------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9-----------ს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ზ-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.

ნივთიერი მტკიცებულება:

ზ------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–---–ი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი